გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.04.2019
საქმის ნომერი
030310018002659362
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
19.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310018002659362

№ 3/86-2018

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 თებერვალი 2019 წელი ქ.ფოთი

 

შესავალი ნაწილი

 

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

 

მოსარჩელე შპს ,,ბ---------------------–------“

დირექტორი შპს ,,დ-----“ - ზ----- კ---–--–--ე

წარმომადგენელი თ----- დ------ე

 

მოპასუხე სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის

სანაპირო დაცვის დეპარტამენტი

წარმომადგენელი ნ---- კ-----–---–--

 

დავის საგანი ქმედების განხორციელება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს გადასცეს მოსარჩელეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია მცურავ საშუალებებზე, კერძოდ, მცურავი საშუალებები: 1. S-- L---, 2. R------- C------ E------, 3. S-- W---, 4. A--- M---- და ო-–-- ტ-------, ან/და მათთან დაკავშირებულ ფიზიკურ (გემთმფლოებლებთან) პირებთან დაკავშირებით.

 

1.2. დაევალოს სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი გადასცეს მოსარჩელეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია მცურავ საშუალებებთან დაკავშირებულ მესაკუთრეებთან ფიზიკურ (გემთმფლობელებთან) პირებთან დაკავშირებული ინფორმაცია.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 26.01.2015 წლის Nს-28 ბრძანებით მოპასუხე ი-----–- ც-–--–--ე დაინიშნა შპს ,,ბ-----------------------------ის“ დირექტორის თანამდებობაზე, ამ ბრძანების მე-6 პუნქტით შპს ,,ბ-----------------------------ის“ საწესდებო კაპიტალში შეტანილი იქნა ქ.ბ------–-, ზ---------- პ-----ს ნ-----------–-ს ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 0-----------), ხოლო მე-8 პუნქტის საფუძველზე შპს ,,ბ-----------------------------ას“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ,,ბ---------------------–------“. 2015-2017 წლებში დირექტორის ი-----–- ც-–--–--ის მიერ გაფორმდა ხელშეკრულებები მცურავი საშუალებების მფლობელებთან, რომლითაც შპს ,,ბ---------------------–-------მა“ აიღო ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შესრულება გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. 2017 წლის 04 აპრილიდან დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ზ-----–--ე. დანიშვნის დღიდან მიმდინარეობს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე ზოგიერთ გემთმფლობელებთან სამართლებრივი დავა არსებული დავალიანების დაკისრების მიზნით. ხელშეკრულებების შესწავლის ეტაპზე გამოვლინდა ისეთი სახის ხელშეკრულებები, რომლითაც შეუძლებელი არის დადგინდეს მცურავი საშუალების მესაკუთრის ვინაობა იმ მიზნით, რომ მოხდეს მათთან დაკავშირება და არსებული ინფორმაციის მიწოდება. სწორედ აღნიშნულ ინფორმაციას ფლობს მოპასუხე სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი, რომელსაც 24.08.18 წელს წერილობით მიმართეს ზემოხსენებული ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, რაზედაც 30/08/2018 წელს მიიღეს უარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ინფორმაციის მიღებაზე უარი ეთქვა მოსარჩელეს ვინაიდან ეს ინფორმაცია შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. სანაპირო დაცვა არ აწარმოებს გემის რეგისტრაციას. სანაპირო დაცვას გემის დოკუმენტები და ინფორმაცია გააჩნია იმ შემთხვევაში, როდესაც გემი მოძრაობს საქართველოს საზღვაო სივრცეში. ყველა გემი, რომელიც ნაოსნობს საზღვაო სივრცეში აწვდის სანაპირო დაცვას შესაბამის დოკუმენტაციას და ინფორმაციას, რომ ყოველი დოკუმენტაცია ყოველწლიურად ახლდება და წინამდებარე დოკუმენტაცია კარგავს იურიდიულ ძალას. აქედან გამომდინარე მოპასუხესთან ინახება, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში არსებული დოკუმენტაცია. დღეის მდგომარეობით ვინაიდან წერილში მითითებული გემის მონაცემებით 2017-2018 წლებში არ განუხორციელებიათ ასეთი სახის გემებს საზღვაო სივრცეში ნაოსნობა აღნიშნული ინფორმაცია არ მოეპოვებათ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიძებნება.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 26 იანვრის Nს-28 ბრძანების შესაბამისად, ცნობად იქნა მიღებული საზოგადოების დირექტორის ინფორმაცია 2014 წელს გაწეული სამეურნეო საქმიანობის შესახებ და წლიური შედეგები. გათავისუფლდა შპს ,,ბ-----------------------------ის“ დირექტორი რ----- ზ----ე დაკავებული თანამდებობიდან. შპს ,,ბ-----------------------------ის“ საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქალაქ ბ------–-, ზ---------- პ-----ს ნ-----------–-ს ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონება, კერძოდ: ნ-----------–-ს ნაგებობები ღირებულებით 1 626 298 ლარი, ნ-----------–-ს ელექტროგაყვანილობა ღირებულებით 4170 ლარი, 3878 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ღირებულებით 1 230 102 ლარი.

 

3.2.2. 2016 წლის 20 მაისის ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ,,ბ---------------------–-------სა“ და მოტონავის ,,A---M-----ს“ გემის მფლობელ ფიზიკურ პირ რ----- ლ----–------–-- შორის დაიდო ხელშეკრულება. ხელშეკრულებაში მითითებული არ არის მოტონავის ,,A---M-----ს“ რეკვიზიტები.

 

3.2.3. 2016 წლის 21 ივნისის ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ,,ბ---------------------–-------სა“ და იახტა ,,S---------ის“ გემის მფლობელ კაპიტან R------- C------ E-------ს შორის დაიდო ხელშეკრულება. ხელშეკრულებაში მითითებული არ არის იახტა ,,S---------ის“ რეკვიზიტები.

 

3.2.4. 2016 წლის 01 მაისის ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ,,ბ---------------------–-------სა“ და მოტონავი ,,S-- W----ის“ გემის მფლობელ ფიზიკურ პირ ლ---- ბ-----ეს შორის დაიდო ხელშეკრულება. ხელშეკრულებაში მითითებული არ არის მოტონავი ,,S-- W----ის“ რეკვიზიტები.

 

3.2.5. შპს ,,ბ---------------------–-------ის“ 2018 წლის 24 აგვისტოს წერილის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ეცნობა, რომ შპს ,,ბ---------------------–-------ის“ დამფუძნებელი და 100 % წილის მფლობელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. შპს ,,ბ---------------------–------“ ახორციელებდა ნ-----------–-ს აკვატორიაში მცურავი საშუალებების განთავსებას. ორგანიზაციას გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები რიგ გემთმფლობელებთან რომელთა იდენტიფიცირება ვერ ხერხდება არასაკმარისი ინფორმაციის გამო. საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ეთხოვა ინფორმაცია, აღნიშნული პირების იდენტიფიცირებისათვის.

 

3.2.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 2018 წლის 30 აგვისტოს წერილის თანახმად, შპს ,,ბ---------------------–-------ს“ ეცნობა, რომ მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. საქართველოს კანონის ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მე-5 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა გახმაურება შეუძლებელია თვით ამ პირის თანხმობის ან სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

შპს ,,ბ---------------------–-------ის“ სასარჩელო მოთხოვნები: დაევალოს სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს გადასცეს მოსარჩელეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია მცურავ საშუალებებზე, კერძოდ, მცურავი საშუალებები: 1. S-- L---, 2. R------- C------ E------, 3. S-- W---, 4. A--- M---- და ო-–-- ტ-------, ან/და მათთან დაკავშირებულ ფიზიკურ (გემთმფლოებლებთან) პირებთან დაკავშირებით, ასევე, დაევალოს სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი გადასცეს მოსარჩელეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია მცურავ საშუალებებთან დაკავშირებულ მესაკუთრეებთან ფიზიკურ (გემთმფლობელებთან) პირებთან დაკავშირებული ინფორმაცია, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს დაევალოს: სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს გადასცეს მოსარჩელეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია მცურავ საშუალებებზე, კერძოდ, მცურავი საშუალებები: 1. S-- L---, 2. R------- C------ E------, 3. S-- W---, 4. A--- M---- და ო-–-- ტ-------, ან/და მათთან დაკავშირებულ ფიზიკურ (გემთმფლოებლებთან) პირებთან დაკავშირებით, ასევე, დაევალოს სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი გადასცეს მოსარჩელეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია მცურავ საშუალებებთან დაკავშირებულ მესაკუთრეებთან ფიზიკურ (გემთმფლობელებთან) პირებთან დაკავშირებული ინფორმაცია, არ დაკმაყოფილდეს.

 

მოსარჩელე თავისი მოთხოვნის საფუძვლად უთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. სხვისი კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის თაობაზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარადგენს შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პირის პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად. თანამდებობის პირის, აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის პერსონალური მონაცემები საჯაროა.

 

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ: ა) არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა; ბ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით; გ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად; დ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად; ე ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი; ვ ) კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა; ზ ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად; თ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).

 

მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სანაპირო დაცვა არ აწარმოებს გემის რეგისტრაციას. სანაპირო დაცვას გემის დოკუმენტები და ინფორმაცია გააჩნია იმ შემთხვევაში, როდესაც გემი მოძრაობს საქართველოს საზღვაო სივრცეში. ყველა გემი, რომელიც ნაოსნობს საზღვაო სივრცეში აწვდის სანაპირო დაცვას შესაბამის დოკუმენტაციას და ინფორმაციას, რომ ყოველი დოკუმენტაცია ყოველწლიურად ახლდება და წინამდებარე დოკუმენტაცია კარგავს იურიდიულ ძალას. აქედან გამომდინარე მოპასუხესთან ინახება, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში არსებული დოკუმენტაცია. დღეის მდგომარეობით ვინაიდან წერილში მითითებული გემის მონაცემებით 2017-2018 წლებში არ განუხორციელებიათ ასეთი სახის გემებს საზღვაო სივრცეში ნაოსნობა აღნიშნული ინფორმაცია არ მოეპოვებათ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შპს ,,ბ---------------------–-------ის“ სასარჩელო მოთხოვნები: დაევალოს სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს გადასცეს მოსარჩელეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია მცურავ საშუალებებზე, კერძოდ, მცურავი საშუალებები: 1. S-- L---, 2. R------- C------ E------, 3. S-- W---, 4. A--- M---- და ო-–-- ტ-------, ან/და მათთან დაკავშირებულ ფიზიკურ (გემთმფლოებლებთან) პირებთან დაკავშირებით, ასევე, დაევალოს სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი გადასცეს მოსარჩელეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია მცურავ საშუალებებთან დაკავშირებულ მესაკუთრეებთან ფიზიკურ (გემთმფლობელებთან) პირებთან დაკავშირებული ინფორმაცია, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმესთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ბ---------------------–-------ის“ სასარჩელო მოთხოვნები: დაევალოს სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს გადასცეს მოსარჩელეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია მცურავ საშუალებებზე, კერძოდ, მცურავი საშუალებები: 1. S-- L---, 2. R------- C------ E------, 3. S-- W---, 4. A--- M---- და ო-–-- ტ-------, ან/და მათთან დაკავშირებულ ფიზიკურ (გემთმფლოებლებთან) პირებთან დაკავშირებით, ასევე, დაევალოს სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი გადასცეს მოსარჩელეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია მცურავ საშუალებებთან დაკავშირებულ მესაკუთრეებთან ფიზიკურ (გემთმფლობელებთან) პირებთან დაკავშირებული ინფორმაცია, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (ქ.ფოთი, დ. აღმაშენებლის ქ.№3) მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე