გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2-431-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 მარტი 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი: სალომე არევაძე
მოსარჩელე- სა---------–-----------------------------------------------------------ო
მოსარჩელის წარმომადგენელი- ეკ-----–--ე
მოპასუხე- ი/მ თე---------------------ე
მოპასუხის წარმომადგენელი- რე---------------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
aRwerilobiTi nawili
1.სასარჩელო მოთხოვნა
ი/მ თე---------------------ეს სა---------–------------------------------------------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 708.36 ლარის გადახდა;
სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:
სარჩელში აღნიშნულია, რომ 2010 წლის 11 მარტს სა---------–-----------------------------------------------------------ოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და სს ,,ენ---------I''-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სა---------–-----------------------------------------------------------ოს გადაეცა სს ,,ენ---------I''-ის დებიტორული დავალიანებები, მათ შორის ი/მ თე---------------------ის მიმართ არსებული ელექტროენერგიის დავალიანების- 708.36 ლარის მოთხოვნის უფლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვს, რომ ი/მ თე---------------------ეს სა---------–------------------------------------------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 708.36 ლარის გადახდა;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ი/მ თე---------------------ის წარმომადგენელმა რე---------------ემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2010 წლის 11 მარტს სა---------–-----------------------------------------------------------ოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და სს ,,ენ---------I''-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სა---------–-----------------------------------------------------------ოს გადაეცა სს ,,ენ---------I''-ის დებიტორული დავალიანებები.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტებები, 2010 წლის 11 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი.
3.1.2. სსიპ ,,საწ------------------------------ს'' თავმჯდომარის 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანებით, ერთ საზოგადოებად შერწყმული იქნა სს ,,რი------ი'', სს ,,გუ-------------------ი'', სს ,,ლა-----------ი'', სს ,,ძე------–---ი'', სს ,,შაო-----ი'', შპს ,,აწ---ი'', სს ,,სა---------–-------------------–----------------–-------------------ია'' და შპს ,,აჭ----------------------ა'', რომლის თანახმად, შეიქმნა სს ,,ენ---------I'';
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტებები, სსიპ ,,საწ------------------------------ს'' თავმჯდომარის 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება;
3.1.3. ი/მ თე---------------------ეს ელექტრო ენერგიის დავალინება 2007 წლის მდგომარეობით შეადგენს 708.36 ლარს.
მტკიცებულება: მოსარჩელის ახნს-განმარტება, სს ,,სა---------–-------------------–----------------–-------------------იის'' მიერ 01.12.2016 წელს გაცემული ქვითარი
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სს ,,სა---------–-------------------–----------------–-------------------იის'' მიერ წარმოდგენილი ქვითარი, რომლის თანახმად, ი/მ თე---------------------ის ელექტრო ენერგიის დავალიანებაა 708.36 ლარი, გაცემულია 2007 წელს. აღნიშნულ დავალიანებაზე და მის გადახდაზე 11 წლის განმავლობაში არც სა---------–-----------------------------------------------------------ოდან და არც სს ,,სა---------–-------------------–----------------–-------------------იიდან'' არანაირი გაფრთხილება არ მიუღია მოპასუხეს, შესაბამისად, გასულია დავალიანების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული. მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება, ქვითარი # 49-1192889
samotivacio nawili
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 427-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ ,,საწ------------------------------ს'' თავმჯდომარის 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანებით, ერთ საზოგადოებად შერწყმული იქნა სს ,,რი------ი'', სს ,,გუ-------------------ი'', სს ,,ლა-----------ი'', სს ,,ძე------–---ი'', სს ,,შაო-----ი'', შპს ,,აწ---ი'', სს ,,სა---------–-------------------–----------------–-------------------ია'' და შპს ,,აჭ----------------------ა'', რომლის თანახმად, შეიქმნა სს ,,ენ---------I''; 2010 წლის 11 მარტს სა---------–-----------------------------------------------------------ოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და სს ,,ენ---------I''-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სა---------–-----------------------------------------------------------ოს გადაეცა სს ,,ენ---------I''-ის დებიტორული დავალიანებები, რომლის თანახმად, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 708.36 ლარს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლოს შეფასებით, ყურადღება უნდა მიექცეს ორ ელემენტს, რომლებსაც უკავშირდება მოთხოვნის წარმოშობის დრო: პირმა შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ ან/და უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. პირველ შემთხვევაში, არსებობს ფაქტები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მისი უფლების დარღვევის ცოდნაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში, არ არსებობს ის ფაქტები, რომლებიც პირდაპირ უთითებს მისი უფლების დარღვევის შესახებ ცოდნაზე, მაგრამ არსებობს გარემოებები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, მაგრამ თავისი დაუდევრობის გამო ვერ შეიტყო. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი დავალიანების ქვითარი გაცემულია 2016 წლის 01 დეკემბერსსს ,,სა---------–-------------------–----------------–-------------------იის'' მიერ, მაშინ როცა 2007 წლის 10 ოქტომბრიდან აღნიშნული კომპანია შეერწყა სხვა კომპანიებს და გარდაიქმნა სს ,,ენ---------I''-დ, შესაბამისად, გაურკვეველია, როგორ გასცა აღნიშნული ქვითარი გაუქმებულმა კომპანიამ. გარდა ამისა, ელექტროენერგიის დავალიანების ქვითარი გაცემული რომც იყოს უფლებამოსილი კომპანიის მიერ, მოსარჩელე ითხოვს ი/მ თე---------------------ეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 2007 წელს არსებული დავალიანება, რაც სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. 7. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ''სახელმწიფო ბაჟის'' შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ'' ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან- დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე; მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამასთან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სასამართლო ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სა---------–-----------------------------------------------------------ოს სარჩელი მოპასუხე ი/მ თე---------------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი,გრ.რობაქიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ.რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. #6) მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი