განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/4----18
(გამოძიების N0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:
პროკურორები - ბ---- ქ----–---- და მ------ მ------–-–--ლი,დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ------ მ------ის ძე ს-----–---ი დაბადებული 1----–-–----------------, პირადი N6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ს---------------------------–- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------–------–----–----------------------------–-----------------------------ში;
ადვოკატები - ი--- ჩ--–------ და ე---------- ხ--–-–---–-;
კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლი;
სხდომის სახე: ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: 2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხ------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ჩხუბის დროს ლ---- დ-------–---–სა და დ----- ს-----–--ეს დანის გამოყენებით მიაყენეს მრავლობითი ჭრილობა, რის გამოც ორივე მათგანი გარდაიცვალა. ჩხუბში მონაწილე მ-----– კ--–----ია დაუკავშირდა მის ძმას - ლ---- კ--–----იას, უთხრა, რომ მისმა მეგობარმა გ------ი ჯ---–--- დაჭრა ერთი პირი და სთხოვა, რომ მათთან მისულიყო დასახმარებლად. რამდენიმე წუთის შემდეგ, მ-----– კ--–----ია და გ------ი ჯ---–-- გ------ი თ-------- ავტომობილით, თ------ კ--–----იასთან და ლ---- კ--–----იასთან ერთად მივიდნენ თ---–--–--------------------ში მდებარე თ------ კ--–----იას საცხოვრებელ სახლში, სადაც მცირე დროის შემდეგ მივიდა თ------ კ--–----იას ნათესავი მ------ ს-----–---ი. მისვლის შემდეგ მ------ ს-----–---მა თ------ კ--–----იასგან გაიგო, რომ ხ------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ------ი ჯ---–--- დანით დაჭრა ჩხუბში მონაწილე პირი. მ------ ს-----–---მა ასევე გაიგო, რომ დაჭრილი პირი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მ------ ს-----–---ისთვის ცნობილი გახდა, გ------ი ჯ---–--ს მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მან ამის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
ბრალდების საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ და დაეთანხმნენ ამავე მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტის თანახმად მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან, დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით და საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დასაკმაყოფილებლად. ამასთან, საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ იმ მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბარლდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს: მ------ ს-----–---ის, ა-–---------- ს-----–---ის, თ-----------ას, მ-----– კ--–----იას, ლ---- კ--–----იას, თ------ კ--–----იას, ე-–--ე კ--–----იას, გ------ი ჯ---–--ს, მ-----– შ-----–-–---–ის, გ------ი ტ-------ის, გ------ი შ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, შპს „მ--------------“ გამოთხოვილ ინფორმაციას, შპს „ს---–----“ -დან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერს დათვალიერების ოქმთან ერთად, ჰაბიტოსკოპიურ და ფოტო-ვიდეო ტექნიკურ ექსპერტიზის დასკვნას, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, გ------ი ჯ---–--სა და გ--------------ის მიმართ გამოტანილ თბილისის საქალქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენს.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეზე უდაოდ ცნობილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ მ------ ს-----–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დანაშაულის შეუტყობინებლობა, იმის მიერ ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული უნდა გადაკვალიფიცირდეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვაზე (2017 წლის 1 დეკემბერს მოქმედი რედაქცია).
საქმის მასალებით, თ------ ჩ--------ის, გ------ი მ------ის, მ-----– კ--–----იას, ა-–---------- დ------ის, გ------ი ი-–---–ის, გ------ი ჯ------, ლ---- ბ-–--–--–---–ის, ლ---- ჯ-–--, დ----- ნ-----–--–---–ის, დ-------–-----ის, ზ---- ს-----–--ის, ნ----- ს--------–--ის, ლ-–- ს------ის, ლ---- ნ------ს და ლ---- ჯ-–-- ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხ------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ჩხუბის დროს ლ---- დ-------–---–სა და დ----- ს-----–--ეს დანის გამოყენებით მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები, რის გამოც ორივე მათგანი გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის დრო არის დაახლოებით დღის ორიდან -სამ საათამდე პერიოდი.
მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ მ------ ს-----–---მა, რომელიც იმავე პერიოდში მუშაობდა მ------- პ----------------აში, ქვისლის თ------ კ--–----იას საცხოვრებელ ბინაში შეიტყო მომხდარი დანაშაულის შესახებ, რის შემდეგ ის ტელეფონით დაუკავშირდა მ-----– შ-----–-–---–ს, რომელიც იმ პერიოდში იყო თ---–-------------------ი და შემდეგ მოხდა მათი შეხვედრა.
მ-----– შ-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს დაახლოებით 15 საათზე, თ---–-----–--------------–--- უფროსმა აცნობა, რომ თ---–--–--------------------------ე სკოლის მოზარდებს შორის მოხდა ჩხუბი და დაჭრილი იყო ორი მ-------–----–-. მათ შორის ერთ-ერთი მათგანი ლ---- დ-------–---–ი მისი შვილის კლასელი იყო, ხოლო დ------- ს-----–--ე სწავლობდა პარალელურ კლასში. დაახლოებით 16:15 საათზე, მობილური აპლიკაციით ზარი მიიღო მ------ ს-----–---ისაგან რომელსაც უპასუხა, რომ არ ეცალა რადგან გადართული იყო 5---------–------ მომხდარ მკვლელობაზე. მას შემდეგ რაც მ------ ს-----–---მა უთხრა, რომ სწორედ იმავე საკითხზე სურდა მასთან საუბარი კოლეგას დათანხმდა შეხვედრაზე. მ------ ს-----–---ი პ----------------აში მ-----– შ-----–-–---–თან მივიდა დაახლოებით 16:35 საათზე, რომლის მიერ მიწოდებული ინფორმაციით გაარკვია, რომ ხსენებულ კონფლიქტში მონაწილეობდა მისი შვილი და ჩხუბი დაიწყო მეგობრის დაჩაგვრის გამო. მანვე ჰკითხა ,,როგორ მოვიქცე მირჩიე რამეო“, რაზეც მ-----– შ-----–-–---–მა უპასუხა, რომ შვილი უნდა მიეყვანა პოლიციაში. მიღებული პასუხის შემდეგ მ------ ს-----–---მა დატოვა მისი კაბინეტი და ეს უკანასკნელი როგორც მისთვის არის ცნობილი შვილთან ერთად გამოცხადდა პოლიციაში.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები განმარტა მ-----– შ-----–-–---–მა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის 2018 წლის 2-----–--------------------–. მ-----– შ-----–-–---–ისათვის დასმულ კითხვაზე თუ რა მიზეზით უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ მ------ ს-----–---ი მასთან შეხვედრის ფაქტს არ ახსენებს, მოწმე პასუხობს: ,,...შეიძლება გამორჩა ...... ანერვიულებული იყო ... გამწარებული კაცია .... გასაგებია ფსიქოლოგიური მდგომარეობაც, შეიძლება რაღაცა მომენტში, რაღაცა მიმართულება ამოუვარდა თავიდან... პირველი ქმედება იყო რაც გააკეთა ჩემთან მოსვლა და შემდგომში პოლიციაში მისვლა .... ფაქტი სახეზეა, ამ ფაქტმა გამოიწვია კონკრეტული შედეგი, საქმე გაიხსნა“.
არსებულ გარემოებას არც თავად ს-----–---ი უარყოფს და ხსნის იმ გარემოებით, რომ შეხვედრა შესაძლებელია მომხდარი ფაქტიდან მიღებული ემოციური ფონის გამო გამორჩა.
მ-----– შ-----–-–---–ის ჩვენება იმ ნაწილში რომელიც მიუთითებს მ------ ს-----–---თან შეხვედრის დროს, რის შემდეგ ბრალდებული შვილთან ერთად ცხადდება პოლიციაში სრულად შეესაბამება ა-–---------- ს-----–---ის დაკითხვის დროს, რომელიც იწყება 2017 წლის 1 დეკემბრის 19:40 საათზე. დაკითხვას კანონიერი წარმომადგენლის სტატუსით ესწრება მ------ ს-----–---ი, რის შემდეგ ამ უკანასკნელისაგან გამომძიებლი ახდენს მისი შვილის ტანსაცმელისა და ფეხსაცმლის ამოღებას.
საგამოძიებო მოქმედებების ავთენტიკურობას ადასტურებს საქმეზე მოწმის სახით დაკითხული გ------ი ტ-------ე, რომელმაც გამოკითხვის ოქმში განმარტა, რომ ა-–---------- ს-----–---ი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანა მამამ - მ------ ს-----–---მა და ის ესწრებოდა არასრულწლოვანი შვილის გამოკითხვას კანონიერი წარმომადგენლის სტატუსით.
ზემოთმოყვანილ მტკიცებულებათა გაანალიზებით მ------ ს-----–---ის ქცევა ვერ შეფასდება უმოქმედობად, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია.
კანონმდებელი მართალია არ ჩამოთვლის იმ ორგანოებს და პირებს, რომელთათვისაც დანაშაულის მომზადების ან ჩადენის შესახებ შეუტყობინებლობის ფაქტი გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, თუმცა ამ ორგანოებს პირველ რიგში განეკუთვნება პ----------------ა და პოლიცია რომელთა უშუალო მოვალეობაც არის შესაძლო დანაშაულის გამოძიება და დამნაშავეობასთან ბრძოლა.
დანაშაულის დაფარვა გულისხმობს როგორც დამნაშავის, ასევე დანაშაულის ჩადენის იარაღისა და საშუალების, ასევე დანაშაულის კვალის ან დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საგნების დაფარვასაც. სუბიექტი წინასწარ შეუპირებლად ფარავს რა მძიმე, განსაკუთრებით მძიმე ან თავად სსკ-ის 375-ე მუხლში ჩამოთვლილ დანაშაულებს, ხელს უშლის დამნაშავის, დანაშაულის კვალის, იარაღისა და საშუალების მხილებას რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ მ------ ს-----–---ის ბრალდება - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლიდან (2017 წლის 1 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლზე (2017 წლის 1 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) და ამავე მუხლით მოხდეს მისი მსჯავრდება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ------ ს-----–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის ს----------–-------------------------–-–----------------------- განკარგულებით დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, ასევე ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპის განხორციელებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალებით არ არის დადგენილი.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო თვლის, რომ სასჯელის მიზნების გათვალისწინებით, მ------ ს-----–---ს სსკ-ის 375-ე მუხლით (2017 წლის 1 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) კანონით განსაზღვრული ალტერნატიული სასჯელებიდან უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 273-ე 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ------ ს-----–---ის მიმართ წარდგენილი ბრალადება საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 375-ე მუხლზე (2017 წლის 1 დეკემბერს მოქმედი რედაქციით) და სასაჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 1(ერთი) თვის ვადით;
მ------ ს-----–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის დრო, რომლის ათვლა დაეწყოს - 2018 წლის 9 ივნისიდან;
გაუქმდეს მ------ ს-----–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა;
საქმეზე დართულ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს ამავე საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე :
/ლელა ნოზაძე /