განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100119002882194
№1/31-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 აპრილი 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ
ნინო ნადაშვილის სხდომის მდივნობით
პროკურორ - ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ - თა------ სა-------ვის
ადვოკატ - მა----–- ღვ--–-ძის
თარჯიმან - რა---- მე-----–--ლის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: თა------ სა-------ვი;
მამის სახელი: მანსურ;
დაბადებული: 01.11.1---–--–--
პირადი ნომერი: 25001040880;
მოქალაქეობა: საქართველო;
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;
რეგისტრირებული:ლაგოდეხის რაიონი სოფელი უ---------–- ;
ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონი სოფელი უ---------–-;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია: თა------ სა-------ვმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში: 2019 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ უზ-------–-–-, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თა------ სა-------ვმა საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების ნიადაგზე სცემა მეუღლეს ხუ----- ალ-------ვას, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში ხელის რამდენიმე დარტყმის შედეგად მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი.
თა------ სა-------ვი 2019 წლის 06 თებერვალს, 01:10 საათზე, დაკავებული იქნა და 2019 წლის 07 თებერვალს, ჩადენილი ქმედებისათვის, წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით. გირაოს გადახდის შემდეგ 2019 წლის 08 თებერვალს განთავისუფლებული იქნა პატიმრობიდან.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ უზ-------–-–-, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თა------ სა-------ვმა საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების ნიადაგზე სცემა მეუღლეს ხუ----- ალ-------ვას, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში ხელის რამდენიმე დარტყმის შედეგად მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - მოწმე ნა--–- ახ------ვას გამოკითხვის ოქმი, მოწმე გუ-–---- სა-------ვას გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულ ხუ----- ალ-------ვას გამოკითხვის ოქმები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ბრალდებულ თა------ სა-------ვის გამოკითხვის ოქმი და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ თა------ სა-------ვმა, უთანხმოების ნიადაგზე სცემა მეუღლეს ხუ----- ალ-------ვას, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში ხელის რამდენიმე დარტყმის შედეგად მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
გარდა ფიზიკური ძალადობისა, ოჯახში ძალადობა მოიცავს ფსიქოლოგიურ ძალადობასაც, კერძოდ, შეურაცხყოფას, შანტაჟსა და დამცირებას. აღნიშნულ ქმედებას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი და იწვევდეს დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თა------ სა-------ვმა ოჯახის წევრის მიმართ, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
თა------ სა-------ვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
თა------ სა-------ვის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
თა------ სა-------ვი არ არის ნასამართლევი, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, დაზარალებულს მასთან პრეტენზია არ გააჩნია.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ თა------ სა-------ვის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევაში.
ამასთან სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი წარსულში არ არის ნასამართლევი არცერთი კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, შესაბამისად, არსებობს ყველა ის საფუძველი, რაც საჭიროა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოსაყენებლად.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
თა------ სა-------ვს ლაგოდეხის მაგისტრატ სასამართლოს 2019 წლის 08 თებერვლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 3000 (სამი ათასი) ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით. ბრალდებულმა უზრუნველყო და გირაოს თანხა გადახდილ იქნა ია–--- სა-------ვის (პ/ნ 2----------) მიერ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თა------ სა-------ვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
2. თა------ სა-------ვის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გაუქმდეს და ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ია–--- სა-------ვს (პ/ნ 2----------) სრულად დაუბრუნდეს თა------ სა-------ვის (პ/ნ 25001040880) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების-გირაოს უზრუნველსაყოფად 2019 წლის 08 თებერვლის გადახდილი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი. სისხლის სამართლის საქმე(N0-----------)
3. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
4. თა------ სა-------ვს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 06 თებერვლის 01:10 საათიდან 2019 წლის 08 თებერვლის ჩათლით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
6. განაჩენი, მხარეთა მიერ, შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობითი.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე