გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.04.2019
საქმის ნომერი
200310919002893475
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
12.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ 200310919002893475

საქმე N3/ 25-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 აპრილი, 2019 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე- თა------------ე

სხდომის მდივანი- ფი------------ე

 

განმცხადებელი - ვა-----------–---ი ( პ/ნ 2---------- ) ;

 

წარმომადგენელი - რო----------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - რ---------–--–---ა (პ.ნ 2----------)

 

წარმომადგენელი - მა----------–-----ი

 

თარჯიმანი - მე---------–--------ი

 

დავის საგანი - დამცავი ორდერის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. განმცხადებლის დაზუსტებული მოთხოვნები:

 

1.1.ვა-----------–---ი ითხოვს: ვა-----------–---ის, როგორც მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან, რ---------–--–---ასგან დაცვის ზომების გატარებას;

1.2. მასთან, როგორც მსხვერპლთან, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადია, რ---------–--–---ას გარიდებას;

 

1.3. მისი საცხოვრებელი ადგილიდან მოძალადის, რ---------–--–---ას გარიდებას;

 

1.4.მოძალადის, რ---------–--–---ას ვალდებულებას - არ შეზღუდოს ვა--- ხალილოვი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია პიროვნების ნორმალური არსებობისათვის;

 

1.5.მოძალადის, რ---------–--–---ას მასთან, მის სამსახურთან, და იმ სხვა ადგილებთან, სადაც ვა-----------–---ი იმყოფება, მიახლოების აკრძალვას;

 

1.6.რ---------–--–---ას გაფრთხილებას ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ.

 

2. მხარეთა პოზიცია:

 

2.1.განმცხადებლის პოზიცია:

 

სასამართლო სხდომაზე ვა---აბ-----–--ის და მისი წარმომადგენლის წერიბითი და ზეპირი განმარტებების თანახმად, ვა-----------–---ი და რ---------–--–---ა იყვნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ვაჟი. 2018 წლის დეკემბერში მისი და მისი ოჯახის წევრების სახლში არ ყოფნის დროს ხ--–--–----მ წაიყვანა მცირეწლოვანი შვილი და გადავიდა მშობლებთან საცხოვრებლად. მასთან, შუამავლების მეშვეობით ოჯხში დაბრუნებაზე ლაპარაკმა არ გაჭრა. განმცხადებელი დარწმუნდა, რომ რ---------–--–---ა ოჯახში დაბრუნებას არ აპირებს. მას არ მიაქვს მისი ნივთები განმცხადებლის სახლიდან შეგნებულად, რადგან იცის, რომ აზერბაიჯანელების წესში ეს ოჯახის დიდი დამცირებაა და მისი ნივთებისანამ იქნება ვა-----------–---თან, ის სხვასთან დაქორწინებას ვერ შეძლებს. ის ვა-----------–---ს ულტიმატუმს უყენებს და სთხოვს, ნოტარიული წესით წერილობითი ვალდებულების აღებას, 350 ლარის ალიმენტის ყოველთვიურად გადახდის თაობაზე და ამის შემდეგ პირდება თავისი ნივთების წაღებას. რ---------–--–---ა ჯერ კიდევა ერთად ცხოვრების პერიოდში ვა--- ხალილოვს უყვიროდა, ეუხეშებოდა, ემუქრებოდა, ამცირებდა მშობლებთან, ნათესავებთან, მის გრძნობებს აიგნორებდა, ბავშვის წართმევით ემქურებოდა, ტყუილებით მანიპულირებდა, აკრიტიკებდასაცინლად იგდებდა ვა---ის ოჯახს და მეგობრებს, დააბრალა დამამცირებელი ქმედება. იმუქრება, რომ ცოლად ვინც გაყვება, არავის გაახარებს, ფიზიკურად გაანადგურებს. აიძულებს, რომ ვა-----------–---მა სხვაზე არ იქორწინოს, მისი საცხოვრებელი ბინის გარკვეული ნაწილი გამოუყენებელი დარჩეს, ასევე, თავისი კუთვნილი ნივთების არ წაღებით ვა-----------–---ს უზღუდავს საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების პირობებით უზრუნველყოფას, საკუთრებისა და თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლებას.

 

ვა-----------–---მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ რ---------–--–---ა სოფელში ავრცელებს მის შეურაცხმყოფელ სიტყვებს მასთან დაშორების შემდეგ. პირადად მისთვისსაც აქვს ნათქვამი, ასევე ეუბნებოდა რომ იყო მსუქანი. მას ამ სიტყვების გამო რცხვენოდა სოფელში გასვლა. ახლაც ასე გრძელდება. ასევე, განმარტა, რომ ერთად ცხოვრების პერიოდში მას სამართალდამცავი ორგანოებისათვის არ მიუმართავს რ---------–--–---ას ქმედებებზე. ასევე, განმარტა, რომ 2018 წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ, რაც რ---------–--–---ა გაშორდა, მასთან შეხება და არანაირი ურთიერთობა აღარ ჰქონია არც პირადად, არც ტელეფონით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით. ვა-----------–---მა სასამართლოს განუმარტა, რომ მისი მიზანია, რ---------–--–---ამ წაიღოს ის ნივთები, რაც არის მისი. ვა-----------–---მა განმარტა, რომ რ---------–--–---ას ნივთები არის მისი მამის ალ----------–---ის საცხოვრებელ სახლში, ერთ ოთახში დალაგებული. ვა--- აბ-----–--მა სასამართლოს განუმარტა, რომ რ---------–--–---ას პირადად მისთვის არ მოუთხოვია ალიმენტის გადახდა, ასევე, განმარტა, რომ ვა-----------–---ს არ მოუთხოვია ბავშვის ნახვა. ვა-----------–---მა სასამართლოს ვერ დაუსახელა ვერცერთი კონკრეტული პიროვნება, ვისთანაც რ---------–--–---ამ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დაამცირა იგი, ასევე, კონკრეტული პიროვნება, რომელის მეშვეობითაც რ---------–--–---ამ ვა-----------–---ის მიმართ განახორციელა რაიმე იძულება ან ძალადობრივი ქმედება. ასევე, უარყო, რომ რ---------–--–---ამ მას პირადად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. განმცხადებლის განმარტებით, მისი სურვილია, რ---------–--–---ამ წაიღოს საკუთარი ნივთები მისი ოჯახიდან.

 

2.2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია;

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული რ---------–--–---ა და მისი წარმომადგენელი არ დაეთანხმნენ განმცხადებლის მოთხოვნებს და მითითებულ გარემოებებს და განმარტეს, რომ რ---------–--–---ას არასდროს, არც ერთად ცხოვრების პერიოდში და არც დაშორების შემდეგ ვა-----------–---ისათვის არ მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა, არც დამამცირებელი სიტყვებით მიუმართავს მისთვის, არც იძულება განუხორციელებია და ვა-----------–---ი ოჯახის წევრების წაქეზებით ქმნის არსებული მდგომარეობის არასწორ სურათს. რ----- ხაილოვას განმარტებით, მისი და ვა-----------–---ის ერთად ცხოვრების პერიოდში, ვა---ის ოჯახის წევრების მოთხოვნა იყო, უსიტყვოდ უნდა შეესრულებინა ოჯახის წევრების მოთხოვნები, რაც ცუდად მოქმედებდა მასზე და ამას ოჯახი უთვლიდა წინააღმდეგობად. ამის გამო წავიდა იგი ვა---ის ოჯახიდან მცირეწლოვან შვილთან ერთად. რ---------–--–---ამ განმარტა, რომ მას ვა---ისათვის არასდროს არ უთქვამს დამამცირებელი სიტყვები, და იმ სიტყვას, რასაც ვა---ი და დედამისი მიუთითებენ, თავად დედამისი უწოდებდა ვა-----------–---ს მათი თანაცხოვრების პერიოდში. 2018 წლის დეკემბრის თვიდან, დაშორების შემდეგ ვა-----------–---თან არანაირი სახის კონტაქტი და კომუნიკაცია არ ჰქონია, არც არავისთვის არ უსაუბრია ვა-----------–---ზე და არ მოუხსენიებია დამაცირებელი შეურაცხმყოფელი სიტყვებით, არც პირადად, არც ვინმეს მეშვეობით არ დამუქრებია ვა-----------–---ს არ შეუთვლია არანაირი პირობა, არც იძულებას არ ჰქონია მისი მხრიდან არასდროს ადგილი. რაც შეეხება მის ნივთებს, იგი თანახმაა და აპირებს მისი ნივთების წაღებას ვა-----------–---ის ოჯახიდან და ამ დრომდე არ წაუღია იმიტომ, რომ სრულად არ აძლევენ ნივთებს. რ---------–--–---ამ ასევე, განმარტა, რომ მას ვა---ის ახალ საცოლესთანაც არ ჰქონია არანაირი შეხება, არ დამუქრებია და მათ ურთიერთობაში არ ჩარეულა. არც ისეთ ფაქტს არ ჰქონია ადგილი, რომ ვა---ს მოესურვებინოს ბავშვის ნახვა და მას არ მიეცა ნახვის უფლება. რ----- ხაილოვამ სასამართლო სხდომაზე კატეგორიულად უარყო მისი მხრიდან რაიმე ძალადობის ფაქტი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

დადგენილია, რომ ვა-----------–---ი და რ---------–--–---ა იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 15 დეკემბრიდან რ---------–--–---ა და ვა-----------–---ი აღარ ცხოვრობენ ერთად, ერთ ოჯახად.

 

დადგენილია, რომ ვა-----------–---ს და რ---------–--–---ას 2018 წლის დეკემბრის თვიდან არჰქონიათ არანაირი კონტაქტი და კომუნიკაცია არც პირადად, არც ვინმე სხვა კონკრეტული პირის მეშვეობით.

 

მოწმე ვე-------------–--ას ჩვენების თანახმად, იგი არის ვა-----------–---ის დედა. რ---------–--–---ას და ვა---ის ერთად ცხოვრების პერიოდში ისმენდა მათ კამათს და როდესაც იგი შენიშვნას აძლევდა, რ-----ი უზრდელურად პასუხობდა და შენი შვილი საგიჟეთში წაიყვანეო ეუბნებოდა. რ---------–--–---ა მეუღლეს ერთად ყოფნის პერიოდში უცენზურო სიტყვებით მიმართავდა, რაზეც ის შენიშვნას აძლევდა რძალს. 2018 წლის დეკემბერში მივიდა რ---------–--–---ა მეუღლის ოჯახში ისეთ დროს როდესაც იგი ცუდად იყო და მის გარდა სახლში არავინ იყო და წაიყვანა შვილი, მას მერე რძალთან ურთიერთობა არ ჰქონია. მისი განმარტებით, რძლის ნივთები ხელს უშლის, რის შესახებაც ასევე მიმართეს შსს თელავის რაიონულ სამმართველოს და ითხოვა გაიტანონ მათი სახლიდან, რომლებიც არ არის დაზიანებული. რ---------–--–---ა ასევე ხელს უშლის ვა-----------–---ს მეორე ოჯახის შექმნაში, ემუქრება. მან განმარტა, რომ მის მიმართ შსს თელავის რაიონული სამმართველოს მიერ მიღებული იქნა შემაკავებელი ორდერი, რითიც აეკრძალა რ---------–--–---ასთვის შეურაცხყოფის მიყენება. შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით მათაც მიმართეს პოლიციას, რაზეც შემაკავებელი ორდერი არ ყოფილა გამოცემული. სასამართლო სხდომაზე მან ამავდროულად განმარტა, რომ მან მისი შვილისაგან იცის რ---------–--–---ას მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ძალადობრივი ქმედებების შესახებ.

 

მოწმე ალ----------–---ის ჩვენების თანახმად, იგი არის ვა-----------–---ის მამა, იმ დროს, როცა რ-----ი საცხოვრებლდა გადავიდა მისი მშობლების სახლში, იგი არ იყო სახლში, სახლში რომ დარეკა უთხრა მეუღლემ, რომ მეუღლეებს შორის მოხდა ჩხუბი, და რ-----ი სახლიდან წავიდა. მოწმის განმარტებით, რაც რ-----ი ოჯახიდან წავიდა, მასთან ურთიერთობა აღარ ჰქონია. სოფლელები უყვებიან რომ რ----- ხ--–--–---- მათზე საუბრობს შეურაცხმყოფელ რაღაცეებს, რისიც სცხვენია და გარეთ ვერ გამოდის. მოწმემ განმარტა, რომ მეუღლეები უნდა დაშორდნენ მშვიდობით. მოწმემ განმარტა, რომ შეურაცხმყოფელ სიტყვებს რეიჰანი საუბრობს თურმე ოჯახში, რომლებიც შემდეგ საუბრობენ ნათესავებთან და სოფელში, პირადად მას ეს სიტყვები არ გაუგონია. მოწმემ ასევე ვერ მიუთითა კონკრეტულ პიროვნებაზე.

 

მოწმე ნა---------------–--ვას განმარტებით, იგი არის ვა-----------–---ის მამიდა და ცხოვრობს ცალკე. მან განმარტა, რომ სოფლის მაცხოვრებებისაგან გაიგო იმის შესახებ , რომ რ-----ი სოფელში საუბრობდა, ვა---ის დედა და ბებია ხელს უშლიდათ ერთად ცხოვრებაში. რაც რ---------–--–---ა წავიდა მეუღლის ოჯახიდან, მასთან კონტაქტი არ ჰქონია არც ტელეფონით და არც პირადად, მას ასევე არ აქვს ინფორმაცია, რომ რ-----ი ოჯახის წევრებს აყენებდა შეურცხყოფას, ასეთ ფაქტს პირადად არ შესწრებია. ამავე დროს განმარტა, რომ რ-----ის მშობლების მხრიდან მას კარგი არ გაუგია თუმცა პირადად არც მათთან არ ჰქონია კონტაქტი. მოწმემ ასევე ვერ დაასახელა კონკრეტული პირი, ვისთანაც რ---------–--–---ამ ვა-----------–---ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

მოწმე მ--------------------ის განმარტებით, იგი არის ვა-----------–---ის ნათესავი, შუნაურები მიმართავენ როგორც კურბანხანს და იგი არის მხოლოდ იმ ფაქტის შემსწრე, რომ დაახლოებით ხუთი თვის წინ, დაინახა, რ-----ის მამის მანქანით რ-----ი წავიდა მეუღლის სახლიდან. მის მერე არაფერი გაუგია და მოუსმენია რეიჰანისგან. მას რომ სცოდნოდა რეიჰანი ოჯახიდან მიდიოდა არ მისცემდა ამის საშუალებას.

 

მოწმე ამ---------–--–---ის განმარტებით, იგი არის ვა-----------–---ის ბიძა, ვა---ის მამიდის ქმარი, რ-----ის მხრიდან მასთან და კიდევ ორ კაცთან - ვაისმის ახლობლებთან მივიდა სამი კაცი რ-----ის მშობლების მხრიდან, რომლებმაც მას ალიმენტის სახით სთხოვეს 500 ლარი, ბოლოს 350 ლარზე შეთანხმდნენ, თუმცა, საბოლოოდ არ შეთანხმებულან. რ-----ის ნათესავებს რეიჰანისგან მათთვის არაფერი დანაბარები არ გადაუციათ. მას რ-----თან არ ჰქონია კონტაქტი და არც ისეთ ფაქტს შესწრებია, როცა რეიჰანი ვა---ს ამცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა.

 

2019 წლის 05 მარტის შემაკავებელი ორდერის N0----- ოქმით და შსს თელავის რაიონული სამმართველოს 2019 წლის 10 მარტის წერილის თანახმად, დადგენილია, რომ ვა-----------–---მა მიმართა 2019 წლის 04 მარტს N555462 განცხადებით შსს თელავის რაიონული სამმართველოს, რის პასუხადაც ეცნობა, რომ განმცხადებლის მიერ წარმოშობილი საკითხი ქონებრივ დავასთან და ალიმენტთან დაკავშირებით წარმოადგენს სამოქალაქო დავის საგან, რაზედაც უნდა მიმართოს სასამართლოს. ასევე, შეივსო შემაკავებელი ორდერის ოქმი N0-----, რომლის თანახმად, ვინაიდან განცხადებლის პასუხების და მითითებული ფაქტების და გარემოებების მიხედვით ქულების რაოდენობა არ აღემატებოდა შემაკავებელი ორდერის გამოცემისათვის გათვალისწინებული ქულების რაოდენობას, ვერ იქნა შედგენილი შემაკავებელი ორდერი.

 

დადგენილია, რომ 2019 წლის 04 აპრილს გამოიცა შემაკავებელი ორდერები N--------------------------------- რომლითაც ვა-----------–---ს, ვე-------------–---ას, ალ----------–---ს, ზანერა კახრამანოვას აეკრძალათ რ---------–--–---ას სახლთან მიახოება და მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.

 

განმცხადებლის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იქნა ასევე ვა-----------–---ის დახასიათება და რ---------–--–---ასა და ვა--------------–---ის სამედიცინო დოკუმენტაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ვა--- აბ-----–--ის ახსნა-განმარტებაა;(იხ.სხდომის ოქმი).

 

- რ---------–--–---ას ახსნა განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).

 

- ვე-------------–---ას ჩვენება( იხ. სხდომის ოქმი).

 

- ალ----------–---ის ჩვენება ( იხ. სხდომის ოქმი).

 

-ნა---------------–--ვას ჩვენება ( იხ. სხდომის ოქმი).

 

-მ--------------------ის ჩვენება ( იხ. სხდომის ოქმი).

 

-ამ---------–--–---ის ჩვენება ( იხ. სხდომის ოქმი).

 

- შემაკავებელი ორდერები N---------------------------------

 

- საქართველოს შსს თელავის რაიონული სამმართველოს 2019 წლის 10 მარტის წერილი.

 

- შემაკავებელი ორდერის ოქმი N0-----

 

-ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები და დახასიათება

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

განცხადების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების, საქმის მასალების გაცნობისა და შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, და წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე ვა--- აბ-----–--ის განცხადების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3 თავი ეხება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი. ამდენად, დამცავი ორდერი გაიცემა მხოლოდ მაშინ, თუ დადასტურდება ძალადობის რაიმენაირი ფორმის განხორციელება განმცხადებლის მიმართ.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ხოლო მე-5 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კანონსა და საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს.

 

სასამართლო აღნიშნავს: ”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს:

 

ა)ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;

ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;

გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;

დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;

ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1)არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.

 

ამავე მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა, ხოლო ამავე მუხლის ,,ვ1” ქვეპუნქტის თანახმად, სავარაუდო მსხვერპლი არის პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი, და რომელიც მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით შესაბამის სამსახურს/ორგანოს/მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს მიმართავს.

 

ამავე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.

 

თავის მხრივ, მითითებული მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის მიხედვით, ოჯახის წევრად, მოიაზრება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი,სამოქალაქო სამართლებრივი და ადმინისტრაციულ სამართლებრივი მექანიზმები, ხოლო ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

 

სასამართლო განმარტავს: დამცავი ორდერის გამოცემის კანონიერების განხილვისას სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს, დაადგინოს, საქმის მასალები და მხარეთა ახსნა-განმარტებები ქმნის თუ არა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგება მსხვერპლის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს.

 

ზემოთაღნიშნულ საკანონმდებლო ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, დამცავი ორდერის გამოცემის საფუძველია რეალურად განხორციელებული ძალადობის ფაქტების არსებობა, რომელიც დადასტურებულია შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობით. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ზომები მიღებული უნდა იქნეს არა ნებისმიერ შემთხვევაში, არამედ, მხოლოდ ძალადობის ფაქტის გამოვლენისა და დადასტურების შემთხვევაში. მხოლოდ, განმცხადებლის ვარაუდი და მითითება, რომ არის ძალადობის მსხვერპლი, თავისთავად არ შეიძლება გახდეს წინამდებარე განცხადების დაკმაყოფილების, წინსწრებით დამცავი ორდერის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, იმ შემთხვევაშიც კი თუ მხარეებს ურთიერთშორის კარგი ურთიერთობა არ აქვთ, რადგან ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფის ღონისძიებების განხორციელების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, რადგან ამგვარი დამოკიდებულება ამ კანონის მე-4 მუხლის იმპერატიული დანაწესის თანახმად, არ წარმოადგენს ძალადობას.

 

სასამართლო განმარტავს: ზემოთმითითებული ნორმის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა ისეთ ქმედებებს მოიცავს, რომელიც ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას იწვევს.

 

სიტყვიერი შეურაცხყოფა განიმარტება როგორც პიროვნების პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. შეურაცხყოფის დროს დამნაშავე აკნინებს სხვის პატივსა და ღირსებას სიტყვიერი ძალადობის მეშვეობით (გინება, სალანძღავი სიტყვა, დამცირება), რაც შეეხება პირის ზნეობრივ თუ გონებრივ თვისებებს, ფიზიკურ თავისებურებას თუ საქმიანობას, მნიშვნელობა არა აქვს, შეესაბამება თუ არა ნათქვამი სინამდვილეს.

 

ადამიანის ღირსება უკავშირდება ადამიანის ფიზიკურ, ინტელექტუალურ და სულიერ იდენტობის პასტივისცემას, პიროვნების შეფასებას გარშემომყოფი ადამიანების მიერ და არა მის ობიექტურად არსებულ პირად თვისებებს ან თვითშეფასებას. პატივი კი- პირის რეპუტაცია, მორალური თვისებები და პრინციპებია, რომელიც საზოგადოების, ნებისმიერ ადამიანის მხრიდან პატივისცემას იმსახურებს. პატივი ილახება იმით, რომ გარკვეული გარემოებების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც შეუძლია პირის იმიჯის შელახვა ან დისკრედიტირება, ხელმისაწვდომი, ცნობილი ხდება სხვა პირებისათვის. პატივი და ღირსება ხელშეუხებელი ღირებულებებია. ადამიანის ღირსება ილახება თუნდაც იმითაც, როცა დამცირებით ეპყრობიან პირს. დამცირება კი დაცინვა, კრიტიკა, შერცხვენაა პირისა. მაშასადამე, ფსიქოლოგიური ძალადობა უკავშირდება მსხვერპლისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფასა და ისეთი ქმედებების განხორციელებას, რაც იწვევს პატივისა და ღირსების შელახვას და შესაბამისად, ემოციურ ტკივილს.

 

სასამართლო განმარტავს: რომ ძალადობა შეიძლება გამოვლინდეს იძულების ფორმით, როდესაც ადამიანი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალის გამოყენების შედეგად იძულებული ხდება შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;

 

სასამართლო განმარტავს: ეკონომიკური ძალადობა გულისხმობს ისეთ ქმედებებს, რომელიც იწვევს მსხვერპლის საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას- მაშასადამე, ამგვარი ქმედებებით უარესდება პირის ეკონომიკური მდგომარეობა ან და ეზღუდება საკუთარი ან თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობის უფლება.

 

მხარეთა ახსნა განმარტებები და მოწმეთა ჩვენებები სასამართლოს უქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ მხარეთა შორის მართლაც არ არსებობს კარგი ურთიერთდამოკიდებულება, რასაც ასევე ადასტურებს შემაკავებელი ორდერები, რომლებიც გამოიცა რ---------–--–---ას დასაცავად. მხარეთა შორის დაძაბული და არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება გამოწვეულია იმ გარემოებებით, რომ რ---------–--–---ა მეუღლის და მისი ოჯახის დაუკითხავად გაშორდა მეუღლეს, თან წაიყვანა მცირეწლოვანი შვილი და ვა-----------–---ის მამის სახლიდან არ მიაქვს მისი ნივთები და რ---------–--–---ას ნათესავები ითხოვენ რომ ბავშვს მამის მხარემ გადაუხადოს ალიმენტი. შესაბამისად, ძირითადად, სწორედ აღნიშნული ვითარება ახდენს მხარეთა შორის ურთიერთობის დაძაბვას. თავად განმცხადებელიც განმარტავს, რომ დამცავი ორდერის გამოცემის მიზანი არის, ის რომ რ---------–--–---ამ მისი ოჯახიდან (განმცხადებლის მამის სახლიდან) წაიღოს საკუთარი ნივთები. აღნიშნული საკითხები კი სცილდება დამცავი ორდერის გამოცემით მოსაწესრიგებელ ურთიერთობათა ფარგლებს და წარმოადგენს ცალკე დავის საგანსა და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საკითხებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებების, განმცხადებლის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეთა ჩვენებების და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე არ დასტურდება რაიმე სახის ძალადობრივი ქმედება - ფსიქოლოგიური ძალადობრივი ქმედებების ფაქტები- რომელიც ხორციელდება რ---------–--–---ას მხრიდან ვა-----------–---ის მიმართ. ასევე, არ დასტურდება, რომ ვა-----------–---ს ხ--–--–----ს მიერ მისი ნივთების არწაღებით შეეზღუდა მისი ან თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობის უფლება, ვინაიდან, თავად დაადასტურა, რომ ნივთები არის რ---------–--–---ასი, არის ერთ ოთახში დალაგებული და საცხოვრებელი სახლი არის მამის საკუთრება. განმცხადებელმა ვერ დაადასტურა რაში გამოიხატება ეკონომიკური ძალადობის ფაქტი. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს, რომ დავის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, რიგ შემთხვევებში შეუძლებელია საქმეზე პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა, თუმცა ის მინიმალური სტანდარტი, რაც უკავშირდება მტკიცებულებათ სანდოობას, უნდა იყოს დაცული. სავარაუდო მსხვერპლის მიერ მოწოდებული მტკიცებულებების და მათი შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს სანდოობის მინიმალურ სტანდარტს.

 

სასამართლო აღნიშნავს: მნიშვნელოვანია, რომ ძალადობის ფაქტი დასტურდებოდეს ობიექტური გარემოებებით და არ ემყარებოდეს მხოლოდ სავარაუდო მსხვერპლის განმარტებებს ან/და მის წარმოსახვას. განმცხადებლის მიერ კონკრეტული სახის მტკიცებულებები ან ობიექტური ფაქტები და გარემოებები, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით მისცემდა იმ სახის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სახეზეა ძალადობრივი ქმედებები და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა რ---------–--–---ას მიერ განხორციელებული რაიმე სახის შესაძლო ძალადობის ფაქტს, წარმოდგენილი არ არის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლო აქვე დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ვერ დასტურდება განცხადებაში მითითებული გარემოებები შესაბამისი მტკიცებულებებით, რაც გამოიწვევს ოპერატიული რეაგირების საჭიროებას. შესაბამისად, არ არსებობს დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე ვა-----------–---ის განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1. მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3 თავით მოწესრიგებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით (2112 -2115 მუხლები).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.3. მუხლის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს: წერილობით წარმოდგენილი განცხადებით მოთხოვნილი იქნა ადვოკატის მომასხურებისათვის გაწეული ხარჯის დაკსირება მოწინააღმდეგე მხარისათვის. აღნიშნული მოთხოვნა სასამართლო სხდომაზე მოხსნილი იქნა იქნა განმცხადებლის მხარის მიერ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12; მე-13; 2113-ე, 2115-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე 257-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

ვა-----------–---ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;

 

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე- ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე- ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის ქ. N41) .

 

მოსამართლე თა------------ე