გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.03.2019
საქმის ნომერი
330210019002839826
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2155 - 19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 მარტი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი

მოსარჩელე ქ------- დ--------–---–-

წარმომადგენელი თ-- თ----–---–-

მოპასუხე ზ------- შ--–--–---–-

დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ზ------- შ--–--–---–-სათვის არასრულწლოვანი შვილის, გ------- შ--–--–---–-ს (დაბადებული 2005 წლის 0-----–---), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 08 თებერვლიდან) ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის დაკისრება;

1.2. მოპასუხე ზ------- შ--–--–---–-სათვის არასრულწლოვანი შვილის, ს----–--–--–---–ის (დაბადებული 2011 წლის 0--------), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 08 თებერვლიდან) ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის დაკისრება.

მოსარჩელე ქ------- დ--------–---–- და მოპასუხე ზ------- შ--–--–---–ს, თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ორი შვილი: 2005 წლის 0-----–--- გ------- შ--–--–---–- და 2011 წლის 0-------- ს----–--–--–---–ი. 2018 წლის თებერვლის თვიდან მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მოპასუხე ზ------- შ--–--–---–- არ მონაწილეობს შვილების აღზრდაში და არ ეხმარება მათ ფინანსურად. მოპასუხე არის მუსიკოსი, იგი დაკავებულია საოჯახო ბიზნესით, კერძოდ მუშაობს ქ-----------------–----------–---–--–---. მისი შემოსავალი საშუალოდ თვეში შეადგენს 800 (რვაასი) ლარს. ს----–--–--–---–ი და გ------- შ--–--–---–- სწავლობენ წმინდა გ-------------------------–-------–----------–----- კერძო სკოლაში. სწავლის საფასური შეადგენს თვეში 180 (ას ოთხმოცი) ლარს ორივე ბავშვზე. გ------- შ--–--–---–- აღნიშნულ სკოლაში დადის 2013 წლიდან, ხოლო ს----–--–--–---–ი - 2017 წლიდან. გ------- შ--–--–---–- ემზადება ინგლისურ ენაში, რომლის საფასურიც შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს, ხოლო გ------- შ--–--–---–- დადიოდა ფეხბურთის წრეზე, თუმცა უსახსრობის გამო შეწყვიტა აღნიშნული აქტივობა. მოსარჩელე ქ------- დ--------–---–- დასაქმებულია ს----------–----–------------------------------------------ში ო-----------–------------------------–---------–-----–--------------------------------------–---–-------------------------------–----- და მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1000 (ათასი) ლარს. (სარჩელი, 2019 წლის 21 მარტის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მოთხოვნას არ ეთანხმება.

2.2. მოპასუხე მოთხოვნას არ ეთანხმება.

მოპასუხე ზ------- შ--–--–---–- არასრულწლოვან შვილებზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას მიიღოს მონაწილეობა ბავშვების რჩენასა და აღზრდაში. მოპასუხე ამჟამად არ მუშაობს, მხოლოდ პერიოდულად უ---------------–----------------------, რისთვისაც იღებს გარკვეულ შემოსავალს, თუმცა აღნიშნული თანხა მცირე და არასტაბილურია. არასრულწლოვნები არ ემზადებიან ინგლისურ ენაში. ასევე, გ------- შ--–--–---–- არ დადის ფეხბურთის წრეზე. მხარეთა შორის მიმდინარეობს დავა უძრავ ქონებაზე მდებარე მისამართზე: თბილისი, ს------–-----------------------------, საკადასტრო კოდი 0-------------------------. კონფლიქტური დამოკიდებულების ფონზე მოხდა მოპასუხე ზ------- შ--–--–---–-ს პროვოცირება მოსარჩელის მხრიდან, რის საფუძველზეც გაცემულია დამცავი ორდერი. ვინაიდან მხარეები იმყოფებიან ქორწინებაში და მოპასუხე თავს არ არიდებს შვილების რჩენას, ალიმენტის გადახდის დაკისრების აუცილებლობა არ არსებობს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მხარეები, ქ------- დ--------–---–- და ზ------- შ--–--–---–- 2018 წლის იანვრის თვიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ს----–--–--–---–ი და გ------- შ--–--–---–- ცხოვრობენ ქ------- დ--------–---–თან;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 21 მარტის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 21 მარტის სხდომის ოქმი).

3.1.2. არასრულწლოვნები გ------- შ--–--–---–- და ს----–--–--–---–ი სწავლობენ წ---------------------------------–-------–--ის კერძო სკოლაში. სკოლის გადასახადი შეადგენს ორივე არასრულწლოვანზე ყოველთვიურად 180 (ას ოთხმოცი) ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 21 მარტის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 21 მარტის სხდომის ოქმი).

3.1.3. მხარეთა შორის მიმდინარეობს დავა უძრავ ქონებაზე მდებარე მისამართზე: თბილისი, ს------–-----------------------------, ს-------------------------–--------------, საკადასტრო კოდი 0-------------------------.

აღნიშნულ უძრავ ქონების საკითხთან დაკავშირებით მხარეებს შორის არსებობს კონფლიქტური დამოკიდებულება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 21 მარტის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 21 მარტის სხდომის ოქმი);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0-------------------------, მომზადების თარიღი 2017 წლის 28 ივლისი (ს.ფ. 48-49);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0-------------------------, მომზადების თარიღი 2018 წლის 05 თებერვალი (ს.ფ. 52-53);

_2018 წლის 31 იანვრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 50-51);

_თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქმეზე N---------- (ს.ფ. 54-58);

_თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე N--------- (ს.ფ. 26-28).

3.1.4. მოპასუხე ზ------- შ--–--–---–- ცხოვრობს, მშობლებთან და ძმასთან ერთად, მისამართზე თბილისი, ვ---------–----------------------------------------------------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 21 მარტის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 21 მარტის სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ქ------- დ--------–---–- და ზ------- შ--–--–---–- დაქორწინდნენ 2004 წლის 2------------. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2005 წლის 0-----–--- გ------- შ--–--–---–- და 2011 წლის 0-------- ს----–--–--–---–ი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის ქორწინების სასახლის მიერ 2004 წლის 2------------ გაცემული ქორწინების მოწმობა მ---------, აქტის ჩანაწერი N მ--------, მოწმობის გაცემის თარიღი 2004 წლის 2------------ (ს.ფ. 19);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 2------------–- გაცემული დაბადების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N0------ (ს.ფ. 17);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისანი-სამგორის სამსახურის მიერ 2011 წლის 0-------- გაცემული დაბადების მოწმობა მ---------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 18).

3.2.2. მოსარჩელე ქ------- დ--------–---–- დასაქმებულია ს----------–----–------------------------------------------ში ო-----------–------------------------–---------–-----–------------------------------------–---–----------------------- თანამდებობაზე. მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენს 1000 (ათასი) ლარს.

სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, ქ------- დ--------–---–ს 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 07 მარტამდე უფიქსირდება ინფორმაცია მიღებული შემოსავლების შესახებ. მოსარჩელე ქ------- დ--------–---–-ს მიერ მიღებული შემოსავალი 2018 წლის იანვრის თვიდან შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1000 ლარს, თებერვლის თვეში - 1238.79 ლარს, მარტის თვეში - 1243.19 ლარს, აპრილის თვეში - 1175 ლარს, მაისის თვეში - 1311.38 ლარს, ივნისის თვეში - 1311.38 ლარს, ივლისის თვეში - 1243.19 ლარს, აგვისტოს თვეში - 1243.19 ლარს, სექტემბრის თვეში - 1243.19 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1243.19 ლარს, ნოემბრის თვეში - 1368.18 ლარს, დეკემბრის თვეში - 1526.33 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 1175 ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ს----------–----–--------------------------------------------------–---------------–---------------ის მიერ 2019 წლის 22 იანვარს გაცემული ცნობა (ს.ფ. 20);

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 07 მარტის მიმართვა N2----------, დანართი (ს.ფ. 68).

3.2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, ზ------- შ--–--–---–-ს მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 07 მარტის მიმართვა N2----------, დანართი (ს.ფ. 68);

მოპასუხის განმარტებით, იგი მ-------–-------------------------------- სანაცვლოდ პერიოდულად იღებს გარკვეულ შემოსავალს, თუმცა ეს შემოსავალი არ არის მყარი და სტაბილური. საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია.

3.2.4. მხარეები ერთიან პოზიციას არ აფიქსირებენ არასრულწლოვანი ბავშვების სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობასა და ამისათვის ყოველთვიურად გადასახდელ თანხის ოდენობასთან დაკავშირებით;

მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი გ------- შ--–--–---–- ემზადება ინგლისურ ენაში, რომლის ყოველთვიური საფასური შეადგენს 70 (სამოცდაათი) ლარს. ხოლო არასრულწლოვანი ს----–--–--–---–ი 2019 წლის თებერვლის თვიდან დადის მუსიკის წრეზე, რომლის გადასახადიც შეადგენს ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარს. აღნიშნულ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია. მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მხარის პოზიციას ბავშვების აქტივობებში მონაწილეობის თაობაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. - 4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხარეთა მატერიალურ მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს თითოეულისათვის 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე 1198-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. – 6.2. მოსარჩელე ქ------- დ--------–---–მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები: 2005 წლის 0-----–--- დაბადებული გ------- შ--–--–---–- და 2011 წლის 0-------- დაბადებული ს----–--–--–---–ი. (3.2.1).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

მოსარჩელე ქ------- დ--------–---–- და მოპასუხე ზ------- შ--–--–---–- 2018 წლის იანვრის თვიდან ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ს----–--–--–---–ი და გ------- შ--–--–---–- ცხოვრობენ დედასთან - ქ------- დ--------–---–თან ერთად. არასრულწლოვანები დადიან წმინდა გ-------------------------–-------–----------–----- კერძო სკოლაში. სკოლის გადასახადი შეადგენს ორივე არასრულწლოვანზე ყოველთვიურად 180 (ას ოთხმოცი) ლარს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი გ------- შ--–--–---–- ემზადება ინგლისურ ენაში, რომლის ყოველთვიური საფასური შეადგენს 70 (სამოცდაათი) ლარს. ხოლო არასრულწლოვანი ს----–--–--–---–ი 2019 წლის თებერვლის თვიდან დადის მუსიკის წრეზე, რომლის გადასახადიც შეადგენს ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარს. მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მოსარჩელეს ბავშვების აღნიშნულ აქტივობებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამ გარემოებას არც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს. (3.1.1., 3.1.2., 3.2.4).

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, ქ------- დ--------–---–- დასაქმებულია ს----------–----–------------------------------------------ში და მისი ხელფასი შეადგენს 1000 (ათასი) ლარს. ქ------- დ--------–---–ს უფიქსირდება შემოსავლები 2018 წლის 2018 წლის იანვრის თვეში - 1000 ლარს, თებერვლის თვეში - 1238.79 ლარს, მარტის თვეში - 1243.19 ლარს, აპრილის თვეში - 1175 ლარს, მაისის თვეში - 1311.38 ლარს, ივნისის თვეში - 1311.38 ლარს, ივლისის თვეში - 1243.19 ლარს, აგვისტოს თვეში - 1243.19 ლარს, სექტემბრის თვეში - 1243.19 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1243.19 ლარს, ნოემბრის თვეში - 1368.18 ლარს, დეკემბრის თვეში - 1526.33 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 1175 ლარს (3.2.2).

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომაროება, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით.

 

ზ------- შ--–--–---–- შრომისუნარიანია. იგი ცხოვრობს მშობლებთან და ძმასთან ერთად. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, ზ------- შ--–--–---–-ს მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება (3.1.4., 3.2.5). საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება მოპასუხე მხარის დასაქმებისა და შემოსავლების მიღების ფაქტი. მოპასუხის განმარტებით, იგი პერიოდულად იღებს გარკვეულ შემოსავალს მ-------–-------------------------------- სანაცვლოდ, თუმცა აღნიშნულს არ აქვს სტაბილური ხასიათი.

 

მოსარჩელის მითითებით, ზ------- შ--–--–---–-ს შემოსავალი ყოველთვიურად შეადგენს დაახლოებით 800 (რვაასი) ლარს, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. მოპასუხის განმარტებით, მისი შემოსავალი არასტაბილურია. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოდავე მხარეს არ წარმოუდგენია. მხოლოდ მხარის განმარტების საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, მოწინააღმდეგე მხარის მიერ ყოველთვიურად მითითებული ოდენობით შემოსავლის მიღებას. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ სხვა ოდენობით შემოსავლის მიღების ფაქტი.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

მოპასუხე ზ------- შ--–--–---–- თავისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით არ არის თანახმა გადაიხადოს ალიმენტის სახით გარკვეული ოდენობის თანხა. სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილებზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში იღებს (კვების, სამოსის ხარჯის დასადგენად) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 21.03.2019 წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი შეადგენდა 2019 წლის იანვრის თვისათვის - 178.6 ლარს და თებერვლის თვისათვის - 179.1 ლარს.

 

არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. სასამართლოს მიერ ალიმენტის სახით, როგორც რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი ხელფასის სახით, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილები რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვების მოთხოვნილებებს არ ამცირებს, შესაბამისად, მშობლის სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა ბავშვების რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. სასამართლო ალიმენტის არასიმბოლური მნიშვნელობიდან გამომდინარე ითვალისწინებს დადგენილ საარსებო მინიმუმის ოდენობის მაქსიმუმს, რასაც ემატება მოზარდი არასრულწლოვნის ნორმალური განვითარებისათვის მინიმუმ ერთი აქტივობისათვის ყოველთვიურად ერთი მშობლის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა (თითოეული აქტივობა საშუალოდ შეადგენს 50 ლარს). როგორც აღინიშნა, არასრულწლოვანი გ------- შ--–--–---–- გარკვეული პერიოდის განმავლობაში სპორტული აქტივობით, კერძოდ ფეხბურთით იყო დაკავებული, რაც დადებითად შესაფასებელია არასრულწლოვანის ნორმალური განვითარებისათვის. ხოლო, ს----–--–--–---–ი, მოსარჩელის განმარტებით, ბოლო რამდენიმე თვეა დადის მუსიკის წრეზე. არასრულწლოვანთა აქტივობების არსებობა მოპასუხე მხარემ სადავო რომც გახადოს, თითოეულ არასრულწლოვანს უფლება აქვს ჰქონდეს ერთი სპორტული, კულტურული ან საგანმანთლებლო აქტივობის უფლება მაინც. შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას.

 

ამდენად, ბავშვების ასაკის და მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით და მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა თითოეული არასრულწლოვანისათვის უნდა განისაზღვროს 200 (ორასი) ლარით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. – 7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ქ------- დ--------–---–- განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, მოპასუხე ზ------- შ--–--–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 72 (სამოცდათორმეტი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს ქ------- დ--------–---–-ს (პირადი №0----------) სარჩელი მოპასუხე ზ------- შ--–--–---–- (პირადი №0----------) მიმართ:

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე ზ------- შ--–--–---–ს (პირადი №0----------) გ------- შ--–--–---–-ს (დაბადებული 2005 წლის 0-----–---) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 08 თებერვლიდან) ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდა;

1.2. დაეკისროს მოპასუხე ზ------- შ--–--–---–ს (პირადი №0----------) ს----–--–--–---–ის (დაბადებული 2011 წლის 0--------) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 08 თებერვლიდან) ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდა;

2. დაეკისროს მოპასუხე ზ------- შ--–--–---–ს (პირადი №0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 72 (სამოცდათორმეტი) ლარის ოდენობით;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ე. ზარნაძე