განაჩენი

სისხლის სამართლის 03.04.2019
საქმის ნომერი
200100119002900127
დავის ტიპი
126 1
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100119002900127

N1/80-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

03 აპრილი 2019 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - დ----------–-----ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი: თ---------–--ე

ბრალდებული: გ------- ზ---–-–---–ი

მამის სახელი: ე-–------

დაბადებული: 0----------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში არ მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: ქ.თელავი, რ-------ის ქუჩა N30

მცხოვრები: ქ.თელავი, რ-------ის ქუჩა N30

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2019 წლის 15 თებერვალს, ქ.თელავში, რ-------ის ქუჩა N30-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ------- ზ---–-–---–მა, ძალადობის გამოყენებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ხ------- დ-----------ეს, კერძოდ, რამოდენიმეჯერ გაარტყა ხელის სახის არეში. განხორციელებული ძალადობის შედეგად, ხ------- დ-----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ხ------- დ-----------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების ნ---------–-–---–ის, ს-------- ზ---–-–---–ის, ნ--------–-----–--ის, ლ---------------ის, ლ----------–---–ის და ლ--–---–-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან, მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

3. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- ზ---–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4. სასამართლოს ბრალდებულ გ------- ზ---–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

5. ხოლო დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

7. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ გ------- ზ---–-–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

8. გ------- ზ---–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01(ერთი) წელი.

9. გ------- ზ---–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს შემტან პირს.

10. გ------- ზ---–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 15 თებერვლიდან 2019 წლის 17 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.

11. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური