განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილი
სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - იმ-----------–---–ი,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი-–----------------------- - დაბადებული 1----–-–------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ლ----------------------------–--------–--
ადვოკატი - მა-------------ია.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 23:10 საათზე, თ---–--–-- ჯ------------------- ი-–------------, რომელიც მართავდა ავტომობილ „-----–----------, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნები და ყოველგვარი ობიექტური ხელისშემშლელი პირობების გარეშე დაეჯახა ქვეითად მოსიარულეებს - მ-------------------–- და ვ-----------------------. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მ-------------------–-- და ვ------------------------ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ი-–------------ დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ი-–------------ მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, უტყუარად დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების - მ-------------------–--, ვ------------------------, ი-–------------ გამოკითხვის ოქმებით, ცნობით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, თანდართული სქემითა, სამედიცინო ექსპერტიზის N--------- და N--------- დასკვნებით, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N------- დასკვნით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის N----- დასკვნით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებათა ერთობლიობით, რასაც ეთანხმება თავად ბრალდებული.
ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-–------------ ჩაიდინა:
ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულზე ზემოქმედებით, რათა ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.
ი-–------------ მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ასევე ითვალისწინებს იმას, რომ ი-–----------- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აუნაზღაურა მიყენებული ზიანი და დაზარაალებულს არ აქვს პრეტენზია.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ი-–------------ მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მის მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი-–----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ი-–------------ მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულება:
_ ავტომობილი „-----–-- სახელმწიფო ნომრით “--------- რაც მოთავსებულია „-----ის ს--–---–-----------–---–------------------------------, მდებარე თ---–-----------------–---–-----–----–--------------, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი