გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/21317-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ლაზარაშვილი
მოსარჩელე - ი---------------ე
წარმომადგენელი - ი------–----ა
მოპასუხე - შ------------–---------–-----–------ი“
წარმომადგენელი - გ---------------–-–---–ი, ზ---------–---ი
მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - პ--------–-----ა, მ--------------ე, თ---------------ი
დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე შ------------–---------–-----–------ს“ (ყოფილი შ-------–----–------------–-----–------ი) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება - 50 000 ლარის ოდენობით.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელემ (პაციენტმა) სარჩელი აღძრა კლინიკის წინააღმდეგ და მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება, შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით: ი---------------ეს ორსულობის განმავლობაში ჰქონდა ტონუსი, რის გამოც ორსულობის 34-ე კვირას კონსულტაციის ექიმმა გაუშვა ღ------–----------–----ის სამეანო განყოფილებაში, თუმცა ობიექტური მიზეზების გამო მშობიარობა გადაწყვიტა შ-------–----–------------–-----–------ში“ (ამჟამად შ------------–---------–-----–------ი“). ექიმების მხრიდან იგრძნობოდა მის მიმართ უგულისყურო დამოკიდებულება. ექიმების გადაწყვეტილებით საკეისრო კვეთა დაიგეგმა 21 ს----------ს, ოპერაცია ჩაუტარდა მორიგე ექიმის - მ--------------ის მიერ. 2-------------ს ი---------------ეს დაეწყო ძლიერი ტკივილი მუცლის არეში და გადაიყვანეს რეანიმაციაში; დასჭირდა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთება, იმის გამო რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზებზე არ საუბრობდნენ ექიმები, მოსარჩელის ახლობლებმა მოითხოვეს მისი ღ------–----------–----აში გადაყვანა, რაზეც დაეთანხმნენ შ-------–----–------------–-----–------ის“ ექიმები.
მოსარჩელის ღ------–----------–----აში გადაყვანის შემდეგ რეანიმაციის ექიმებმა ოჯახის წევრებს განუმარტეს, რომ დაბინძურებული წყლებიდან შეეჭრა ინფექცია და დაავადდა სეფსისით. იყო ხელოვნურ სუნთქვაზე. მე-4 დღეს დაუწყეს დიალეზით მკურნალობა. ამ ხნის განმავლობაში დაულპა ფეხის ქუსლები, ეს ჭრილობები დღემდე აქვს, ახლაც აწუხებს, ულპება და იწვევს სუნს. ღ------–----------–----ის ექიმებმა ძალღონე არ დაიშურეს პაციენტის გადასარჩენად, თუმცა შ-------–----–------------–-----–------ის“ ექიმების გულგრილობის გამო ი---------------ე ჩავარდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ჰქონდა ყველა ორგანო გათიშული, მოწამლული ჰქონდა სისხლი, დაემართა თირკმელების მწვავე უკმარისობა. რაც შეეხება მანამდე მის მდგომარეობას, ის იყო სრულიად ჯანმრთელი, რასაც ადასტურებს ის კვლევები, რომელიც ჩაუტარდა ღ------–----------–----აში 2-----–--ს, როდესაც იწვა ორსულობის შენარჩუნებაზე.
მოსარჩელეს დაენგრა ოჯახი და დარჩა მარტოხელა დედა, არის უმუშევარი, აქვს ერთი თირკმელი გათიშული, რადგან არ ჩაუტარდა ნეფრობიოფსიის კვლევა. ასტკივდა კიდურები და არის სრულიად შრომისუუნარო, ვერ ახერხებს მუშაობას და ჩვილი ბავშვისა და დედის რჩენას. შ-------–----–------------–-----–------ის“ ექიმების მოქმედების გამო, სამუდამოდ შეერყა ჯანმრთელობა, არის მორალურად განადგურებული.
მოსარჩელის მიმართვის საფუძველზე საკითხი შეისწავლა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლის დეპარტამენტმა, რომელმაც გამოარკვია რომ ექიმების მხრიდან განხორციელდა არასრული მკურნალობა და დაისვა მათი (მ--------------ის, ო-–----–----–---–--ის, ლ-------–--ისა და თ-------–--ის) პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შ------------–---------–-----–------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.
მოპასუხის განმარტებით, მის მიერ კეთილსინდისიერად იქნა შესრულებული პაციენტ ი---------------ის მკურნალობასთან დაკავშირებული ნაკისრი ვალდებულებები და არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
მოსარჩელე შ-------–----–------------–-----–------ში“ (ამჟამად შ------------–---------–-----–------ი“) სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში მოთავსებულ იქნა 2----–-–-----------------ს 02:00 საათზე დიაგნიზით: ორსულობა 42 კვირა, ნაყოფის თავით წინამდებარეობა, მშობიარობის პირველი პერიოდი, პნევმონია, J18.9, ორმხრივი ჰიდროთორაქსი J94.8, სუნთქვის მწვავე უკმარისობა J96.0, თირკმლის მწვავე უკმარისობა, მელოგინის სეფსისი. ექიმის ჩანაწერით, შემოსვლისას პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო საყურადღებო, აღენიშნებოდა საერთო სისუსტე, ტკივილი წელის არეში, შემცივნება. კანი და ხილული ლორწოვანი ფერმკრთალი, სუფთა, ენა სველი, უნადებო, ცნობიერება ნათელი. მშობიარე შფოთავდა, თავს თვლიდა ცუდად. გადმოცემით ბოლო ორი დღე აღენიშნებოდა ტემპერატურის მომატება 39 გრადუსამდე, დიზურიული მოვლენები.
პაციენტმა და მისმა ახლობლებმა დაჟინებით მოითხოვეს მშობიარობის დასრულება საკეისრო კვეთის გზით. ოპერაციის ჩატარებამდე პაციენტს და მის ახლობლებს განემარტათ და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიეწოდათ ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების არსისა და მნიშვნელობის შესახებ. სამედიცინო მომსახურების მოსალოდნელი შედეგების შესახებ, ოპერაციული ჩარევისა და პოსტოპერაციული პერიოდის შესაძლო გართულებების შესახებ.
2----–-–-----------------ს 0-:00 საათზე საკეისრო კვეთის შედეგად ამოყვანილ იქნა ცოცხალი, დროული მდედრობითი სქესის ახალშობილი. საკეისრო კვეთის მეორე დღიდან მდგომარეობა იყო საყურადღებო. მკურნალობისას პაციენტს დაესვა დიაგნოზი: შარდ-სასქესო სისტემის აღმავალი ინფექცია, ენდომეტრიტი. დაენიშნა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები. შ------------–---------–-----–------ში“ მკურნალობის მიმდინარეობისას მოსარჩელეს გაეწია სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაცია. მათ შორის ანესთეზიოლოგის, მეან-გინეკოლოგის და თერაპევტის კონსულტაციები.
2015 წლის 2-------------ს 13:00 საათზე პაციენტი გასინჯულ იქნა სამკურნალო დარგში დირექტორის - პროფესორ თ---------------ის და სამეანო განყოფილების გამგის -პ--------–-----ას მიერ. მათ ეჭვი შეიტანეს სასქესო გზების აღმავალ ინფექციაზე და დაენიშნა მკურნალობა. მოგვიანებით ჩატარებული კონსულტაციებით ასევე დადასტურდა საშარდე გზების აღმავალი ინფექციის არსებობა და პაციენტს დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსის 201- წლის 1 ნოემბრის ბრძანებით შ------------–--------–-----–------ში“ პაციენტ ი---------------ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების საკითხის შესწავლის შედეგების საფუძველზე რევიზიის აქტის შედგენის მიზნით შეიქმნა კომისია. 2----–-–--------------ს შედგა რევიზიის აქტი, რომელშიც სარეცენზიო დასკვნების საფუძველზე მითითებულია, რომ პაციენტის მკურნალობა მოპასუხე სამედიცინო ცენტრში წარიმართა სწორად, დიაგნოზი დასმულია სწორად, დიაგნოსტიკური ღონისძიებები ჩატარებულია დროულად და ადექვატურად. სამკურნალო ღონისძიებები შესაბამისობაშია მართვის თანამედროვე რეკომენდაციებთან.
მიუხედავად მაღალხარისხოვნად ჩატარებული ოპერაციისა, საკეისრო კვეთის 5-7%-ის გართულება ხდება და მათგან 2% შესაძლებელია დამთავრდეს ლეტარულად. მნიშვნელოვანია, რომ კლინიკაში პაციენტის შესვლის დროს მას ჰქონდა სიცხე. აღნიშნულ მდგომარეობაში კი საკეისრო კვეთის ჩატარება მნიშვნელოვნად ზრდის ოპერაციის შემდგომი გართულების რისკს, რაზეც პაციენტი განსაკუთრებულად იქნა გაფრთხილებული, თუმცა პაციენტის და მისი ახლობლების კატეგორიული მოთხოვნით ჩატარდა საკეისრო კვეთა.
დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირების პოზიცია:
საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩართულმა მესამე პირებმა: პ--------–-----ამ, მ--------------ემ და თ---------------მა სრულად გაიზიარეს მოპასუხის პოზიცია და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საქმეზე დადგენილია შემდეგი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ორსულ ი---------------ეს (34 წლის) ანტენატელური მეთვალყურეობა უტარდებოდა და იმყოფებოდა აღრიცხვაზე შ-------------------–---------------–----–---–---–------ში 2----–-–-----------იდან; სულ ჩაუტარდა 4 ვიზიტი და ერთი არაპროგრამული ვიზიტი. მეორე ვიზიტის დროს, 29.04.15 წ. პაციენტს დაუდგინდა ბაქტერიული ვაგინოზის დიაგნოზი.
ორსულობის მესამე ტრიმესტრში 33 კვირის ვადაზე, მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობის გამო ი---------------ე გადიოდა სტაციონალურ მკურნალობას შ---------------------–-------------–----------------–--------–-----–------ის ორსულთა პათოლოგიის განყოფილებაში.
2----–-–-----------------ს მოსარჩელე 02:00 საათზე სამშობიარო ტკივილებით მოთავსდა შ-----–----–----------–-------------–-----–------ში; ანამნეზური და კლინიკო-ლაბორატორიული კვლევებით დაისვა დიაგნოზი: „ორსულობა 42 კვირა და 1 დღე, ნაყოფი თავით წინამდებარეობა. მშობიარობის პირველი პერიოდი. საშარდე გზების ინფექცია.
21.09.15წ 02:58 საათზე ორსულს ენდროტრაქეალური ნარკოზის ქვეშ ჩაუტარდა ოპერაცია: ლაპრატომია, საკეისრო კვეთა საშვილოსნოს ქვედა სეგმენტი გარდიგარდმო განაკვეთით.
0-:00 საათზე ამოყვანილ იქნა ცოცხალი, დროული, მდედრობითი სქესის ახალშობილი, წონა 3900, სიგრძე 51 სმ. აპგარით შეფასდა 8/9 ქულით. მელოგინე ახალშობილთან ერთად გადაყვანილ იქნა პალატაში.
პაციენტის მდგომარეობა ლოგინობის ხანის მეორე დღიდან იყო არადამაკმაყოფილებელი; დაესვა დიაგნოზი: საკეისრო კვეთიდან მესამე დღე, შარდ-სასქესო სისტემის აღმავალი ინფექცია, ენდომეტრიტი. პაციენტს დაენიშნა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები და დეზინტოქსიკაციური თერაპია. მიუხედავად დანიშნული მკურნალობისა 2015 წლის 2-------------ს 13:00 საათიდან მელოგინის მდგომარეობა თანდათან დამძიმდა, გამოიხატა სუნთქვის უკმარისობა, ავადმყოფი გახდა ადინამიური, კონსულტირებული იქნა რეანიმატოლოგის მიერ, მდგომარეობა შეფასდა მძიმედ და წინასწარი დიაგნოზით: საკეისრო კვეთის შემდგომი პერიოდი მესამე დღე, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ოლიგურია, ლოგინობის ხანა, საკეისრო კვეთის შემგომი პერიოდი“ პაციენტი გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში შემდგომი გამოკვლევის და მკურნალობის მიზნით. დაიწყო ანტიბაქტერიული თერაპია, სუნთქვითი მხარდაჭერა, თუმცა მდგომარეობა არ გაუმჯობესდა;
2-------------ს 21:45 საათზე პაციენტი კატასტროფის ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა შ---------------------–-------------–----------------–--------–-----–------ში დასკვნითი დიაგნოზით: საკეისრო კვეთის შემგომი პერიოდი, პნევმონია, ორმხრივი ჰიდროთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ლოგინობის ხანა მესამე დღე, მელოგინეთა სეფსისი. მელოგინე მოთავსდა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.
პაციენტი კონსულტირებული იყო ინფექციონისტის მიერ, ყურადღება გამახვილდა ვირუსული პროდომის არსებობაზე, მკურნალობის სქემა შეთანხმდა მასთან. ყოველდღიურ რეჟიმში ისინჯებოდა გინეკოლოგის მიერ. პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე. გამოხატული ორმხრივი ჰიდროთორაქსი, თიკმელების მწვავე უკმარისობა, რის გამოც იმყოფებოდა ნეფროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. უტარდებოდა ჰემოდიალეზის სეანსები. ანემიის კორექციის მიზნით გადაესხა თანამოსახელე ჯგუფისა და რეზუსის ერითროციტული მასა, ვენოფერი, რეპრეტინის ინექციები. ჩატარებული მკურნალობის ფონზე პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა. 2----–-–-----------------ს 08:00 საათზე ჩატარდა სასუნთქი გზების ექსტუბაცია, მოიხსნა მართვითი სუნთქვის აპარატიდან. გაგრძელდა არაინვაზიური ვარჯიშები, დატენიანებული ჟანგბადის მიწოდება ნიღბით, ბრონქოსკოპია, სასუნთქი გზების სანაცია, ანტიბიოტიკოთერაპია სენსიტიურობის გათვალისწინებით. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები იყო სტაბილური. სისხლში იკლო ინფალამაციური მარკერებმა, ნორმალიზდა ტრანსამინაზები, LDH, ალაგდა თრომბოციტოპენია. სულ ჩატარდა ჰემოდიალიზის 6 სეანსი, აქედან ბოლო ორმა სეანსმა შეცვალა ინტენსიური მკურნალობის დონე.
პაციენტის მდგომარეობის მეტ-ნაკლები სტაბილიზაციის შემდეგ, 2----–-–----------------ის 12:00 საათიდან მკურნალობა გაგრძელდა შინაგან სნეულებათა განყოფილებაში ინტენსიური თერაპიის პირველი დონით - თირკმელების მწვავე უკმარისობა, პოლიურიის ფაზა. წარმოებდა მიღებული და გამოყოფილი სითხეების რაოდენობის, სასიცოცხლო ფუნქციების, ელექტროლიტური ბალანსის, ანემიის მონიტორირება და კორექცია.
შ---------------------–-------------–----------------–--------–-----–------ში ცალკე და განსაკუთრებული განხილვის საგანი გახდა თირკმელების ექოსკოპიური მონიტორირებით მიღებული შედეგი, კერძოდ კი ის ფაქტი, რომ თირკმლების შრეების დიფერენცირება ვერ ხერხდებოდა. ბოლო ექოსკოპია ჩატარდა 2----–-–------------------ს.
სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, 2----–-–------------------ს ჩატარებული ინტენსიური თერაპიის შემდეგ ავადმყოფის მდგომარეობა გაუმჯობესდა და სტაციონარი დატოვა საკუთარი სურვილით ხელწერილის საფუძველზე. სტაციონარიდან გაწერისას პაციენტის მდგომარეობა იყო შემდეგნაირი: გაწერისას დღე-ღამის დიურეზი 600 მლ. პაციენტი ინფორმირებულ იქნა, რომ თირკმელების მწვავე უკმარისობის პოლიურიის ფაზა ჯერაც არ იყო დასრულებული, რომ საჭიროებდა მიღებული და გამოყოფილი სითხეების ბალანსის დაცვას, ელექტროლიტების კონტროლსა და კორექციას, რისი შესრულებაც ი---------------ემ იკისრა ამბულატორიულად ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);
- შ-------–----–------------–-----–------ის“ ფორმა N----- (. ტ.1, ს.ფ 21-22);
- ა-----------------–-------------–----------------–---------–-----–------ის ფორმა N----- (ტ.1 ს.ფ.19-20);
- რეგულირები სააგენტოს 0-.1-.1- წლის რევიზიის აქტი N-- ( ტ.1. ს.ფ. 1-0-1-8);
- სარეცენზიო დასკვნები (ტ.1 ს.ფ. 34-45, 47-48);
3.1.2. მოსარჩელის წარმომადგენლის ი-–-----ს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ შეიწავლა შ------–----–------------–-----–------ში“ პაციენტ ი---------------ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი;
შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე დაისვა საკითხი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის შესაბამისად, შ-------------------–---------------–-----–---–---–------ის ექიმ ლ---–--ის და შ----------–---------–-----–------ის ექიმების: ო-–----–----–---–--ის, მ--------------ის და თ-------–--ის პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე;
პაციენტ ი---------------ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების საკითხის შესწავლის შედეგების საფუძველზე, შეიქმნა კომისია და შედგა 0-.1-.1-წ რევიზიის აქტი N--, რომლის თანახმად გამოვლინდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონიძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის N-- დადგენილების დანართი N1-ის მ----------–ის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განაზღვრული გარემოება. კერძოდ, მომსახურება გაწეულია ექიმ ო-–----–---–--ის მიერ, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფო სერთიფიკატი შესაბამის სპეციალობაში. აღნიშნულის გამო, ანაზღაურებული თანხა 500 ლარი ექვემდებარება უკან დაბრუნებას. ამასთანავე, შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, იკვეთება საფუძველი, რომ გაწეული მომსახურება ჩაითვალოს არასრულად (რეცენზენტთა დასკვნის მიხედვით სასურველი იყო ინფექციონიტისა და ნეფროლოგის კონსულტაციები, რაც არ არის ჩატარებული. ასევე არ დასტურდება პაციენტისათვის ანტიბიოტიკით (როცეფინი) მკურნალობის ჩატარება). აღნიშნულის გათვალისწინებით, ამავე დადგენილების მ----------–ის მე-9 პუნქტი თანახმად (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამით მოსარგებლეს ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით, ან არასრულად, ან არაჯეროვნად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით) მოპაუხეს დაეკისრა ჯარიმა გაწეული მომახურების სამმაგი ოდენობით _ 1500 ლარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელეების თ-------–--ისა და ო-–----–----–---–--ის ადმინისტრაციული სარჩელები ს----------–----–--------------------–--------------–---–---------–--------------------------------–---------------------ოს მიმართ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საბჭოს 2----–-–-----------------ის N- ოქმი/გადაწყვეტილება მოსარჩელეთა ნაწილში. მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წერილი (ტ.1 ს.ფ. 26);
- რეგულირები სააგენტო 0-.1-.1-წლის რევიზიის აქტი N-- (ტ.1 ს.ფ. 1-0-1-8);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ.შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);
3.1.3. პაციენტ ი---------------ის სამედიცინო დოკუმენტაცია რეცენზირებულ იქნა ა----------------–----------–---------–--–------------------ის“ ექიმ-სპეციალისტთა მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარეცენზიო დასკვნები (ტ.1 ს.ფ. 34-45, 47-48);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
3.2.1. საქმის მასალებით არ დასტურდება, ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელისათვის მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებული საკეისრო კვეთა, დაგეგმილ იქნა ექიმ პ--–------ს მიერ და რომ პაციენტი სათანადოდ არ ყოფილა ინფორმირებული საკეისრო კვეთის მოსალოდნელი გართულებების თაობაზე;
ვინაიდან მოსარჩელე მხარე მისთვის მიყენებულ ფიზიკურ ზიანს უპირველეს ყოვლისა უკავშირებს, მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებულ საკეისრო კვეთას, სასამართლო სადავო გარემოებების დადგენის თვალსაზრისით, ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებზე, კერძოდ მშობიარობის ისტორიაზე, რომლითაც დასტურდება, რომ პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 2----–-–-----------------ს 02:00-სთ-ზე. ისტორიის თანახმად დაწესებულებაში შესვლისას პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო საყურადღებო, მშობიარე თავს გრძნობდა ცუდად, გადმოცემით ბოლო ორი დღეა აღენიშნებოდა ზოგადი საერთო სისუსტე, ტკივილი წლის არეში, შემცივნება, ტემპერატურის მომატება 39c, დიზურიული მოვლენები. შემოსვლისას ტემპერატურა 37.2c (მიღებული ქონდა პრეპარატი პარაცეტამოლი). სამოქმედო გეგმის მიხედვით, განსაზღვრულ იქნა მოსალოდნელი გართულებები: სამშობიარო მოქმედების ანომალიები; ნაყოფის ინტრანატალური დისტრესი; დედის რბილი სამშობიარო გზებისა და ნაყოფის ქალასშიდა ტრავმატიზმი; სისხლდენა მომყოლისა და ლოგინობის ადრეულ ვადაში. აღმავალი ინფექციის განვითარება“. შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, გადაწყდა მშობიარის მოთავსება სამშობიარო ბლოკში, შესაბამისი კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება და მშობიარობის წარმართვა კონსერვატიულად, მოცდითი ტაქტიკით, დედისა და ნაყოფის ჰემოდინამიკური მაჩვენებლების კონტროლის ფონზე; ანამნეზური და კლინიკო-ლაბორატორიული კვლევებით დაისვა დიაგნოზი: ორულობა 42კვ და 1 დღე ნაყოფის თავით წინამდებარეობა. მშობიარობის პირველი პერიოდი. საშარდე გზების ინფექცია.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის N108/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონალური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ მე-14 მუხლის თანახმად: 1. პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა აუცილებელია სამედიცინო ჩარევების წინ. აღნიშნული ფორმა თან უნდა დაერთოს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათს. 2. პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ივსება ერთობლივად პაციენტისა და ექიმის მიერ, მას შემდეგ რაც მკურნალი ექიმი მიაწოდებს პაციენტს ამომწურავ ინფორმაციას სამედიცინო მომსახურების არსისა და საჭიროების შესახებ: ა) სამედიცინო მომსახურების მოსალოდნელი შედეგები; ბ) პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ამ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკი; გ) განზრახული სამედიცინო მომსახურების სხვა, ალტერნატიული ვარიანტები და ამ უკანასკნელთა თანხმლები რისკი და შესაძლო ეფექტიანობა; დ) სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის მოსალოდნელი შედეგები; სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური და სოციალური საკითხები. 3. იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს არ შეუძლია თანხმობის მიცემა – ფორმას ავსებს და თახმობას იძლევა პაციენტის ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი.
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის თანახმად ექიმი ვალდებულია პაციენტს სრული ინფორმაცია მიაწოდოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
საექიმო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის თანახმად, საექიმო საქმიანობის სუბიექტმა სამედიცინო მომსახურების გაწევამდე უნდა მიიღოს პაციენტის ზეპირი ან წერილობითი ინფორმირებული თანხმობა განზრახულ სამედიცინო ჩარევაზე; ამავე (44-ე მუხლის მე-2 ნაწილი) მუხლით განსაზღვრულია იმ სამედიცინო ჩარევათა ამომწურავი ჩამონათვალი რომელიც პაციენტის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას საჭიროებს: ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია (გარდა მცირე ქირურგიული მანიპულაციებისა); აბორტი; სისხლძარღვების კათეტერიზაცია (გარდა პერიფერიული ვენების კათეტერიზაციისა); ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი; ხელოვნური განაყოფიერება; ქირურგიული კონტრაცეფცია - სტერილიზაცია; გენეტიკური ტესტირება; გენური თერაპია; სხივური თერაპია; ავთვისებიანი სიმსივნეების ქიმიოთერაპია.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, რომ პაციენტს მიეწოდა სრული ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების არსისა და მნიშვნელობის შესახებ, მათ შორის ბუნებრივი გზით მშობიარობის უპირატესობებისა და საკეისრო კვეთის მოსალოდნელი გართულებების თაობაზე, თუმცა სამედიცინო დაწესებულების ექიმის მხრიდან, ორსულისა და მისი ახლობლების ინფორმირებულობისა და განმარტების მიუხედავად, მოსარჩელემ კატეგორიულად მოითხოვა მშობიარობის დასრულება სწორედ საკეისრო კვეთის გზით; კერძოდ, პაციენტის ისტორიაში ფიქსირდება, პაციენტისა და ექიმის ხელმოწერილი, შემდეგი შინაარსის შემცველი „ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე“: „შეთავაზებულია მშობიარობა ბუნებრივი სამშობიარო გზებით, განემარტა ოპერაციული ჩარევის გართულებების შესახებ, ინფორმირებულია, რომ ცხელებისა და საშარდე გზების ინფექციის ფონზე საკეისრო კვეთის გართულებისას რისკი მატულობს, მიუხედავად ამისა მშობიარე ირჩევს საკეისრო კვეთას, ექ. მ---------ე“; „მე ი---------------ე მოვითხოვ მშობიარობის დასრულებას საკეისრო კვეთის გზით, ინფორმირებული ვარ შესაძლო გართულებების შესახებ და პასუხისმგებლობას ვიღებს ჩემს თავზე“. მშობიარემ ასევე უარი განაცხადა შეთავაზებულ სპინალურ ანესთეზიაზე და მოითხოვა ენდოტრაქეალური ნარკოზის ჩატარება. გაუტკივარებაზე პაციენტის ინფორმირებულ თანხმობაზე ასევე ფიქსირდება პაციენტისა და ანესთეზიოლოგის ხელმოწერები.
იმ გარემოების დასტურად რომ თუნდაც იდენტიფიცირებული მიზეზის გარეშე, მშობიარობის გზის არჩევა რჩება დედის უფლებად და რომ დასმული დიაგნოზისა და ცხელების ფონზე, ექიმის მიერ მოსალოდნელ გართულებებზე მითითების მიუხედავად, პაციენტმა გადაწყვიტა საკეისრო კვეთა, რითაც საკუთარ თავზე აიღო მოსალოდნელ გართულებათა რისკი, მოპასუხემ მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 მაისის N01-124/ო ბრძანებით დამტკიცებული გაიდლაინზე - ,,საკეისრო კვეთა“, რომლის თანახმადაც: ,,საკეისრო კვეთა არის ქირურგიული პროცედურა... და ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას აქვს თავისი ჩვენებები, უკუჩვენებები და გართულებები. აქვე უნდა აღინიშნოს რომ საკეისრო კვეთა არ წარმოადგენს მშობიარობის გამარტივების გზას. ბოლო წლებში ჩატარებული სამი დიდი რანდომიზებული კვლევის მეტა-ანალიზით, რომელშიც ერთმანეთს შედარდა დედისა და ახალშობილის მოსალოდნელი გართულებები საკეისრო კვეთისა და ბუნებრივი გზით მშობიარობის დროს, გამოვლინდა, რომ საკეისრო კვეთის შემდეგ საშოსმხრივ მშობიარობასთან შედარებით უფრო მაღალია ისეთი გართულებების რისკი, როგორიცაა: შარდის ბუშტის და საშვილოსნოს დაზიანება, ჰისტერექტომია, პერიტონიტი, ინტენსიური თერაპიის აუცილებლობა, თრომბოემბოლური გართულებები, კლინიკაში ხელმეორედ მოთავსება, დედის სიკვდილი, ახალშობილთა რესპირატორული ავადობა... საკეისრო კვეთის დროს პოსტოპერაციული ინფექციების რისკის შესამცირებლად ქალებს შესთავაზეთ ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა. შეარჩიეთ ანტიბიოტიკები, როლებიც ეფექტურია ენდომეტრიტის, საშარდე გზებისა და ჭრილობეის ინფექციების წინააღმდეგ, ვინაიდან ეს ინფექციები საკეისრო კვეთის შემდეგ ქალების დაახლოებით 8%-ს აღენიშნება“.
მოპასუხე მხარე ასევე აპელირებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს N01-249/ო ბრძანებით დამკიცებულ მშობიარობის შემდგომი ცხელების მართვის პროტოკოლზე, რომლის თანახმადაც, მშობიარობის შემდგომი ცხელების ერთ-ერთი რისკ ფაქტორთაგანია: საკეისრო კვეთა, ბაქტერიული ვაგონოზი, ცხელება მშობიარობის დროს და განმარტავს, რომ ი---------------ის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა რომ საკეისრო კვეთა წარმოადგენდა დამატებით რისკ-ფაქტორს იმ რისკ-ფაქტორებთან ერთად, რომელიც სახეზე იყო პაციენტის კლინიკაში შემოსვლისას (ცხელება, ბაქტერიული ვაგინოზი) ექიმი ვალდებული იყო ეწარმოებინა საკეისრო კვეთა, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 23.2-ე მუხლის საფუძველზე, რაც განხორციელდა კიდეც საექიმო საქმიანობის სტანდარტების დაცვით.
წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ: დაზარალებულის ინფორმირებული თანხმობა, თუკი დადგინდება რომ თავად ასეთი თანხმობა არ არის კანონსაწინააღმდეგო გამორიცხავს სამედიცინო დაწესებულების ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და შესაბამისად დაზარალებულის არსებობას; თავის მხრივ, დაზარალებულის თანხმობა ნამდვილად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რომელსაც კანონი გარიგების ნამდვილობისათვის ითვალისწინებს და არ შეიცავს ნების ნაკლს, გათვალისწინებულს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);
- რეგულირების სააგენტოს 0-.1-.1-წლის რევიზიის აქტი N-- (ტ.1 ს.ფ. 1-0-1-8);
- პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობები (ტ.1.ს.ფ. 79-80);
-საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 მაისის N01-124/ო ბრძანებით დამტკიცებული გაიდლაინი - ,,საკეისრო კვეთა“ (ტ.1. ს.ფ.174-222);
- პროტოკოლი - მშობიარობის შემდგომი ცხელები მართვა (ტ.1. ს.ფ227-244).
3.2.2. მტკიცების ტვირთის მქონე მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ვერ შესთავაზა სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული არგუმენტირებული მსჯელობა იმ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომ მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შედეგად, მისი ფიზიკური მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ გახდა შრომისუუნარო, „დღესაც გათიშული აქვს ერთი თირკმელი“, „აწუხებს სახსრების ტკივილი“ , „ულპება ფეხის ქუსლები“.
სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტიდან გამომდინარე სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმციის პრინციპი, შესაბამისად ხდება მტკიცების ტვირთის განაწილება მხარეთა შორის: დაზარალებული მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ვალდებულია დაამტკიცოს მისთვის ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. ზიანის მიმყენებელმა თავის მხრივ უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობის და ბრალის არარსებობა.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტების გარდა რაიმე სახის მტკიცებულება, რითაც მხარე დაადასტურებდა სადავო ფაქტობრივი გარემოებების არსებობას, საქმეში წარმოდგენილი არ არის; ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება კი, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება სადავო სამართალურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
ამასთანავე სასამართლო მიუთითებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ ნორმის დანაწესზე, რომლის თანახმად საქმის გარემოებები რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით და სადავო გარემოების დადგენის თვალსაზრისით, არასაკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);
3.2.3. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩევს, რომ მოპასუხე სამედიცინო დაწებულების ექიმთა მიერ პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და ან სამკურნალო ღონისძიებების განხორციელები ფაქტი, რომელიც უშუალოდ განაპირობებდა საკეისრო კვეთის შემდეგ პაციენტის მდგომარეობის დამძიმებას, საქმის მასალებით არ დასტურდება.
სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად განაწილების პრინციპზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე მართლაწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევა სამედიცინო დაწესებულების მიერ არაწორად განხორციელებული მკურნალობა და დიაგნოსტიკა, რამაც ზიანი გამოიწვია, ხოლო მტკიცების ტვირთი, რომ ზიანი სამედიცინო დაწესებულების პერსონალთა ქმედების შედეგად არ დამდგარა აკისრია სამედიცინო დაწესებულებას.
შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს იმ გარემოების დადგენა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება საკეისრო კვეთის შემდგომ, რამდენად გამოიწვია არასწორმა დიაგნოსტიკამ და შემდგომმა მკურნალობამ, რისთვისაც არსებითია სპეციალური ცოდნით აღჭურვილი და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირთა დასკვნების შეფასება. განსახილველ შემთხვევაში საკუთარი პოზიციის მართებულობის დასადასტურებლად, პროცესის ორივე მხარე, როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე აპელირებენ საქმეში არსებულ ერთიდაიმავე წერილობით მტკიცებულებებზე _ “საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ ექიმ-სპეციალისტთა სარეცენზიო დასკვნებზე;
სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 105-ე მუხლის დანაწესზე, რომელიც ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს და განსაზღვრავს, რომ: სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო მსჯელობს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებისა და ერთობლიობაში გაანალიზების შედეგად წყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს პაციენტ ი---------------ისათვის გაწეული სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგებით გამოვლენილ ნაკლოვანებაზე, ექიმ ო-–----–---–--ესთან მიმართებით და თავად მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე ექიმის მისამართით დაფიქსირებული პოზიციის (სასამართლო შებოჭილია როგორც მხარის მოთხოვნით, ასევე მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით) და მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 201- წლის 9---------ის საქართველოს თერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტის, პროფესორ დ-----------–--ის წერილის შინაარსის გათვალისწინებით, იზიარებს მოპასუხე მხარის არგუმენტაციას, რომ ო-–----–---–--ის ქმედება არ არის უშუალო მიზეზობრივ კავშირში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოსტოპერაციულ გართულებებთან, იმ პირობებში როდესაც დადგენილია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტი N01-8ნ ბრძანება საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ არ მოიცავს შინაგანი მედიცინის (თერაპევტის) სპეციალისტის კომპეტენციებს და არ არსებობს ექიმ-თერაპევტისათვის მითითებული პათოლოგიის პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მართვის ამკრძალავი საკანონმდებლო აქტი; გასაზიარებელია მოპასუხე მხარის არგუმენტაციაც, იმის თაობაზე რომ ო-–----–----–---–--ის კონსულტაციამდე, 2015 წლის 2-------------ს 13:00 საათზე პაციენტი გასინჯულ იქნა სამკურნალო დარგში დირექტორის პროფესორ თ---------------ისა და სამეანო განყოფილების გამგის პ--------–-----ას მიერ. გასინჯვის შედეგად მიტანილ იქნა ეჭვი შარდ-სასქესო გზების აღმავალ ინფექციაზე, ენდომეტრიტი, რის შემდგომაც პაციენტს დაენიშნა მკურნალობა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით და დეზინტოქსიკაციური საშუალებებით (კლანდიმიცინი, კანეფრონი, როცეფინი); იდენტურ დიაგნოზზე მიუთითა ექიმ ო-–----–----–---–--ემ პაციენტის კონსულტაციისას და დანიშნა მკურნალობა ასევე იდენტური პრეპარატების კლანდიმიცინი, კანეფრონის კომბინაციით; მოგვიანებით ჩატარებული კონსულტაცებით (13:00 საათი, 23.09.15წ - ზ-----–---ის შემოვლა, 14:00 ოჯახის ექიმის, თერაპევტის _ ლ--------–---–ის კონსულტაცია) ასევე დადასტურდა თავდაპირველი დიაგნოზის სისწორე, რომლის შესაბამისადაც პაციენტს უკვე უტარდებოდა მკურნალობა.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის პ-----------სა და და აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტის ნ----------ას სარეცენზიო დასკვნის თანახმად, რეცენზენტთა მიერ სამეანო თვალსაზრისით იქნა შეფსებული პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაცია ყველა სამედიცინო დაწესებულებაში გაწეული მომსახურების თაობაზე, ინდივიდუალურად და დადგინდა, შემდეგი:
- ს---------------–---------------–-–------ში, სადაც ი---------------ე 2----–-–-----------იდან იმყოფებოდა აღრიცხვაზე და სადაც მას უტარდებოდა სახ.პროგრამით და შიდა სტანდარტით გათვალისწინებული გამოკვლევები, მკურნალი ექიმის ჩანაწერების თანახმად, ორსული უსახსრობისა და მოუცლელობის გამო ხშრად ვერ იტარებდა გამოკვლევებს სრულფასოვნად. ანტენატალურად საშოს ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგად პაციენტს დაესვა ბაქტერიული ვაგინოზის დიაგნოზი, რომლის მკურნალობაც არ ჩატარებია...ანტენატალური მეთვალყურეობის პერიოდში იმის გამო, რომ სახეზე იყო ბაქტერიული ვაგინოზი ორსული საჭიროებდა სტანდარტულად სახ. პროგრამით გათვალისწინებული ანალიზების გარდა დამატებით გამოკვლევებს, როგორიც არის ასიმპტური ბაქტერიურია, თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის გამოკვლევა, ინფექციონისტის და ნეფროლოგის კონსულტაცია.
- მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობის მკურნალობა ღ------–----------–----აში ნაწაროები იქნა ნაციონალური პროტოკოლის მიხედვით სწორად.
- „საკეისრო კვეთა შ----–------------–-----–------ში ჩატარდა ჩვენების მიხ. (პაციენტის მოთხოვნა) გამომდინარე იქიდან, რომ სახეზე იყო მშობიარობის პირველი პეროდი პაციენტის წინასწარი გამოკვლებისათვის ფაქტიურად დრო არ იყო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სტაციონარში მოთავსებამდე, პაციენტის გადმოცემით სახლში აღენიშნებოდა სხეულის ტემპერეტურის მატება 39 გრადუსამდე შემცივნებით, მიუხედავად იმისა რომ ჰოსპიტალიზაციის დროს სხეულის ტემპერატურა იყო 37 გრადუსი, სასურველი იყო პოსტოპერაციულ პერიოდში ჩატარებული კონსულტაციის შემდეგ თერაპევტს კონსულტაციისათვის მოეწვია ინფექციონისტი და ნეფროლოგი. როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა მხოლოდ კანეფრონის დანიშვნა თერაპევტის მხრიდან არ იყო საკმარისი. საკეისრო კვეთა სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედით ნაწარმოებია ტექნიკურად სწორად.
- რაც შეეხება იმას თუ რამ გამოიწვია პაციენტის ასეთი დამძიმება (რაც აშკარად არ არის სამეანო პათოლოგიით გამოწვეული) იყო ეს ვირუსული ინფექცია, თუ ორსულობამდე ორგანიზმში არსებული თირკმელების ქრონიკული პათოლოგია ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს სათანადო დარგის სპეციალისტმა“.
სათანადო დარგის სპეციალისტთა, ა-–-–---–------------–-------------–-----------------–--–------ის ნეფროლოგიური განყოფილების გამგის - ა-----------ის და ექიმ ნეფროლოგ ლ-----–----–---–ის რეცენზიის თანახმად, რეცენზენტები ეჭვქვეშ აყენებენ და პრაქტიკულად გამორიცხავენ მოსაზრებას თირკმლის ფონურად არსებული და ლატენტურად მიმდინარე დაავადების არსებობის შესახებ; ამავე დასკვნის თანახმად „ნეფროლოგიური თვალსაზრისით პაციენტის მკურნალობაში რაიმე შეცდომა დაშვებული არ ყოფილა.“
ინფექციონისტის კონსულტაციასთან მიმართებით, ასევე გასათვალისწინებელია ინფექციურ სნეულებათა დარგის რეცენზენტთა დასკვნაც, რომელშიც რეცენზენტების მიერ აღნიშნულია, რომ „დიაგნოსტიკური ღონისძიებები ჩატარებულია დროულად და ადექვატურად, შეესაბამება დასმულ დიაგნოზს. კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევით მიღებული შედეგები შეფასებულია ადექვატურად. სამკურნალო ღონიძიებები შესაბმისობაშია მართვის თანამედროვე რეკომენდაციებთან. კონსულტაციები ჩატარებულია შესაბამისი სპეციალისტების მიერ. პაციენტი „მ-–----–----------–--------–----იდან გადმოყვანილია მელოგინეთა სეფსისის დიაგნოზით, მაგრამ „ო---------–------------------–---–----აში“ ინფექციონიტის მიერ ყურადღება გამახვილდა ვირუსულ პროდრომზე, თუმცა SIRS- სინდრომზეც მიუთითებს, მაგრამ სისხლი ბაქტერიული კვლევა არ ხდება (ანტენატალურ პერიოდში აღენიშნებოდა ბაქტერიული ვაგინოზი). გამოხატული იყო პოლიორგანული უკმარისობაც, ანტიმიკრობულ მკურნალობაზე დაფიქირდა დადებითი შედეგი. აქედან გამომდინარე რატომ არ დაისვა სეფსისის დიაგნოზი“. ანუ აღნიშნული რეცენზიის თანახმად, დიაგნოზთან დაკავშირებით გამოვლენილი უზუსტობის ადრესატია, არა მოპასუხე სამედიცინო დაწესებულება, არამედ ა-----------------–------------–----------------–--------–-----–------ი, სადაც მოსარჩელე გადაყვანილ იქნა ერთ-ერთი დიაგნოზად „მელოგინის სეფსისზე“ მითითებით;
ანესთეზია-რაეანიმატოლოგთა სარეცენზიო დასკვნის თანახმად, „სამშობიაროში წარმოებული მკურნალობა წარმართულ იქნა სწორად; დროულად იქნა დადგენილი მდგომარეობის გაუარესება და პაციენტი დროულად იქნა გადაყვანილი უფრო მაღალი დონის დაწესებულებაში, არ იქნა დაკარგული დრო არასაჭირო კონსულტაციებზე.
მოსარჩელის პრეტენზიასთან მიმართებით, რომ ი---------------ეს გაეთიშა და დღესაც გათიშული აქვს ერთი თირკმელი, რადგანაც მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებაში არ ჩაუტარდა ნეფრობიოფსიის კვლევა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში არსებულ ო---------–----------------------–---------–-----–------ის მიერ გაცემულ ფორმა I--------ზე, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ „სამედიცინო დაწესებულებაში განსაკუთრებული მსჯელობის საგნი გახდა თირკმელების ეხოსკოპიური მონიტორინგით მიღებული შედეგები, კერძოდ კი ის ფაქტი, რომ თირკმელების შრეების დიფერენცირება ვერ ხდებოდა... ამ ეტაპზე დამატებითი კვლევის ჩატარება არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად. იმ შემთხვევაში თუ 4-5 თვის შემდგომ თირკმელების ექოსკოპიითა და სხვა ანალიზების მონიტორინგით კვლავ დაფიქსირდება ცვლილებები დაიგეგმება სადიაგნოსტიკო ნეფრობიოფსიის ჩატარება“. ის გარემოება, რომ არა თუ მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ ცენტრშიც არ დამდგარა პაციენტისათვის სადიაგნოსტიკო ნეფრობიოფსიის ჩატარების საჭიროება, ასევე დადასტურებული იქნა ნეფროლოგიის დარგის სპეციალისტთა სარეცენზიო დასკვნით: „სავსებით მართებულია მოსაზრება, რომ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გამოკვლევებით ნეფროლოგიური ცვლილებების პერსისტირების შემთხვევაში უნდა დაისვას სადიაგნოსტიკო ნეფრობიოფსიის საკითხი“.
სასამართლო დამატებით ყურადღებას გაამახვილებს პაციენტის მდგომარეობაზე, სტაციონარიდან გაწერისას: პაციენტმა “სტაციონარი დატოვა საკუთარი სურვილით, ხელწერილის საფუძველზე. გაწერისას დღე-ღამის დიურეზე 6700 მლ. ინფორმირებულია, რომ თირკმელების მწვავე უკმარისობის პოლიურიის ფაზა ჯერაც არ არის დასრულებული, რომ საჭიროებს მიღებული და გამოყოფილი სითხეების დაცვას, ელექტოლიტების კონტროლსა და კორექციას, რასაც (როგორც ირწმუნება) შეასრულებს ამბოლატორილად, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და განმეორებით მიუთითებს, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ რაიმე სახის მტკიცებულება, სტაციონარიდან გაწერის შემდგომ, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების, მათ შორის ერთი თირკმელის ფუნქციის დაკარგვისა და შრომისუუნარობის თაობაზე, საქმეში არ მოიპოვება.
ამდენად მოპაუხის მხრიდან არასათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი, რაც მცდარ სამედიცინო ქმედებად შეიძლება შეფასდეს, შესაბამისი დარგის სპეციალისტთა სარეცენზიო დასკვნებითა (რომელთა სისწორე რეცენზენტებმა ასევე დადასტურეს სასამართლო სხდომაზე) და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);
- შ-------–----–------------–-----–------ის“ ფორმა N----- (. ტ.1, ს.ფ 21-22);
- ა-----------------–-------------–----------------–---------–-----–------ის ფორმა N----- (ტ.1 ს.ფ.19-20);
- რეგულირები სააგენტოს 0-.1-.1-წლის რევიზიის აქტი N-- ( ტ.1. ს.ფ. 1-0-1-8);
- სარეცენზიო დასკვნები (ტ.1 ს.ფ. 34-45, 47-48);
- 201- წლის 9---------ის საქართველოს თერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტის, პროფესორ დ-----------–--ის წერილი (ტ.1 ს.ფ. 226).
- ო-–----–---–--ის სახელზე გაცემული ერთიფიკატის ასლი (ტ.1 ს.ფ. 173;
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი მოპასუხე შ------------–---------–-----–------ის“ მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ დავის გადაწყვეტისას გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 413-ე, 992-ე, 1007-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახედ დელიქტურ ვალდებულებას განსაზღვრავს.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი, როდესაც მხარეები ზიანის მიყენებამდე არ იმყოფებოდნენ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში, ანაზღაურდება არასახლშეკრულებო (დელიქტური) პასუხისმგებლობის ფორმით იმდენად რამდენადაც დელიქტური სამართლის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების გამწევის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ირღვევა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დამცავი სამართლის ნორმები, დაზარალებულის ჯანმრთელობის აბსოლიტური უფლება; შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლი, ხოლო დამხმარე ნორმებს წარმოადგენს საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“.
6.2. მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია, როგორც სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით, ასევე, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 10--ე მუხლით.
სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით; ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 10--ე მუხლის თანახმად, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის ქმედებით ან უმოქმედობით გამოწვეული პაციენტის ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესებისათვის ან სიკვდილისათვის, ან პაციენტისათვის მიყენებული მორალური ან მატერიალური ზიანისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
სასამართლომ აღნიშნავს, რომ დელიქტის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი
თავისთავად ანიჭებს უფლებას იმ პირს, ვინც დაზარალდა – მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის. ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი უკვე გულისხმობს, რომ დაზარალებულმა განიცადა ტკივილი და სულიერი ტანჯვა, როგორც თვით დაზიანების მიღებისას, ასევე მკურნალობის პროცესში (განსაკუთრებით თუ მკურნალობა ხანგრძლივ დროს მოითხოვს). ეს სულიერი ტანჯვა გრძელდება მაშინაც, თუ მკურნალობის მიუხედავად, დაზარალებული პირი ვერ გამოჯანმრთელდა სრულად და აღენიშნება გადატანილი დაზიანების ნარჩენი მოვლენები.
განსახილველ შემთხვევაში ი----------------ე (პაციენტი) სამედიცინო დაწესებულების (მოპასუხის) მიმართ აღძრული სარჩელით ითხოვს სამედიცინო ქმედების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესებისათვის, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მოპასუხე სამედიცინო დაწეებულებაში გაეწია არასათანადო სამედიცინო მომსახურება რაც გამოიხატა არასწორ მკურნალობაში.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული ნორმის დანაწესი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული მოქმედების უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ კონსტრუქციას და მათგან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
სამედიცინო შეცდომით მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო სამოქალაქოსამართლებრივი პასუხიმგებლობის წარმოშობის პირობები იგივეა, როგორც ყველა დელიქტურ ვალდებულებებში: ზიანი, მართლწინააღმდეგობა, ბრალი და მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, თითოეული ამ კომპონენტის თავისებურება სამედიცინო საქმიანობის ხასიათით განისაზღვრება. იმავე პირობების არსებობას მოითხოვს სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლი, რომლის ძალითაც სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაციის ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვა) პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ზიანის არსებობის ფაქტი, ხოლო ზიანის მიმყენებლი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის. ნორმის მიზნიდან გამომდინარე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევა სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რამაც გამოიწვია ზიანი. ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელია, დადგინდეს საექიმო შეცდომა.
ადამიანის ჯანმრთელობის საკანონმდებლო დეფინიციას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, თუმცა ჯანმრთელობის უფლება დეკლარირებულია მრავალრიცხოვან საერთაშორისო დოკუმენტებში, მათ შორის ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში (25-ე I მუხლი), ევროპის სოციალურ ქარტიაში (მუხლი 1-), პაციენტთა უფლებების ევროპულ ქარტიაში; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად, კი ადამიანის ჯანმრთელობა განმარტებულია, როგორც სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობა და არა უბრალოდ სნეულების ან უძლურების არარსებობა (საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრია 1992 წლის 1- მაისიდან).
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 „ჩ1“ მუხლის თანახმად, სამედიცინო საქმიანობა (მომსახურება) გულისხმობს საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასთან, გაუმჯობესებასთან და აღდგენასთან (ფსიქიკური, სოციალურ, სამედიცინო და ფიზიკურ რეაბილიტაციასთან), პალიატიურ მზრუნველობასთან, პაციენტის სამედიცინო მოვლასთან, პროტეზირებასთან, პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირებასთან, პაციენტის სამედიცინო განათლებაასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზასთან, ფსიქიატრიულ ექსპერტიზასტან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებთან და სამედიცინო დაწესებულებებში გაწეულ სამედინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებასთან და ხორციელდება დადგენილი წესით;
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად მცდარ სამედიცინო ქმედებად განმარტებულია ექიმის მიერ უნიებლიედ, პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ ექიმის მიერ პაციენტისათვის ზიანის მიყენება არ უნდა იყოს წინასწარ განზრახული, წინააღმდეგ შემთხვევაში ქმედება აღარ მოექცევა ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში მოცემული მცდარი სამედიცინო ქმედების ფარგლებში.
სასამართლო ასევე მიუთითებს: ,,პაციენტთა უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე და აღნიშნავს, რომ: პაციენტს ზიანის ანაზღაურების უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ: 1. არ არის მიღწეული სამედიცინო საქმიანობის მიზანი (ადამიანის ჯანმრთელობის აღდგენა და სიცოცხლის შენარჩუნება) და 2. მედიცინის
მუშაკის ქმედება არ შეესაბამება სამედიცინო მაჩვენებლებს. შესაბამისად, პაციენტისათვის მიყენებული ზიანის შემთხვევებში, საკმარისია, დადგინდეს ექიმის გაუფრთხილებლობა, რაც გულისხმობს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების აუცილებელი გულისხმიერებისა და ყურადღების გარეშე განხორციელებას. გულისხმიერებასა და ყურადღებაში კი იგულისხმება ექიმის მიერ საჭირო სამედიცინო მოქმედებების ზედმიწევნით ხარისხიანად, აღიარებული სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად შესრულება. ამასთან, მკურნალობის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუკი პირისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია უშუალოდ მცდარი სამედიცინო მოქმედებით, ანუ გამოკვეთილია მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ის გარემოება, რომ ზიანი გამოიწვია სამედიცინო პერსონალის ქმედებამ, უტყუარად უნდა დადგინდეს. მცდარი დიაგნოსტიკა, უშედეგო მკურნალობა ან მკურნალობის უარყოფითი შედეგი თავისთავად (უალტერნატივოდ) არ იწვევს სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობას ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მკურნალობისას დაშვებული შეცდომებით; თუ ექიმი სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს, მაშინ ის არ არღვევს არც ერთ ვალდებულებას და ბრალი არ მიუძღვის. ექიმი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ვალდებულების დარღვევისათვის პასუხისმგებელი, როდესაც ზიანი, რომელიც პაციენტს მიადგა, გამომდინარეობს დიაგნოტიკის ან მკურნალობის დროს დაშვებული ბრალეული შეცდომიდან.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლში მითითებული შემთხვევების არსებობისას, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ არაბრალეულობის მტკიცების ტვირთი აწევს სამედიცინო დაწესებულებას. ასეთ დროს, პაციენტის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტის არსებობა ქმნის იმის პრეზუმფციას, რომ მის ჯანმრთელობას ზიანი სამედიცინო დაწესებულების ბრალით მიადგა და საწინააღმდეგოს დადასტურება სამედიცინო დაწესებულებამ უნდა განახორციელოს (სუსგ N260-244-2014, 28.05.2014წ).
შესაბამისად, სადავო შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლი პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა დაემტკიცებინა მისთვის მიყენებული ზიანის ფაქტი, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან გამომდინარე სამედიცინო დაწესებულების მტკიცების ტვირთი იყო დაემტკიცებინა რომ მისმა მუშაკებმა ყველა მართლზომიერი საექიმო ქმედება განახორციელეს პაციენტის დაავადების სწორი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით.
საქმეზე გამოკვლეული ფაქტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 3.2.1-3.2.3 პუნქტებში განვითარებული მსჯელობის შედეგად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ საქმის მასალებით არ დადასტურდა მოპასუხე სამედიცინო დაწესებულების მხრიდან პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო ისეთი სადიაგნოზო და ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარების ფაქტი, რაც საკეისრო კვეთის შემდგომ გამოვლენილი უარყოფითი შედეგების გამომწვევი უშუალო მიზეზი იქნებოდა.
შესაბამისად, ვინაიდან არ დადასტურდა მოპასუხე შ------------–---------–-----–------ის“ სამედიცინო პერონალის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების და უშუალოდ ამ ქმედებით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების არსებობის ფაქტი, რაც მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ პაციენტის მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველია, სასამართლო მიიჩნევს რომ ი---------------ეს უარი უნდა ეთქვას მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე- 8-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი---------------ის სარჩელი შ------------–---------–-----–------ის“ მიმართ მორალური ზიანის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი