განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100119002886229
№1/33-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 აპრილი, 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ - ლე---- ბე--–---–ის
ადვოკატ - ომ---- ხა----–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: ლე---- ბე--–---–ი
მამის სახელი: გო--
დაბადებული: 1----–-–------------
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ქ. ლაგოდეხი, კა-----------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ლაგოდეხი, კა-----------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
კვალიფიკაცია: ლე--- ბე--–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით 02:30 საათზე, ქ. ლაგოდეხში, კავკასიონის ქ. №27-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლე--- ბე--–---–მა, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, შეშისა და ხელის მრავალჯერადი დარტყმით სცემა მამას - გო-- ბე--–---–ს, ხოლო მათთან გასაშველებლად მისულ პაპას - ლე--------- ბე--–---–ს კი ხელი დაარტყა სახის არეში. ლე--- ბე--–---–ის ქმედების შედეგად, გო-- ბე--–---–მა და ლე--------- ბე--–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ლე--- ბე--–---–ი 2019 წლის 6 თებერვალს 05:30 საათზე დააკავეს და 2019 წლის 7 თებერვალს, ჩადენილი ქმედებისათვის, წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით 02:30 საათზე, ქ. ლაგოდეხში, კავკასიონის ქ. №27-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლე--- ბე--–---–მა, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, შეშისა და ხელის მრავალჯერადი დარტყმით სცემა მამას - გო-- ბე--–---–ს, ხოლო მათთან გასაშველებლად მისულ პაპას - ლე--------- ბე--–---–ს კი ხელი დაარტყა სახის არეში. ლე--- ბე--–---–ის ქმედების შედეგად, გო-- ბე--–---–მა და ლე--------- ბე--–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების - ლე--------- ბე--–---–ის, გო-- ბე--–---–ის, მოწმეების - ნო------ ჯი--–---–ის, კო------ ბე--–---–ის, თავად ბრალდებულ ლე---- ბე--–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის 6 თებერვალს, ლე--- ბე--–---–მა, შეშისა და ხელის მრავალჯერადი დარტყმით სცემა მამას - გო-- ბე--–---–ს, ხოლო მათთან გასაშველებლად მისულ პაპას - ლე--------- ბე--–---–ს ხელი დაარტყა სახის არეში. ლე--- ბე--–---–ის ქმედების შედეგად, გო-- ბე--–---–მა და ლე--------- ბე--–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა, რაც დაზარალებულის ტკივილს იწვევს.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლე---- ბე--–---–მ აჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების - ლე--------- ბე--–---–ის, გო-- ბე--–---–ის, მოწმეების - ნო------ ჯი--–---–ის, კო------ ბე--–---–ის, თავად ბრალდებულ ლე---- ბე--–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის 6 თებერვალს, ლე--- ბე--–---–მა, შეშისა და ხელის მრავალჯერადი დარტყმით სცემა მამას - გო-- ბე--–---–ს, ხოლო მათთან გასაშველებლად მისულ პაპას - ლე--------- ბე--–---–ს ხელი დაარტყა სახის არეში. ლე--- ბე--–---–ის ქმედების შედეგად, გო-- ბე--–---–მა და ლე--------- ბე--–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ბრალდებული შეურაცხყოფას აყენებდეს ოჯახის არანაკლებ ორ წევრს მაინც.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლე--- ბე--–---–მა ოჯახის ორი წევრის მიმართ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლე---- ბე--–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ლე---- ბე--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
ლე---- ბე--–---–ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ლე---- ბე--–---–ი წარსულში ნასამართლევი არ არის. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლე---- ბე--–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, ლე---- ბე--–---–ის მიმართ არსებობს ყველა საჭირო გარემოება, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათები.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
ლე---- ბე--–---–ის გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
2019 წლის 2 აპრილს, წინასასამართლო სხდომაზე ლე---- ბე--–---–ის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, შეეცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით გირაოთი, გირაოს თანხად განისაზღვრა 2000 (ორი ათასი) ლარი, რაც ბრალდებულის მიერ არ არის უზრუნველყოფილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლე---- ბე--–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
ლე---- ბე--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 6 თებერვლის 05:30 საათიდან 2019 წლის 2 აპრილის ჩათვლით.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი