განაჩენი

სისხლის სამართლის 06.03.2019
საქმის ნომერი
140100119002848798
თარიღი
06.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119002848798

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/61-19 06 მარტი, 2019 წელი

ქ.გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - ო----- ხ--------–---–--,ბრალდებულ - დ----- თ---------–---–ის

 

მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №011040119004 საქმე დ----- გ---- ძე თ---------–---–ის (დაბადებული 19---–-–----- მარტს, პირადი №------------ საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: გორის რაიონის სოფელ კ----ში, მცხოვრები: ქ.გორი, მე----------------------4-ში) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

დ----- თ---------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახური ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 04 იანვარს, საღამოს საათებში, ქ.გორში, მე----------------------4-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობლი შელაპარაკებისას, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა დ----- თ---------–---–მა, არასრულწლოვანი შვილის მ------ თ---------–---–ის თანდაასწრებით, მეუღლეს - ნ--–- რ------ეს თავში ორჯერ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

წინასასამართლო სხდომაზე, ასევე, საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა დ----- თ---------–---–მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.

სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

დ----- თ---------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო დ----- თ---------–---–ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. დ----- თ---------–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების (არ არის ნასამართლევი) და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია, დ----- თ---------–---–ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის პირობით ჩათვლაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ----- თ---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს მსჯავრდებულ დ----- თ---------–---–ს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.

3. პირობით მსჯავრდებულ დ----- თ---------–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და მისადმი დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. დ----- თ---------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს.

5. დ----- თ---------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 04 იანვრიდან 2019 წლის 08 იანვრის ჩათვლით.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: შალვა კაკაურიძე