განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100119002895285
#1/56-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 აპრილი, 2019 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ _ ბა---- ში--–---–--
ბრალდებულ _ ს----- მ-----–-–---–--
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №0-0120219001
ბრალდებულ ს----- მ-----–-–---–-- მიმართ
დაბადებული: 1--------- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი: 1----------
განათლება: ს-–----–----------–-----------
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დ--------–--–------, სოფელი ო------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ს----- მ-----–-–---–-- ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 11 თებერვალს, ღამის საათებში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ს----- მ-----–-–---–--, რომელსაც შსს დ--------–--–------- რაიონული სამმართველოს თანამშრომელთა მიერ 2019 წლის 10 თებერვალს შედგენილი შემაკავებელი ორდერით 30 დღით აკრძალული ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან მიახლოება და ყოველგვარი კომუნიკაცია, დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და მიაკითხა ქალაქ დ--------–--–------ში, მ------------ ქუჩა №2-ში მდებარე ნაქირავებ სახლში მცხოვრებ მეუღლეს - ს-----–--- ე-–------ და ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე, ხსენებულ ღამეს უკავშირდებოდა მას მობილურ ტელეფონზე და უგზავნიდა მოკლე-ტექსტურ შეტყობინებებს.
ესე იგი, ს----- მ-----–-–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - ს----- მ-----–-–---–-- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სახელმწიფო ბრალმდებელმა ს----- მ-----–-–---–-- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, ბრალდებულმა ითხოვა მის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.
2019 წლის 4 აპრილს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ს----- მ-----–-–---–-- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ს----- მ-----–-–---–-- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ს----- მ-----–-–---–-- ბრალეულობა, კერძოდ:
ს-----–--- ე-–------- განცხადება დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა №1; მობილური ტელეფონის ამოღების ოქმი; დადგენილება ს-----–--- ე-–------- დაზარალებულად ცნობის შესახებ; დაზარალებულ ს-----–--- ე-–------- გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - ზ---- ჯ--–--–---–--, მ-----– გ----–---–--- და გ------- ბ---–---–-- გამოკითხვის ოქმები; შემაკავებელი ორდერი №007166 და შემაკავებელი ორდერის ოქმი; მობილური ტელეფონების დათვალიერების ოქმი თანდართული „სქრინშოტებით“; ს----- მ-----–-–---–-- მოწმისა და ბრალდებულის სახით გამოკითხვისას მიცემული აღიარებითი ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ ს----- მ-----–-–---–-- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ ს----- მ-----–-–---–-- ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ ს----- მ-----–-–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ს----- მ-----–-–---–- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ხოლო, რაც შეეხება, მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლობის არ მქონეა, მისი მხრიდან არ გამოვლენილა აღკვეთი ღონისძიების პირობების დარღვევის ფაქტი და დროულად ცხადდებოდა როგორც საგამოძიებო ორგანოებში, ასევე სასამართლოში და აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ასევე, ობიექტური შფასება უნდა მიეცეს იმ გარემოებას, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ფიზიკური ფორმით განხორციელებულ ძალმომრეობით ქმედების განხორციელების ფაქტს, ასევე მომხდარი ფაქტის შემდეგ, ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის ძალმომრეობით ქმედების განხორციელებისა ანდა ამ სახის ქმედების შემცველი კანონდარღვევას, რაც გარკვეულწილად ცხადჰყოდს იმ გარემოებაზე, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებულმა ზემოქმედების ღონისძიებებმა ადექვატური ზეგავლენა იქონია ს----- მ-----–-–---–--- და აღნიშნული გარემოებებისა და მისი პიოროვნების გათვალისწინებით, ასევე ბრალად შერცახული ქმედების ხასიათის მხედველობაში მიღებითა და იმ გარემოების ობიექტური შფასებით, რომ წარსულში მას მეუღლის მიმართ ანალოგიური ქმედება მრავალწლიანი ოჯახური თანაცხოვრების მანძილზე არ განუხორციელებია და ამ სახის ფაქტს პირველად ჰქონდა ადგილი, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია იმ სახის მკაცრი სასჯელის გამოყენება, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----- მ-----–-–---–-- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს----- მ-----–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 (ორასი) საათის ოდენობით.
2. გაუქმდეს ს----- მ-----–-–---–-- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ს---------------–--------–-- გადახდილი გირაოს თანხა - 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს - ს----- მ-----–-–---–- (პირადი ნომრით 1----------).
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა ს----- მ-----–-–---–-- დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.
5. საქმეზე დართულ ნივთმტკიცების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ: ს-----–--- ე-–------- კუთვნილი „სამსუნგი“-ს ფირმის მობილური ტელეფონი და ს----- მ-----–-–---–-- კუთვნილი „ნოკია“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, რაც ხელწერილით ჩაბარდათ კანონიერ მფლობელებს - ს-----–--- ე-–------ და ს----- მ-----–-–---–-, დარჩეს მათ საკუთრებაში.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი