განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 მარტი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლის ხ-------------–---–--,ადვოკატ ნ-----------–-–---–-
ბრალდებულ მ------–-------ის მონაწილეობის გარეშე, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------------------–--------- (პ/№0----------) - დაბადებულის 1----–-–--------------, თბილისში, საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ. თბილისი, ბ-------–--------, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.თბილისი ბ-------------–----–-------------------------------- - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მ------–-------ს ბრალად ედება თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2018 წლის 30 აპრილს, ქ.თბილისში, ა-----------–---–----------–--–-------ის მიმდებარე ტერიტორიიდან, მ------–-------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებიტ დაეუფლა ვ-–--------------------ის მფლობელობაში არსებულ 7500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარად ღირებულ „BMW X5”- ის მარკის ავტომანქანას ( სახელმწიფო ნომერი Q------------ რამდენიმე დღეში გაასხვისა ი--------------ეზე.
დაზარალებულმა ვ-–--------------------მა სასამართლოს მოახსენა, რომ ავტომანქანა BMW X5 სახელმწიფო ნომრით Q------- იყიდა 2017 წლის დეკემბრის თვეშინ 7500 ლარად, რომელიც გაფორმებული იყო მ--------------–---–ზე. აღნიშნული ავტომანქანა გირავნობის უზრუნველყოფით დააგირავა ავტო ლომბარდში. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვინაიდან ვეღარ იხდიდა ლომბარდის საფასურს გადაწყვიტა აღნიშნული მანქანის გაყიდვა. მანქანის ყიდვის მიზნით მას დაურეკა მ------–-------მა, ნახა მანქანა და შეთანხმდენ, რომ მ------–-------ი მას გადაუხდიდა 400 ლარს და ასევე გადაიბარებდა სალომბარდე ვალდებულებას თვეში 505 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან მეორე დღეს მ------–-------მა მას გადუხადა 400 ლარი და წაიყვანა ავტომანქანა, იმ პირობით რომ, სამი დღის შემდეგ ლომბარდის ვალდებულებებს გადაიბარებდა. ამის შემდეგ ის აღარ გამოჩენილა, ხოლო ერთი კვირის შემდეგ როდესაც მას ლომბარდიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ თანხის გადაუხდელობის გამო ეკისრებოდა ჯარიმები, მიმართა პოლიციას განცხადებით.
მოწმე მ--------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ ვ-–--------------------ი არის მისი სიძე, დის მეუღლე. ვ-–--------------------ის თხოვნით მან თავისი სიძის კუთვნილი ავტომანქანა გადაიფორმა თავის სახელზე და დაალომბარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, ვინაიდან ვ-–-------------------სვს სჭირდებოდა თანხა და მას არ მისცემდა ბანკი კრედიტს.
მოწმე ი-----–--------მა სასამართლოს მოახსენა, რომ 9 წელია მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მ------–-------ს იცნობს საქმიდან გამომდინარე. 2018 წლის 18 მაისს მიიღო შეტყობინება, რომ ვ-–--------------------ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა შავი ფერის X5 მოტყუებით წაყვანილი ყავდა მ------–-------ს, რომელმაც ქ ქუთაისში მდებარე ავტობაზრობაზე მიჰყიდა ბაღდადის რაიონში მცხოვრებ ი--------------ეს 1400 ლარად.
მოწმე ნ-----–-------–----ემ სასამართლოს მოახსენა, რომ მუშაობს გ-–-----------–------------–-–-------- განყოფილების დეტექივის თანაშემწე გამომძიებლის პოზიციაზე. მ------–-------ს იცნობს საქმიდან გამომდინარე. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მისთვის ცნობილი გახდა თაღლითობის ფაქტის შეხებ. მისი განმარტებით ავტომანქანის ამოცნობა არჩატარდა ვინაიდან მანქანის მონაცემები ცნობილი იყო, ასევე არ ჩატარდა სასაქონლო ექსპერტიზა და ავტომანქანის ფასის დადგენა მოხდა ლომბარდის შეფასების საფუძველზე, ვინაიდან ავტომანქანის აღმოჩენის მომენტისათვის ის უკვე ფაქტიურად „დაქუცმაცებული“ იყო. მან ასევე დაადასტურას მისი მოწილებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სიწორე.
მოწმე გ-----------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ მუშაობს შპს „მ---------------------ში“ იურისტის თანამდებობაზე 2018 წლის 24 მარტს შპს „მ---------------------სა“ და მოქალაქემ------------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზისა და გირავნობის შესახებ გენერალური ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გაიცა თანხა 5900 ლარი ლარის ოდენობით მ--------------–---–ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა BMW X5 სახელმწიფო ნომრით Q------- უზრუნველყოფით, არნიშნულ ავტომანქანას დაედო შპს „მ-----------------------“ გირავნობა და თვეში პროცენტის სახით გადასახდელი თანხა სეადგენდა 505 ლარს. მისი განმარტებით ზემოაღნიშნული ავტომანქანა დღეის მდგომარეობით ისევ მ--------------–---–ის საკუთრებაშია და არც სესხის გადაბარება მომხდარა სხვა პირზე.
ბრალდებულმა მ------–-------მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 01 მაისს ინტერნეტით ნახა განცხადება მანქანის გაყიდვის შესახებ და დაუკავშირდა ვ-–--------------------ს. ისინი შეთანხმდენ ავტომანქანის ფასზე და პირობებზე, რომ მ------–-------ი გადაიბარებდა სალომბარდე ვალდებულებას. მ------–-------ის განმარტებით მან მეორე დღეს ვერ მოახერხა ლომბარდის კუთვნილი ყოველთვიური შენატანის გადახდა, რის გამოც ერიცხებოდა ჯარიმები და გადაწყვიტა გაეყიდა აღნიშნული ავტომანქანა. მან დაახლოებით ერთ კვირაში გაყიდა ავტომანქანა. მ------–-------ის განმარტებით მას ეს ავტომანქანა უნდოდა თავისთვის და არ აპირებდა მის გაყიდვას, რომ არა ფინანსური პრობლემები, მან ასევე დაადასტურა ის ფაქტი, რომ ვ-–--------------------მა მისი სახელი და გვარი არ იცოდა.
მოწმეების ი--------------ის, დ-------------ასა და გ--------------ის ჩვენებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
ი--------------ის გამოკითხვით დასტურდება რომ 2018 წლის 7 მაისს მას მ------–-------მა მიჰყიდა BMW X5 სახელმწიფო ნომრით Q------- ,2018 წლის 19 მაისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ წ---–-------------------------–---------ში მდებარე ი--------------ის მფლობელობაში არსებული მეორადი ავტონაწილების ბოქსიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ავტომანქანა BMW X5 სახელმწიფო ნომრით Q------- , დაშლილ მდგომარეობაში.
2018 წლის 20 მაისის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ვ-–--------------------მა ამოიცნო მ------–-------ი.
2018 წლის 24 მარტის გენერალური ხელშეკრულება N-------------ით დასტურდება, რომ ავტომანქანა BMW X5 სახელმწიფო ნომრით Q--------ს უზრუნველყოფით გაცემულია კრედიტი 5900 ლარის ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებული თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დამაფუძნებელი ნიშანია ის, რომ დამნაშავე დაზარალებულს ქონებრივ ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გამოყენების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს მას ქონების დაუფლებას. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი. პირი, რომელიც გახდება თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში.
მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მ------–-------მა ისარგებლა ვ-–--------------------ის ნდობით და მოტყუებით, დაეუფლა მის მფლობელობაში არსებულ ავტომანქანას, BMW X5 სახელმწიფო ნომრით Q-------, რომელიც შემდეგ გაასხვისა ი--------------ეზე.
ამდენად, მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს მ------–-------ის მიერ დანაშაულების ჩადენაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ მ------–-------მა თავი აარიდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, რის გამოც სასამართლო სხდომა რამოდენიმეჯერ გადაიდო, ვერც პროკურორმა და ვერც ადვოკატმა ვერ მოახერხა მასთან დაკავშირება. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მას დაზარალებულისათვის ზიანი ანაზღაურებული არ აქვს.
ამდენად, ჩადენილი ქმედებების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება მ----–-------ის მიმართ სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება, ყველა სხვა უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელი კი იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულს გააცნობიეროს და პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ შედეგებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ------–-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლით.
მ------–-------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან.
გაუქმდეს მ------–-------ის მიმართ გამოყენებული აღკეთის ღონისძიება გირაო;
ნივთიერი მტკიცებულებები:
ამოღებული ავტომანქანა „ბმვ“ და მისი ნაწილები, რომელიც ინახება გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-4 გაყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
ავტომანქანის ამოღების ამსახველი ფოტოსურათები ერთ დისკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი