განაჩენი

სისხლის სამართლის 15.04.2019
საქმის ნომერი
330100119002799867
თარიღი
15.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 აპრილი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - თ-- გ--------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ფ----- ი-------ის ძე ი----------ი - დაბადებული 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------–-----------–---------------------ში

 

ადვოკატი - ნ------- ძ---–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2--- წლის 8 დეკემბერს, შსს ცე-------–---------------–----ი პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ფ----- ი----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ამ უკანასკნელის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონით - 25.8990 გრამი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონა შეადგენს 4.8082 გრამს.

 

იმავე დღეს, ჩატარებული ფ----- ი----------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა:

· 3 ცალ შავი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში და 10 ცალ ლურჯი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული მოყვითალო-მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით, საერთო წონით 3.51გრამი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონა შეადგენს 0.8454 გრამს.

· 12 ცალ შავი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში, 13 ცალ ვარდისფერ პოლიეთილენის ნაჭერში, 3 ცალ ყვითელი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში და 1 ცალ ლურჯი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, საერთო წონით 10.42 გრამი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონა შეადგენს 2.1465 გრამს, ნარკოტიკული საშუალება მორფინის (მარილი) წონა შეადგენს 1.0962 გრამს, ნარკოტიკული საშუალება კოდეინის (მარილი) წონა შეადგენს 0.2334 გრამს.

 

ფ----- ი----------ის მიერ სულ შეძენილი და შენახული იქნა 7.8001 გრამის ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ნარკოტიკული საშუალება მორფინის (მარილი) 1.0962 გრამი და ნარკოტიკული საშუალება კოდეინი (მარილი) 0.2334 გრამი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2--- წლის 8 დეკემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩატარდა თბილისში, სო------------–---------------------ში, ჩატარდა ფ----- ი----------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ტანთმოსილი შავი ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ლურჯი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, თავჩამკეტიან გამჭირვალე პაკეტში არსებული მუქი ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება, ხოლო ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან - „Iphone”-ის ფირმის მობილური ტელეფონი. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით. ოქმზე ფიქსირდება შენიშვნა: ფ----- ი----------მა განაცხადა, რომ ბ---------------5-ში ფლობს სარდაფს. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირის, მათ შორის, ფ----- ი----------ის მიერ (ოქმის შემდგენი კ.ბ----–---–ი, მონაწილე პირები: ლ.კ-----ი და შ.ხ--–-–---–ი).

 

დაკავების ოქმის თანახმად, 2--- წლის 8 დეკემბერს, თბილისში, სო------------–---------------------ში ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ფ----- ი----------ი. ოქმის გაცნობა, ბრალდებულისათვის უფლებების განმარტება და ოქმის ასლის გადაცემა დადასტურებულია ფ----- ი----------ის ხელმოწერებით, რაიმე შენიშვნა ან განცხადება დაფიქსირებული არაა (ოქმის შემდგენი კ.ბ----–---–ი, მონაწილე პირები: ლ.კ-----ი და შ.ხ--–-–---–ი).

 

საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2--- წლის 8 დეკემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩატარდა თბილისში, სო------------–---------------------ში, მდებარე ფ----- ი----------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც პირველ სართულზე არსებული ავტოფარეხიდან, კერძოდ, მსუბუქი ა/მანქანის საბურავის შიდა ნაწილიდან ამოღებული იქნა 42 ცალი სხვადასხვა ფერის პოლიეთილენის პარკში გახვეული მუქი ფერის ნივთიერება, რომელიც თავის მხრივ მოთავსებული იყო ლურჯი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში. ამავე ავტოფარეხში არსებული კარადიდან ამოღებული იქნა 400 ლარი, ხოლო ფ------------ის საძინებელი ოთახის კარადაში არსებული მუქი ფერის ქურთუკის მარცხენა გარეთა ჯიბიდან - 5000 ლარი. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირის, მათ შორის, ფ----- ი----------ის მიერ და მასზე რაიმე შენიშვნა ან გაცხადება არ ფიქსირდება (ოქმის შემდგენი კ.ბ----–---–ი, მონაწილე პირები: ლ.კ-----ი და შ.ხ--–-–---–ი).

 

ზ/აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებებისა და შესაბამისი ოქმების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს ცე-------–---------------–----ი პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა: კ------- ბ----–---–მა, ლ---- კ-----მა და შ----- ხ--–-–---–მა. მოწმეებმა დამატებით განმარტეს, რომ 2--- წლის 8 დეკემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული, ფ------------ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას უშუალოდ ლ.კ-----ის მიერ ამოღებული იქნა სავარაუდო ნარკოტიკული საშუალებები. ბრალდებული მისთვის გასაგებ ქართულ ენაზე (თარჯიმანზე უარი განაცხადა) გაეცნო როგორც დაკავების, ისე პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმებს და დაადასტურა ხელმოწერით, არანაირი შენიშვნა ან პრეტენზია არ გამოუთქვამს. მოწმეთა ჩვენებით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია, ხოლო სამართალდამცველების მხრიდან ადგილი არ ჰქონია არანაირი უკანონო ქმედებას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ----------–--მ დაადასტურა, ექსპერტ თ--------–---–თან ერთად გაცემული, ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნის სისწორე (რაც შემდეგში უდავო გახდა მხარეთა შეთანხმებით), რომლის თანახმად:

 

· 2--- წლის 8 დეკემბერს, ფ----- ი----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონით 25.8990 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონა შეადგენს 4.8082 გრამს;

· 2--- წლის 8 დეკემბერს, ფ----- ი----------ის საცხოვრებელი ჩხრეკისას ამოღებული:

- 3 ცალ შავი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში და 10 ცალ ლურჯი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული მოყვითალო-მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით, საერთო წონით 3.51 გრამი წარმოადგენს კუსტარულად მიღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონა შეადგენს 0.8454 გრამს;

- 12 ცალ შავი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში, 13 ცალ ვარდისფერ პოლიეთილენის ნაჭერში, 3 ცალ ყვითელი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში და 1 ცალ ლურჯი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით, საერთო წონით 10.42 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებული ნარკოტიკული საშუალებების: ჰეროინის, მორფინის (მარილი) და კოდეინის (მარილი) შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონა შეადგენს 2.1465 გრამს, ნარკოტიკული საშუალება მორფინის (მარილი) წონა შეადგენს 1.0962 გრამს, ნარკოტიკული საშუალება კოდეინის (მარილი) წონა შეადგენს 0.2334 გრამს.

· ექსპერტიზაზე წარდგენილ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონა შეადგენს 7.8001 გრამს.

 

ზ/აღნიშნული მტკიცებულებების გარდა, ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია და და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა, ვინაიდან აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი ბრუნვაში მოქცევა ნებისმიერი გზითა და სახით აკრძალულ და შესაბამისად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოცემულ სს საქმეზე ყველა საგამოძიებო და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა დარღვევას, ფ------------ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები დალუქულია სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა (მათ შორის ბრალდებულის) ხელმოწერებით. გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების თანმიმდევრულ და სარწმუნო ჩვენებებში, საგამოძიებო მოქმედების ოქმებსა და ექსპერტიზის დასკვნაში, რომელთა თანახმად, ფ----- ი----------ის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რაც შსს ცე-------–---------------–----ი პოლიციის თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა 2--- წლის 8 დეკემბერს ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას.

 

რაც შეეხება ბრალდებულის ვერსიას, რომ მას ნარკოტიკული საშუალებები არ ჰქონია და პოლიციის თანამშრომლებმა „ჩაუდეს“, აღნიშნულს სასამართლო ვერ გიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს და მიზნად ისახავს მოსალოდნელი სს პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. აღნიშნული მიზნის არსებობას ნათლად ადასტურებს ბრალდებულის პოზიციების რადიკალური ცვლილებები, კერძოდ: დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული, მოწმე ნ---–---ის ჩვენებიდან ირკვევა, რომ 2--- წლის 8 დეკემბერს დაკავებულმა ფ------------მა აღიარა პირადად და საცხოვრებელ ბინაში ნარკოტიკული საშუალებების არსებობის ფაქტი და გამოძიებასთან თანამშრომლობისა და კანონით გათვალისწინებული შეღავათების მიღების მიზნით, ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობაში ცრუდ ამხილა მისი ნაცნობი ნ-------- ა-–---ი, რის გამოც შემდეგში ბოდიში შეუთვალა ციხიდან. მას შემდეგ, რაც ნ---–---მა ადვოკატთან ერთად განცხადებით მიმართა სამართალდამცავ ორგანოს ფ------------ის სიცრუეში მხილების მიზნით, ფ------------მა შეცვალა პოზიცია და სასამართლოს შესთავაზა ახალი ვერსია პოლიციელების მხრიდან ნარკოტიკული საშუალებების „ჩადებისა“ და ფიზიკური იძულების შედეგად საგამოძიებო მოქმედების ოქმებზე ხელმოწერის თაობაზე (აღსანიშნავია, რომ რაიმე მტკიცებულება ბრალდებულის სხეულზე დაზიანებების არსებობის თაობაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის), თუმცა აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველთა უკანონო ქმედებების თაობაზე უშუალოდ ბრალდებულს საგამოძიებო უწყებისათვის დღემდე არ მიუმართავს (ქ.თბილისის პროკურატურაში გამოძიება დაიწყო პროკურორ თ----------ის მიმართვის საფუძველზე). ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ფ----- ი----------ი არ არის გულწრფელი და სასამართლოსათვის სხვადასხვა ვერსიის შეთავაზებით ცდილობს მოსალოდნელი პასუხისმგებლობისა და მკაცრი სასჯელის თავიდან არიდებას.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფ----- ი----------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ფ----- ი----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

4.2. ფ----- ი----------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივი საშიშროების, აგრეთვე უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალების სახეობის, შენახვის ხერხისა და ფორმის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება ფ----- ი----------ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად, 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის პირობებში, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. ამასთან, ფ----- ი----------ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ფ----- ი----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ფ----- ი----------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2--- წლის 8 დეკემბრიდან.

 

ფ----- ი----------ს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:

 

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

ფ----- ი----------ს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- ნარკოტიკული საშუალებები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- მობილური ტელეფონი, ფულადი თანხა და ა/მანქანა „BMW” დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ნაჭყებია