განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 აპრილი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნინო ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ლე----–----–---–------–-------------–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბ------- ა-–---------ეს ძე ბ----–---–ი - დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–-------–--------------–------------------------–-------------------------–--------------------------------------------------------------------ში
ადვოკატი - ი----- ნ-------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2--- წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ.თბილისში, ჩ--------------------–ი, ბ------- ბ----–---–მა ყოფილ მეუღლეს - ი-–---- წ------ს (ბ----–---–ს) ორჯერ დაარტყა სახეში გაშლილი ხელი, ასევე ყელზე მოუჭირა ხელი, რამაც დაზარალებულისათვის გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულ ი-–---- წ------ს (ბ----–---–ი) ჩვენებით, ბ------- ბ----–---–ი მისი ყოფილი მეუღლეა. 2--- წლის მარტის თვეში დაქორწინდნენ და თავიდან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, შემდეგ კი ბრალდებულის უმუშევრობისა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების, აგრეთვე ფინანსური პრობლემებისა და ეჭვიანობის გამო მეუღლეებს შორის გახშირდა კონფლიქტები, ბ-------ი ი-–----ს არ აძლევდა მუშაობის უფლებას, მის მიმართ იყო აგრესიული და ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალადობის 3 ფაქტსაც. ბრალდებულის აგრესიული ქმედებები ი-–----ს შვილებში იწვევდა შიშს და დაზარალებული ცდილობდა მეუღლესთან დაშორებას, თუმცა ამაოდ, საჭირო გახდა ბ-------ის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა, ორდერის დარღვევისათვის კი შეეფარდა პატიმრობაც. დაზარალებულის განმარტებით, მიუხედავად დაშორებისა, ბრალდებული მას თავს არ ანებებდა და ცდილობდა შერიგებას. 2--- წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, ბ-------ი მივიდა მასთან და სასაუბროდ წაიყვანა სახლიდან მოშორებით, ბ---------ს ქუჩისკენ (ეკლესიასთან), მოსთხოვა პასუხი, თუ რატომ უნდოდა მასთან განქორწინება და აღნიშნულზე გაბრაზებულმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი მოუჭირა ყელში, რის შემდეგაც გაშლილი ხელი ორჯერ დაარტყა სახის არეში. დაზარალებულის განმარტებით, ბ------–---–ის ძალადობრივი ქმედების შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ყელზე კი სიწითლე ეტყობოდა. დაზარალებულის ჩვენებით, მომხდართან დაკავშირებით მიმართა პოლიციას და მოგვიანებით ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზაც, თუმცა იმ დროისათვის ყელზე სიწითლეები აღარ ემჩნეოდა. დაზარალებულის განმარტებით, 2--- წლის 13 სექტემბერს ოფიციალურად განქორწინდა ბ------- ბ----–---–თან, შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი და ტელეფონის ნომერი, დღეის მდგომარეობით შექმნილი აქვს ახალი ოჯახი (შეიცვალა გვარი) და არ სურს ბრალდებულთან რაიმე სახის ურთიერთობა.
დაკავების ოქმის თანახმად, 2--- წლის 3 სექტემბერს 13:06 საათზე, ქ.თბილისში, გ-–------ნ----–-----ის შს სამმართველოს მე-4 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ბ------- ა-–---------ეს ძე ბ----–---–ი (გამომძიებელი გ----------–---–ი, მონაწილე პირი ი---–----–---–ი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: გ------- ს--------–---–მა და ი-----–- ი-–----–---–მა დაადასტურეს ზ/აღნიშნული ოქმის სისწორე და მიუთითეს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2--- წლის 3 სექტემბერს, პოლიციის სამორიგეო ნაწილში შევიდა შეტყობინება ქ.თბილისში, ბ---------ს ქუჩაზე ქალბატონის მიმართ მეუღლის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. ხელმძღვანელის მითითებით, გავიდნენ შემთხვევის ადგილზე - ქ.თბილისში, ბ---------ს ქუჩა #5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დახვდათ ი-–---- ბ----–---–ი, რომელიც იყო აღელვებული, ტიროდა და აცხადებდა, რომ ყოფილმა მეუღლემ ბ------- ბ----–---–მა ყელში ხელი წაუჭირა და გაშლილი ხელი სახეში რამდენჯერმე დაარტყა. ი-–---- ბ----–---–ი ყელზე იკიდებდა ხელს და სიწითლეც ეტყობოდა, სხვა რაიმე დაზიანება დაზარალებულის სხეულზე არ შეუნიშნავთ. შემთხვევის ადგილიდან პოლიციის თანამშრომლებმა ი-–---- ბ----–---–ი წაიყვანეს გ-–------ნ----–-----ის პოლიციის მე-4 განყოფილებაში, სადაც რამდენიმე წუთში ასევე მივიდა ბ------- ბ----–---–იც. დაზარალებულმა მიუთითა ბ------- ბ----–---–ზე, როგორც მის მიმართ ფიზიკური ძალადობის განმახორციელებელ პირზე, რის საფუძველზეც ბ-------ი დააკავეს ბრალდებულის სახით, განუმარტეს უფლებები და გადასცეს დაკავების ოქმის ასლი.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2--- წლის 3 სექტემბერს, ქ. თბილისის გ-–------ნ----–-----ის შს სამმართველოს მე-4 განყოფილების გამომძიებელ გ------- ე-–---–---–ის მიერ, დაზარალებულ ი-–---- ბ----–---–ის, ექსპერტების: ვ----– ვ-–----ისა და გ------- კბ--–-–---–ის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც დაზარალებულის მითითებით მივიდნენ ქ. თბილისში, ჩ--------ს მესამე ჩიხთან, სადაც ი-–---- ბ----–---–ის განმარტებით, ბ------- ბ----–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ყელზე მოუჭირა ხელი და გაშლილი ხელი ორჯერ დაარტყა სახის არეში, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები DVD დისკზე დაერთო სს საქმეს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ------- ე-–---–---–მა, ექსპერტებმა: ვ----– ვ-–----ემ და გ------- კბ--–-–---–მა დაადასტურეს ზ/აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. მათივე განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელზე მოუჭირა ხელი და სახეში ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი.
შემაკავებელი ორდერის №------ თანახმად, 2--- წლის 25 ივლისს, მოძალადე ბ------- ბ----–---–ს, მეუღლის ი-–---- ბ----–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის გამო, 30 დღის ვადით აეკრძალა მსხვერპლთან - ი-–---- ბ----–---–თან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის #--------- ოქმისა და ადმინისტრაციული დაკავების #--------- ოქმის თანახმად, 2--- წლის 20 აგვისტოს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბ------- ბ----–---–მა ქ. თბილისში, უ–-----------------–------------------------ში მისვლით, დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რის გამოც დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 20 აგვისტოს #--------- დადგენილების თანახმად, ბ------- ბ----–---–ი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების პირობების დარღვევის გამო, ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით და სახდელის სახით განესაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა 5 დღე-ღამის ვადით.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად (ექსპერტი ქ--------–---–ი), ი-–---- ბ----–---–ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარჯვნივ თეძოს ფრთის მიდამოში - იღლიის შუა და წინა ხაზებს შორის აღენიშნებოდა დაზიანება - სისხლნაჟღენთის სახით. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. დაზიანება ხანდაზმულობით არ შეესაბამება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს, განვითარებულია სასამართლო სამედიცინო შემოწმებამდე 5-6 დღით ადრე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: გ------- ე-–---–---–მა, ნ-----–---- ბ-–----ემ და გ------- თ----ემ დაადასტურეს ბ------- ბ----–---–ის ბრალდების სს საქმეზე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
მოწმე ლ------ ბ---–---ოს ჩვენებით, დაზარალებული მისი შვილიშვილია. ი-–---- მის 3 შვილთან და მეუღლესთან ბ------- ბ----–---–თან ერთად ცხოვრობდა ბებიის სახლში, უ–----ს ქუჩაზე. დაქორწინებიდან მალევე მეუღლეებს შორის დაიძაბა ურთიერთობა, ბრალდებულის უმუშევრობისა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების, აგრეთვე ფინანსური პრობლემებისა და ეჭვიანობის გამო გახშირდა კონფლიქტები, რა დროსაც ადგილი ჰქონდა როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას ი-–----ს მიმართ. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ი-–---- დაშორდა მეუღლეს, თუმცა ბრალდებული თავს არ ანებებდა და ცდილობდა მასთან შერიგებას. არასასურველი კომუნიკაციის თავიდან ასაცილებლად არაერთხელ გამოიძახეს პოლიცია და გამოიცა შემაკავებელი ორდერიც ბ-------ის მიმართ, თუმცა მიუხედავად ამისა, მან დაარღვია ორდერის პირობები და მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მივიდა დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში და დააზიანა ბინის კარი ი-–----ს ნახვის მოთხოვნით, რის შემდეგაც მას შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა. მოწმის განმარტებით, 2--- წლის 3 სექტემბერის ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია, დაზარალებულისგან იცის, რომ მას შერიგების მიზნით მიაკითხა ყოფილმა მეუღლემ, რა დროსაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ი-–----მ კი მიმართა პოლიციას.
ბრალდებულ ბ------- ბ----–---–ის ჩვენებით, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ამ უკანასკნელმა იმის გამო, რომ ბ-------ი თავს არ ანებებდა და შერიგებას სთხოვდა, ყოფილი მეუღლის თავიდან მოშორების მიზნით გადაწყვიტა მიემართა პოლიციისათვის. ბრალდებულმა დაადასტურა, რომ მიუხედავად ი-–----ს კატეგორიული წინააღმდეგობისა, იგი მაინც ცდილობდა ყოფილ მეუღლესთან კომუნიკაციას და შერიგებას, ვინაიდან დღემდე უყვარს.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში, ასევე ძალადობა არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
გარდა დაზარალებულ ი-–---- ბ----–---–ის ჩვენებისა, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით - მოწმეების: გ------- ს--------–---–ის, ი-----–- ი-–----–---–ის, გ------- კბ--–-–---–ის, ვ----– ვ-–----ისა და გ------- ე-–---–---–ის ჩვენებებით, უტყუარად დასტურდება, რომ 2--- წლის 3 სექტემბერს, ქ.თბილისში, ჩ--------------------–ი, ბ------- ბ----–---–მა ყოფილ მეუღლის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ:
· ქ.თბილისის გ-–------ნ----–-----ის პოლიციის მე-4 განყოფილების თანამშრომლები: გ------- ს--------–---–ი და ი-----–- ი-–----–---–ი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ თავად დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე. შემთხვევის ადგილზე მისულმა, დანაშაულებრივ ფაქტთან მყისიერ შემხებლობაში მყოფმა მოწმეებმა დეტალურად აღწერეს დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, კერძოდ, ი-–---- ბ----–---–ი იყო ძალიან აღელვებული, ტიროდა და ყელზე ეტყობოდა სიწითლის კვალიც. დაზარალებული განმარტავდა, რომ ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - ყელში მოუჭირა ხელი და სახეში რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი.
· ზ/აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაზარალებულმა ი-–---- ბ----–---–მა დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე გამომძიებელ გ------- ე-–---–---–თან და ექსპერტებთან - ვ----– ვ-–----ესა და გ------- კბ--–-–---–თან, აგრეთვე ბებიასთან - ლ------ ბ---–---ოსთან საუბრისას.
· გარდა დაზარალებულის სუბიექტური განმარტებისა, რომ ბ------–---–ის ძალადობრივი ქმედებით განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ობიექტური გარემოებებიც, კერძოდ, ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ქალბატონისათვის სახეში რამდენჯერმე გაშლილი ხელის დარტყმა და ყელში ხელის მოჭერა ისეთი სიძლიერით, რომ დარჩეს სიწითლის კვალი, ფიზიკური ტკივილის გამომწვევია საშუალო ასაკისა და საშუალო ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ნებისმიერი ადამიანისათვის.
ამდენად, 2--- წლის 3 სექტემბერს განვითარებული მოვლენების ლოგიკური ანალიზი ადასტურებს შემდეგს: რომ არა ბ------- ბ----–---–ის მხრიდან განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება, ადგილი არ ექნებოდა დაზარალებულის მხრიდან პოლიციისათვის შეტყობინებას და დახმარების თხოვნას; შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებსა დაზარალებული ვერ დახვდებოდა ისეთ ფიზიკურ და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში როგორც ეს მოცემულ შემთხვევაში იყო; რომ არა ი-–---- წ------ს (ბ----–---–ი) მიერ პოლიციის მუშაკთა, ექსპერტებისა და ოჯახის წევრის ინფორმირება მომხდარი დანაშაულის თაობაზე, ხსენებული პირები სასამართლოს ვერ მიაწოდებდნენ ისეთ დეტალურ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ------- ბ----–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ბ------- ბ----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
5.2. ბ------- ბ----–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ბ------- ბ----–---–ი არაა ნასამართლევი, დანაშაულებრივი ფაქტიდან გასულია 1,5 წელზე მეტი, დაზარალებულმა შექმნა ახალი ოჯახი და აღარ არსებობს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მიზნების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება ბ------- ბ----–---–ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების პირობებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ------- ბ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბ------- ბ----–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2--- წლის 3 სექტემბრიდან 2--- წლის 5 სექტემბრის ჩათვლით (სამი დღე) და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.
ბ------- ბ----–---–ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და მასზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ნაჭყებია