განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №--------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 მარტი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნინო ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ც-------–---–---ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ--- გ---–----ს ასული ლ------ - დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------------–------------------------ში
ადვოკატი - დ----------------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2--- წლის 2 მარტს, დაახლოებით 12:20 საათზე, ქ.თბილისში, გ-–----ის მეორე მიკრორაიონში, ხ------–---–-------------ის მიმდებარედ ნ--- ლ------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ------- ჯ-------ს, კერძოდ: თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ხელჩანთა და ძლიერად მოქაჩა თმებში, რის შედეგადაც ნ------- ჯ-------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ნ--- ლ------ს ქმედებით ნ------- ჯ-------ს მიადგა ფიზიკური სახის ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებული ნ------- ჯ-------ს ჩვენებით, დაახლოებით 3 წელია იცნობს ბრალდებულს, რომელთანაც ურთიერთობა დაეძაბა სესხთან დაკავშირებით. 2--- წლის 2 მარტს, დაახლოებით 12:20 საათზე, ქ.თბილისში, გ-–----ის მეორე მიკრორაიონში, ხ------–---–-------------ის მიმდებარედ ნ------- ჯ------- შემთხვევით შეხვდა ნ--- ლ------ს, რომელმაც ისე რომ სიტყვაც არ უთქვამს, 3-4-ჯერ ჩაარტყა ხელჩანთა თავში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. იქვე მყოფმა მამაკაცებმა სცადეს ნ--- ლ------ს შეჩერება, რითაც ისარგებლა დაზარალებულმა და კიბეებზე სირბილით ჩასვლა სცადა, რა დროსაც ნ--- ლ------მ თმაში ხელი ჩაავლო და ძლიერად მოქაჩა, რამაც ასევე მიაყენა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. სწორედ ამ მომენტში ბრალდებულმა თავი ვეღარ შეიკავა კიბეზე და დაეცა, რა დროსაც ხელი დაუზიანდა, ნ------- ჯ-------მ კი იქვე მყოფ მოქალაქეებს უხმო დასახმარებლად. დაზარალებულის განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ იგი გადაიყვანა კლინიკაში.
მოწმე ქ------- ც------ს ჩვენებით, მუშაობს ქ.თბილისში, გ-–----ის მეორე მიკრორაიონში, ხ------–---–-------------თან მდებარე ჯიხურში გამყიდველად. 2--- წლის 2 მარტს სამსახურში მყოფმა გაიგონა ხმაური და დაინახა ორ ქალბატონს, დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტის ფაქტი, რა დროსაც ბრალდებულმა ჩანთა მოუქნია თავში დაზარალებულს და თმა მოქაჩა, დაზარალებული კი სიმშვიდისკენ მოუწოდებდა, არანაირ აგრესიას არ ამჟღავნებდა. მოულოდნელად ბრალდებულს გული წაუვიდა და ასფალტზე დაეცა, დაზარალებული კი მის დახმარებას ცდილობდა.
მოწმე მ-----–- გ--–-----ს ჩვენებით, 2--- წლის 2 მარტს, ხ------–---–-ს ქუჩაზე, გადასასვლელ ხიდთან მყოფმა დაინახა ქალების ჩხუბი, ადგილზე მისულმა კი შეესწრო თუ როგორ ურტამდა ნ------- ჯ-------ს ჩანთას თავში ნ--- ლ------ და თმებში ექაჩებოდა, დაზარალებული კი იგერიებდა, მას ბრალდებულისთვის ხელი არ დაურტყამს. მოულოდნელად ნ--- ლ------ს ფეხი დაუცდა და გული წაუვიდა. მოწმემ დაადასტურა, რომ გამოძიების ეტაპზე ამოიცნო ნ--- ლ------.
პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, 2--- წლის 18 მარტს, მოქმე მ-----–- გ--–-----მ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ნ--- ლ------, რომელმაც 2--- წლის 2 მარტს, მის ნაცნობს ნ------- ჯ-------ს თავში ჩაარტყა ჩანთა და მოჩეჩა თმა (გამომძიებელი გ.გ--------ე).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ------------ე ც-----–---–-ა დაადასტურა მის მიერ გაცემული №--------- სამედიცინო დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:
შპს „წ-------------–--------------–----ის“ სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №2------ და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ის ჩანაწერების თანახმად, მოქ. ნ------- ჯ------- მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით 2--- წლის 3 მარტიდან 2--- წლის 5 მარტის ჩათვლით კლინიკაში დიაგნოზით: ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნი მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ------- გ--------ემ დაადასტურა ნ--- ლ------ს ბრალდების სს საქმეზე მის მიერ და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ცემა ძალადობრივი დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა არ უკავშირდება ჯანმრთელობის დაზიანების განსაკუთრებულ შედეგს, ვინაიდან მისთვის დამახასიათებელია, რომ მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილი არ იწვევს მისი ჯანმრთელობის საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობები, მცირე ჭრილობები), თუმცა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა, თმებით თრევა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ანუ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ნ.ჯ-------ს და თვითმხილველი მოწმეების: ქ.ც------ს და მ.გ--–-----ს ჩვენებებით უტყუარად დადგენილია, რომ 2--- წლის 2 მარტს, ნ--- ლ------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ------- ჯ-------ს, კერძოდ, რამდენჯერმე ჩაარტყა ჩანთა თავში და ძლიერად მოქაჩა თმები. გარდა დაზარალებულის განმარტებისა, რომ ნ.ლ------ს ძალადობრივი ქმედებით განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, აღნიშნულ გარემოებას ნათლად ადასტურებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულისათვის დადგენილი დიაგნოზიც, ვინაიდან ისეთი სიძლიერით არაერთჯერადი დარტყმა, რომ აღნიშნულმა გამოიწვიოს - ქალა ტვინის დახურული ტრავმა და თავის ტვინის შერყევა, ცხადია, ფიზიკური ტკივილის გამომწვევია საშუალო ასაკისა და ჯანმრთელობის მქონე ნებისმიერი ადამიანისათვის.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - ცემის შემადგენლობის არსებობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნ--- ლ------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნ--- ლ------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის ხასიათისა და ბრალდებულის პიროვნების (არ არის ნასამართლევი) გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ნ--- ლ------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი მიზნების შესრულებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ--- ლ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ნაჭყებია