განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/3---1-
(გამოძიების N0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
მც-----ს რაიონული სასამართლო
0- აპრილი, 2019 წელი ქ. მცხეთა
მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი
სხდომის მდივანი ნინო ჯანხოთელი,ბრალდების მხარე -
პროკურორი - ნაზი მირიანაშვილი
დაცვის მხარე -
ბრალდებული გი-----ი ფი-----–---–ი, დაბადებული 1990 წლის 24 აპრილს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N0----------, წარსულში ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მც-----ს მუნიციპალიტეტი, სოფელი ძ---ი, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა,ბრალდებულის ადვოკატი : ბექა გულედანი
ქმედების კვალიფი--ცია - საქართველოს სსკ-ის 111 და 1-0-ე მუხლი
სხდომის სახე - ღია,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი:
გი-----ი ფი-----–---–მა ჩაიდინა თავისივე ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:.
201- წლის 2- აგვისტოს, დაახლოებით 22 საათსა და 40 წუთზე მც-----ს მუნიციპალიტეტის სოფელ ძ---ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გი-----ი ფი-----–---–მა მის ყოფილ მეუღლეს - ეთ--- სო-–-----–---–ს ეჭვიანობის ნიადაგზე, აგრეთვე განაწყენებულმა მასზედ, რომ მისი წარმოდგენით ეთ--- სო-–-----–---–ი მას ზღუდავდა შვილის ნახვაში, მათი საერთო არასრულწლოვანი შვილის, 2014-–-–-ს 1- იანვარს დაბადებულ თე--- ფი-----–---–ის თანდასწრებით ეთ--- სო-–-----–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც ყოფილ მეუღლეს სახეში, კერძოდ კი ცხვირში განზრახ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ეთ--- სო-–-----–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს, დასკვნითი სიტყვებით გამოსვლის ეტაპზე ბრალდებულმა გი-----ი ფი-----–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ. განმარტა, რომ ინანიებს ჩანადენს, ეთანხმება ბრალდების ფაბულას იმ დაზუსტებით, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივი იყო ყოფილი მეუღლისადმი განაწყენება, რამდენადაც ეთ--- სო-–-----–---–ი მას ხელს უშლიდა საერთო არასრულწლოვანი შვილის, იმჟამად 4-–-–-ს თე--- ფი-----–---–ის ნახვაში.
2. 2 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს და---რალებულმა ეთ--- სო-–-----–---–მა დაადასტურა, რომ 201- წელს ცოლად გაყვა გი-----ი ფი-----–---–ს, რომელთანაც თანაცხოვრების პერიოდში 2014-–-–-ს 1- იანვარს შეეძინა ვაჟიშვილი თე--- ფი-----–---–ი. უკანასკნელი წლების განმავლობაში გი-----ი ფი-----–---–ი ხშირად ეჭვიანობდა მასზე, რის ნიადაგზე წარმოშობილი უთანხმოებების გამო 201- წლის იანვარში იგი და გი-----ი ფი-----–---–ი დაცილდნენ, - ეთ--- სო-–-----–---–ი შვილთან ერთად საცხოვრებლად დაბრუნდა მშობლების ოჯახში, მც-----ს მუნიციპალიტეტის სოფელ ძ---ში. 201- წლის 2- აგვისტოს მ----------- დღესასწაულთან დაკავშირებით იგი მამასთან ზა--- სო-–-----–---–თან და შვილთან თე--- ფი-----–---–თან ერთად სტუმრად იმყოფებოდა სოფელ ძ---ში მცხოვრები ნათესავის ლი-- კო---–--ის ოჯახში, რა დროსაც მას მრავალჯერ დაურეკა მობილური ტელეფონით ყოფილმა მეუღლემ გი-----ი ფი-----–---–მა, ეს უკანასკნელი აგრესიულად ელაპარაკებოდა, მოითხოვდა შვილის ნახვას, ასევე ყოფილმა მეუღლისგან მოითხოვდა ეთქვა სად იმყოფებოდა. ეთ--- სო-–-----–---–მა დროებით დატოვა მასპინძლის ოჯახი და სოფლის მაღაზიის მახლობლად შვილი რამოდენიმე წუთით შეახვედრა მამას გი-----ი ფი-----–---–ს. საღამოს, სახლში დაბრუნების შემდეგ ეთ--- სო-–-----–---–ი მამისთვის სიგარეტის საყიდლად გავიდა სოფელ ძ---ის მაღაზიაში, დაბრუნებისას კი საცხოვრებელი სახლის ეზოში დახვდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გი-----ი ფი-----–---–ი, ხელში აყვანილი შვილით, რომელმაც აგრესიულად შესძახა - ღამით სად დადიხარ, ტელეფონზე რატომ არ მპასუხობო, რის შემდეგაც მოულოდნელად სახეში, კერძოდ კი ცხვირის არეში დაარტყა მუშტი. ძლიერ ტკივილის გამო მან ძლივს შეი--ვა თავი დაცემისგან. ფაქტის შემსწრე შვილმა თე--- ფი-----–---–მა დაიწყო ტირილი, რის გამოც მამამისმა ბავშვი ძირს დასვა, რის შემდეგაც განაგრძო ყოფილი მეუღლის მიმართ გინება. იმ მიზნით, რომ კვლავ არ მიეყენებინა ფიზიკური დაზიანება, ეთ--- სო-–-----–---–ი სირბილით შევიდა სახლში. ხმაურზე სახლიდან ეზოში გავიდნენ და---რალებულის მამა ზა--- სო-–-----–---–ი და არასრულწლოვანი ძმა. მომხდარის შესახებ მას იმავე ღამეს აცნობა 11--ის სამსახურს.
2.3. თავისი ჩვენების სისწორე და---რალებულმა ეთ--- სო-–-----–---–მა დაადასტურა 201- წლის 09 სექტემბერს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროსაც, რომელიც სასამართლო სხდომაზე საჯაროდ, მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული,2.4. ის ფაქტი, რომ გი-----ი ფი-----–---–მა სახეში ხელი გაარტყა ეთ--- სო-–-----–---–ს, სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს დაადასტურა ამ ფაქტის შემსწრე არასრულწლოვანმა და---რალებულმა თე--- ფი-----–---–მა. მანვე განმარტა, რომ ვინაიდან მამამისმა ხელი გაარტყა სახეში დედას, მან დაიწყო ტირილი და ამ ქცევას არ პატიობს მამას.
2.5 ის ფაქტი, რომ გი-----ი ფი-----–---–მა სახეში ხელი გაარტყა ეთ--- სო-–-----–---–ს, საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს ასევე მამა-შვილმა ზა--- და გი-----ი სო-–-----–---–ებმა, რომელთათვისაც ცხვირის არეში მიღებული დაზიანებიდან უახლოეს წუთებშივე ეთ--- სო-–-----–---–ისგან გახდა ცნობილი გი-----ი ფი-----–---–ის ქმედების შესახებ.
2.6 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 201- წლის 2- აგვისტოს ეთ--- სო-–-----–---–ს პირადი შე---წმებისას ცხვირისა და მარცხენა წვივის მიდამოში აღენიშნებოდა თითო-თითო სისხლნაჟღენთი. ალ. ალადაშვილის სახელობის კლინიკის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ჩანაწერების თანახმად ეთ--- სო-–-----–---–ი კლინი--ში გადიოდა სტაციონალურ მკურნალობას 201- წლის 3- აგვისტოდან 201- წლის 01 სექტემბრის ჩათვლით დიაგნოზით: ცხვირის ძვლების მოტეხილობა. გამოძიების მიერ წარმოდგენილი ეთ--- სო-–-----–---–ის რენტგენოგამოკვლევის დისკი შესწავლილ იქნა სპეციალისტ რადიოლოგის მიერ, რომლის დასკვნითაც წარმოდგენილ რენტგენოგრამაზე აღინიშნება ცხვირის ძვლების ხაზოვანი მოტეხილობა ფრაგმენტების ცდომით. იგი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დაზიანების მიღების თარიღს - 2-. 08. 201- წელი. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ერთობლიობაში აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს. ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ცხვირის მიდამოში მდებარე სისხლნაჟღენთი და ცხვირის ძვლების მოტეხილობა იზოლირებულად აღებული მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხოლო მარცხენა წვივის მიდამოში არსებული სისხლნაჟღენთი იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
2.7 დაბადების მოწმობის მონაცემებით თე--- ფი-----–---–ი დაბადებულია 2014-–-–-ს 1- იანვარს.
2.8 ალკოტესტით შე---წმების შესახებ ოქმის მიხედვით გი-----ი ფი-----–---–ს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა.
2.9 საექსპერტო-ნარკოლოგიური შე---წმების დასკვნის მიხედვით გი-----ი ფი-----–---–ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ტერტრაჰიდრი--ნაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.
2.10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება ასევე ყოფილი მეუღლე და შვილი.
2.11 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი, საჯაროდ გამოკვლეული თუ მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ გი-----ი ფი-----–---–მა ჩაიდინა თავისივე ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ანუ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 1-0-ე მუხლით (201- წლის 30 მაისის რედაქცია).
სასჯელის განსაზღვრა:
3.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარე---ებებს.
3.2 ბრალდებულ გი-----ი ფი-----–---–ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარე---ება, რომ გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაული. მასვე პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარე---ება, რომ დანაშაული ჩაიდინა ალკოჰოლური და ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში, ოჯახის წევრის მიმართ, ამასთან არასრულწლოვნის თანდასწრებით.
საქართველოს სსკ-ის 53--ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარე---ება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
საქართველოს სსკ-ის 53--ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარე---ების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
ოჯახური ძალადობა გი-----ი ფი-----–---–მა განახორციელა არასრულწლოვანი, ინჟამად 4-–-–-ს შვილის თანდასწრებით. ბრალდებულის ძალადობრივ ქმედებას შედეგად მოჰყვა არა მარტო ყოფილი მეუღლისთვის ფიზიკური ტკივილისა და დაზიანების მიყენება, მისი ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა, არამედ დაირღვა დანაშაულის თვითმხილველი არასრულწლოვანის თე--- ფი-----–---–ის სოციალურად ჯამრთელ, ნორმალურ გარე---სა და თავისუფალ და ღირსეულ პირობებში ფიზიკური, გონებრივი, მორალური და სულიერი განვითარების ფუნდამენტური უფლება (გაეროს გენერალური ანსამბლეის 1959 წლის N1389 რეზოლუცია (პრინციპიN2), რომელიც ცნობილია ,,ბავშვის უფლებათა დეკლარაციის’’ სახელით.
მნიშვნელოვანია ასევე ,,ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის’’ (სტამბოლის კონვენცია) 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მიღებული, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის დანაწესი, რომლის მიხედვითაც ,,მსხვერპლად მიიჩნევა ასევე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა’’.
3.3. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული ინანიებს დანაშაულის ჩადენას, რაც ბრალდებულის რესოციალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, წარსულში ნასამართლობის არმქონეა, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელის ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით მიზანშეწონილია გი-----ი ფი-----–---–ს ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე და 53- -ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე და 2-1-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
4.1 გი-----ი ფი-----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 1-0-ე მუხლით (201- წლის 30 მაისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 07 (შვიდი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
4.2 გი-----ი ფი-----–---–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის განვლილი პერიოდი და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 201- წლის 2- აგვისტოს 02 საათი და 25 წუთიდან.
4.3 გაუქმდეს გი-----ი ფი-----–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
4.4 პენიტენციურ დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულ გი-----ი ფი-----–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4.5 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ქვე---თდასახელებული ნივთმტკიცებულება:
- ეთ--- სო-–-----–---–ისთვის ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევის ამსახველი ერთი ცალი ,,CД ‘’ დისკი, დალუქული 01 პაკეტად, -დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
4.6 განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
4.7 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მც-----ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ვაჟა ფუხაშვილი