განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2019
საქმის ნომერი
340100118002618962
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
02.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100118002618962

№1/193-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

2 აპრილი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის

ბრალდებულ - უშ---- ჯა---–---–ის

ადვოკატების - მა----–- ღვ--–--ის და სი---- ოს--–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

 

ბრალდებული: უშ---- ჯა---–---–ი

მამის სახელი: თე------

დაბადებული: 2--------- წელს

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახ-–--ი

ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახ-–--ი

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით.

კვალიფიკაცია: უშ---- ჯა---–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა სისტემატიური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2016 წლიდან უშ---- ჯა---–---–ი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახ-–--ში, თავის საცხოვრებელ ბინაში არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–------------–ს დაბადებული ნი-- ჯა---–---–ის თანდასწრებით, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატიურ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ნი--- ჩუ-----ეს. კერძოდ, ეუბნებოდა, რომ მას, როგორც მამაკაცს უფლება ჰქონდა მოჰქცეოდა მეუღლეს საკუთარი შეხედულებისამებრ, ხოლო ნი--- ჩუ-----ე ვალდებული იყო დამორჩილებოდა მის ნებისმიერ მოთხოვნას და ემოქმედა მისი მითითებით. აღნიშნული მოტივით, უშ---- ჯა---–---–ი სახისა და ტანის არეში, ხელების და ფეხების მრავალჯერადი დარტყმით სისტემატიურად სცემდა ნი--- ჩუ-----ეს, რომელიც განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას.

 

უშ---- ჯა---–---–ი 2018 წლის 13 აგვისტოს 16:10 საათზე დააკავეს და ამავე დღეს და 2018 წლის 3 სექტემბერს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

უშ---- ჯა---–---–ი და ნი--- ჩუ-----ე 2014 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ ჰყავთ შვილი -ნი-- ჯა---–---–ი დაბადებული 2015 წლის 11 აპრილს. 2016 წლიდან უშ---- ჯა---–---–ი, სიტყვიერად და ფიზიკურად ნი--- ჩუ-----ეზე ხშირად ძალადობდა. კერძოდ, 2018 წლის 27 თებერვალს უშ---- ჯა---–---–მა არასრულწლოვანი შვილის ნი-- ჯა---–---–ის თანდასწრებით, ნი--- ჩუბინიძეს სახეში ხელი გაარტყა, რის შედეგად მან ფიზიკური ტკივილი განიცადა. ფიზიკური ძალადობის შემთხვევა გამეორდა 2018 წლის ივნისის თვეში დაუდგენელ რიცხვში. უშ---- ჯა---–---–მა სცემა და თმებში მოქაჩა ნი--- ჩუ-----ეს. ძალადობის ფაქტს არასრულწლოვანი ნი-- ჯა---–---–ი ესწრებოდა. 2018 წლის 18 ივნისს უშ---- ჯა---–---–მა სცემა ნი--- ჩუ-----ეს. შედეგად ნინო ჩუ-----ემ ჯანმრთელობის მოუშლელად მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. 2018 წლის 9 აგვისტოს უშ---- ჯა---–---–ი ნინო ჩუ-----ის მშობლების სახლში მივიდა, სადაც ნი--- ჩუ-----ე და არასრულწლოვანი ნი-- ჯა---–---–ი იმყოფებოდნენ. ურთიერთშელაპარაკებისას უშ---- ჯა---–---–მა ნი--- ჩუ-----ეს ბასრი საგნის გამოყენებით ლოყის და ხელის მტევნის არეში მსუბუქი ხარისხის დაზიანებები მიაყენა, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო არასრულწლოვანი ნი-- ჯა---–---–იც. უშ---- ჯა---–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად ნი--- ჩუ-----ე განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და სულიერ ტანჯვას, რის გამოც არაერთხელ გადავიდა შვილთან ერთად მშობლების სახლში საცხოვრებლად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ

 

1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე (დაზარალებული) ნი--- ჩუ-----ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2014 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაშია უშ---- ჯა---–---–თან. ჰყავთ არასრულწლოვანი - 2----–-–------------–ს დაბადებული შვილი ნი-- ჯა---–---–ი. მათ შორის კონფლიქტი 2014 წლიდან დაიწყო, თუმცა სისტემატიური სახე 2016 წელს მიიღო. უშ---- ჯა---–---–ი ძალიან ხშირად აყენებდა ნი--- ჩუ-----ეს ფიზიკურ შეურაცხყოფას. ერთ-ერთი შემთხვევა 2018 წლის 25 თებერვალს მოხდა, როდესაც უშ---- ჯა---–---–მა ნი--- ჩუ-----ეს ღუმელის საჩხრეკი ე.წ. „მაშით“ სცემა თავში. რის გამოც, ნი--- ჩუ-----ე დიდხანს გრძნობდა თავის ტკივილს. ძალადობის შემთხვევა ასევე განმეორდა 2018 წლის 27 თებერვალს, როდესაც უშ---- ჯა---–---–მა ნი--- ჩუ-----ეს სახეში დაარტყა ხელი. 2018 წლის ივნისის თვეში, იმის გამო, რომ ნი--- ჩუ-----ემ თუთის ხეს ტოტი მოაჭრა, უშ---- ჯა---–---–მა ჯერ სახეში ხელი გაარტყა, შემდეგ თმების თრევით სახლის მეორე სართულიდან პირველზე ჩაიყვანა, ეზოში კვლავ დაარტყა ხელი და ყავის კოლოფი ესროლა. შემდეგ ე.წ. „სეტკაში“ ჩააყოფინა თავი და თვალებზე თითებს აჭერდა. ნი--- ჩუ-----ეს თავი და თვალები სტკიოდა. ასევე, 2018 წლის 18 ივნისს ნი--- ჩუ-----ე მეორე სართულზე ავიდა ბავშვის საჭმელი უნდა ჩაეტანა, უშ---- აჰყვა მას, თან წიხლებს ურტყამდა ნიკაპში და თან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ნი--- ჩუ-----ეს ენა გაეჭრა და სისხლი წამოუვიდა. იმავე ღამეს, უშ---- ჯა---–---–ი მთვრალი დაბრუნდა სახლში, რა დროსაც საძინებელ ოთახში კვლავ სცემა - ხერხემალსა და სახეში. ნი--- ჩუ-----ეს სახეზე დალურჯებები ჰქონდა. 2018 წლის 9 აგვისტოს უშ---- ჯა---–---–ი მივიდა ნი--- ჩუ-----ის მშობლების სახლში, სადაც ნი--- ჩუ-----ე შვილთან - ნი-- ჯა---–---–თან ერთად იმყოფებოდა. უშ---- ჯა---–---–ი მოითხოვდა ბავშვის ნახვას, სახლის ეზოში იყვნენ, უშ---- ჯა---–---–მა ხელი გადახვია ნი--- ჩუ-----ეს და გვერდით წაიყვანა, რაღაც მჭრელი საგანი ამოიღო ჯიბიდან, პირზე მოუჭირა ხელი, წააქცია და პირის, ხელების და ყელის არეში მიაყენა დაზიანებები, თან ეუბნებოდა არ გაცოცხლებო. ნი--- ჩუ-----ე მშობლებმა გადაარჩინეს.

2. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ნა----–- ჩუ-----ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ უშ---- ჯა---–---–ი 2014 წლიდან მისი სიძე - შვილის ქმარია. ცოლ-ქმარს ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, ხშირად ჩხუბობდნენ. 2018 წლის 27 თებერვალს ესტუმრა შვილის - ნი--- ჩუ-----ის ოჯახს. რა დროსაც უშ---- ჯა---–---–მა ნი--- სახის არეში ხელების დარტყმით სცემა. ნი--- ჩუ-----ე უშ---- ჯა---–---–ის სახლიდან მათთან წავიდა ბავშვთან ერთად საცხოვრებლად. 2018 წლის 9 აგვისტოს უშ---- ჯა---–---–ი ბავშვის სანახავად მივიდა მათთან. ნა----–- ჩუ-----ემ ბავშვი გარეთ გაუყვანა. დაახლოებით ნახევრ საათში ისევ მივიდა. ეზოში შევიდა და ნი--- ჩუ-----ე სხელი გადახვია. ეგონა შერიგდებიანო და ყურადღება აღარ მიაქცია. ამ დროს ყვირილის ხმა გაიგო. ნი--- ჩუ-----ე ძირს ეგდო, უშ---- ჯა---–---–ს ნი---ს ყბა ეჭირა და პირში წვეტიან საგანს ურტყამდა. ნი--- ჩუ-----ეს ლოყა, ყელი და ხელები ჰქონდა დაჭრილი. შემთხვევის შემდეგ უშ---- ჯა---–---–ი გაიქცა.

3. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე გა----- ჩუ-----ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ უშ---- ჯა---–---–ი 2014 წლიდან მისი შვილის ნი--- ჩუ-----ის ქმარია. ბავშვის დაბადების შემდეგ ურთიერთობა დაეძაბათ. ნა----–- ჩუ-----ისაგან გაიგო, რომ 2018 წლის ივნისში ნი--- ჩუ-----ე უშ---- ჯა---–---–მა სცემა, ამიტომ სახლში წაიყვანეს ნი---. ნი--- ჩუ-----ეს ამ დროს თვალი ჰქონდა დალურჯებული. ერთხელ შეარიგეს, მაგრამ კონფლიქტი კვლავ გაგრძელდა, შეიტყო, რომ უშ---- ჯა---–---–ს კიდევ უცემია ნი--- ჩუ-----ე, რის შემდეგაც ნი--- ჩუ-----ე და მისი არასრულწლოვანი შვილი ნი-- ჯა---–---–ი მასთან ცხოვრობდნენ. 2018 წლის 9 აგვისტოს უშ---- ჯა---–---–ი მათთან სახლში მივიდა, აივნიდან დაინახა, რომ უშ---- ჯა---–---–მა ნი--- ჩუ-----ეს ხელი გადახვია, ეგონა შერიგდნენ, მაგრამ რამდენიმე წუთში ყვირილის ხმა გაიგო და რომ გამოვიდა ეზოში უშ----ს ნი--- ჰყავდა წაქცეული და ყელში უჭერდა, ნი--- ჩუ-----ეს ლოყიდან და ხელებიდან სისხლი მოსდიოდა.

4. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ექსპერტი გუ---- კა-------–---–ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით და მის მიერ შედგენილი ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადასტურდა, რომ „სამედიცინო საბუთებში არსებული ჩანაწერების მიხედვით ნი--- ჩუ-----ეს, 2018 წლის 9 აგვისტოს შპს „ჯეოჰოსპიტალში“ მოთავსების დროს აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: 1. მარცხენა ლოყის არეში ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა შემავალი პირის ღრუში. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. 2. მარცხენა მტევნის ხელი გულის მხრივ და მარცხენა მტევნის მესამე თითის დისტალურ ნაწილში, აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობები, რაც მიყენებულია რაიმე მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.“

5. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ან----- ტო--------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი უშუალოდ 2018 წლის 9 აგვისტოს ძალადობის ფაქტს არ შესწრებია, რადგან ოთახში ავიდა იმ მომენტისათვის, თუმცა ან----- ტო--------ი ადასტურებს, რომ როდესაც ეზოში დაბრუნდა ნი--- ჩუ-----ე სისხლიანი იყო.

6. გამომძიებელმა ბე-- ახ--–-----მა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და საგამოძიებო მოქმედების ოქმების სისწორე და ნამდვილობა.

7. გარდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკითხული მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებისა, მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმე - თე----- ჯა---–---–ის გამოკითხვის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით ნი--- ჩუ-----ის მიმართ, შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით და სხვა დოკუმენტებით დადასტურებულია, რომ 2016 წლიდან უშ---- ჯა---–---–ი სისტემატიურ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს მეუღლეს - ნი--- ჩუ-----ეს, რის გამო ნი--- ჩუ-----ე განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას.

8. სასამართლო ვერ გაითვალისწინებს ბრალდებულ უშ---- ჯა---–---–ის და მოწმე ნა----–- გუ-–-–---–ის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებებს იმ ნაწილში, რომ უშ---- ჯა---–---–ის მხრიდან ნი--- ჩუ-----ის მიმართ არავითარი ძალადობა არ განხორციელებულა, რადგან აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ემსახურება უშ---- ჯა---–---–ის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.

სასამართლო განმარტავს, რომ სხვაგვარ ძალადობაში შესაძლოა მოიაზრებოდეს ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური. ფიზიკური ძალადობა შესაძლოა იყოს ერთჯერადი დარტყმა სხეულის რომელიმე მიდამოში, თმების წიწკვნა, ჩქმეტა და ა. შ. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ძალადობას, მასში იგულისხმება ნებისმიერი სახის სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამცირება, გინება და ა.შ.

 

რაც შეეხება ცემას, ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს პირის სხეულზე ერთობლივად რამდენიმე დარტყმის განხორციელებას.

 

იმისათვის, რომ ძალადობრივმა ქმედებამ შექმნას დანაშაულის ნიშნები აუცილებელია, რომ ფიზიკურმა ძალადობამ - ტკივილი, ხოლო ფსიქოლოგიურმა ძალადობამ დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვიოს. ამასთან, ძალადობრივმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით დასაკვალიფიცირებლად აუცილებელია, რომ ცემას/ძალადობას ჰქონდეს სისტემატიური ხასიათი, ანუ დროის კონკრეტულ მონაკვეთში რამდენჯერმე უნდა განმეორდეს.

 

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკითხული მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებით და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ უშ---- ჯა---–---–ი 2016 წლიდან სისტემატიურად სცემდა და სიტყვიერ შუერაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ნი--- ჩუ-----ეს, რა დროსაც ნი--- ჩუ-----ე განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას. 2018 წლის 18 ივნისს და 9 აგვისტოს განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, მან მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებაც კი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ უშ---- ჯა---–---–მა მეუღლის - ნი--- ჩუ-----ის მიმართ ჩაიდინა სისტემატიური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე (დაზარალებული) ნი--- ჩუ-----ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2014 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაშია უშ---- ჯა---–---–თან. ჰყავთ არასრულწლოვანი - 2----–-–------------–ს დაბადებული შვილი, ნი-- ჯა---–---–ი. 2016 წლიდან უშ---- ჯა---–---–ი ძალიან ხშირად აყენებდა ნი--- ჩუ-----ეს ფიზიკურ შეურაცხყოფას. უშ---- ჯა---–---–ის მიერ ნი--- ჩუ-----ის მიმართ განხორციელებულ ძალადობებს ხშირ შემთხვევაში ესწრებოდა არასრულწლოვანი ნი-- ჯა---–---–ი, კერძოდ, 2018 წლის 25 თებერვალს უშ---- ჯა---–---–მა არასრულწლოვანი შვილის - ნი-- ჯა---–---–ის თანდასწრებით ნი--- ჩუ-----ეს ღუმელის საჩხრეკი ე.წ. „მაშით“ სცემა თავში. ნი-- ჯა---–---–ი ტირილით სთხოვდა მამას, დედა არ ეცემა. არასრულწლოვანი ნი-- ჯა---–---–ი დედის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტებს შეესწრო 2018 წლის 27 თებერვალს და 2018 წლის 9 აგვისტოსაც.

2. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ნა----–- ჩუ-----ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 27 თებერვალს ესტუმრა შვილის - ნი--- ჩუ-----ის ოჯახს. რა დროსაც უშ---- ჯა---–---–მა ნი--- სახის არეში ხელების დარტყმით სცემა. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი ნი-- ჯა---–---–იც. ნი-- ჯა---–---–ი მამას სთხოვდა, დედა არ ეცემა. ნი-- ჯა---–---–ი აივანზე იმყოფებოდა და ძალადობის ფაქტს ხედავდა, მაშინაც, როდესაც 2018 წლის 9 აგვისტოს უშ---- ჯა---–---–მა ნი--- ჩუ-----ეს მჭრელი საგნით მიაყენა დაზიანებები.

3. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე გა----- ჩუ-----ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 9 აგვისტოს ყვირილის ხმა გაიგო და ეზოში გამოვიდა, დაინახა, რომ უშ----ს ნი--- ჰყავდა წაქცეული და ყელში უჭერდა, ნი--- ჩუ-----ეს ლოყიდან და ხელებიდან სისხლი მოსდიოდა. ამ დროს არასრულწლოვანი ნი-- ჯა---–---–ი უკვე ეზოში იყო და ტიროდა.

4. გარდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკითხული მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებისა, მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ, ნი-- ჯა---–---–ის დაბადების მოწმობის ასლით და მისი დათვალიერების ოქმით და სხვა დოკუმენტებით დადასტურებულია, რომ 2016 წლიდან უშ---- ჯა---–---–ი სისტემატიურ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ნი--- ჩუ-----ეს, რის გამო ნი--- ჩუ-----ე განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას. აღნიშნულ ძალადობრივ ქმედებას ხშირ შემთხვევაში ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი - 2----–-–------------–ს დაბადებული ნი-- ჯა---–---–ი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების დამამძიმებელი გარემოებაა სისტემატიური ცემის ან სხვაგვარი ძალადობის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ უშ---- ჯა---–---–ის მხრიდან ნი--- ჩუ-----ის მიმართ განხორციელებული სისტემატიური ძალადობის შემთხვევათაგან უმრავლესობას ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი - 2----–-–------------–ს დაბადებული ნი-- ჯა---–---–ი.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ უშ---- ჯა---–---–მა ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა სისტემატიური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

უშ---- ჯა---–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი უშ---- ჯა---–---–ის მხრიდან არ იკვეთება.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

უშ---- ჯა---–---–ის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

უშ---- ჯა---–---–ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნულ ძალადობრივ დანაშაულს აქვს სისტემატიური ხასიათი.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უშ---- ჯა---–---–ი არ არის ნასამართლევი.

 

ამრიგად, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ უშ---- ჯა---–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ, სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

1. უშ---- ჯა---–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებული ნი--- ჩუ-----ის კაბა, რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

უშ---- ჯა---–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126 მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და უშ---- ჯა---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 აგვისტოს 16:10 საათიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ნი--- ჩუ-----ის კაბა, რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი