განაჩენი

სისხლის სამართლის 20.03.2019
საქმის ნომერი
330100118002662846
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 მარტი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ-------------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - რ----- თ----------ის ძე ც-------–ი - დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი---დი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–--------------------------------------------------–----------------–-------------------------------------------ში

 

ადვოკატი - ლ--–-----–------ი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

სისხლის სამართლის საქმეზე, რ----- ც-------–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2--- წლის 5 სექტემბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, თბილისში, კ--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ----- ც-------–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ი--- ც-------–ს, ხოლო მიმდინარე წლის 7 სექტემბერს, შუადღის საათებში, რ----- ც-------–მა დაურეკა ი--- ც-------–ს და კვლავ განახორციელა მუქარა მის მიმართ, კერძოდ, განუცხადა რომ ყელს გამოჭრიდა, თუ ცოლად არ გაყვებოდა. აღნიშნული ქმედებით, ი--- ც-------–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით (მოწმე თ------------ის ჩვენება და სხვა წერილობითი მტკიცებულებები) ვერ ჰპოვა დადასტურება რ----- ც-------–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რ----- ც-------–ის ბრალეულობას.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულ ი--- ც-------–ის ჩვენებით, 1--- წლიდან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში რ----- ც-------–თან და ჰყავთ საერთო შვილი დ----- ც-------–ი. შვილის 3 წლის ასაკის მიღწევამდე, მეუღლეები დაშორდნენ ერთმანეთს (განქორწინება ოფიციალურად გაფორმდა მოგვიანებით) და მას შემდეგ გასულია დაახლოებით 28 წელი.

 

ბოლო 3 წლის მანძილზე ყოფილ მეუღლეებს შორის აღსდგა ურთიერთობა, ძირითადად ტელეფონის საშუალებით, რ-----ი ხში---დ წერდა ი---ს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, სთხოვდა შერიგებას და თანაცხოვრებას. დაზარალებულმა არასასურველი კომუნიკაციის თავიდან ასაცილებლად, ბრალდებულს შეუზღუდა ყველა სახის კომუნიკაცია - სატელეფონო და სოციალური ქსელების მეშვეობით. რ----- ც-------–ი იყო ალკოჰოლზე დამოკიდებული და ვინაიდან არ შეწყვიტა სმა (მიუხედავად იმისა, რომ შვილმა დ----- ც-------–მა უზრუნველყო მატერიალურად მამისათვის ე.წ. “კაფსულის“ ჩადგმა), მამა-შვილსაც შორის დაიძაბა ურთიერთობა და დ-----მა ბრალდებულთან გაწყვიტა ყველა სახის კონტაქტი. დაზარალებულის განმარტებით, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ბრალდებულმა მასთან სამსახურში - საზოგადოებრივ მაუწყებელში (სადაც მუშაობს სტილისტად) მისვლა, კერძოდ, 2--- წლის 5 და 7 სექტემბერს მოვლენები განვითარდა შემდეგნაი---დ:

 

2--- წლის 5 სექტემბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, ჟურნალისტ თ----- ს------ეს უკეთებდა ვარცხნილობას, რა დროსაც ი--- ც-------–ის სამუშაო ოთახში შევიდა გაფითრებული, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი რ----- ც-------–ი. იმ მომენტში აგრესია და მუქარა არ გამოუხატავს, თუმცა ი---ს თხოვნაზე გვერდით ოთახში დალოდებოდა მუშაობის დასრულებამდე, ბრალდებულმა უხეშად უპასუხა „აქ ვიქნებიო“ და სკამზე ჩამოჯდა. ჟურნალისტთან მუშაობის პროცესში რ----- ც-------–ს ი---სთვის არაფერი უთქვამს, მხოლოდ თ----- ს------ეს გაესაუბრა ზრდილობიანად. ოთახში შევიდა დაზარალებულის უფროსიც, რომელსაც ი---მ ბრალდებული გააცნო როგორც მისი შვილის მამა რ----- ც-------–ი, ეს უკანასკნელი კი თავაზიანად მიესალმა. ხელმძღვანელმა შეამჩნია რა რომ ბრალდებული მთვრალი იყო, ი---ს ჰკითხა რით დახმარებოდა, დაზარალებულმა კი უთხრა, რომ თავად მოაგვარებდა. ჟურნალისტთან საქმიანობის დასრულების შემდეგ, ი--- ც-------–მა ყოფილი მეუღლე გარეთ გაიყვანა და დაცვის თანამშრომლები გააფრთხილა, რომ ეს პირი მეორედ მასთან აღარ შეეშვათ. ეზო სავსე იყო ხალხით, რის გამოც ი---მ მოშორებით გაიყვანა ყოფილი მეუღლე და მოსთხოვა პასუხი, თუ რატომ აკითხავდა სამსახურში და რატომ აყენებდა შეურაცხყოფას, ბრალდებულმა კი უპასუხა, რომ როცა უნდოდა, მაშინ მივიდოდა მასთან და დაემუქრა, „ბავშვს ნუ მაკარგინებ, თორემ ყელს გამოგჭრი შე უბედუროო“, რასაც დაზარალებულის განმარტებით, იმ მომენტში დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა, ყურადღება არ მიაქცია. ი--- ც-------–მა შვილს, დ----- ც-------–ს დაურეკა, რომლის ხმის გაგონებაზე ბრალდებული მიტრიალდა და წავიდა.

 

2--- წლის 7 სექტემბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, ი--- ც-------–ი კვლავ თ----- ს------ეს ვარცხნიდა თმას, რა დროსაც თანამშრომელმა ლ---–--–-–---–მა შეატყობინა, რომ რ----- ც-------–ი იყო მისული და გარეთ გასულიყო. თ-----ს მოუბოდიშა და ოთახში დატოვა. გარეთ გასულმა დაინახა, რომ მისკენ მირბოდა დაცვის თანამშრომელი ბ----, რომელმაც სთხოვა არ გასულიყო, ვინაიდან ბრალდებული მთვრალ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაზეც დათანხმდა. შემოსასვლელთან მაიხლოვებისას, დაზარალებულმა შენიშნა რ----- ც-------–ი, რომელიც ესაუბრებოდა დაცვის სხვა თანამშრომელს, მის დანახვაზე კი დაუძახა „მოდი გოგო აქო“. დაზარალებული მიხვდა, რომ ყოფილი მეუღლე მთვრალი იყო და უთხრა „წადი აქედან...რომ გამოვალ არ ვიცი რას გიზამო“, ვინაიდან ძალიან რცხვენოდა ბრალდებული ასეთ მდგომარეობაში რომ აკითხავდა. დაბრუნდა ოთახში და თ-----ს დავარცხნის შემდეგ, კვლავ გარეთ გავიდა იმ მიზნით, რომ თუკი რ----- ც-------–ი იქ დახვდებოდა, უნდა ეჩხუბა მასთან. ბრალდებული წასული დახვდა, რის გამოც თავად დაურეკა და განწირული ხმით უყვიროდა ტელეფონში, თუ როდემდე მისცემდა თავს უფლებას მისულიყო მასთან სამსახურში და შეერცხვინა, ასევე გააფრთხილა, რომ „ცუდად დაამთავრებდა.“ აღნიშნულით გაღიზიანებულმა ბრალდებულმა უთხრა „რა ციხეში ჩამსვავო“, დაიწყო გინება და მუქარა, რომ ყელს გამოჭრიდა, ბინძური სიტყვებით ლანძღავდა, რის გამოც ტელეფონი გაუთიშა დაზარალებულმა. ი-–-------–ის განმარტებით, აღნიშნული სატელეფონო კომუნიკაციისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზო კვლავ სავსე იყო ხალხით, თუმცა მოშორებით გავიდა, რომ მისი საუბარი არ მოესმინათ. დაზარალებულის ჩვენებით, ვინაიდან შვილმა უთხრა უკვე „დამღალეთ და თავი დამანებეთო“, სხვას ვერავის მოუყვებოდა მომხდარს, ამიტომ პოლიციაში მივიდა და დააწერინეს განცხადება, თუმცა ეგონა, რომ ბრალდებულს უბრალოდ გააფრთხილებდნენ და საქმე სასამართლომდე არ მივიდოდა.

 

დაზარალებულმა ბრალდებული დაახასიათა როგორც უაღრესად დადებითი, პატიოსანი პიროვნება, თუმცა მისივე განმარტებით, ნასვამ მდგომარეობაში აგრესიულია და ვინაიდან მასთან წლებია არანაირი კონტაქტი არ აქვს, არ იცის რისი ჩამდენია სიმთვრალეში, რის გამოც ეშინია. დაზარალებულის ჩვენებით, ინციდენტის დროს შეშინებული, შეურაცხყოფილი და ნანერვიულები იყო, თუმცა რ----- ც-------–ის პატიმრობაში ყოფნა არ სურს, მისი ინტერესი არის მხოლოდ ის, რომ ბრალდებულმა შეწყვიტოს მასთან კომუნიკაცია.

 

მოწმე ბ----- კ----ის ჩვენებით, არის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაცვის თანამშრომელი და იცნობს ი--- ც-------–ს, რომელიც მუშაობს სტილისტად. მოწმის ჩვენებით, 2--- წლის 5 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში, შენობიდან ერთად გამოვიდნენ ი--- ც-------–ი და რ----- ც-------–ი, რა დროსაც დაზარალებული იყო აღელვებული, აფორიაქებული. მან დაცვის თანამშრომლები გააფრთხილა, რომ ბრალდებული აღარ შეეშვათ შენობაში. მოწმის განმარტებით, ბრალდებულს საუბარში ემჩნეოდა ალკოჰოლური თრობის კვალი. 2--- წლის 7 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რ----- ც-------–ი კვლავ მივიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, დაცვის თანამშრომლებს განუმარტა, რომ იყო ი--- ც-------–ის მეუღლე და ცდილობდა შენობაში შესვლას წინააღმდეგობის მიუხედავად. ბ----- კ----ემ მას განუმარტა, რომ შენობაში შესასვლელად ესაჭიროებოდა საშვი. მოწმის განმარტებით, 7 სექტემბერს დაზარალებული ბრალდებულის მოსვლის დროს არ იმყოფებოდა შენობაში და მას ეს ფაქტი შეატყობინეს ტელეფონის საშუალებით თანამშრომლებმა. მოწმემ დაადასტურა, რომ არ შესწრებია რ----- ც-------–ის მიერ ი--- ც-------–ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტს.

 

მოწმე დ----- ც-------–ის ჩვენებით, არის რ----- და ი--- ც-------–ების საერთო შვილი. მისი მშობლები დაახლოებით 25 წელია განქორწინებულები არიან და არანაირი კონტაქტი არ აქვთ, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. მოწმის განმარტებით, დედისაგან შეიტყო, რომ 2--- წლის 5 და 7 სექტემბერს ბრალდებულმა მიაკითხა ი--- ც-------–ს სამსახურში და მათ შორის მოხდა სიტყვიერი კონფლიქტი, ფიზიკურ შეურაცხყოფას კი ადგილი არ ჰქონია. ვინაიდან ი--- ც-------–ი იყო ძალიან აღელვებული და განერვიულებული, დ-----მა მამას სთხოვა თავი დაენებებინა ყოფილი მეუღლისათვის, რაც ბრალდებულმა გაითვალისწინა. მოწმის განმარტებით, გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებულ ფრაზაში, რომ რ.ც-------–ი სიმთვრალეში არის უმართავი და არაადეკვატური, არ უგულისხმია, რომ მისგან მომდინარეობს რაიმე საფრთხე და აგრესია დაზარალებულის მიმართ.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „i№ dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა, რა დროსაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს და ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მუქარის რეალურობისა და საფუძვლიანობის შეფასებისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სუბიექტურ და ობიექტურ კრიტერიუმებს, ასევე მუქარის განმახორციელებლი პირის - ბრალდებულის პიროვნებას და მისი წარსულ ქმედებებს დაზარალებულთან

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და ასევე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია რ----- ც-------–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ რ----- ც-------–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ: სს საქმეში სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებიდან ერთადერთი მტკიცებულება - დაზარალებულ ი--- ც-------–ის ჩვენება მიუთითებს რ----- ც-------–ზე, როგორც საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირზე. სხვა არცერთი მოწმე და არცერთი წერილობითი მტკიცებულება არათუ პირდაპირ, არამედ ირიბადაც არ ადასტურებს ბრალდებულის მიერ ყოფილი მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი მტკიცებულება - დაზარალებულის ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად რ.ც-------–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, სასამართლო მაინც მიიჩნევს მიზანშეწონილად შეფასდეს, თუ რამდენად ადასტურებს თავად ი--- ც-------–ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მუქარის რეალურობასა და საფუძვლიანობას, კერძოდ:

 

დაახლოებით 25 წლიანი განშორების მანძილზე კონფლიქტური სიტუაციებისა და რაიმე სახის მუქარის არარსებობის პირობებში, ბრალდებულის პიროვნების და მისი წარსულის გათვალისწინებით (რ.ც-------–ი არაა ნასამართლევი, მის მიმართ არაა გამოცემული დამცავი ან შემაკავებელი ორდერი, თავად დაზარალებულიც კი მას ახასიათებს უაღრესად დადებით პიროვნებად), დღის საათებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხალხმრავალ ეზოში, დაცვის პოლიციის თანამშრომელთა სიახლოვეს ყოფნისას, შეუიარაღებელი რ----- ც-------–ის მხრიდან მუქარა (აღსანიშნავია, რომ თავად დაზარალებულმაც არ დაადასტურა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ რ.ც-------–ი ყელის გამოჭრით დაემუქრა, თუკი ცოლად არ გაყვებოდა, სასამართლო სხდომაზე ი-–-------–მა აჩვენა, რომ 2--- წლის 5 სექტემბერს კონფლიქტის მიზეზი იყო ბრალდებულის უკმაყოფილება შვილთან კონტაქტის გაწყვეტის გამო, რაშიც ადანაშაულებდა ყოფილ მეუღლეს), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით შემდგარი სატელეფონო კომუნიკაციისას (დაზარალებულის განმარტებით, 2--- წლის 7 სექტემბერს თავად დაურეკა ბრალდებულს, ვინაიდან ამ უკანასკნელის ტელეფონის ნომერი დაბლოკილი ჰქონდა, რაც წინააღმდეგობაშია პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებასთან, რომ რ.ც-------–მა დაურეკა ი-–-------–ს და დაემუქრა) რ.ც-------–ის მხრიდან განხორციელებული მუქარა ვერ აკმაყოფილებს მუქარის რეალურობისა და საფუძვლიანობის შეფასებისათვის აუცილებელ ობიექტურ კრიტერიუმებს და უფრო მეტიც, ვერ აკმაყოფილებს სუბიექტურ კრიტერიუმსაც იმდენად, რამდენადაც დაზარალებულ ი--- ც-------–ის ჩვენების ლოგიკური ანალიზი ნათლად მიუთითებს, რომ ეს უკანასკნელი იყო არა რ.ც-------–ის მუქარით რეალურად შეშინებული, არამედ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ყოფილი მეუღლის სამსახურში მისვლითა და არასასურველი კომუნიკაციით თანამშრომლების თვალში შეურაცხყოფილი.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა რ----- ც-------–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც რ----- ც-------–ი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ----- ც-------–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

რ----- ც-------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

განემარტოს რ----- ც-------–ს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნინო ნაჭყებია