განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2019
საქმის ნომერი
200100119002862267
დავის ტიპი
381 1
თარიღი
10.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100119002862267

N1/57-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

10 აპრილი, 2019 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - ნ----------------–---–ი

დაცვის მხარე:

ბრალდებული: კ----–-- ღ-----------–ი

მამის სახელი: ლ-------

დაბადებული: 0----------- წელი

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლევი

რეგისტრირებული: ახმეტის რაიონი სოფელი ზ-------–---ი

მცხოვრები: ახმეტის რაიონი სოფელი ზ-------–---ი

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2018 წლის 29 დეკემბერს გამოცემული იქნა შსს ა------------------–--------------–--ს გამომძიებლის მიერ შემაკავებელი ორდერი N0-----, რომლის მიხედვით კ----–-- ღ-----------–ს 30 დღის ვადით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება სადაც მსხვერპლი - მეუღლე ა-------------–ი ცხოვრობს. აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, თანასაკუთრებით ერთპიროვნული სარგებლობა და იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიუის მოპოვება.

2. 2019 წლის 23 იანვარს, კ----–-- ღ-----------–მა მობილური ტელეფონის საშუალებით განახორციელა სატელეფონო კომუნიკაცია თავის მეუღლესთან ა-------------–თან, რა დროსაც მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე 2019 წლის 24 იანვარს დაახლოებით 13:00 საათზე კ----–-- ღ-----------–მა მობილური ტელეფონის საშუალებით განახორციელა სატელეფონო კომუნიკაცია ა-------------–თან, ხოლო იმავე დღეს, მცირე დროის გასვლის შემდეგ, მივიდა ახმეტის რაიონის სოფელ ზ-------–---ში მდებარე ა-------------–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდა ა-------------–ი. კ----–-- ღ-----------–მა ამ უკანასკნელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით. აღნიშნული ქმედებებით, კ----–-- ღ-----------–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, დაამყარა ა-------------–თან აკრძალული კომუნიკაცია, ასევე მივიდა მსხვერპლის საცხოვრებელ სახლში, სადაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და სიტყვიერად ემუქრებოდა მოკვლითა და ჯანმრთელობის დაზიანებით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ა-------------–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების ნ--- ღ-----------–ის, ი-----–-------–-–---–ის, ზ------------–---–ის, ზ----------------ის, გ-------------–---–ის და ლ--------------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან, მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს

სამართლებრივი შეფასება:

 

4. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კ----–-- ღ-----------–მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5. სასამართლოს ბრალდებულ კ----–-- ღ-----------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

6. კ----–-- ღ-----------–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არის ის, რომ ნასამართლევია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

7. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

8. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ კ----–-- ღ-----------–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

9. კ----–-- ღ-----------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 1000(ათასი) ლარი.

10. კ----–-- ღ-----------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

11. კ----–-- ღ-----------–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 24 იანვრიდან 2019 წლის 10 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, კ----–-- ღ-----------–ი გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან - ჯარიმის გადახდისგან.

12. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური