განაჩენი

სისხლის სამართლის 27.03.2019
საქმის ნომერი
110100119002908351
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
27.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100119002908351

N1/60-2019

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 მარტი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ფ-------- ს------;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - მ-----– ხ---------;

 

ბრალდებული - ლ-----–---–---ე, დაბადებული 1----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 5----------), საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: ქ---------------------------------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2018 წლის ნოემბრიდან, 2019 წლის 30 იანვრამდე პერიოდში, ქ-----------–ი, გ--------------------ში მცხოვრები ლ-----–---–---ე, მეუღლეს - რ--------------–--ეს სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, კერძოდ: ყოველ მეორე დღეს, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი ლ-----–---–---ე, რ--------------–--ეს უყვიროდა უმიზეზოდ, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგინებდა დედის მისამართით, რამაც გამოიწვია რ--------------–--ის ტანჯვა.

სასამართლომ დაადგინა:

 

2. 2018 წლის ნოემბრიდან, 2019 წლის 30 იანვრამდე პერიოდში, ქ-----------–ი, გ--------------------ში მცხოვრებ ლ-----–---–---ეს, მეუღლის - რ--------------–--ის მიმართ, სისტემატურად შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:

 

3. 2019 წლის 30 იანვრის N------ შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით დასტურდება, რომ რ--------------–--ე არის ლ-----–---–---ის მეუღლე.

 

4. სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით დაკითხულმა ი-----–-----------ემ, ა-–---------------–---–მა, ბ-------------ემ და ლ-–---------ემ განაცხადეს, რომ ლ-----–---–---ე და რ--------------–--ე არიან მეუღლეები.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

6. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ-----–---–---ე და დაზარალებული რ--------------–--ე არიან ოჯახის წევრები.

 

ქმედება - სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:

 

7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–-----------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ჭ---------ს რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 30 იანვარს, მას ტელეფონზე დაუკავშირდა რ--------------–--ე და უთხრა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მეუღლე, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ვინაიდან თვითონ არ იყო მორიგე, აღნიშნულის შესახებ აცნობა ხელმძღვანელობას. მოწმის განმარტებით, ადრეც ყოფილა ხშირი შემთხვევები, კონფლიქტური სიტუაციები, რის გამოც ლ-–---–---ის მიმართ, მის მიერ, შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერები.

 

8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-–---------------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ჭ---------ს რაიონულ სამმართველოში, უმცროს ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 30 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ ჯგუფში. სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ოპერატიულ ჯგუფთან ერთად, გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მათ დახვდათ რ--------------–--ე და ლ-----–---–---ე. რ-----–--ის განმარტებით, წლებია, მეუღლე ლ-–---–---ე მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, აღარ შეეძლო და ემოქმედათ კანონის შესაბამისად. ლ-–---–---ე იყო ნასვამი და პოლიციელების თანდასწრებითაც შეაგინა რ-----–--ეს, მიაყენა შეურაცხყოფა. აღნიშნულის საფუძველზე, ლ-–---–---ე ადგილზე დააკავეს და შემდეგ გადაიყვანეს სამმართველოში.

 

9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–---------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ჭ---------ს რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 30 იანვარს, იმყოფებოდა სამსახურში, მორიგედ. სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გამოცხადდა ქ-----------–ი, გიორგაძის ქუჩაზე. ადგილზე, მათ დახვდათ რ--------------–--ე და ლ-----–---–---ე. რ-----–--ემ განუმარტა, რომ მეუღლე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა და აღარ შეეძლო მეტის ატანა. ადგილზე ყოფნისას, პოლიციელების თანდასწრებით, ლ-----–---–---ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა რ-------ეს. აღნიშნულის საფუძველზე, ლ-–---–---ე დაკავებული და გადაყვანილი იქნა სამმართველოში. დაკავება მოახდინა მან, ადგილზე განუმარტა დაკავებულს უფლებები, ხოლო დაკავების ოქმი შეადგინა სამმართველოში.

 

10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ-------------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ჭ---------ს რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. იყო ლ-----–---–---ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა დაზარალებული და ბრალდებული, ასევე, დანიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა. მოწმის განმარტებით, დაზარალებულის სახით დაკითხვისას, რ--------------–--ემ დაუდასტურა მეუღლის ლ-----–---–---ის მხრიდან მის მიმართ სისტემატურად სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.

 

11. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა რ--------------–--ემ, უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა ლ-----–---–---ემ, გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული დუმილის უფლება.

 

12. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და რ--------------–--ის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ლ-----–---–---ის მხრიდან განხორციელებული ქმედება შეიცავს შეურაცხყოფისა და დამცირების ელემენტს, თუმცა კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით და რ--------------–--ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით, აღნიშნული ქმედება არ აღწევს ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ--------------–---–---მ.

 

13. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე, დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ასე შემდეგ. სწორედ აღნიშნული ქმედების სისტემატურობა იწვევს პირის ტანჯვას, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, პირის შეურაცხყოფა ხდება დროის მცირე მონაკვეთებში და ჯერ პირველი ან მეორე შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილები არაა განელებული დაზარალებულში, რა დროსაც ადგილი აქვს მესამე და სხვა შეურაცხყოფას.

 

14. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ლ-----–---–---ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ლ-----–---–---ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ლ-----–---–---ის უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფაში. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ლ-----–---–---ის მხრიდან დაზარალებულ რ--------------–--ის მიმართ სისტემატურად შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის ნოემბრიდან, 2019 წლის 30 იანვრამდე პერიოდში, ქ-----------–ი, გ--------------------ში მცხოვრებ ლ-----–---–---ეს, მეუღლის - რ--------------–--ის მიმართ, სისტემატურად შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

15. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).

 

17. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).

18. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------------ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).

 

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).

 

19. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

20. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N49).

 

21. სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ-----–---–---ის მიერ რ--------------–--ის მიმართ სისტემატურად შეურაცხყოფის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ირიბი, პოლიციელი მოწმეების ჩვენებები. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ლ-----–---–---ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. მოწმეებმა ა-–---------------–---–მა და ლ-–---------ემ განაცხადეს, რომ როდესაც მივიდნენ გამოძახებაზე, მათ იქ დახვდათ რ-----–--ე და ლ-–---–---ე. რ-----–--ემ მათ განუმარტა, რომ წლებია მეუღლე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, მეტი აღარ შეეძლო და ემოქმედათ კანონის შესაბამისად. მოწმე ბ.ჩაჩანიძემ კი განაცხადა, რომ გამოძიების დროს გამოკითხვისას, დაზარალებულმა დაუდასტურა მეუღლის მხრიდან სისტემატურად განხორციელებული შეურაცხყოფის შესახებ. ხოლო მოწმე ი-----–-----------ემ კი განაცხადა, რომ მას ტელეფონზე დაუკავშირდა რ-----–--ე, რომელმაც უთხრა, რომ მეუღლე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ასევე, განმარტა, რომ წარსულში მომხდარი შემთხვევების, კონფლიქტური სიტუაციების გამო, მის მიერ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერები ლ-–---–---ის მიმართ. სასამართლო აღნიშნავს, რომ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებიდან არ დასტურდება, რომ 2018 წლის ნოემბრიდან, 2019 წლის 30 იანვრამდე პერიოდში, ქ-----------–ი, გ--------------------ში მცხოვრები ლ-----–---–---ე, მეუღლეს - რ--------------–--ეს, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------------ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31). სასამართლო, აქვე, ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, სადაც აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და რ--------------–--ის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ლ-----–---–---ის მხრიდან განხორციელებული ქმედება შეიცავს შეურაცხყოფისა და დამცირების ელემენტს, თუმცა კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით და რ--------------–--ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით, აღნიშნული ქმედება არ აღწევს ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს. როგორც უკვე აღინიშნა, სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე, დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ასე შემდეგ. სწორედ აღნიშნული ქმედების სისტემატურობა იწვევს პირის ტანჯვას, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, პირის შეურაცხყოფა ხდება დროის მცირე მონაკვეთებში და ჯერ პირველი ან მეორე შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილები არაა განელებული დაზარალებულში, რა დროსაც ადგილი აქვს მესამე და სხვა შეურაცხყოფას. სსკ 1261-ე მუხლი კომპლექსური ნორმაა და სამივე კომპონენტი ძალადობა (სისტემატური შეურაცხყოფა), მართლსაწინააღმდეგო შედეგი (ტანჯვა) და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის ერთობლივად უნდა იყოს სახეზე. მათგან ერთერთის არარსებობა, გამორიცხავს ქმედების სსკ 1261-ე მუხლით კვალიფიკაციას. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა რ--------------–--ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ, გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს ფაქტს, რომ 2018 წლის ნოემბრიდან, 2019 წლის 30 იანვრამდე პერიოდში, ლ-----–---–---ე, მეუღლეს - რ--------------–--ეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, შეურაცხყოფამ კი მისი ტანჯვა გამოიწვია.

 

22. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც, ლ-----–---–---ე უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ-----–---–---ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ლ-----–---–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის ოქტომბრის N1/1-19 განჩინებით ე-–---------------–---–ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (საკადასტრო კოდით N--.1-.1-.0-4.0-.0----

 

გამართლებულ ლ-----–---–---ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე