განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2019
საქმის ნომერი
330100117001873347
თარიღი
02.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1----17

№------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 აპრილი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივნები - ეკატერინა მანჯგალაძე, თამთა გაჩეჩილაძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ-------- ჭ-----ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - დ------ ხ-----ა, დაბადებული 1--- წლის 3--------ს, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, ფაქტობრივად თბილისში, დ----–-----–-----------------------------------ში მცხოვრები.

 

ადვოკატი - გ---- ბ---------ე, ე-–---- რ-----ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:

 

დ------ ხ-----ას ბრალი ედება, რომ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა.

 

პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

დ------ ხ-----ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა 28 ცალ ვაზნას, რომელიც ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. ასევე დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ,,AKM-ის“ მოდელის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატს, რომელიც ბალისტიკური ექსპერტიზის თანახმად მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. აღნიშნული, 2017 წლის 5 მარტს თბილისში, დაბა წ-----ში, ს-------------ში მდებარე დ------ ხ-----ას სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული იქნა ძ---–-------–----------------–-------------------–--ის თანამშრომლების მიერ.

 

მხარეთა მონაწილეობით მტკიცებულებათა გამოკვლევისა და გაანალიზების შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულის ბრალეულობაში, კერძოდ დ------ ხ-----ას დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ---- ხ----ემ განმარტა, რომ არის შ--------–---------–------–--------- განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი. 2017 წლის 5 მარტს მიიღო ინფორმაცია, რომ წ-----ში, კ---–------------–--აში, ს-------------ში, ვინმე დ------ ხ-----ას უნდა ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი. მიღებული ინფორმაცია პატაკის სახით მოახსენა ხელმძღვანელობას და დაიწყო გამოძიება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------------მა განმარტა, რომ არის შ--------–---------–-------–-----------------–-------- განყოფილების უფროსის მოადგილე. მოცემული საქმის გამოძიებას საფუძვლად დაედო თანამშრომელ ბ---- ხ----ის მიერ მარტში მიღებული ინფორმაცია. წ-----ში კ---–------------–--აში მდებარე დ------ ხ-----ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაზე იმყოფებოდა - ბ--- მ-------ესთან, მ------ გ--------ესთან და დ----- მ--------–---–თან ერთად. ჩხრეკა ჩატარდა ოთახში, საცავში და მეორე სართულზე არსებულ სხვენში, სადაც პატარა კიბის საშუალებით ავიდა მხოლოდ მ------ გ--------ე. ამ უკანასკნელმა სხვენიდან ჩამოიტანა თეთრ ტომარაში შეხვეული ნივთები, სადაც აღმოჩნდა ავტომატური იარაღი, მჭიდით და მასში მოთავსებული ვაზნებით. მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებულის სახლი ცენტრალური ქუჩიდან დაახლოებით 400-500 მეტრში დგას. შესასვლელი კარი მისვლისას იყო მიხურული, თუმცა არ იყო ჩაკეტილი. მოწმემ დაადასტურა, რომ პროგრამულად დ------ ხ-----ა გადამოწმდა 1 მარტს მისი ავტორიზაციით, თუმცა შესაძლებელია განყოფილებაში მისი პაროლით ისარგებლა სხვამ, რადგან მორიგეობის დროს მისი ავტორიზაცია რჩება გახსნილი, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს პიროვნებების გადამოწმება. როგორც იცის, დ------ის საცხოვრებელი სახლი სხვისი საკუთრებაა, თუმცა უშუალო მეპატრონეს არ იცნობს და არც საქმიდან გამომდინარე ქონია შეხება. დ------ ხ-----ას წინააღმდეგობა არ გაუწევია ჩხრეკის ჩატარებისას. დადგენილების გაცნობის შემდეგ თანხმობა განაცხადა და თავადაც დაესწრო საგამოძიებო მოქმედებას. კანონსაწინააღმდეგო ნივთების აღმოჩენის შემდეგ უარი განაცხადა ოქმზე ხელის მოწერაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------ გ--------ემ განმარტა, რომ არის თ---–---------–-–--------------------------–-------–---------------------------------–-------- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი. განსახილველი საქმის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ბრალდებულის საცხოვრებელის სახლის ჩხრეკასა და დაკავებაში, კერძოდ: გამომძიებლებთან ერთად მივიდა წ-----ში, ე.წ. კ---–------------–--აში, ცენტრალური გზიდან დაახლოებით 300-500 მეტრში მდებარე ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში. ეზოში დაბმული იყო ძაღლი, კარს ჰქონდა საკეტი, თუმცა არ იყო დაკეტილი. დ------ ხ-----ას გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩხრეკის ჩატარების შესახებ და დაიწყო სახლის ჩხრეკა. შიდა ოთახებში და სარდაფში კანონსაწინააღმდეგო არაფერი იქნა აღმოჩენილი, თუმცა ღია სხვენში, რომელსაც არ ჰქონდა ამოშენებული კედლები მის მიერ აღმოჩენილ იქნა ტომარა, სიმძიმის გამო ჩაიტანა ქვევით, მასში იდო შავი ფერის რკინის კონსტრუქციის ავტომატური ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდით და 28 ცალი ვაზნით. აღმოჩენილი ნივთები დაილუქა, რომელსაც ხელი მოაწერეს, თუმცა ბრალდებულმა ხელმოწერაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი განაცხადა, რომ ის არ იღებდა მონაწილეობას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ--- მ-------ემ განმარტა, რომ არის თბ--–---------–-–--------------------------------------------------–--- დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი. მოცემულ საქმის გამოძიების ფარგლებში მონაწილეობა მიიღო დ------ ხ-----ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც სახლის სხვენიდან ამოღებული იქნა ავტომატი, ერთი მჭიდით და 28 ცალი ვაზნით. მოწმემ განმარტა, რომ სხვენში ავიდა მ------ გ--------ე, სხვა გამომძიებლები ვერ ავიდნენ, რადგან სახლის ჭერი (იგივე სხვენის იატაკი) არ იყო მყარი. მათი მისვლისას ჭიშკარი მიხურული იყო და არ იყო ჩაკეტილი. სხვენი იყო გამჭოლი, თუმცა რთულად ასასვლელი. ბრალდებულის სახლთან ახლოს ცხოვრობს მოსახლეობა. დ------ ხ-----ამ დადგენილებას მოაწერა ხელი, თუმცა ჩხრეკის ოქმზე ხელის მოწერაზე განაცხადა უარი, მიზეზი არ განუმარტავს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- მ--------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 5 მარტს იყო ინსპექტორ-გამომძიებელი და ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც დ------ ხ-----ას ქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, მონაწილეობა მიიღო მის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში და შემდგომ დაკავებაში. იარაღი მჭიდით ამოღებული იქნა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის სხვენიდან მ------ გ--------ის მიერ. მოწმემ განმარტა, რომ სახლი დ------ ხ-----ას არ ეკუთვნის და მეპატრონის ნებართვის გარეშე ცხოვრობდა წლების განმავლობაში. სამსახურებრივად საჭიროებისას გამომძიებელს შეეძლო უფროსის სამსახურებრივი პროგრამის ავტორიზაციით ესარგებლა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე პ----- დ------ემ განმარტა, რომ არის ს----------–----–--------------------------–----------------------------------–--- ბალისტიკური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ 2017 წლის 6 მარტს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც: სს N------------ წარმოდგენილი: NBГ6622 ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული „AKM” მოდელის, 7,62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი. აღნიშნულ ავტომატის ლულა შეცვლილია და ჩარჩოზე ლულის კოლოფთან აღინიშნება შედუღების კვლები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ წარმოდგენილი ავტომატი კუსტარულად გადაკეთებულია სასწავლო დანიშნულების ავტომატიდან. იგი მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის როგორც ცალმაგ, ასევე ავტომატურ რეჟიმში.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 28 (ოცდარვა) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი იმავე კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AK-47”, ,,AKM”, ,,AKMC”, ,,AKMCT” მოდელის ავტომატებისათვის, ,,CKC” მოდელის კარაბინისათვის და სხვა. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.

მოწმემ განმარტა, რომ საკვლევი ობიექტი თავდაპირველად იყო სასწავლო ტიპის, იარაღის საშუალო წონა სავარაუდოდ არის 3,5 კილოგრამი, ხოლო 1 ცალი ვაზნის დაახლოებით 30-40 გრამი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----–---- მ-----–--–---–მა განმარტა, რომ წ-----ში, ე.წ. კ---–------------–--აში შეიძინა მიწის ნაკვეთი, სადაც იდგა პატარა ხის ქოხი, რომელშიც ცხოვრობდა დ------ ხ-----ა. მიწის ნაკვეთის სანახავად იშვიათად მიდიოდა, ბოლოს ნახა 3-4 წლის წინ. რამდენჯერმე მძღოლის საშუალებით უთხრა დ------ ხ-----ას დაეტოვებინა მისი ნაკვეთი, თუმცა დიდად ყურადღებას არ აქცევდა, რადგან არ აპირებდა მშენებლობას. მიწის ნაკვეთი მდებარეობს ცენტრალურ გზიდან გადასახვევში, ტერიტორია შემოღობილია, თუმცა ჭიშკარი ღიაა, შენობა არის 1-2 სართულიან ქოხი. დ------ ხ-----ას შეხვდა 2-3-ჯერ, მასთან არასდროს შეთანხმებულა ნაკვეთისათვის პატრონობისა და ყურადღების მიქცევის შესახებ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---- ჯ------ემ განმარტა, რომ 2011 წლიდან მუშაობს წ-----ის დასახლება კ---–--ში, დაცვის სამსახურში. მის მოვალეობებში შედის შიდა ტერიტორიების და ეზოს დაცვა. დ------ ხ-----ა მეზობლად ცხოვრობს და იცნობს. სახლის ღობის ნაწილი არის ბეტონის, ნაწილი კი ხის. დ------ის სახლს და მის დასაცავ სახლს აქვთ საერთო ღობე. ცენტრალური გზის გარდა შედის ცალკე კ---–--ის ჩიხი, სადაც ასევე მოძრაობს ავტომანქანები. დ------ის სახლის შესასვლელი კარი არის ხის, ჩასაკეტად აქვს ლურსმანი, გარდა ამისა სახლს აქვს ძველი შიფერის სახურავი, რომლის ერთი მხარე არის ღია. მოწმემ განმარტა, რომ დ------ის ჰქონდა ჰაერის უკმარისობა, რის გამოც ხშირად გადაყავდათ საავადმყოფოში, შესაბამისად კვირების განმავლობაში არ იმყოფებოდა სახლში.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დ------ ხ-----ამ არ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა და მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 5 მარტს დილით ადრე მასთან სახლში, სადაც ცხოვრობს დაახლოებით 14 წელია, მივიდა დაახლოებით 12 გამომძიებელი, მათი ნაწილი ოთახში შევიდა, ნაწილი კი ეზოში დარჩა. ეძებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს. ჩხრეკის დამთავრებისას გ------------მა ერთ-ერთს უთხრა სხვენი ენახა, ასვლისას გამომძიებელმა 1,5 მ-ში აიღო ტომარა და თქვა, რომ იარაღი იპოვა. წაიყვანეს განყოფილებაში და თხოვდნენ აღიარებას, მათ შორის პროკურორი. მოწმემ განმარტა, რომ მისი საცხოვრებელი სახლის ეზო და სხვენი ღიაა, ამიტომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შესვლა თავისუფლად. მითუფრო ავადმყოფობის გამო ხშირად უწევდა სახლის დატოვება. მომხდარ ფაქტამდე დიდი ხნით ადრე გ------------თან ჰქონდა კამათი, ეს უკანასკნელი დაემუქრა, რომ დაიჭერდა. გარდა ამისა დაკავებამდე ერთი დღით ადრე იმყოფებოდა მასთან, როგორც უთხრა მოსანახულებლად. ბრალდებულმა განმარტა, რომ იარაღი მას არ ეკუთვნის, მას არ შეუნახავს, ამიტომ ვარაუდობს, რომ დაუდეს.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ:

 

გამოძიების აღრიცხვის ბარათის თანახმად გამოძიების დაიწყო 2017 წლის 5 მარტს, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

2017 წლის 5 მარტის ინსპექტორ-გამომძიებელ ბ---- ხ----ის პატაკის თანახმად მიიღო ინფორმაცია, რომ თბილისში, დაბა წ-----ში ს-------------ში მოქალაქე ნ-----–---- მ-----–--–---–ის რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს დ------ი ხ-----ა და ინახავს ცეცხლსასროლ იარაღს.

 

2017 წლის 28 თებერვლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად თბილისში, წ-----ის ს--------------------- ნაკვეთის მესაკუთრეა ნ-----–---- მ-----–--–---–ი. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 28.02.2017.

 

2017 წლის 5 მარტის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკა ჩატარდა - თბილისში, წ-----ში, ს--------------------- ნაკვეთში დ------ ხ-----ასთან. ჩხრეკის შედეგად ერთ სართულიანი სახლის სხვენში ნანახი იქნა თეთრი ფერის პოლიეთილენის ტომარაში გახვეული შავი ფერის ლითონის კონსტრუქციის ავტომატური იარაღი, რომელსაც გააჩნია ხის ყავისფერი სახელური და პლასტმასის ყავისფერი უკანა სახელური. ასევე მჭიდი და 28 ცალი ლითონის ვაზნა.

 

2017 წლის 9 მარტის საქართველოს შ---------------–--------–-----------------------------------------–----–--------------–------------–---------------------–----------------–--------------------–---- განყოფილების უფროს მ------ ნ-----ის წერილის თანახმად დ------ ხ-----ას სახელზე რაიმე სახის ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული არ არის.

 

2017 წლის 9 მარტის საქართველოს შ---------------–--------–-----------------------------------------–----–--------------–------------–---------------------–----------------–--------------------–---- განყოფილების უფროს მ------ ნ-----ის წერილის თანახმად საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით ცეცხლსასროლი იარაღი - 7,62 მმ კალიბრის „AKM” მოდელის ავტომატი NBГ6622 რეგისტრირებული არ არის და ძებნილ იარაღთა მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე არ დგას.

 

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად დ------ ხ-----ას თანმხლებ დაავადებათა შორის აღნიშნულია: მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, კორონარული სტენტირების შემდგომი მდგომარეობა, არტერიული ჰიპერტენზია, ეპილეფისა - დაუზუსტებელი.

 

2017 წლის 3 აპრილის საცხოვრებელი ადგილისა და მასზე განთავსებული შენობის დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერდა თბილისში, წ-----ის გზატკეცილზე მდებარე კ---–---------ნში არსებული ნაკვეთი N----- და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა. ეზოში შესასვლელი კარი არის მიხურული, მყარი ჩასაკეტი არ გააჩნია. შენობის სხვენი განთავსებულია კრამიტით ნახევრად ღია სახურავზე. სხვენზე ასვლა შესაძლებელია როგორც გვერდითა მხრიდან, ასევე წინა მხრიდან, რადგან არის აბსოლუტურად ღია.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე დათვალიერდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი -კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან დ------ ხ-----ას დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს, რომ დ------ ხ-----ამ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა. შესაბამისად მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. იმავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ბრალდებულ დ------ ხ-----ას მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ და მხოლოდ დ------ ხ-----ას სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, გამომძიებლების ჩვენებები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში და ექსპერტიზის დასკვნა.

 

აღნიშნული მტკიცებულების თანახმად თბილისში, წ-----ში, ს--------------------- ნაკვეთში დ------ ხ-----ას სარგებლობაში არსებული ერთ სართულიანი სახლის სხვენიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის ტომარა, მასში არსებული - შავი ფერის ლითონის კონსტრუქციის ავტომატური იარაღით, მჭიდით და 28 ცალი ლითონის ვაზნით. ამოღებულ ნივთებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი - NBГ6622 ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული „AKM” მოდელის, 7,62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი, მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის როგორც ცალმაგ, ასევე ავტომატურ რეჟიმში. 28 (ოცდარვა) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი იმავე კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AK-47”, ,,AKM”, ,,AKMC”, ,,AKMCT” მოდელის ავტომატებისათვის, ,,CKC” მოდელის კარაბინისათვის და სხვა. ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ იმ დაშვების პირობებშიც თუ ბრალდებულის სარგებლობაში არსებული სახლის სხვენიდან ამოღებული იქნა სროლისთვის ვარგისი ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღი მჭიდითა და შესაბამისი ვაზნებით, რაშიც ეჭვის შეტანის რაიმე ობიექტური გარემოება სხდომაზე არ გამოვლენილა, სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ამოღებული ნივთების კუთვნილებას. მითუფრო იმ პირობებში, როცა იმავე გამომძიებლების ჩვენებითა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ეზოში შესასვლელი კარი არ იკეტება, სხვენს კი არ აქვს კედლები. ცხადია ასეთ პირობებში დაცვის მხარის დაშვებას, რომ შესაძლებელია სხვენში ნებისმიერ პირს მოეთავსებინა და შეენახა იარაღი აქვს არსებობის უფლება, უფრო მეტიც იწვევს ობიექტურ ეჭვს. ბრალდების მხარის მიერ კი ამ კუთხით არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც გააბათილებდა დაცვის მხარის ვერსიას.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ დ------ ხ-----ა წლების განმავლობაში ცხოვრობდა და სარგებლობდა ნ-----–---- მ-----–--–---–ის საკუთრებაში არსებული თბილისში, წ-----ის ს--------------------- ნაკვეთში და მასზე არსებული შენობა-ნაგებობით. ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ დ------ ხ-----ას სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სახლის სხვენიდან ძ---–-------–----------------–-------------------–--ის თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა სროლისთვის ვარგისი ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღი მჭიდითა და შესაბამისი ვაზნებით, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებით ვერ დგინდება დ------ ხ-----ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ მის მიერ ამოღებული იარაღის შეძენისა და შენახვის ფაქტი.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.

რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, შინაგანი რწმენის საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.

 

რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას და ერთობლიობას, ცხადია ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ანუ ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და უტყუარი - ობიექტური, ნეიტრალური და გონივრულად მოაზროვნე პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში და არ გაუჩნდეს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარეს არ გააჩნდა არანაირი მტკიცებულება ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის კონკრეტულ პირზე კუთვნილების შესახებ, უპირველს ყოვლისა გაუგებარია რატომ არ ჩატარდა მასზე დაქტილოსკოპიური ან/და ბიოლოგიური ექსპერტიზები, რასაც შესაძლოა მართლაც დაედასტურებინა ბრალდებულის მათთან შემხებლობა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებები, რაც შეიძლება კონკრეტული ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ფარგლებში დამნაშავედ ცნობის წინაპირობა გახდეს, სახეზე არ არის. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების ობიექტური შეფასებით, ვერ დასტურდება დ------ ხ-----ას მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების განხორციელება.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, რადგან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს ბრალად შერაცხული ქმედების დ------ ხ-----ას მიერ ჩადენას.

 

ამდენად, სასამართლომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით, დადგენილად სცნო, რომ ბრალდებულ დ------ ხ-----ა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ------ ხ-----ა უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

2. დ------ ხ-----ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

3. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

4. გაუქმდეს 2017 წლის 21 ივნისის განჩინებით ა-–---- ჯ------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით: №------------. მდებარე ზ----------------------------–------–-------–-) ბრალდებულ დ------ ხ-----ას გირაოს თანხის 3 000 ლარის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა;

5. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და საბრძოლო ვაზნებით, რომელიც ინახება შ-------–-------–-----------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს;

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი