განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 აპრილი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნინო ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------ლ ნ-–------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------- თ------ის ძე მ---–--ე - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------–----------------------ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი
ადვოკატი - ბ---------ე
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. სისხლის სამართლის საქმეზე, გ------- მ---–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა;
1.2. მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.
გ------- მ---–--ის დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2--- წლის 25 აპრილს, დღის საათებში, თბილისში, ლ----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, 3---------წ დაბადებული გ------- მ---–--ე უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებულ 5-fluoro-ADB-ს, რომელიც ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–ოს სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
1.2. 2--- წლის 25 აპრილს, დღის საათებში, თბილისში, ლ----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, 3---------წ დაბადებული გ------- მ---–--ე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მის მიერვე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ, ქარხნული წესით დამზადებულ, ბელგიური წარმოების 7,65მმ კალიბრის, 1900 მოდელის, ბრაუნინგის სისტემის პისტოლეტს, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2--- წლის 25 აპრილს, დღის საათებში, თბილისში, ლ----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, 3---------წ დაბადებული გ------- მ---–--ე უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებულ 5-fluoro-ADB-ს, რომელიც ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–ოს სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
2.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება გ------- მ---–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ------- მ---–--ის ბრალეულობას ზ/აღნიშნულ ქმედებაში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ეპი----დი
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილში სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (ბრალდებულისა და მოწმეთა ჩვენებები; პირადი ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვ.) ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- მ---–--ემ ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
3.2. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ეპი----დი
ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2--- წლის 25 აპრილს, ჩატარდა თბილისში, ლ----------------------ში მდებარე, გ------- და დ----- მ---–--ეების საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც საძინებელ ოთახში მდგარი ტუმბოს ქვედა უჯრაში ნანახი და ამოღებული იქნა მუქი ფერის, მეტალის კონსტრუქციის პისტოლეტის მაგვარი საგანი, ხის ტარით, ტარზე არსებული ნომრით 1-----, მჭიდის გარეშე. ამოღებული ნივთი დაილუქა სათანადო წესით. ოქმზე ფიქსირდება შენიშვნა: დ----- მ---–--ესა და დედამისს ი---- ჯ---------ს გაეცნოთ და გადაეცათ ბინის ჩხრეკის ოქმის ასლი, თუმცა ოქმსა და ლუქებზე ხელის მოწერაზე განაცხადეს უარი გაურკვეველი მიზეზით. საგამოძიები მოქმედების დროს გადაღებული ფოტოსურათები ერთვის სს საქმეს (ოქმის შემდგენი დ---–----–---–ი, დეტექტივ-გამომძიებლები: გ-–-----------------------ე, ინსპექტორ-გამომძიებელი შ------–---–ი, ექსპერტები: შ-------------------–----------–--------------–---------------------).
ზ/აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებისა და შესაბამისი ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა კ--- გ---------ემ. მანვე განმარტა, რომ საძინებელი ოთახი, საიდანაც ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, ოჯახის წევრების განმარტებით, ეკუთვნოდა გ------- მ---–--ეს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, ექსპერტმა ლ---–- მ-–---–---მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, 2--- წლის 26 აპრილის №------ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:
გამოსაკვლევად წარდგენილი №1----- (?0??77) იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული, ბელგიური წარმოების, 7.65მმ კალიბრის, 1900 წლის მოდელის, ბრაუნინგის სისტემის პისტოლეტი. მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.
საქართველოს შს სამინისტროს 2--- წლის 26 აპრილის წერილის თანახმად, შსს მომსახურების სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზის მიხედვით, გ------- გ--–--ის სახელზე რაიმე სახის ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული არ არის; ასევე არ არის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი №1-----.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა: დ----- მ---–--ემ (ბრალდებულის ძმა), ი-----–--ა ჯ---------მ (ბრალდებულის დედა), თ------ მ---–--ემ (ბრალდებულის მამა) და კ----–-- მ---–--ემ დაადასტურეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ზ/აღნიშნული პირები გ------- მ---–--ესთან ერთად ცხოვრობენ თბილისში, ლ----------------------ში. 2--- წლის 25 აპრილს, ხსენებულ ბინაში გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარდა ჩხრეკა დ----- მ---–--ისა და ი-----–--ა ჯ---------ს მონაწილეობით, რა დროსაც საძინებელ ოთახში არსებული ტუმბოს უჯრიდან ამოღებული იქნა პისტოლეტი მჭიდისა და ვაზნების გარეშე, რაც დაილუქა, თუმცა ბრალდებულის ოჯახის წევრებმა არ მოაწერეს ხელი ჩხრეკის ოქმსა და ლუქებს. მოწმეთა განმარტებით, ოთახს, საიდანაც ამოღებული იქნა იარაღი, საძინებელ ოთახად იყენებდა გ-------სთან ერთად, მისი ძმა და ბაბუა. მოწმე კ----–-- მ---–--ემ დაადასტურა, რომ იარაღი მამისგან (რომელიც მსოფლიო ომში მონაწილეობდა) დარჩა ოჯახში და ინახებოდა რელიქვიის სახით. მოწმეებმა განმარტეს, რომ იარაღს მისი სიძველიდან გამომდინარე სერიოზულად არ აღიქვამდნენ, წლების მანძილზე ინახებოდა მათ ოჯახში და ყველას ჰქონდა შემხებლობა, თუმცა არავის გამოუყენებია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას და შენახვას. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის უნდა დადგინდეს:
1. დანაშაულის სუბიექტი ანუ პირი, რომელმაც განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა და შენახვა;
2. ცეცხლსასროლი იარაღსა და საბრძოლო მასალაზე მფლობელობის მოპოვება უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესის დარღვევით;
3. დანაშაულის სუბიექტმა შენახვის კანონიერი უფლების გარეშე უნდა მიუჩინოს ადგილსამყოფელი უკანონოდ შეძენილ ცეცხლსასროლი იარაღსა და საბრძოლო მასალას.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ფაქტი, რომ 2--- წლის 25 აპრილს თბილისში, ლ----------------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, რაც ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით შეფასდა როგორც სროლისათვის ვარგისი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულია როგორც მოწმეთა ჩვენებებით (მათ შორის ბრალდებულის განმარტებით), ისე საგამოძიებო მოქმედების ოქმით. თუმცა იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით აუცილებელია დადგინდეს დანაშაულის სუბიექტი. აღნიშნულ ეპი----დთან დაკავშირებით დაკითხული მოწმეები: გ------- მ---–--ე, დ----- მ---–--ე, კ----–-- მ---–--ე, თ------ მ---–--ე და ი-----–--ა ჯ--------- განმარტავენ, რომ ამოღებული იარაღი კ----–-- მ---–--ის მამის კუთვნილება იყო და მისი გარდაცვალების შემდეგ ოჯახში ინახებოდა რელიქვიის სახით, არ იყო ოჯახის არცერთი წევრის კუთვნილება და არც კი უფიქრიათ, რომ ვარგისი იყო (იყო ძალიან ძველი, მჭიდისა და ვაზნების გარეშე). რაც შეეხება საძინებელ ოთახს, საიდანაც ამოღებული იქნა პისტოლეტი, მოწმეთა განმარტებით, აღნიშნული ოთახით სარგებლობდა როგორც გ------- მ---–--ე, ისე ოჯახის სხვა წევრები. ასევე აღსანიშნავია, რომ მართალია გამომძიებელ კ-----------ის ჩვენებით, ბრალდებულის ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს, რომ საძინებელი ოთახი ეკუთვნოდა გ------- მ---–--ეს, მაგრამ ამის თაობაზე რაიმე შენიშვნა ბინის ჩხრეკის ოქმზე გაკეთებული არ არის. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ უნდა იქნეს გაზიარებული ბრალდების მხარის ვერსია ცეცხლსასროლი იარაღის კონკრეტულად გ------- მ---–--ისადმი კუთვნილებასთან დაკავშირებით იმ პირობებში, როდესაც ბინაში გ.მ---–--ესთან ერთად ცხოვრობს რამდენიმე პირი და ყველა მათგანი ადასტურებს პისტოლეტთან, როგორც ოჯახის კუთვნილ რელიქვიასთან უშუალო შემხებლობას.
ცეცხლსასროლი იარაღის კუთვნილების უტყუარად დადგენის საკითხთან მიმართებაში, სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასაც, კერძოდ:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2--- წლის 30 ნოემბრის №-------- განაჩენის თანახმად, არსებითად იგივე ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, საკასაციო პალატამ მსჯავრდებული რ. ა-ი უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა). პალატამ განმარტა, რომ „...ბრალდების მხარემ კი ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ამოღებული იარაღი შეიძინა და შეინახა რ. ა-მა. ბრალდების მხარემ ასევე ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს ეჭვს შეატანინებდა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებში, რომ სახლში (საიდანაც ამოიღეს იარაღი და საბრძოლო მასალა) რ. ა-ს გარდა კიდევ სხვა პირებიც ცხოვრობდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნა რომ ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა შეიძინა და შეინახა რ. ა-მა, არის მხოლოდ ვარაუდი, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს...“.
5. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2--- წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „i№ dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ:
1. გ------- მ---–--ემ ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით;
2. სახეზეა არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ------- მ---–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------- მ---–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მიზნების შესასრულებლად, გ------- მ---–--ე სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და არაადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ არ წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი. მასვე ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამავე კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------- მ---–--ე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
გ------- მ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გ------- მ---–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 12 აპრილიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2--- წლის 25 აპრილიდან 2--- წლის 1 მაისის ჩათვლით.
გ------- მ---–--ეს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 5 (ხუთი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
გ------- მ---–--ეს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1 მაისის განჩინება ყადაღის დადების თაობაზე და გ------- მ---–--ის მიმართ შეფარდებული - 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა მოეხსნას დ----- მ---–--ის (პირადი №6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: თ---–------–---------------------, საკადასტრო კოდი №0---------------.5--.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, ფსიქოტროპული ნივთიერება და პისტოლეტის განმუხტვისას გამოყენებული ხელთათმანები (ინახება ვ---------------–ოს პოლიციის პირველ განყოფილებაში), გ.მ---–--ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში და პისტოლეტიდან აღებული ანაწმენდები (გადაგზავნილია ექსპერტიზაზე) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- ბრაუნინგის სისტემის პისტოლეტი (ინახება ვ---------------–ოს პოლიციის პირველ განყოფილებაში) გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ნაჭყებია