განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1--------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
11 აპრილი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი დარახველიძე,სხდომის მდივანი ნათია კოპალიანი
ბრალდების მხარე
პროკურორი ლე------------ე
დაცვის მხარე
ადვოკატი- რო--------–---–ი
ბრალდებული: სა------------------–------ი;
დაბადების თარიღი: 2------------–------ წელი;
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;
პირადი N 0-----------
განათლება :საშუალო
ნასამართლობა: არმქონე,საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, უ------------------
სისხლის სამართლის საქმე 0-----------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი
ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობა რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
მა------------ა და შო----ი სა---ი 2010 წლიდან 2017 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ მათ ყავთ ორი საერთო შვილი. 2019 წლის 13 თებერვალს ღამის საათებში მა------------ას საცხოვრებელ ბინაში მდენარე ქ. თბილისი ვ---------–---------------------------------- ა-ში სტუმრად მივიდა ბრალდებული შვილების ნახვის მიზნით. აღნიშნულის შემდეგ მა------------ა შვილებთან და შო---- სა---თან ერთად გადავიდა მისი ძმის საცხოვრებელ სახლში მდებარე ვ---------–---------------------------------ში. მა------ა და სა---ს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რის შემდეგაც სა--- შო----იმ დატოვა მა------------ას ძმის საცხოვრებელი ბინა.
მა------------ა რამდენიმე საათში შვილებთან ერთად გადავიდა მის საცხოვრებელ ბინაში, სადაც მას დახვდა შო----ი სა---ი დანით ხელში და დაზარალებულს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულმა შეძლო შეეჩერებინა ბრალდებული და წაართვა დანა ამ დროს სა---მა მეორე მარცხენა ხელით მაგიდიდან აიღო სამზარეულო კოვზი რომლის ტარიც თავში კეფის არეში ჩაარტყა ძლიერად, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუტყდა თავი და წამოუვიდა სისხლი, შემდეგ მარცხენა ხელით ქაჩავდა თმებს და მუშტს ურტყამდა თავისა და სახის არეში. აღნიშნულის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი და---ლი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2019 წლის 03 აპრილს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ სა--- შო----ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს სა--- შო----იმ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინა---ბს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, სა--- შო----ის მიერ დანაშაულის ჩადენას უტყუარად ადასტურებს საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების: მა------------ას, თეი---------------ას, კა-------------ის, და--------------–---–ის, იო----------ს, და---ლ შო----ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ამოღებული ნივთები და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთ შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა სა--- შო----იმ ჩა---ინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
სა--- შო----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ის რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო რაც შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, საქმის მასალებით აღნიშნული არ დასტურდება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სა--- სო----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, წარსულ ცხოვრებას (მისი წარსული არაფრითაა შებღალული), პირად და ეკონომიკურ პირობებს, სა--- სო----ის აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ასევე იმ გარემოებას, რომ მეუღლეს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია, რის შედეგადაც მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია - მიღწევა შესაძლებელია მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლირების გარეშე, პირობითი მსჯავრის გამოყენებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
სა--- შო----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად პირობით ჩათვლილ სასჯელზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ სა--- შო----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
სა--- შო----ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
სა--- შო----ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 14 თებერვლიდან - 2019 წლის 11 აპრილის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ სა--- შო----ის დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
კოვზი-განადგურდეს
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი დარახველიძე