განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2019
საქმის ნომერი
330100118002690913
თარიღი
02.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმის N1/4----18

(N0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

02 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია რობაქიძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ------------–---–-,დაცვის მხარე: -ბრალდებული ი---- გ-------- ძე ბ----–---–ი დაბადებული 1----–-–-----------------ს, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: თ---–---------------–--------–---------------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------–------------–---------------------------------------------ში,ადვოკატი : - გ---–- მ--------ე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი;

სხდომის სახე - ღია;

აღწერილობით - სამოტივაციო

ნაწილი :

სასამართლომ დადგენილად ცნო:

 

2018 წლის 1------------, დაახლოებით 19:54 საათზე, ქ------–---------------–------------–-------------------------------------------- ი---- ბ----–---–მა მის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ნ----- ფ-–-–--ს დას ა------–-–--ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორივე ხელი დიდი ძალით მოჰკიდა ხელებში, რამდენჯერმე შეაჯანჯღარა და შემდეგ ხელი ჰკრა, რამაც დაზარალებულ ა------–-–--ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

დაზარალებულ ა------–-–--ს ჩვენებით დადგენილი გარემოებაა, რომ ი---- ბ----–---–ი არის მისი დის - ნ---- ფ-–-–--ს ქმარი. 2018 წლის 1-------------- ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე მათ შორის წარმოშობილი კამათი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. კერძოდ, ი---- ბ----–---–მა მთელი ძალით ხელი ჩაჭიდა მკლავებში, ხელი ჰკრა და მიაჯახა კედელს. მიუხედავად იმისა, რომ ი---- ბ----–---–ის ქმედებით დაზარალებულს დაზიანება არ მიუღია განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

გამომძიებელმა გ------- მ-----ემ დაადასტურა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტიკურობა და განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ მოწმის სახით იქნა გამოკითხული ბრალდებული, დაზარალებული, ი---- ბ----–---–ის მეუღლე - ნ----- ფ-–-–-- და მათი მეზობელი. დაზარალებულმა გამოკითხვისას დაადასტურა, რომ ურთიერთშელაპარაკების გამო ი---- ბ----–---–მა მასზე განახორციელა ძალადობა. სამედიცინო ექსპერტიზა არ დაუნიშნავს, რადგან რაიმე სახის დაზიანება ა------–-–--ს არ აღენიშნებოდა.

 

ბრალდებულმა ი---- ბ----–---–მა განმარტა, რომ მას ფიზიკური ძალადობის განზრახვა არ ჰქონია.

 

მხარეებმა საქმეზე წარდგენილი სხვა მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.

 

მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არც ერთ მტკიცებულებას არ გაჩნია წინასწარ დადგენილი ძალა და ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. ამასთან, საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისგან მოპოვებული დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებები.

 

საქმეზე უდავოდ ცნობილი დანაშაულის შესახებ შეტყობინების რეგისტრაციის N2------ ფურცლიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 1-------------- 20:04 საათზე, მოქალაქე მ----------–---–-- გააკეთა შეტყობინა იმის თაობაზე, რომ თბილისში, ვ---------–------------–---------------------------------------------ში ადგილი ჰქონდა ძალადობის ფაქტს.

 

მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარი მოწმე ნ---- ფ-–-–--ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 1-------------- ი---- ბ----–---–სა და მათ ოჯახში სტუმრად მყოფ ა------–-–--ს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება. მისმა მეუღლემ მოჰკიდა ხელი ა--- ორივე ხელში და რამდენიმეჯერ შეაჯანჯღარა, შემდეგ ხელი ჰკრა და უყვიროდა წასულიყო მისი სახლიდან.---- გავიდა მეზობლად მცხოვრებ მ----------–---–--ან და სთხოვა პოლიციის გამოძახება, რადგან თავად მობილური ტელეფონი არ ჰქონდა.

 

მოწმე მ----------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 1-------------- დაახლოებით 20:00 საათზე, მის საცხოვრებელ სახლში მივიდა დაახლოებით 20 წლამდე ასაკის უცნობი გოგონა, უთხრა, რომ მიაყენეს შურაცხყოფა, არ ჰქონდა ტელეფონი და სთხოვა პოლიციაში დაერეკა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის საკმარისია ადგილი ჰქონდეს ერთჯერად ძალადობის ფაქტს, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ფორმით იქნეს გამოხატული, მათ შორის ხელების ძლიერი მოჭერით. ამასთან, კანონსაწინააღმდეგო ქმედებას შედეგად უნდა მოჰყვეს პირის ფიზიკური ტკივილი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.

 

გამოკვლეულ და უდავო მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო თვლის, რომ დაზარალებულის ჩვენება თავსებადია გ------- მ-----ის ჩვენებასთან, ასევე ნ---- ფ-–-–--სა და მ----------–---–ის გამოკითხვის ოქმებთან და 112-ში შესული ინფორმაციით დადგენილ ფაქტებთან, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ი---- ბ----–---–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

საქმის მასალებით ი---- ბ----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ არის დადგენილი.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ი---- ბ----–---–ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი---- ბ----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით;

 

გაუქმდეს ი---- ბ----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და მის შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა და მსჯავრდებულ ი---- ბ----–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/