განაჩენი

სისხლის სამართლის 29.03.2019
საქმის ნომერი
190100118002733760
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ს-------------------------------

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 მარტი, 2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მამია ფხაკაძემ

ქეთევან ინასარიძის მდივნობით,პროკურორ - გ------------------ს

ადვოკატ - გ------–---–----ს

 

მონაწილეობით და ბრალდებულ - ბ----------------ს მონაწილეობის გარეშე ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ:

 

ბ----------------------------------------------–-------–-–------------------------------------–----------------------------–-----------–-------------------------–----------–------------------------------------------------------------------–-----------–----------------------------------------------------–------------------------–-----------–--------------------------–-------------------------–-------------------------------–--------–-------------–----------------------------) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 30 მარტს, დაახლოებით 11:30 საათზე ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 35-ე კილომეტრზე, ქ. ბოლნისიდან ქ. მარნეულის მიმართულებით მოძრაობდა ,,მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილი, სომხური ნომრით - 2--------, რომელსაც მართავდა ბ----------------. გზაზე მსვლელობისას ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნები და სათანადო დისტანციის დაუცველობის გამო ჯერ შეეჯახა მის წინ მიმავალ ,,ტოიოტა კამრის“ მარკის ავტომობილს, რუსული ნომრით - X---------- რომელსაც მართავდა ს-----------------ი, ხოლო შემდეგ გადავიდა საპირისპირო სავალ ზოლში, სადაც შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ,,ოპელ ასტრას“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით - G------, რომელსაც მართავდა გ---–--------------ი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გ---–--------------ის მგზავრებმა - შ----------------------მ და თ------------------მ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები.

 

აღნიშნული ქმედებისათვის ბ---------------ს, რომელიც თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ს მიხედვით: სისხლის სამართლის №------------ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 30 მარტს, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით. ბარათის მიხედვით, 2017 წლის 30 მარტს დაახლოებით 11:30 საათზე ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 35-ე კილომეტრზე, ქ. ბოლნისიდან ქ. მარნეულის მიმართულებით მოძრაობდა ,,მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილი, სომხური ნომრით - 2--------, რომელსაც მართავდა 05.01.1960 წ--–- დაბადებული რუსეთის მოქალაქე ბ----------------, უკანა მხარეს შეეჯახა მის წინ თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ,,ტოიოტა“-ს მარკის ავტომობილს, რუსული ნომრით - X----------, რომელსაც მართავდა 22.09.1--- წ--–- დაბადებული ს-----------------ი, რის შემდეგ ,,მერსედესი“-ს მარკის ავტომობილი გადავიდა საპირისპირო მიმართულებით სავალ ზოლში და შეეჯახა ,,ოპელი“-ს მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით - G------, რომელსაც მართავდა 08.12.1--- წ--–- დაბადებული გ---–--------------ი. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ,,ოპელი“-ს მარკის ავტომობილის მგზავრები: ე-–--------------ი, თ------------------ და შ---------------------- გადაყვანილნი იქნენ საავადმყოფოში. (ტ.1. ს.ფ. 1)

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N------ შეტყობინების მიხედვით, 2017 წლის 30 მარტს დაახლოებით 11:30 სთ/ზე ფონიჭალა გუგუთის 35-ე კმ/ზე ერთმანეთს შეეჯახა ა/მ “ოპელ ასტრა“ ს/ნ G------ , რომელსაც მართავდა 1--- წ--–- დაბადებული ბოლნისის ს.ნახიდურში მცხ: გ---–--------------ი ა/მ “მერსედესი“ ს/ნ 2--------, მართავდა ბ---------------- 1960 წ/დ მცხ: რუსეთის ფედერაცია და ა/მ “ ტოიოტა კამრი“ ს/ნ X------- მართავდა 1----–--- ს-----------------ი, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ა/მ “ოპელის“ მგზავრები 1967 წ/დ შ--------------------ა და 4 წლის თ----------------ა სხეულის დაზიანებით გადაყვანილ იქნენ ქ.მარნეულის სავადმყოფოში, ხოლო 1---–--- ე-–------------ი გადაყვანილი იქნა ქ.ბოლნისის სავადმყოფოში. (ტ.1. ს.ფ. 2)

 

მოწმის სახით დაიკითხა, დაზარალებული შ----------------------, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 30 მარტს, დილით, მის ძმასთან - გ---–--------------თან ერთად “ოპელის“ მარკის ავტომობილით წავიდა ქ. მარნეულის ბაზარში. მათთან ერთად იმყოფებოდა მისი მცირეწლოვანი ძმისშვილი და მეზობელი მამაკაცი. ავტომობილის საჭესთან იჯდა მისი ძმა- გ---–--------------ი, წინა გვერდითა სავარძელზე იჯდა მეზობელი მამაკაცი, ხოლო უკანა სავარძელზე ისხდნენ (თვითონ) შ---------------------- და მისი 4 წლის ძმისშვილი - თ------------------. სოფელ ნახიდურისკენ მოძრაობისას, შ---------------------- ეთამაშებოდა თ------------------ს და გზას არ უყურებდა, მისი ძმა მოძრაობდა დაბალი სიჩქარით. მოულოდნელად გაიგო მისი ძმის ხმა - ,,რას აკეთებო“ და იგრძნო ძლიერი შეჯახება წინა მხრიდან. ავტომანქანიდან გადმოსვლისას დაინახა, რომ მათ მანქანას წინიდან მათ სავალ ზოლში შეჯახებული იყო ავტომობილი. შეჯახების შედეგად შ----------------------მ მიიღო მარცხენა მხრის მოტეხილობა, დაზიანებები აღენიშნებოდა თავისა და სახის არეში. სავადმყოფოში იმყოფებოდა 9 დღის განმავლობაში. თ------------------ს დაზიანებული ჰქონდა მხარი. მოწმემ დამატებით აღნიშნა, რომ ბრალდებულის მხრიდან მატერიალური ზიანი აუნაზღაურდა და მის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია. (ტ.1. ს.ფ. 149-168)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ე-–--------------ი, რომელმაც განმარტა, რომ 2017 წლის 30 მარტს, თავის მეზობელ გ---–--------------ს გაყვა მარნეულის ბაზარში. ისინი გადაადგილდებოდნენ ,,ოპელ ASTRA”-ს მარკის ავტომანქანით. ავტომობილს მართავდა გ---–--------------ი, თავად კი მის გვერდით იჯდა. პროდუქტების შეძენის შემდეგ, წამოვიდნენ სოფელ ნახიდურში. მოძრაობისას შეამჩნია, რომ მათგან საპირისპირო ზოლში მოძრაობდა ,,მერსედესი“-ს მარკის ავტომობილი, სასომხეთის ნომრებით, მის წინ კი მოძრაობდა ,,ტოიოტა CAMRY”-ის მარკის ავტომობილი. ,,მერსედესის“ მარკის ავტომობილს თითქოს უნდოდა ,,ტოიოტა CAMRY”-ს მარკის ავტომობილის გასწრება, თუმცა ვეღარ მოასწრო და დაეჯახა ჯერ ,,ტოიოტა CAMRY”-ის მარკის ავტომობილს, ხოლო შემდეგ გ---–--------------ის მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანას. მოწმის განმარტებით ,,მერსედესის“ მარკის ავტომობილი მოძრაობდა დაახლოებით 100-130 კმ/სთ სიჩქარით. ხოლო გ---–--------------ი 60 კმ/სთ სიჩქარით. (ტ.2. ს.ფ. 71-79)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გ---–--------------ი, რომელმაც განმარტა, რომ 2017 წლის 30 მარტს დაახლოებით 12:00 საათზე, მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით მოძრაობდა ქ. მარნეულიდან ბოლნისის მიმართულებით. მასთან ერთად იმყოფებოდნენ შაქარხანმ ორუჯოვა, ე-–--------------ი და მისი ქალიშვილი თ------------------. სოფელ ცურტავთან მოძრაობისას გზაზე შეხვდა ე.წ. ,,მწოლიარე პოლიციელი“, სადაც შეანელა სვლა, ამ დროს საპირისპირო ზოლში მოძრავმა სხვა ავტომობილებმაც შეანელეს სვლა. ე.წ. ,,მწოლიარე პოლიციელზე“ გადასვლიდან დაახლოებით 2 წუთში, როდესაც გაუსწორდა შემხვედრი მიმართულებით მოძრავი „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანის წინა მარცხენა კარს, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლმა დაამუხრუჭა, თუმცა მის უკან მოძრავმა „მერსედესის“ მარკის ა/მანქანის მძღოლმა ვერ მოასწრო დამუხრუჭება და შეეჯახა ჯერ ,,ტოიოტის“ მარკის ავტომობილს უკანა ნაწილში, რის შემდეგაც გადმოვიდა გ---–--------------ის სამოძრაო ზოლში და შეეჯახა გ---–--------------ის მართვის ქვეშ მყოფ ,,ოპელ ASTRA”-ს მარკის ავტომანქანას. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ შეჯახების მომენტში მოძრაობდა დაახლოებით 50-60 კმ/სთ. სიჩქარით, ხოლო ბ----------------ის მართვის ქვეშ არსებული „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა მოძრაობდა დაახლოებით 100-130 კმ/სთ სიჩქარით, რის გამოც ვერ მოასწრო დამუხრუჭება.

 

მოწმის განმარტებით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მისმა მგზავრებმა: შ----------------------მ მიიღო ხელის მოტეხილობა, ხოლო მისმა ქალიშვილმა თ------------------მ მოიტეხა ლავიწის ძვალი. ბ----------------მა მათ მატერიალური ზიანი აუნაზღაურა და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. (ტ.2.ს.ფ. 61-71)

 

სამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს გამომძიებელი - ი-–---–----ა, რომელმაც განმარტა, რომ 2017 წლის 30 მარტს, დაახლოებით 11:30 საათზე შემოვიდა შეტყობინება ფონიჭალა - მარნეულის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება. სისხლის სამართლის საქმეზე ი-–---–----ამ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და შემთხვევის ადგილის სქემა, ასევე დაასურათა შემთხვევის ადგილი. მის მიერ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლების შემოწმება სიმთვრალე-სიფხიზლეზე, რა დროსაც დადასტურდა, რომ მძღოლები იმყოფებოდნენ ფხიზელ მდგომარეობაში. მის მიერ გამოიკითხა: ბ----------------ი, ს-----------------ი და მათ წინ მიმავალი ავტომობილის მძღოლები. ასევე გამოკითხული იქნა გ---–--------------ი და მის ავტომობილში მსხდომი პირები: ე-–--------------ი, შ---------------------- და გ---–--------------ის მცირეწლოვანი შვილი. დანიშნული იქნა ავტოტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები. იმის გამო, რომ შემთხვევიდან მალევე ბ---------------მა დატოვა საქართველოს ტერიტორია ი-–---–----ა, თარჯიმნის მეშვეობით ესაუბრა ბ----------------ს და განუმარტა, რომ საქართველოში უნდა ჩამოსულიყო, რაზეც ბ---------------- დათანხმდა და უთხრა, რომ ჩამოვიდოდა ზაფხულში. იმავე წლის მაისის თვეში კვლავ დაუკავშირდა ბ---------------ს და განუმარტა, რომ საჭირო იყო მისი საქართველოში ჩამოსვლა, ბრალის წარსადგენად, რაზეც ბ---------------- დათანხმდა, თუმცა ჩამოსვლის კონკრეტული თარიღი არ მიუთითებია. მოწმის განმარტებით, ამის შემდგე მან რამდენჯერმე სცადა ბ---------------თან დაკავშირება, თუმცა ის ან საერთოდ არ პასუხობდა ტელეფონს ან სხვა პირი პასუხობდა და ეუბნებოდა, რომ აღნიშნულ ნომერი ბ---------------ს აღარ ეკუთვნოდა. ბ----------------ს საგამოძიებო ორგანოში გამოძახების მიზნით ი-–---–----ა ასევე დაუკავშირდა ბ----------------ს ბიძაშვილს - ს-----------------ს, რომელსაც განუმარტა, რომ ბ---------------- უნდა ჩამოსულიყო საქართველოში, თუმცა უშედეგოდ. მოწმის განმარტებით მის მიერ აღნიშნულ საუბრებთან დაკავშირებით შედგენილი იქნა სატელეფონო აქტები, რაც ერთვის განსახილველ საქმეს.

 

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზების ჩატარების შემდეგ, სამივე მძღოლს დაუბრუნდათ ავტომობილები. (ტ.2. ს.ფ. 100-110)

 

სამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის გამომძიებელი ა---------–-------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის ოქტომბერში პროკურორის სიტყვიერი დავალებით, ვინაიდან, ბ---------------- არ იმყოფებოდა საქართველოში და არც საგამოძიებო ორგანოში ცხადდებოდა, მოახდინა ბ----------------ს ადვოკატისთვის ბრალის შესახებ დადგენილების გაცნობა და მტკიცებულებების ასლების გადაცემა. (ტ.2. ს.ფ. 98-99)

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარდა 2017 წლის 30 მარტს, გამომძიებელ ი-–---–----ას მიერ, 2017 წლის 30 მარტის 12:00 საათიდან, 2017 წლის 30 მარტის 12:30 საათამდე პერიოდში. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ფონიჭალა-გუგუთის საავტომობილო გზის 35-ე კილომეტრზე. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდა პატრულ-ინსპექტორი ბადრი ჭოველიძე. დათვალიერება მიმდინარეობდა დღისით, მშრალ ამინდში, ბუნებრივი განათების პირობებში. შედგენილი იქნა სქემატური ნახაზი და ავტომობილები გადაყვანილი იქნა N500 საჯარიმო სადგომზე. ოქმის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მხრიდან შენიშვნები და განცხადებები არ შესულა. ოქმს ხელს აწერს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირი. (ტ.1. ს.ფ . 5-31)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტი ი-----–----------ე , რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 11 იანვარს გაცემული ექსპერტიზის N---- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

მოცემულ შემთხვევაში, მძღოლ ბ----------------ს მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 11-ის მოთხოვნას, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო.

 

მოცემულ შემთხვევაში, მძღოლ ს-----------------ს შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულვებელყოფა არ აღინიშნება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მძღოლ გ---–--------------ს შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულვებელყოფა არ აღინიშნება. (ტ.1. ს.ფ.167-169)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტი ლ--------------ა, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2017 წლის 6 აპრილს გაცემული ექსპერტიზის N------- დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც:

 

1.წარმოდგენილ ავტომობილებზე არსებული დაზიანებები განვითარებულია მათი რაიმე მკვრივი საგანთან ურთიერთქმედება-შეჯახებით.

 

2. წარმოდგენილი ავტომობილების ,,მერსედეს ბენცი C” სახ. N---------- და ,,ოპელ ASTRA” სახ. N G-------ის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაშია ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად, ხოლო ავტომობილ ,,ტოიოტა CAMRY” სახ. N---------------ის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია.

 

3. ავტომობილებზე არსებული დაზიანების ფორმა, ხასიათი და დაზიანების განვითარების მიმართულება გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ შეჯახების მომენტისთვის ავტომობილ ,,მერსედეს ბენცი C” სახ. N-----------ის წინა მარჯვენა ნაწილი მოსულია კონტაქტში ავტომობილ ,,ოპელ ASTRA” სახ. N G-------ის წინა ნაწილთან და გრძივ ღერძთა შორის მახვილი კუთხე /შეჯახების კუთხე/ შეადგენდა დაახლოებით 35 გრადუსს.

(ტ.1. ს.ფ. 157-162)

 

დამაზუსტებელი კითხვების დროს, მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ავტომობილზე არსებული დაზიანებების, მიმართულებების და შეთავსებების მიხედვით დასტურდება, რომ ,,მერსედეს ბენცი C” სახ. N-----------ის შეჯახებულია, ,,ოპელ ASTRA” სახ. N G-------ის მარკის ავტომობილს. (ტ.2. ს.ფ.93-95)

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი ალექსი ბარათაშვილი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2017 წლის 2 ოქტომბერს გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით მოქ. თ------------------ მკურნალობდა სტაციონალურად დიაგნოზით: მარცხენა ლავიწის ძვლის სხეულის მოტეხილობა, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებული შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხის, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. (ტ.1. ს.ფ. 150-152)

 

დაკითხვის დროს მოწმემ განმარტა, რომ დასკვნა არის კატეგორიული. ლავიწის ძვლის მოტეხილობა დასტურდება რენტგენოლოგიური კვლევით.(ტ.2. ს.ფ. 89-93)

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი გ----------------–---–ის, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2017 წლის 04 ოქტომბერს გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვით:

 

წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით შ---------------------- 30.03.2017 წ--–- მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონალურად მკურნალობდა 30.03.2017 წლიდან 04.04.2017 წლამდე და დაუდგინდა: ყვრიმალ-ზედა ყბა-ორბიტის კომპლექსის მოტეხილობა, მარცხენა სხვის ქვედა ბოლოს დამსხვრეული მოტეხილობა ცდომით, ჭრილობა სახის მარცხენა ნახევარში, მრავლობითი ნაჭდევები და სისხლჩაქცევები სახეზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. (ტ.1. ს.ფ. 116-119);

(ტ.2. ს.ფ. 123-127 . დაკითხვა)

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ბ----------------ს მართვის მოწმობის ასლი, რომლის მიხედვითაც ბ---------------- (დაბადებული 05.01.1960 წ--–-) ფლობს რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემულ ,,ბ“ კატეგორიის N-------- მართვის მოწმობას, რომლის გაცემის თარიღია 21.11.2009 წელი და ძალაშია 21.11.2019 წლამდე.(ტ.1. ს.ფ. 44-45).

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა H--------, რომლის მიხედვითაც დარეგისტრირებულია, სედანის ტიპის 1996 წ--–- გამოშვებული მუქი მწვანე ფერის ,,MERCEDES- BENZ” მარკის ავტომანქანა ნომრით 2--------, მოწმობის მფლობელია ბ----------------, მოწმობის გაცემის თარიღია 30.03.2016 წელი. (ტ.1. ს.ფ. 32-33).

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდების შუამდგომლობის საფუძველზე გამოქვეყნდა ნიკოლაი ტარტარინის 2017 წლის 30 მარტს გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომლის მიხედვითაც: 2017 წლის 30 მარტს, ბ----------------ს მართვის ქვეშ არსებული ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით 2--------, მგზავრობდა საქართველოს გავლით სომხეთიდან მოსკოვის მიმართულებით. საჭესთან იჯდა ბ----------------, ხოლო თვითონ იჯდა მის გვერდით წინა სავარძელში. იმავე დროს კრასნოიარსკში სამუშაოდ მიდიოდა ბ----------------ს ნათესავი ს-----------------ი, რომელიც მოძრაობდა მათი ა/მანქანის წინ კუთვნილი ,,ტოიოტას“ მარკის მანქანით და მასაც ჰყავდა მგზავრი. მოწმის განმარტებით გუგუთი-მარნეულის საავტომობილო გზაზე მოძრაობისას, მოულოდნელად იგრძნო ა/მანქანის დამუხრუჭება და როდესაც გზაზე გაიხედა დაინახა, რომ ამუხრუჭებდა მათ წინ მიმავალი ,,ტოიოტას“ მარკის მანქანაც. ბ---------------მა წინ მიმავალ ა/მანქანასთან შეჯახების თავიდან აცილების მიზნით დაიწყო გადასვლა გზის მარცხენა ზოლში, თუმცა მათი მანქანა უცებ შეეჯახა წინ მოძრავ მანქანას მარცხენა უკანა ნაწილში და შემდეგ საპირისპირო ზოლში მოძრავ ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანას. მოწმის განმარტებით შეჯახების შედეგად მას სხეულის დაზიანება არ მიუღია. ბ---------------- შეჯახებამდე ავტომანქანას მართავდა დაახლოებით 80-90 კმ/სთ სიჩქარით. შეჯახებამდე მათ წინ მოძრავ მანქანასა და მათ მანქანას შორის მანძილი იქნებოდა დაახლოებით 01 მეტრი.(ტ.1. ს.ფ. 52-54).

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდების შუამდგომლობის საფუძველზე გამოქვეყნდა ს-----------------ის 2017 წლის 30 მარტს გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომლის მიხედვითაც : 2017 წლის 30 მარტს, მისი კუთვნილი ,,ტოიოტას“ მარკის ავტომანქანით საქართველოს გავლით მიდიოდა კრასნოიარსკის მიმართულებით. საჭესთან იჯდა თავად, ხოლო მის გვერდით წინა სავარძელში იჯდა სარქის ვარდერესიანი. მოსკოვში სამუშაოდ მიდიოდა ასევე მისი ბიძაშვილი კუთვნილი ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით 2--------, საჭესთან იჯდა თვითონ ბ----------------. გუგუთი-მარნეულის საავტომობილო გზაზე მოძრაობისას, 30-40 მეტრში შენიშნა გვერდულზე მყოფი ავტომანქანა, რომელმაც დაიწყო მოძრაობა, გადავიდა მის სავალ ნაწილზე და გააგრძელა მოძრაობა მარნეულის მიმართულებით. მოწმის განმარტებით მან შეანელა მოძრაობა რა დროსაც უკანა მხრიდან მოულოდნელად იგრძნო ძლიერი შეჯახება. მანქანიდან გადასვლის შემდეგ დაინახა, რომ მის მანქანის უკანა ნაწილში შეჯახებული იყო მისი ბიძაშვილის-ბ----------------ს მართვის ქვეშ არსებული ,,მერსედესის“ მარკის მანქანა, რომელიც შემდეგ გადასული იყო საპირისპირო ზოლში და შეჯახებული იყო ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანას. შეჯახების შედეგად მას რაიმე სახის დაზიანება არ მიუღია. (ტ.1. ს.ფ. 61-63).

 

3.სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60). მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, დანაშაულად მიიჩნევა ქმედება, რომელიც წარმოდგენს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სატრანსპორტო დანაშაულის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რაც დაკავშირებულია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესებთან და ასევე ადამიანის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი უშიშროება, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების (ან ექსპლუატაციის) წესის დარღვევის ფაქტი იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში კი გამოიწვია თუ არა ამ ქმედებამ ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა საკმაოდ გავრცელებული სატრანსპორტო დანაშაულია და ამ დანაშაულის საშიშროების მაღალი ხარისხი განპირობებულია ტრანსპორტის უსაფრთხო ფუნქციონირების წესების დაუცველობით, რის შედეგადაც ზიანდება ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

 

პრაქტიკაში მიჩნეულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არის გაუფრთხილებელი დანაშაული, მაგრამ მნიშვნელოვანია მოხდეს ყველა ცალკეული შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებების ინდივიდუალური შეფასება.

 

გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლში, როგორც კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ხდება მძღოლის მიერ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია მოცემულ შემთხვევაში ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დასჯად ქმედებას. გაუფრთხილებლობა წარმოადგენს წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედების გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად დარღვევას. წინდახედულობის ვალდებულება ნიშნავს, რომ პირი მოვალეა, კონკრეტული ურთიერთობიდან წარმოშობილი საფრთხე, რომელიც ემუქრება სისხლის სამართლით დაცულ სიკეთეს, შეიცნოს და მასთან მიმართებაში სწორად იმოქმედოს. ის ვალდებულია, საკმარისი უსაფრთხოების ღონისძიებები გაატაროს, სახიფათო მოქმედების შესრულებაზე უარი თქვას და თავიდან აიცილოს მართლსაწინააღმდეგო შედეგი. კონკრეტული წინდახედულობის ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას სპეციალური სამართლებრივი დებულებებიდან, მაგალითად, მოძრაობის უსაფრთხოების წესებიდან. ბ---------------მა სწორედ გაუცნობიერებლად, წინდახედულობის ნორმის უგულებელყოფით, კერძოდ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტის დარღვევის გამო (რომლის მიხედვით იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მიჰყვება სხვა სატრანსპორტო საშუალებას, უნდა დაიცვას სათანადო დისტანცია, რათა თავიდან აიცილოს შეჯახება მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მოულოდნელი დამუხრუჭების ან გაჩერების შემთხვევაში. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა) ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, რამაც გამოიწვია ორი პირის ( შ----------------------ს და თ------------------ს) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური, ექსპერტიზის N---- დასკვნით, რომლის მიხედვითაც: მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ბ----------------ს მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 11-ის მოთხოვნას, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა არ იყო გამოწვეული ბ----------------ს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმეზე გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება დაცვის მხარის პოზიცია.

 

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ 2017 წლის 30 მარტს, დაახლოებით 11:30 საათზე ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 35-ე კილომეტრზე, ქ. ბოლნისიდან ქ. მარნეულის მიმართულებით მოძრაობდა ,,მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილი, სომხური ნომრით - 2--------, რომელსაც მართავდა ბ----------------. გზაზე მსვლელობისას ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნები და სათანადო დისტანციის დაუცველობის გამო ჯერ შეეჯახა მის წინ მიმავალ ,,ტოიოტა კამრის“ მარკის ავტომობილს, რუსული ნომრით - X---------- რომელსაც მართავდა ს-----------------ი, ხოლო შემდეგ გადავიდა საპირისპირო სავალ ზოლში, სადაც შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ,,ოპელ ასტრას“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით - G------, რომელსაც მართავდა გ---–--------------ი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გ---–--------------ის მგზავრებმა - შ----------------------მ და თ------------------მ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულ ბ----------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბ---------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასჯელის კონკრეტული სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცეს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასაჯელის კონკრეტული სახის და ზომის განსაზღვრისას საყურადღებოა, რომ ბრალდებულ - ბ----------------ს მიმართ შერაცხული ბრალდება, ძირითადი სასჯელის სახით ითვალისწინებს სამ ალტერნატივას. კერძოდ, ჯარიმას, შინაპატიმრობას ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით. ანუ კანონმდებელი არ ადგენს სასჯელის მხოლოდ ერთ სახეს, რომელიც უპირობოდ დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან და საქმის განმხილველ სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, დაადგინოს სასჯელის ისეთი სახე, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, იმ გარემოებას, რომ ბრალდებული ძებნილია და მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით იმყოფება მიმალვაში საქართველოს ფარგლებს გარეთ. სასჯელის ზომის შემსუბუქების კუთხით სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დაზარალებულებს არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ და მკურნალობის საფასურის გადახდის გზით ანაზღაურებული აქვს მათთვის მიყენებული ზიანი.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მისი აღსრულების სამართლებრივი მექანიზმები, ანუ რამდენად აღსრულებადია დანიშნული სასჯელი, მოცემულ შემთხვევაში იმ პირობებში როდესაც ბრალდებული ძებნილია სასჯელის ალტერნატივის სახით წარმოდგენილი ჯარიმა ან შინაპატიმრობა სასამართლოს მოსაზრებით ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, შესაბამისად ბრალდებულ - ბ----------------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) მიღწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ისეთი სახის სასჯელის დანიშვნით როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

2. ბ----------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

 

3. ბ---------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან და დაკავების შემთხვევაში შესახლებული იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დეპარტამენტში (დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში);

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 01 (ერთი) თვის ვადაში: დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე მამია ფხაკაძე