განაჩენი

სისხლის სამართლის 14.03.2019
საქმის ნომერი
330100118002786665
თარიღი
14.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5----18

(0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ეკატერინე გაბრიჩიძე

სხდომის მდივანი - ანა ზაბახიძე

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------–---–-----ძე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - გ-------------–---–ი

 

ბრალდებული: დ----- ს--------–--ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ტ-–------------------ში.

 

კვალიფიკაცია: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2----–-–------------ერს, შუადღის საათებში, თბილისში, ი-----–-----–--ისა და რ-----------ის კვეთაზე მდებარე საკონდიტრო ,,ა------სთან“ დ----- ს--------–--ემ, ყოფილ მეუღლეს უ-–---- ვ-----–--ას სამჯერ დაარტყა ფეხი მარცხენა ფეხის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, დ----- ს--------–--ე, თანაცოხვრების პერიოდში, ყოფილ მეუღლეს - უ-–---- ვ-----–--ას აყენებდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, ამცირებდა, ეუბნებოდა, რომ იყო ლოთი და მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი, რის შედეგადაც, უ-–---- ვანდიეშევამ განიცადა ტანჯვა.

 

1.2 2----–-–------------ერს, შუადღის საათებში, თბილისში, ი-----–-----–--ისა და რ-----------ის კვეთაზე მდებარე საკონდიტრო ,,ა------ში“, დ----- ს--------–--ე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - უ-–---- ვ-----–--ას, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2----–-–------------ერს, შუადღის საათებში, ქ.თბილისში, ი-----–-----–--ისა და რ-----------ის კვეთაზე მდებარე საკონდიტრო ,,ა------სთან“ დ----- ს--------–--ემ ყოფილ მეუღლეს უ-–---- ვ-----–--ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: სამჯერ დაარტყა ფეხი, მარცხენა ფეხის არეში, რის შედეგად უ-–---- ვ-----–--ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე ბრალდებული, თანაცხოვრების პერიოდში, დაზარალებულს აყენებდა სისტემატიურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რის შედეგადაც უ-–---- ვ-----–--ა განიცდიდა ტანჯვას.

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდ---რე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მიმოიხილავს და შეაფასებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, თითოეულ ბრალდებასთან მიმართებით, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

3.3. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა (გარდა დაზარალებულ უ-–---- ვ-----–--ას და მოწმე თ------ნ კ----ის ჩვენებებისა), ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა

 

3.4. 2----–-–---------------ს, საქართველოს შ-----------–---------–-–--------------------------------------–----------------–--------–-–-----------–-----------–--ას განცხადებით მიმართა უ-–---- ვ-----–--ამ, რომელმაც განცხადებაში აღწერა, მისი ყოფილი მეუღლის მხრიდან, მასზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. აღნიშნული ქმედება დ----- ს--------–--ეს მანამდეც ჰქონდა განხორციელებული არაერთხელ.

 

3.5. განცხადების საფუძველზე, იმავე დღეს დაიწყო გამოძიება უ-–---- ვ-----–--ას მიმათ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

 

3.6. 2----–-–---------------ს, უ-–---- ვ-----–--ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-------------–---–მა, ქ-------–---------–-–--------------------------------------–----------------–---------–-–-----------–-----------–---ს წარუდგინა პაცინეტის სამედიცინო ბარათი, რომელიც ადასტურებს, რომ დაზარალებულმა უ-–---- ვ-----–--ამ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ხოლო მათ გასცეს აღნიშნული სამედიცინო ბარათი, რომლითაც დგინდება, რომ უ-–---- ვ-----–--ა უჩივის ტკივილს მარცხენა ფეხის არეში.

 

3.7. დაკავების ოქმის თანახმად, 2----–-–---------------ს 2---- საათზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დ----- მ-----–ის ძე ს--------–--ე.

3.8. დაზარალებულ უ-–---- ვ-----–--ას მიერ მიცემული ჩვენებებით დასტურდება, რომ 2--- წელს მას და დ----- ს--------–--ეს შორის დაიწყო დაძაბული ურთიერთობა ფინანსების გამო, იგი წამოვიდა სახლიდან და იქირავა ბინა. ვინაიდან დ-----ი არის ძალიან კარგი მამა, მათ ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ, თუმცა ეს ურთიერთობა მიმდ---რეობდა სკანდალების ფონზე. 2----–-–------------ერს, დ----- ს--------–--ე და უ-–---- ვ-----–--ა ერთმანეთს შეხვდნენ ვაკეში, დ----- ს--------–--ის თხოვნის საფუძველზე, რათა განეხილათ მათი სამომავლო გეგმები და გაერკვიათ ბავშვების ცხოვრების შესახებ დეტალები. შეხვედრისას, რომელიც შედგა ი-----–-----–--ისა და რ-----------ის კვეთაზე მდებარე საკონდიტრო ,,ა------ში“, დ-----ი მივიდა თავიანთ უმცროს, 2 წლის ქალიშვილ ზ----სთან ერთად. ეს შეხვედრა იყო მცირეხნიანი, მაგრამ ძალიან არასასიამოვნო დაზარალებულისთვის, რადგანაც ბრალდებული მას დაემუქრა რომ მოკლავდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაზარალებულისთვის იყო არასასიამოვნო მოსასმენი, ამ მუქარას იგი არ შეუშინებია და არ აღუქვამს რეალურად. დაზარალებული მზად არ აღმოჩნდა მოესმინა დ-----ისაგან მსგავსი შინაარსის ტექსტები და მას შემდეგ რაც დაზარალებულმა დ----- ს--------–--ეს შერიგებაზე უთხრა უარი, მან დატოვა აღნიშნული კაფე და გამოვიდა გარეთ. მას გამოჰყვა ბრალდებული და სამჯერ დაარტყა ფეხი მარცხენა ფეხის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის გამო უ-–---- ვ-----–--ას ფეხის არეში გაუჩნდა სისხლჩაქცევა. უ-–---- ვ-----–--ამ მომხდარის თაობაზე განუცხადა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს. რაც შეეხება ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ სისტემატურ შეურაცყოფას და დამცირებას, ასევე, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, მსგავსი ფაქტი 2----–-–------------რამდეც არაერთხელ მომხდარა. კერძოდ, 2--- წლის აპრილის თვეში, დ----- ს--------–--ე ესტუმრა უ-–---- ვ-----–--ას, ბრალდებული იყო ძალიან აგრესიული დაზარალებულის მიმართ, ის მას ლანძღავდა, აგინებდა, ასევე რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელ-ფეხი თავისა და ფეხის არეში. ამის შემდეგ იგი დააგორა მესამე სართულის კიბიდან. უ-–---- ვ-----–--ამ მათი საერთო შვილების (ნ-----–---- ს--------–--ის და ზ---- ს--------–--ის) ინტერესების გათვალისწინებით, არ მიმართა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს. აღნიშნულის შემდეგ, 2--- წლის ი----ის თვეში, უ-–---- ვ-----–--ა და დ----- ს--------–--ე, შვილებთან ერთად გაემგზავრნენ ბაკურიანში. სასტუმროში, დ----- ს--------–--ემ მიიღო ალკოჰოლის დიდი ოდენობა, რის გამოც გახდა აგრესიული, აგინებდა უ-–---- ვ-----–--ას და დახრჩობაც კი დაუპირა. დაზარალებულმა გაუწია წინააღმდეგობა, ხოლო მისგან თავის დაღწევის შემდეგ, შვილებთან ერთად ჩამოვიდა თბილისში, სადაც მან მიმართა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს. ბრალდებულის მიმართ, ამ ქცევის გამო, გამოსცეს 14 დღიანი შემაკავებელი ორდერი.

 

3.9. როგორც საქმის მასალებით დგინდება, დ----- ს--------–--ის მიმართ, 2--- წლის 2- ი----ს, ქ-------–---------------------–----------------–--------–-–-------------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერი N0-----, უ-–---- ვ-----–--ას მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე.

 

3.10. თავად ბრალდებულ დ----- ს--------–--ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ მისი აგრესია ძირითადად განპირობებული იყო უ-–---- ვ-----–--ას ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო. ამიტომ იგი ვერ აქცევდა სათანადო ყურადღებას მათ საერთო შვილებს. 2----–-–------------ერს, მათი შეხვედრისას დაზარალებული იყო ნასვამ მდგომარეობაში. მათი საუბრის დროს უ-–---- ვ-----–--ა არ აქცევდა ყურადღებას მათ საერთო შვილს ზ---- ს--------–--ეს, რამაც იგი ააღელვა და გაბრაზებულმა ფეხი დაარტყა მარცხენა ფეხის არეში. მისი განცხადებით, უ-–---- ვ-----–--ას ალკოჰოლის ზემოქმედებას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ 2----–-–------------ერს მომხდარი ფაქტის თაობაზე, მან განცხადება ვ---------------–------------------–---ში დაწერა 2----–-–---------------ს. ანუ მომდევნო დღეს, რადგან მას არ სურდა ნასვამ მდგომარეობაში მისულიყო პოლიციის განყოფილებაში.

 

3.11. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დ----- ს--------–--ის ქმედებების გამო, დაზარალებული უ-–---- ვ-----–--ა განიცდიდა სისტემატიურ ტანჯვას (ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ფსიქოლოგმა თ------ნ კ----ემ, სასამართლო სხდომაზე მისი დაკითხვის დროს).

 

3.12. დ----- ს--------–--ის მხრიდან სისტემატიური ხასიათის შეურაცხყოფასა და დამცირებაზე საუბრობს თავის ჩვენებაში მოწმე მ----------– მ---------ა, რომელიც არის დაზრალებულის ახლო მეგობარი. იგი ადასტურებს დაზარალებულს და ბრალდებულს შორის არსებულ კონფლიქტს, რომლის თვითმხილველი იყო 2----–-–-ს აპრილის თვეში, მ----სა და ი----ის თვეში. მოწმის განმარტებით, ყველაზე დიდი კონფლიქტი დ-----სა და უ-–----ს შორის მოხდა 2--- წელს, როდესაც მან, ხალხის თანდასწრებით ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა უ-–---- ვ-----–--ას, ხოლო ამის შემდეგ მცირეწლოვანი შვილის, თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ ფეხი დაარტყა დაზარალებულს მარცხენა ფეხის არეში.

 

3.13. მოწმე დ-----– ა-–------ის ჩვენებით დასტურდება, რომ მისთვის ცნობილი იყო დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის არსებული კონფლიქტური სიტუაცია. 2----–-–------------ერს, მას დაუკავშირდა უ-–---- და შეხვედრისას უამბო საკონდიტრო ,,ა------ში“ მომხდარი ინციდენტის თაობაზე. აღნიშნულის შემდეგ მოწმემ უ-–----ს ურჩია მიემართა სამართალდამცავი ორგანოსათვის.

 

3.14. ანალოგიური ჩვენება მისცა წინასწარი გამოძიებას მოწმე დ--- ა----------მ.

 

3.15. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის ჩვენებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გაცემული სამედიცინო ბარათით, ასევე თავად ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით, რომელიც არ უარყოფს 2----–-–------------ერს დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს, უტყუარად დასტურდება დ----- ს--------–--ის მიერ ყოფილი მეუღლის - უ-–---- ვ-----–--ას მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, რამაც დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი მიაყენა. დაზარალებულ უ-–---- ვ-----–--ას ჩვენებით, მოწმე თ------ს კ----ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, ასევე მოწმეების მ----------– მ---------ას, დ-----– ა-–------ის, დ--- ა----------ს გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით და ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად დადასტურდა უ-–---- ვ-----–--ას სისტემატიური დამცირება და შეურაცხყოფა, რაც მისი ინტენსივობის და ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ცალსახად ადასტურებს ფაქტს, რომ დაზრალებულმა განიცადა ტანჯვა.

ბ) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა.

 

3.16. დ----- ს--------–--ის მიერ უ-–---- ვ-----–--ას მიმართ 2----–-–------------ერს განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა შემდეგი მტკიცებულებები:

 

3.17. უ-–---- ვ-----–--ას განცხადება (17.11.2---), რომლითაც 2----–-–------------ერს, მოქალაქე უ-–---- ვ-----–--ამ მიმართა პოლიციის განყოფილებას და ითხოვა შველა, რადგან მისი მეუღლე - დ----- ს--------–--ე მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

3.18. მოწმე უ-–---- ვ-----–--ას სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება, რომლის თანახმად, 2----–-–------------ერს, დაზარალებულს მისი ყოფილი მეუღლე დაემუქრა შუბლის გახვრეტით, თუმცა დაზარალებულს მუქარა რეალურად არ აღუქვამს, ვინაიდან მიუხედავად მუქარისა იგი მას სისრულეში ვერ მოიყვანდა, თუნდაც იმიტომ, რომ მას მათი საერთო, მცირეწლოვანი შვილი ზ---- ს--------–--ე ეჭირა ხელში.

 

3.19. ბრალდებულმა დ----- ს--------–--ემ განმარტა, რომ 2----–-–------------ერს, ყოფილ მეუღლეს არ დამუქრებია, მათ შორის ადგილი ჰქოდა მხოლოდ სიტყვიერ კონფლიქტს.

 

3.20. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, დ----- ს--------–--ის მიერ უ-–---- ვ-----–--ას მიმართ 2----–-–------------ერს განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებასთან მიმართებით, არარელევანტურია და სასამართლო მუქარის ბრალდებასთან დაკავშირებით, მათ არ მიმოიხილავს.

 

3.21. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არც ერთი უტყუარი მტკიცებულებით (არც ირიბი და არც პირდაპირი), მითუფრო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად ვერ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დ----- ს--------–--ე 2----–-–------------ერს უ-–---- ვ-----–--ას დაემუქრა, რომ შუბლს გაუხვრეტდა თუ არ შეურიგდებოდა და ზემოაღნიშნულის შემდეგ უ-–---- ვ-----–--ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3.22. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; №37801/97; §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, 19/04/1994; 16034/90; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, №21522/93; /29/05/1997; §43). ამდენად, სასამართლო, გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას, მიმოიხილავს ბრალდების მხარის ძირითად არგუმენტებს და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ კონკრეტულ ბრალდებასთან მიმართებით.

 

4. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდ---რეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში.

 

5. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

5.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია მუქარა. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში: ა) სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბ) ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში გ) ქონების განადგურების მუქარაში. მუქარა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი (რეალური) შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ დაზარალებულს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის აღძვრა. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებას (მუქარა) და დამდგარ შედეგს (შიში) შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის ან ძალის დემონსტრირებით და სხვა.

 

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრი ასევე არის - მეუღლე.

 

5.3. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13).

 

5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე დ----- ს--------–--ეს ედავებოდა, რომ 2----–-–------------ერს უ-–---- ვ-----–--ას დაემუქრა, რომ თუ არ შეურიგდებოდა მას გაუხვრეტდა შუბლს და ზემოაღნიშნულის შემდეგ უ-–---- ვ-----–--ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად ვერ დადასტურდა.

 

5.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარა არ არის ოდენ განზრახვის გამომჟღავნება, რადგან ხშირ შემთხვევაში დამნაშავე შესაძლოა არც აპირებდეს მის განხორციელებას, თუმცა დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება №590აპ.-09) დაზარალებულისთვის აღძრული შიშის საფუძვლიანობის შეფასების დროს სასამართლო ითვალისწინებს ისეთ ობიექტურ კრიტერიუმებს, როგორიც არის მთლიანობაში ბრალდებულისა და დაზარალებულის ურთიერობა. თუმცა სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ისეთ სუბიექტურ კრიტერიუმს, როგორიც არის დაზარალებულის აღქმა და განმარტავს, რომ დანაშაულის (მუქარის) არსებობისათვის აუცილებელია სწორედ იმის უტყუარად დადგენა, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების რეალური შიში. თუ დაზარალებულს ასეთი შიში არ გასჩენია, მუქარა, ზოგადად შიშის მომგვრელიც რომ ყოფილიყო, სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობა.

 

5.6. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2----–-–------------ერს, ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა დაზარალებული უ-–---- ვ-----–--ა და ბრალდებული დ----- სიხარულძე. აქედან, დაზარალებულმა უ-–---- ვ-----–--ამ სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს განაცხადა, რომ მას მუქარის განხორციელების შიში არ ჰქონია, ხოლო ბრალდებულმა დ----- ს--------–--ემ განმარტა, რომ იგი ყოფილ მეუღლეს არ დამუქრებია.

 

5.7. ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხოლოდ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიც არის დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობა და დაზარალებულის, ბრალად წარდგენილი ქმედების შემდგომი ქცევა, დაადგინოს დაზარალებულზე განხორციელებული მუქარის ფაქტი და მითუფრო შეაფასოს ბრალდებულის ქმედების შედეგად დაზარალებულში აღძრული შიშის რეალურობა, თუკი დაზარალებული თავად არ დაადასტურებს იმ განცდას, რასაც მასში შიშისმომგვრელი გრძნობები შეეძლო აღეძრა. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მუქარის დროს ადამიანზე ხდება არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ძალადობა, რომლის შედეგების თვალნათელი დადასტურება, ისეთი მტკიცებულებით, როგორიც შეიძლება იყოს მაგალითად ექსპერტის დასკვნა, შეუძლებელია, ვინაიდან ფსიქიკური ძალადობა, როგორც წესი, ფიზიკურ კვალს არ ტოვებს, თუმცა ზიანდება ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, რაც ფიზიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან დაბალი ფასი ჰქონდეს როგორც ფაქტის თვითმხილველი, ასევე დაზარალებულის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გადმომცემი მოწმეების ჩვენებებსაც კი, ვინაიდან ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია არა მარტო მუქარის ფაქტის დადგენა (რაც ასევე ვერ მოხერხდა კონკრეტულ შემთხვევაში), არამედ მსხვერპლის მიერ რეალობის სწორედ მისეული აღქმა. ამდენად, მუქარის დროს, დაზარალებულის ჩვენება არის სწორედ ის გადამწყვეტი მტკიცებულება, რომლის საპირწონე სამხილის მოძიება, თითქმის შეუძლებელია.

 

5.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

5.9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).

 

5.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

5.11. ამდენად, ბრალდების მხარის ეჭვი, რომ დ----- ს--------–--ემ ყოფილ მეუღლის, უ-–---- ვ-----–--ას მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დარჩა ეჭვად და ვარაუდად და ვერ დადასტურდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით, რისი გათვალისწინებით, in dubio pro reo-ს პრინციპის მიხედვით დაუდასტურებელი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

5.12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დ----- ს--------–--ე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

5.13. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

5.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2----–-–------------ერს, შუადღის საათებში, თბილისში, ი-----–-----–--ის და რ-----------ის კვეთაზე მდებარე საკონდიტრო ,,ა------ში“ დ----- ს--------–--ემ ყოფილ მეუღლეს უ-–---- ვ-----–--ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ცემა იგი, რის შედეგად უ-–---- ვ-----–--ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობის ყველა ნიშანი. რაც შეეხება სისტემატიურ შეურაცხყოფას, დამცირებას, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღემას ამახვილებს მოწმეების ჩვენებებზე, რომლებიც ძირითადად ბრალდებულის და დაზარალებულის ახლო მეგობრებს წარმოადგენენ. საქმეში არსებული ყველა მოწმე უთითებს კონფლიქტურ სიტუაციებზე, სადაც დაზარალებული შეურაცხყოფების და დამცირებების საფუძველზე განიცდიდა ტანჯვას. აღნიშნულს ადასტურებს ფსიქოლოგი თ------ნ კ----ე, რომელმაც დასკვნაში გააკეთა დაზარალებულის ტანჯვაზე მითითება.

 

5.15. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, ცალსახად დადასტურდა, რომ დ----- ს--------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

6.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. დ----- ს--------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად, სასამართლო მიუთითებს იმ ფაქტს, რომ ბრალდებული არის ნასამართლობის არ მქონე, ხოლო პასუხისმგებლობის გამოხატულად დამამძიმებელი გარემოება, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დადგენილა.

 

7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

7.3. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან.

 

7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს დ----- ს--------–--ეს, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

7.5. სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა...

 

7.6. ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის პირობებში ითვალისწინებს დ----- ს--------–--ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადობრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, ასევე იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს და ბრალდებულს ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებსაც ბრალდებული დ----- ს--------–--ე, მიუხედავად მათ შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობისა, ყურადღებას აქცევს, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენის (დაზარალებულის სამართლიანი დაკმაყოფილების) მიზანს. გასათვალისწინებელია, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ ოჯახური დანაშაულის სერიოზულ პრობლემად აღიარება, რასაც მოჰყვა მკაცრი მიდგომა, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელი უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- ს--------–--ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების შემთხვევაშიც მიღწეული იქნება სასჯელის მიზნები, რადგან მას ჰყავს ოჯახი, მცირეწლოვანი შვილები, შესაბამისად, ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების მისაღწევად, დ----- სიხარულძეს სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ვადით, რაც ზემოთ მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით უნდა ჩაითვალოს პირობითად. სასამართლო განმარტავს, რომ დანიშნული სასჯელი დ----- ს--------–--ისთვის იქნება შემაკავებელი ხასიათის და მომავალში სათანადო ქცევის ერთგვარი გარანტი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. დ----- ს--------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

2. დ----- ს--------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადა დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

3. დ----- ს--------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2--- წლის 1-----------დან - 2--- წლის 2----------ის ჩათლვით.

4. დ----- ს--------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

5. ნივთიერი მტკიცებულება:

- დ----- ს--------–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შ-------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-----------–-----------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე