გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.04.2019
საქმის ნომერი
330210019002836564
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
02.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2----19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ხა---- სა--------

 

მოპასუხე - შპს ,,ა------ი“

წარმომადგენელი - ა-----–----------–--ე, გ-------------–--ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს შპს ,,ა------ი“-ს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 2924 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს შპს ,,ა------ი“-ს შორის 2017 წლის 15 მაისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N------------ ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 73100 ლარი. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად შესყიდვის ობიექტია - ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე განსათავსებლად ,,თბილისი“ წარწერის მქონე თუჯის საპარკე სკამების (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი) შესყიდვა, რომლის ტექნიკური მახასიათებლები და ღირებულება მოცემულია მიმწოდებლის ფასების ცხრილში (ხელშეკრულების დანართი N1).

 

ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის დავალების შესაბამისად.

 

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N------------ ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ე----–---------------–-------------–---- სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის N-------------- წერილით შპს ,,ა------ი“-ს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N------------ ხელშეკრულების ფარგლებში დაევალა ,,თბილისი“ წარწერის მქონე თუჯის საპარკე სკამების დამზადება - მონტაჟი, კერძოდ დანართში მითითებულ რამდენიმე მისამართზე 16 ცალი საპარკე სკამის განთავსება 2017 წლის 20 ოქტომბრამდე.

 

მოპასუხემ დროულად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ მის მიერ დარღვეული იქნა საქონლის მიწოდების ვადა, კერძოდ: შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ 2017 წლის 24 ოქტომბრის N-------------------------------- მიღება-ჩაბარების აქტებით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ვ----------ს დასახლება, კ-------------ის მიმდებარედ არსებულ სკვერში განსათავსებელი 5 ერთეული საპარკე სკამი ნაცვლად 2017 წლის 20 ოქტომბრისა, განთავსდა 2017 წლის 24 ოქტომბერს, ხოლო ქ. თბილისში, ვ---------–---------------------------------------ის მიმდებარედ არსებული სკვერისთვის განკუთვნილი 6 ერთეული საპარკე სკამი ნაცვლად 2017 წლის 20 ოქტომბრისა, განთავსდა 2017 წლის 24 ოქტომბერს.

 

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N------------ ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,5%-ის ოდენობით.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შ-----------------–---- სამსახურის 2017 წლის 01 ნოემბრის N-------------- წერილით შპს ,,ა------ი“-ს დავალების შესრულების ვადის დარღვევისათვის, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N------------ ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად დაეკისრა პირგასამტეხლო 2924 ლარის ოდენობით, კერძოდ: ქ. თბილისში, ვ----------ს დასახლებაში შესასრულებელი სამუშაოს 4 დღით ვადაგადაცილებისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო 1462 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების ღირებულების 73100 ლარის 0,5%=365.5X4 დღეზე=1462 ლარი), ხოლო ქ. თბილისში, ვ---------–-ს დასახლებაში შესასრულებელი სამუშაოს 4 დღით ვადაგადაცილებისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო 1462 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების ღირებულების 73100 ლარის 0,5%=365.5X4 დღეზე=1462 ლარი). ჯამში ორივე ობიექტზე საპარკე სკამების განთავსების ვადის დარღვევისათვის შპს ,,ა------ი“-ს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით ერიცხება 2924 ლარი.

 

მტკიცებულება:

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N------------ ხელშეკრულება;

- პირგასამტეხლოს დაკისრების 2017 წლის 01 ნოემბრის N-------------- წერილი;

- სარჩელი;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წერილობითი წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას არ ეთანხმება. ასევე როგორც შესაგებელში ასევე სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ დამატებით მიუთითა, რომ შესასრულებელი სამუშაოების ვადის გადაცილებაში კომპანიას ბრალი არ მიუძღვის, ვინაიდან შეკვეთის ვადა იყო არაგონივრული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ე----–---------------–-------------–---- სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის N-------------- წერილი შპს ,,ა------ი“-ს ჩაბარდა 2017 წლის 17 ოქტომბერს, აღნიშნული წერილით დაევალათ 16 ერთეული სკამის განთავსება 6 სხვადასხვა ადგილას 2017 წლის 20 ოქტომბრამდე, ანუ ფაქტიურად 2 დღეში. მიუხედავად ამისა შპს ,,ა------ი“-ს მიერ 4 მისამართზე სამუშაოები დასრულდა დროულად, რაზედაც შედგა მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო დანარჩენ 2 ადგილას სამუშაოები დასრულდა 2017 წლის 20 ოქტომბერს გვიან, შესაბამისად იმავე დღეს ვერ გაფორმდა შესაბამისი დოკუმენტი. 21-22 ოქტომბერი იყო შაბათი-კვირა, ხოლო 23 ოქტომბერს ორივე ობიექტზე გაფორმდა შესრულებული სამუშაოების აქტები, მომდევნო დღეს - 24 ოქტომბერს კი მიღება-ჩაბარების აქტები.

 

მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა 4 დღეზე და გამრავლებული ორზე არასწორია და საბოლოოდ დარიცხული პირგასამტეხლო 2924 ლარი იყო შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვა მისი შემცირება 292.40 ლარამდე.

 

მტკიცებულება:

- შესაგებელი;

- მოპასუხის ახსნა-განმარტება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს შპს ,,ა------ი“-ს შორის 2017 წლის 15 მაისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N------------ ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 73100 ლარი. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად შესყიდვის ობიექტია - ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე განსათავსებლად ,,თბილისი“ წარწერის მქონე თუჯის საპარკე სკამების (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი) შესყიდვა, რომლის ტექნიკური მახასიათებლები და ღირებულება მოცემულია მიმწოდებლის ფასების ცხრილში (ხელშეკრულების დანართი N1).

 

ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის დავალების შესაბამისად.

 

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N------------ ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 15.05.2017 წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N------------ ხელშეკრულება.

 

3.1.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ე----–---------------–-------------–---- სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის N-------------- წერილით შპს ,,ა------ი“-ს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N------------ ხელშეკრულების ფარგლებში დაევალა ,,თბილისი“ წარწერის მქონე თუჯის საპარკე სკამების დამზადება - მონტაჟი, კერძოდ დანართში მითითებულ რამდენიმე მისამართზე 16 ცალი საპარკე სკამის განთავსება 2017 წლის 20 ოქტომბრამდე.

 

მოპასუხემ დროულად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ მის მიერ დარღვეული იქნა საქონლის მიწოდების ვადა, კერძოდ: შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ 2017 წლის 24 ოქტომბრის N-------------------------------- მიღება-ჩაბარების აქტებით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ვ----------ს დასახლება, კ-------------ის მიმდებარედ არსებულ სკვერში განსათავსებელი 5 ერთეული საპარკე სკამი ნაცვლად 2017 წლის 20 ოქტომბრისა, განთავსდა 2017 წლის 24 ოქტომბერს, ხოლო ქ. თბილისში, ვ---------–---------------------------------------ის მიმდებარედ არსებული სკვერისთვის განკუთვნილი 6 ერთეული საპარკე სკამი ნაცვლად 2017 წლის 20 ოქტომბრისა, განთავსდა 2017 წლის 24 ოქტომბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2017 წლის 16 ოქტომბრის N-------------- წერილი;

- 2017 წლის 24 ოქტომბრის N-------------------------------- მიღება-ჩაბარების აქტები;

 

3.1.3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N------------ ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,5%-ის ოდენობით.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შ-----------------–---- სამსახურის 2017 წლის 01 ნოემბრის N-------------- წერილით შპს ,,ა------ი“-ს დავალების შესრულების ვადის დარღვევისათვის, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N------------ ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად დაეკისრა პირგასამტეხლო 2924 ლარის ოდენობით, კერძოდ: ქ. თბილისში, ვ----------ს დასახლებაში შესასრულებელი სამუშაოს 4 დღით ვადაგადაცილებისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო 1462 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების ღირებულების 73100 ლარის 0,5%=365.5X4 დღეზე=1462 ლარი), ხოლო ქ. თბილისში, ვ---------–-ს დასახლებაში შესასრულებელი სამუშაოს 4 დღით ვადაგადაცილებისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო 1462 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების ღირებულების 73100 ლარის 0,5%=365.5X4 დღეზე=1462 ლარი). ჯამში ორივე ობიექტზე საპარკე სკამების განთავსების ვადის დარღვევისათვის შპს ,,ა------ი“-ს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით ერიცხება 2924 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 15.05.2017 წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N------------ ხელშეკრულება;

- 2017 წლის 01 ნოემბრის N-------------- წერილი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ;

- 2017 წლის 24 ოქტომბრის N-------------------------------- მიღება-ჩაბარების აქტები;

 

3.1.4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N------------ ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნით შპს ,,ა------ი“ს გაეგზავნა შეტყობინება, თუმცა 2924 ლარის ანაზღაურება შპს ,,ა------ი“-ს მხრიდან სარჩელის აღძვრის დღემდე არ მომხდარა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 01 ნოემბრის N-------------- წერილი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში ხელშეკრულება შპს ,,ა------ი“-ს მიერ ორ სხვადასხვა ობიექტზე ცალკ-ცალკე შესრულდა 4-4 დღის ვადაგადაცილებით და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ვადაგადაცილებით შესრულების გამო დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 2924 ლარს, რისი ანაზღაურებაც შპს ,,ა------ი“-ს მხრიდან სარჩელის აღძვრის დღემდე არ მომხდარა.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება დაგვიანებით განხორციელდა. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე (ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას) საკმარისი საფუძველია მისი დადასტურებულად მიჩნევისთვის.

 

გარდა ამისა, მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ დარიცხული პირგასამტეხლო 2924 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვა მისი შემცირება 292.40 ლარამდე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხეს - სარჩელისგან თავდაცვის მიზნით უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებენ მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მისთვის არახელსაყრელ შედეგს გამოიწვევს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ა------ი“-ს მხრიდან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დროულად არ შესრულებულა.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და მას ერიცხება პირგასამტეხლო მოსარჩელის წინაშე.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0.5% ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე, სულ 2924 ლარი, შეუსაბამოდ მაღალი არ არის გადაცილებულ დღეებთან მიმართებაში, ვინაიდან ხელშეკრულება შესრულდა დაგვიანებით, შესაბამისად მოპასუხეს მისი გადახდა უნდა დაეკისროს დადგენილი ოდენობით.

 

6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მისი ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა 2924 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის, ასევე მე-14 მუხლის თანახმად, შპს ,,ა------ი“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე შპს ,,ა------ი“-ს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 2924 ლარის ოდენობით.

 

3. შპს ,,ა------ი“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე