განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N(1/6–2019) 090100119002818777
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2019 წელი ქ. ამბროლაური
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე
პროკურორის - ზ------–--–---------ს
ბრალდებულის - ზ--------------–---ს
ადვოკატის – ნ--------------–---ს
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე
ბრალდებულ ზ--------------–---ს მიმართ
მამის სახელი: მ-------
დაბადებული: 2--------- წელი;
დაბადების ადგილი: საქართველო, ლ--------
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: ს-–----–--;
ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–-;
პირადი ნომერი: 2----------;
რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი – ლ-------- სოფელი ლ----------;
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი – ლ-------- სოფელი ლ----------;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19–177–ე მუხლის პირველი ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 17 საათზე, ზ-------------–--- შეეცადა ფარულად დაუფლებოდა ლ-------- მუნიციპალიტეტის სოფელ ჟ-----------ს თემის ადმინისტრაციულ შენობაში არსებული, სს ,,ოპპა“– ს კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულად თანხას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2019 წლის 17 იანვრის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.75–79).
3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. ზ--------------–---მ სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.
5.მოწმეთა სახით დაკითხული მ--–-------------–----- და თ------–-----–----ს წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 20 ნოემბერს, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ სოფელ ჯ----------ის ტერიტორიაზე, დაახლოებით 17 საათზე, შეჩერდნენ ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც განთავსებულია მათი სამუშაო ოთახები. მეორე სართულის მიმართულებით მსვლელობისას გაიგონეს კარების სწრაფად მიჯახუნების ხმა, დაინახეს, რომ გარბოდა ზ-------------–---. აღმოაჩინეს, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კარები იყო გაღებული და იქვე იატაკზე ეგდო ლითონის ნაჭერი. მიხვდნენ, რომ ზ-------------–--- სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდა, რაც ზ--------------–---ს აღიარა მათთან (ს.ფ.10–12; 13–15).
6.დაზარალებულის სახით დაკითხული ც------------------ს წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ პოლიციის თანამშრომლის მ--–------------------ან მიიღი სატელეფონო შეტყობინება სოფელ ლეკოსანდში მცხოვრები ზ--------------–---ს მიერ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის შესახებ. სთხოვდნენ გასულიყო ჟ-----------ს ადმინისტრაციულ შენობაში და გაერკვია რაიმე თანხა ხომ არ იყო დაკარგული. მომხდარის შესახებ აცნობა სს ,,ოპპა“–ს წარმომადგენლებს და მათი მითითების შესაბამისად 112–ის ცხელ ხაზს.(ს.ფ.55 –57);
7.2018 წლის 21 ნოემბრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ ზ-------------–---ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19–177–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის გამო, ლ-------- მუნიციპალიტეტის სოფელ ჟ-----------ს თემის ადმინისტრაციულ შენობაში არსებული, სს ,,ოპპა“– ს კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულადი თანხის დაუფლების მცდელობის ფაქტზე (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.51–53);
8.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო–კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 27 ნოემბრის N476/დ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარდგენილი კვალი N1, კვალი N2, კვალი N3 და კვალი N4, პირონების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.
კვალი N1, კვალი N2, კვალი N3 და კვალი N4 – ს იდენტური ანაბეჭდები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში არ ინახება (ს.ფ.23–27).
9.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო–კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 30 ნოემბრის N479/დ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, სს N0----------- საქმეზე, პირონების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის გულის ერთი კვალი და ხელის თითის სამი კვალი, კვალი N1, კვალი N2, კვალი N3 და კვალი N4, იდენტური არ არის ზ--------------------------–---ს სახელზე შედგენილი, დაქტილობარათზე არსებული ხელის ანაბეჭდებისა (ს.ფ.37–38).
10.ზ-------------–---- მიმართ მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2018 წლის 20 ნოემბრის მოწმე ვ-----–---------–----ს გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 21 ნოემბრის და 01 დეკემბრის ბრალდებულ ზ--------------–---ს გამოკითხვის ოქმებით; 2018 წლის 20 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; 2018 წლის 27 ნოემბრის ზ-------------–----აგან ნიმუშის აღების ოქმით; დადგენილებებით დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ლითონის ნაჭრით; ხელის კვლებით; ზ--------------–---ს ნასამართლობის ცნობით; ზ-------------–---- ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით – ფორმა N1; შეტყობინებით დანაშაულის შესახებ; მიმართვებით საექსპერტო–კრიმინალისტიკური სამსახურისადმი; მიმართვით სს ,,ოპპა“–სადმი; სს ,,ოპპა“–ს პასუხით; დადგენილებით სს ,,ოპპა“–ს დაზარალებულად ცნობის შესახებ და უფლებების განმარტების ოქმით; შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ და შესაბამისი განჩინებით; გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების ოქმით; ოქმებით შესალო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ;
11.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ზ--------------–---მ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
სამართლებრივი შეფასება:
12.სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ--------------–---მ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით –დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19–177–ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
13. ზ--------------–---ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
14.ზ--------------–---- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიერ მიყენებული ზარალი არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
15. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ზ-------------–---ს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ზ--------------–---ს მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. დაზარალებულ მხარეს მის მიერ მიღებული მატერიალური ზიანი არ გააჩნია, არის შეუბღალავი რეპუტაციის მქონე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული ზ--------------–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19–177–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2.გაუქმდეს ზ--------------–---ს მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - გირაო.
3. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ლითონის ნაჭერი, რომელიც ინახება ლ-------- რაიონულ სამმართვერლოში – განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ხელის კვლები დარჩეს საქმეში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს ზ-------------–---- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი