განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/12-19 6 მარტი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ---- მი------–-ილი;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ---- ქი–------ის ძე ხუ–-–---–- (დაბადებული 1--- წლის 14 იანვარს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, დასაოჯახებელი, არასრული-საშუალო განათლების მქონე, უმუშევარი, მცხოვრები: მცხეთის რაიონის სოფელ ნ-------------არში, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 2 ნოემბერს, საღამოს საათებში, მცხეთის რაიონის სოფელ ნ-------------არში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ---- ხუ–-–---–მა უსაყვედურა მამას ქი–------ი ხუ–-–---–ს, იმის გამო, რომ გ---- ხუ–-–---–თან კონფლიქტში მყოფი პირისგან შეიძინა შინაური პირუტყვი და მამას ქი–------ი ხუ–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი, საცხოვრებელი სახლის ეზოში, მარჯვენა თვალის არეში ორჯერ დაარტყა ხელი, რა დროსაც ქი–------ი ხუ–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა გ---- ხუ–-–---–მა გულწრფელად აღიარა, მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
2.2. დაზარალებულ ქი–------ი ხუ–-–---–-ს სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ ნ-------------არში. 2018 წლის 2 ნოემბერს, საღამოს საათებში, ნასვამ მდგომარეობაში და ასევე მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი მისი შვილი გ---- ხუ–-–---–- დაბრუნდა სახლში, მან ქი–------ი ხუ–-–---–ს დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფები და კამათი იმის შესახებ, თუ რატომ იყიდა გოჭები ქი–------იმ ცოლის ძმისგან, ზურაბ გიგაურისგან, რომელსაც გ---- არ ელაპარაკებოდა. შემდეგ გ---- ხუ–-–---–- იწევდა გარეთ წასასვლელად, ხოლო ქი–------ის ეგონა, რომ გ---- მიდიოდა ცოლის ძმასთან და ამის გამო ქი–------ი აკავებდა, მოსაშორებლად ხელი კრა გ----მ და ქი–------ი წყლის ონკანს მიეჯახა, ქი–------იმ მსუბუქად ხელი გაარტყა გ----ს ლოყაზა, გონზე რომ მოსულიყო, რა დროსაც გ----მ ჯერ ერთი ხელი გაარტყა მარჯვენა თვალის კუთხეში, მეორე ხელი კი კისრის და ყურის არეში, აღნიშნულის შედეგად ქი–------ი ხუ–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ გ---- ხუ–-–---–- წავიდა თავის ოთახში დასაძინებლად. ქი–------ი ხუ–-–---–-ს განმარტებით, მისი მონაწილეობით მოხდა საგამოძიებო ექსპერიმეტის ჩატარება და შემთხვევის ადგილის დათვალიერება, იგი ასევე იმყოფებოდა ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზის ჩასატარებლად. დაზარალებულმა ითხოვა სასამართლოს წინაშე გ---- ხუ–-–---–-ს მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება, ვინაიდან მან აპატია.
2.3. სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ქი–------ი ხუ–-–---–ს შემოწმებისას მარჯვენა თვალის ორივე ქუთუთოზე-გარეთა კუთხეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.
2.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2.5. საქმის მასალებითა და გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ქი–------ი ხუ–-–---–- არის ბრალდებულ გ---- ხუ–-–---–-ს მამა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებების (მოწმეების - მ---ა ოთ----–---–-ს, ციცინო ხუ–-–---–-ს, გ------ი გუ-–----–---–ი გამოკითხვის ოქმი; შემთხევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები, ამოღების ოქმი, შემაკავებელი ორდერის ასლი, სამედიცინო ბარათი, ოქმი ალკოტესტზე შემოწმების შესახებ, ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნა და ასევე საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლიობა) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ---- ხუ–-–---–მა 2018 წლის 2 ნოემბერს, მამას ქი–------ი ხუ–-–---–ს ჯერ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი სახის არეში ორჯერ დაარტყა ხელი, რა დროსაც ქი–------ი ხუ–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, აღნიშნული შედეგად გ---- ხუ–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულ გ---- ხუ–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს, სასამართლოს სთხოვს პატიებას, შერიგებულია დაზარალებულთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.3. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, ბრალდებულმა გ---- ხუ–-–---–მა მოინანია ჩადენილი დანაშაული და დაზარალებულს სთხოვა პატიება, დაზარალებულმა აპატია ბრალდებულს და სასამართლოს სთხოვა მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა, ასევე სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ---- ხუ–-–---–- თითქმის 4 (ოთხი) თვეა იმყოფება პატიმრობაში.
5.4. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---- ხუ–-–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ---- ხუ–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (ძვ.რედ) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
2. გ---- ხუ–-–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზში.
3. გ---- ხუ–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 3 ნოემბრიდან 2019 წლის 6 მარტის ჩათვლით.
4. გ---- ხუ–-–---–-ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: გ---- ხუ–-–---–-ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს გ---- ხუ–-–---–ს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი