გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.02.2019
საქმის ნომერი
330310018002567232
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4795-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 თებერვალი, 20-9 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა დარასელია

სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე

მოსარჩელე ი---------------ა

წარმომადგენელი ტ------–--–-------–---–ი

მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი თ---------------–---–ი

მესამე პირი შპს „პ--------------–--ი“

მესამე პირი შპს „პ--------------–--ი ო-- თბილისი“

მესამე პირი ა-–--------------ი

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი - „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული 20-3 წლის 04 დეკემბრის №8------------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირების - შპს „პ--------------–--ისა“ და შპს „პ--------------–--ი ო-- თბილისის“ წარმომადგენლები სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადნენ.

 

3.2. მესამე პირი - ა-–--------------ი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. 20-3 წლის 27 ნოემბერს ა-–--------------მა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და აუქციონის გზით შეძენილ უძრავ ქონებაზე (ს/კ 0----------------------) საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. აღნიშნული განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა: 1) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 20-3 წლის 27 ნოემბრის №A1--------0-4/00- განკარგულება; 3) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ა-–--------------ის 20-3 წლის 27 ნოემბრის №8----------- სარეგისტრაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 78-83).

 

4.1.2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-3 წლის 04 დეკემბრის №8------------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით ა-–--------------ის №8----------- სარეგისტრაციო განცხადება დაკმაყო--ილდა, უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, 3-----------–--ის მე-3 შესახვევი, №2/3 (ს/კ 0----------------------), დარეგისტრირდა ა-–--------------ის საკუთრების უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-3 წლის 04 დეკემბრის №8------------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (ს.ფ. 84);

- 20-3 წლის 04 დეკემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 85-86).

 

4.1.3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-5 წლის 16 თებერვლის №M15--1302/3 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით ა-–--------------ის საკუთრებაში არსებულ უნომრო ფართს (საკადასტრო კოდი 0----------------------) მიენიჭა №6 და მისამართი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ქალაქი თბილისი, ს--------------–ის ქუჩის III შესახვევი №3/ბ-----ის ქუჩა №2, ფართი №6.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-5 წლის 16 თებერვლის №M15--1302/3 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (ს.ფ. 87-88);

- №8----------- სარეგისტრაციო განცხადება (ს.ფ. 89-90);

- 20-6 წლის 16 თებერვლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 91-92).

 

4.1.4. 20-8 წლის 15 მაისს შპს „პ--------------–--მა“ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ს--------------–ი, შესახვევი III, №3/ბ-----ის ქუჩა №2, ბინა №6, გარიგების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „პ--------------–---ის“ 20-8 წლის 15 მაისის №8----------- სარეგისტრაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 93-98).

 

4.1.5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 16 მაისის №8------------06 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით შპს „პ--------------–---ის“ №8----------- სარეგისტრაციო განცხადება დაკმაყო--ილდა. უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ს--------------–ი, შესახვევი III, №3/ბ-----ის ქუჩა №2, ბინა №6 (საკადასტრო კოდი 0----------------------), დარეგისტრირდა შპს „პ--------------–--ის“ საკუთრების უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 16 მაისის №8------------06 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (ს.ფ. 115);

- 20-8 წლის 16 მაისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 116-118).

 

4.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-5 წლის 29 სექტემბრის №3/1----14 გადაწყვეტილებით ი---------------ას სარჩელი დაკმაყო--ილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 20-3 წლის 27 ნოემბრის №A1--------0-4/00- განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ; უკანონოდ იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქმედება მოვალე ი---------------ას მიმართ 20-4 წლის 28 აპრილს სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ №A1--------004/003 გაფრთხილების გამოცემის თაობაზე; დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყო--ილებაზე.

 

20-8 წლის 18 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ, 20-5 წლის 29 სექტემბრის №3/1----14 გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-5 წლის 29 სექტემბრის №3/1----14 გადაწყვეტილება (ს.ფ. 127-138);

- 20-8 წლის 18 ივნისის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 125-126).

 

4.1.7. 20-8 წლის 27 ივნისს ი---------------ას წარმომადგენელმა №3-----/1- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 20-3 წლის 04 დეკემბრის №8------------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ა-–--------------ის 20-8 წლის 27 ივნისის №3-----/1- ადმინისტრაციული საჩივარი და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 119-139).

 

4.1.8. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 02 ივლისის №2----- გადაწყვეტილებით ი---------------ას წარმომადგენელს - ტ------–--–-------–---–ს უარი ეთქვა 20-8 წლის 27 ივნისის №3-----/1- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 02 ივლისის №2----- გადაწყვეტილება (ს.ფ. 140-141).

 

4.1.9. 20-8 წლის 28 დეკემბერს შპს „პ--------------–--ი ო-- თბილისმა“ №9----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ს--------------–ი, შესახვევი III, №3/ბ-----ის ქუჩა №2, ბინა №6 (საკადასტრო კოდი 0----------------------), გარიგების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „პ--------------–--ი ო-- თბილისის“ 20-8 წლის 28 დეკემბრის №9----------- სარეგისტრაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 219-223).

 

4.1.10. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 28 დეკემბრის №9------------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით შპს „პ--------------–--ი ო-- თბილისის“ №9----------- სარეგისტრაციო განცხადება დაკმაყო--ილდა. უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ს--------------–ი, შესახვევი III, №3/ბ-----ის ქუჩა №2, ბინა №6 (საკადასტრო კოდი 0----------------------), დარეგისტრირდა შპს „პ--------------–--ი ო-- თბილისის“ საკუთრების უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 28 დეკემბრის №9------------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (ს.ფ. 224);

- 20-8 წლის 18 დეკემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 225-226).

-

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი---------------ას სარჩელი არ უნდა დაკმაყო--ილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს დაევალოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 20-3 წლის 04 დეკემბრის №8------------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს არსებობს თუ არა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის, 20-3 წლის 04 დეკემბრის №8------------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები.

 

7.2. სასამართლო მოიხმობს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.

 

ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 20-3 წლის 27 ნოემბერს ა-–--------------მა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და აუქციონის გზით შეძენილ უძრავ ქონებაზე (ს/კ 0----------------------) საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-3 წლის 04 დეკემბრის №8------------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით მოთხოვილ უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ა-–--------------ის საკუთრების უფლება.

 

დადგენილია ასევე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 16 მაისის №8------------06 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით შპს „პ--------------–--ის“ განცხადება დაკმაყო--ილდა და უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ს--------------–ი, შესახვევი III, №3/ბ-----ის ქუჩა №2, ბინა №6 (საკადასტრო კოდი 0----------------------), გარიგების საფუძველზე დარეგისტრირდა შპს „პ--------------–--ის“ საკუთრების უფლება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესასრულებლად სავალდებულო ძალის მატარებელია თვით მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, კანონმდებლობა უშვებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ასეთი აქტების საკუთარი ინიციატივით და მთელ რიგ შემთხვევებში ვალდებულების სახით, გაუქმების შესაძლებლობას.

 

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხთან მიმართებით სპეციალურ რეგულაციას ითვალისწინებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი, რომელიც ადგენს რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებს. კერძოდ, მითითებული სამართლებრივი ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

 

ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 20-8 წლის 15 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტით დადასტურდა უძრავ ნივთზე (ს/კ 0----------------------) რეგისტრირებული ა-–--------------ის საკუთრების უფლების (04.12.20-3წ.) შპს „პ--------------–--ზე“ გადასვლის ფაქტი, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების წინაპირობა. შესაბამისად, ცალსახაა, რომ შპს „პ--------------–--ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 20-8 წლის 16 მაისის №8------------06 გადაწყვეტილების საფუძველზე, 20-3 წლის 04 დეკემბრის №8------------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ძალადაკარგულია.

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, 20-3 წლის 04 დეკემბრის №8------------03 რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-5 წლის 29 სექტემბრის №3/1----14 გადაწყვეტილების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 20-8 წლის 18 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნება ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, რეგისტრაციის საფუძვლის, ანუ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაუქმება, წარმოადგენს რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-5 წლის 29 სექტემბრის №3/1----14 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, კერძოდ, 20-3 წლის 04 დეკემბრის №8------------03 რეგისტრაციის საფუძვლის, ანუ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილად ცნობამდე, საკუთრების უფლების შპს „პ--------------–--იზე“ გადასვლის გამო, მითითებული რეგისტრაცია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უკვე ძალადაკარგულად იყო გამოცხადებული. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების წინაპირობა, ხოლო რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებას, მიუხედავად ძალადაკარგულად ცნობის საფუძვლისა, შედეგად მოსდევს ერთი და იმავე სამართლებრივი შედეგი - რეგისტრაციის გაუქმება და არ ხდება წინა რეგისტრაციის აღდგენა, სასამართლო მიიჩნევს, რომ პროცესუალური შედეგის თვალსაზრისით, არ არსებობს მოპასუხისათვის 20-3 წლის 04 დეკემბრის №8------------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

7.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყო--ილების და მოპასუხისათვის „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 20-3 წლის 04 დეკემბრის №8------------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყო--ილდა, საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ი---------------ას სარჩელი არ დაკმაყო--ილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ნანა დარასელია