განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100119002897463
N1/77-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
10 აპრილი, 2019 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - თ---------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: მ------ გ--–-----ი
მამის სახელი: მ-----–-
დაბადებული: 3----------- წელი
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: საგარეჯოს რაიონი სოფელი თ----–------ი
მცხოვრები: საგარეჯოს რაიონი სოფელი თ----–------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი - ყალბი საგადასახადო დოკუმენტის და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება და გასაღება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2015 წლის 24 ნოემბერს ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა მ------ გ--–-----ი, რომელიც მის სარგებლობაში არსებული „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის სახელმწიფო ნომერი „P------“ ავტომანქანით ახორციელებდა ხე-ტყის ტრანსპორტირებას და რეალიზაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. სამეწარმეო საქმიანობის პროცესში მ------ გ--–-----მა სახელმწიფოს წინაშე შესაბამისი ფინანსური ვალდებულებისაგან გათავისუფლების მიზნით, გადაწყვიტა დაემზადებინა და გამოეყენებინა ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები. ამ მიზნით, მ------ გ--–-----ი ოპერაციის შინაარსის და განხორციელების თაობაზე წერდა ყალბ ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებს, რომელსაც შემდგომ იყენებდა სათბობი შეშის ტრანსპორტირებისას. კერძოდ, 2019 წლის 08 იანვარს ი/მ „მ------ გ--–-----მა“ (ს/ნ 3----------) შპს „ჯ---------------------------------------–--------ისგან“ (ს/ნ 4--------) შეისყიდა 3.5 მ3 დაკოტრილ-დაჩეხილი სათბობი შეშა, რაზეც გაიწერა სასაქონლო ზედნადები N ელ-0---------. სათბობო შეშა, მ------ გ--–-----ს ტრანსპორტირებით, ფ–----–იდან უნდა გადაეტანა საგარეჯოში - სოფელ გ--------ში.
2. 2019 წლის 14 თებერვალს ი/მ „მ------ გ--–-----მა“ საგარეჯოს რაიონის სოფელ გ--------იდან „P------“ სახელმწიფო ნომრის მოქონე ავტომობილით, განახორციელა 3 მ3 დაკოტრილ-დაჩეხილი სათბობი შეშის ტრანსპორტირება და რეალიზაცია გარდაბნის რაიონში. ხე-ტყის ტრანსპორტირების მიზნით, მ------ გ--–-----მა გაწერა შიდა გადაზიდვის ხე-ტყის ელექტრონული Nელ-0--------- ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომელშიც ხე-ტყის წარმოშობის გრაფაში მითითებულია სასაქონლო ზედნადები N ელ-0---------, რეალურად, მ------ გ--–-----მა განახორციელა არა შიდა გადაზიდვის ოპერაცია, არამედ ხე-ტყის ტრანსპორტირება გარდაბნის რაიონში, სადაც მოხდა ხე-ტყის რეალიზაცია, საქმეში ოპერატიულად ჩართულ პირებზე.
3. აღნიშნულის შემდგომ, 2019 წლის 16 თებერვალს და 23 თებერვალს ი/მ „მ------ გ--–-----მა“ კვლავ გაწერა ხე-ტყის ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები N ელ-0---------, N ელ-0---------, რომელშიც ხე-ტყის წარმოშობის გრაფაში მიუთითა მის მიერ უკვე დამზადებულ და გამოყენებულ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული სასაქონლო ზედნადები N ელ-0---------, რომლითაც უკვე განხორციელებული ჰქონდა შეშის ტრანსპორტირება და რეალიზაცია.
4. ზემოაღნიშნული სასაქონლო ზედნადებები კი დაასრულა იმის ნიშნად, რომ მან ოპერაციის შინაარსში დაფიქსირებული მოქმედებები რეალურად განახორციელა.
5. შესაბამისად, ნათელია, რომ მ------ გ--–-----მა არასწორი ინფორმაციის ასახვით დაამზადა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები_ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებები, რაც გამოიყენა ინდ/მეწარმის სახელით შეშის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის დროს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
6. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების ი-–---------------–---–ის და გ----------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
7. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ------ გ--–-----მა ჩაიდინა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება და გასაღება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
8. სასამართლოს ბრალდებულ მ------ გ--–-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.
9. მ------ გ--–-----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
10. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
11. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ მ------ გ--–-----ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
12. მ------ გ--–-----ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარი.
13. მ------ გ--–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
14. ნივთიერი მტკიცებულება - ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი მასალები ჩაწერილი ერთ ცალ DVD დისკი, რაც გადმოგზავნილია ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან და თან ერთის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას სამის შენახვის ვადით.
15. საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში შესყიდული დაკოტრილ-დაჩეხილი სათბობი შეშა 2 მ3, რაც ინახება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
16. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
17. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური