გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.04.2019
საქმის ნომერი
421210019002835930
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
04.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 421210019002835930

N2/18-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04.04.2019 წ. ქ. ყვარელი

შესავალი ნაწილი

ყვარლის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი გვანცა სოლოღაშვილი

თავდაპირველი სარჩელი:

მოსარჩელე - და----- სუ-----–-–--ლი;

წარმომადგენელი - ვა--- ბო------ძე;

მოპასუხე - ნა---- ზა-----–--ლი;

წარმომადგენელი - ბი---- პა-----–--ლი;

მესამე პირი - სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილება;

წარმომადგენელი - გიორგი გორგაძე;

დავის საგანი: არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა.

შეგებებული სარჩელი:

მოსარჩელე - ნა---- ზა-----–--ლი ;

წარმომადგენელი - ბი---- პა-----–--ლი ;

მოპასუხე - და----- სუ-----–-–--ლი;

წარმომადგენელი -ვა--- ბო------ძე ;

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

1. თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. არასრულწლოვან შვილთან - 2010 წლის 03 დეკემბერს დაბადებულ ლი--- სუ-----–-–--ლთან ურთიერთობის წესის დადგენა, კერძოდ: ნება დაერთოს მოსარჩელეს ლი--- სუ-----–-–--ლი წაიყვანოს ყოველი კვირის პარასკევ დღეს 17:00 საათიდან კვირა დღის 17:00 საათამდე თავის სახლში ქ. ყვარელში, მოპასუხესთან ნა---- ზა-----–--ლთან დაბრუნების ვალდებულებით.

 

1. 2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე თავის შესაგებელში და სასამართლო განხილვის დროს სარჩელი სცნო ნაწილობრივ, კერძოდ განმარტა, რომ მოსარჩემ როცა სურვილი აქვთ შეუძლიათ ნახონ შვილი, მაგრამ წაიყვანოს ყოველი მეორე კვირის პარასკევ დღეს 17:00 საათიდან კვირა დღის 17:00 საათამდე.

 

1. 3. მესამე პირის პოზიცია

 

სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილების მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, მოსარჩელე და მოპასუხე ცხოვრობენ ქ. ყვარელში.

დასკვნის შესაბამისად, ბავშვს აქვს კარგი დამოკიდებულება მამასთან, მამის ოჯახთან და მიზანშეწონილია ეს ურთიერთობა გაგრძელდეს.

 

2. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა

 

2.1. არასრულწლოვანი შვილის - 2010 წლის 03 დეკემბერს დაბადებულ ლი--- სუ-----–-–--ლის სარჩენად მოპასუხეს დაეკისროს ალიმენტი, თვეში 200 ლარის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანობამდე.

2. 2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე თავის შესაგებელში და სასამართლო განხილვის დროს სარჩელი სცნო ნაწილობრივ, კერძოდ განმარტა, რომ იგი არ მუშაობს, ამ ეტაპზე არ აქვს შემოსავალი, მაგრამ მზად არის გადაიხადოს თვეში 130 ლარი ალიმენტის სახით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. არასრულწლოვანი ლი--- სუ-----–-–--ლის მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და ბავშვი ცხოვრობს დედასთან ნა---- ზა-----–--ლთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის და მოპასუხის ახსნა-განმარტება. ( იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ლი--- სუ-----–-–--ლი დაიბადა 03.12.2010 წელს, მათი მშობლები არიან: მამა-და----- სუ-----–-–--ლი, დედა-ნა---- ზა-----–--ლი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ლი--- სუ-----–-–--ლის დაბადების მოწმობა.(იხ, საქმის მასალები).

 

3.2.2. თავდაპირველი მოსარჩელე მზად არის შვილის აღზრდაში მიიღოს მონაწილეობა და აცნობიერებს რა, რომ ლი--- სუ-----–-–--ლი არის სკოლის მოსწავლე და სწავლოს ქ. ყვარელში, მზად არის ხელი შეუწყოს მას სწავლაში და თავის სახლში წაყვანით არ შეუქმნას პრობლემა. წაიყვანოს ყოველი კვირის პარასკევ დღეს 17:00 საათიდან კვირა დღის 17:00 საათამდე თავის სახლში ქ. ყვარელში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილების დასკვნა (იხ. საქმის მასალები).

 

3.2.3. შეგებებული სარჩელის მოპასუხე და---- სუ-----–-–--ლი არ მუშაობს და არ აქვს სტაბილური შემოსავალი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნა მოწმეები ზუ---- ჩა---–--ლი და ლე---- კა--–--ლი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თავდაპირველი სარჩელი და შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილი, 1203-ე მუხლი, 1212-ე, 1214-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198 მუხლის პირველი ნაწილით, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილით, მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს ბავშვმა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასრულწლოვნის მშობლები ცხოვრობს ცელ-ცელკე. მშობელთა თანხმობით ბავშვი ცხოვრობს დედის- ნა---- ზა-----–--ლის ოჯახში;

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, მხარეთა სრული თანასწორობისა და ბავშვის სწორედ აღზრდის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია, რომ ბავშვს ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან.

 

6.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნის, მოპასუხის პოზიციის, სოციალური მუშაკის არგუმენტაციის, ბავშვის ასაკის, მისი ინტერესებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელისათვის კანონით მინიჭებული უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვის საფუძველი არ არსებობს, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მამას და---- სუ-----–-–--ლს არასრულწლოვან შვილთან - 2010 წლის 03 დეკემბერს დაბადებულ ლი--- სუ-----–-–--ლთან ურთიერთობისთვის უნდა განესაზღვროს შემდეგი წესი: ლი--- სუ-----–-–--ლი წაიყვანოს ყოველი მეორე კვირის პარასკევ დღეს 17:00 საათიდან კვირა დღის 17:00 საათამდე თავის სახლში ქ. ყვარელში, მოპასუხესთან ნა---- ზა-----–--ლთან დაბრუნების ვალდებულებით.

 

6.4. ს.ს. კოდექსის 1212-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები მოვალენი არიან

არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214 მუხლის თანახმად, თუ მშობლები

ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს

სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს

გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის

ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში.

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს

როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

კანონის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, მშობელთა

შეუთანხმებლობის შემთხვევაში ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავს

სასამართლო, გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე,შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა

ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის გონივრული და სამართლიანი

შეფასებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შვილების

ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე

მშობლებისა და შვილების რეალური მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლომ მხედველობაში მიიღო როგორც მხარეთა არასრულწლოვანი

შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელი მოთხოვნები,ასევე მშობლებისა და შვილის რეალური მატერიალურ მდგომარეობა და

მხარეთა არასრულწლოვანი შვილის: ლი--- სუ-----–-–--ლის

უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით გონივრულად და სამართლიანად მიიჩნია, შეგებებული სარჩელის მოპასუხეს შვილის სარჩენად დაეკისროს ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. სსს კოდექსის 46 მუხლის I ნაწილის ა) ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები - ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე;

 

7.2. სსს კოდექსის 46 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,თ'' ქვეპუნქტის თანახმად ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთაბ დაკავშირებულ სარჩელებზე.

 

7.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე

მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს

დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

7.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

7.5. მოცემული სამოქალაო საქმე მაგისტრატი სასამართლოს განსახილველია და აღნიშნულიდან გამომდინარე თავდაპირველ მოსარჩელეს და შეგებებული სარჩელის მოპასუხეს და---- სუ-----–-–--ლს უნდა დაეკისროს ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ლარის ოდებობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოსარჩელე და---- სუ-----–-–--ლს (პ/ნ 4----------) შვილთან 2010 წლის 3 დეკემბერს დაბადებულ ლი--- სუ-----–-–--ლთან (პ/ნ 20650002843) ურთიერთობისათვის განესაზღვროს შემდეგი წესი: და---- სუ-----–-–--ლმა თავის საცხოვრებელ სახლში წაიყვანოს ლი--- სუ-----–-–--ლი ყოველი თვის პირველ და მესამე კვირის პარასკევი დღის 17 საათიდან კვირა დღის 17 საათამდე.

 

1.2. თავდაპირველი სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

2. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2.1. მოპასუხე და---- სუ-----–-–--ლს (პ/ნ 4----------) დაეკისროს მოსარჩელე ნა---- ზა-----–--ლის(პ/ნ 4----------- სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის ლი--- სუ-----–-–--ლის (პ/ნ 20650002843) სარჩენად ალიმენტი, მის სრულწლოვანობამდე, თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. ალიმენტის გადახდა დაიწყოს სარჩელის აღძვრიდან - 2019 წლის 06 თებერვლიდან.

 

.2.2. შეგებებული სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

3. მოპასუხე და---- სუ-----–-–--ლს (პ/ნ 4----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე