განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3---19
№------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 აპრილი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - თამთა გაჩეჩილაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ------- ჭ---------–ია
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ--------–---–ი, დაბადებული 1--- წლის 1------ი, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, არასრული განათლების მქონე, ქვრივი, ფაქტობრივად თბილისი, გ----------–--------------ში მცხოვრები.
ადვოკატი - თ---------- მ-------აძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:
ლ--------–---–ს ბრალი ედება, რომ ჩაიდინა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 4 ნოემბერს 1050 საათზე ლ--------–---–მა სატელეფონო საუბრისას ქონების განადგურებით დაემუქრა თბილისში, გ-–----–----------------------–--–------ში მყოფ ნ-----–- ქ-----–---–ს, რაც ამ უკანასკნელმა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მხარეთა მონაწილეობით მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულის ბრალეულობაში, კერძოდ ლ--------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----–- ქ-----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 4 ნოემბერს შვილთან - ჯ--- ს---------თან ერთად იმყოფებოდა სახლში გ-–----–----------------------–--–-------ში, რა დროსაც ტელეფონზე დაურეკეს ნაცნობი ტელეფონის ნომერით. ნომერი ეკუთვნის მისი შვილის ყოფილ მეგობარ ქალს ლ--------–---–ს, რომლითაც ჯ--- ს---------ს არაერთხელ დაურეკავს. ლ--------–---–ს პირადად არ იცნობდა, თუმცა იცოდა მისი და ჯ--- ს---------ის ურთიერთობის შესახებ, რომელიც ბოლო პერიოდში იყო დაძაბული, ლ--------–---–ის მიერ გაჩენილი ბავშვის გამო, რადგან ბრალდებულის განმარტებით ბავშვი ყავდა სხვა კაცისგან, ჯ--- ს---------ს კი ეჭვი ეპარებოდა და სურდა გაერკვია ახალდაბადებული ბავშვი იყო თუ არა მისი შვილი. ნ-----–- ქ-----–---–ს მოსაუბრემ უთხრა, რომ იყო ლ--------–---–ის და და იმ შემთხვევაში თუ ლ-- მოხვდებოდა ციხეში, ჯ--- ს---------იც წავიდოდა ციხეში, ამასთან სახლ-კარს მთლიანად გადაუბუგავდა. ნ-----–- ქ-----–---–მა უთხრა, რომ მისი ტელეფონი მიმდინარე საუბრებს იწერდა, რის შემდეგაც მოსაუბრემ გათიშა. მოწმემ განმარტა, რომ მუქარა მიიღო რეალურად და გაუჩნდა მისი შესრულების შიში, შესაბამისად დარეკა ,,112-ში“. მომხდარის შესახებ მოუყვა ასევე ქალიშვილს - ბ------ ქ-----–---–ს. მოწმემ განმარტა, რომ მოსაუბრე გაეცნო როგორც ლ--ს და, ვის ესაუბრა თავად არ იცის, მოსაუბრე ლ--, რომ ყოფილიყო სავარაუდოდ იცნობდა, მიუხედავად იმისა, რომ მასთან პირადად არასდროს უსაუბრია, შვილთან საუბრისას ესმოდა მისი მეტყველება, მოცემულ შემთხვევაში კი ამ უკანასკნელი ხმა და აქცენტი არ იყო.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ჯ--- ს---------მა განმარტა, რომ 2018 წლის 4 ნოემბერს დედასთან - ნ-----–- ქ-----–---–თან ერთად იმყოფებოდა სახლში - გ-–----–----------------------–--–-------ში, რა დროსაც დედამისმა მობილურ ტელეფონზე მიიღო ზარი ლ--------–---–ის მობილური ტელეფონის ნომრიდან, თუმცა მოსაუბრემ უთხრა, რომ იყო ლ--ს და. დაემუქრა - იმ შემთხვევაში თუ ლ--------–---–ს დაიჭერდნენ, გადაუწვავდნენ სახლს, მის შვილს - ჯ--- ს---------ს კი დააპატიმრებდნენ. ნ-----–- ქ-----–---–ი დაეუფლა შიშის გრძნობა, მითუფრო იმ პირობებში, როცა ის სახლში ხშირად იმყოფება მარტო, შესაბამისად მომხდარის შესახებ მოახსენა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს. მოწმემ განმარტა, რომ მომხდარ ფაქტამდე ლ--------–---–თან ჰქონდა ურთიერთობა, რა პერიოდში ეს უკანასკნელი დაორსულდა, პერიოდულად ბრალდებული ეუბნებოდა, რომ მისგან იყო ორსულად, პერიოდულად კი უარყოფდა ამ ფაქტს. ჯ--- ს---------ი ვარაუდობს, რომ ლ--------–---–მა გაყიდა ბავშვი. შესაბამისად 2018 წლის 2 ნოემბერს მიმართა სამართალდამცავ ორგანოს, თხოვნით დაედგინათ გაყიდა თუ არა ბრალდებულმა ბავშვი და არის თუ არა ის მისი შვილი. დღეის მდგომარეობით ბავშვი მოძიებულია ქალაქ ბათუმში და ელოდებიან დეენემის პასუხს, რათა დადგინდეს არის თუ არა აღნიშული ბავშვის მამა. მიმდინარე მოვლენების გამო ლ--------–---–ი შეშინებულია, სწორედ აქედან გამომდინარეობს მისი მხრიდან პასუხისგებაში მიცემის შიში და მუქარა. ბავშვს გაყიდვა თავად ბრალდებულმა დაუდასტურა, კერძოდ უთხრა, რომ გაყიდა 5 000 აშშ დოლარად. მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებული რეალურად სახლის დაწვის უფლებას ვერ მისცემდა თავის თავს. ზარი შევიდა ლ--------–---–ის ტელეფონის ნომრიდან, თუმცა ვინ ესაუბრა მისთვის უცნობია. ლ--ს დასთან არასდროს ჰქონია კავშირი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ------ ქ-----–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს დედასთან და ძმასთან ერთად გ-–----–----------------------–--–-------ში. 2018 წლის ნოემბერში დედის - ნ-----–- ქ-----–---–ის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ იცის დედისგან, თუმცა უშუალოდ სატელეფონო საუბრისას ნ-----–- ქ-----–---–თან ერთად არ იმყოფებოდა, ამიტომ პირადად არ უნახავს დედის რეაქცია მუქარაზე. ამასთან ამ უკანასკნელს შიშის გრძნობის შესახებ არაფერი უთქვამს, მხოლოდ მოუყვა ფაქტი - მის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ, რომელიც განხორციელდა ლ--------–---–ის ტელეფონის ნომრიდან, თუმცა მოსაუბრემ უთხრა, რომ იყო ლ--ს და. ჯ--- ს---------სა და ლ--------–---–ს შორის კონფლიქტი არის, ამ უკანასკნელის მიერ სავარაუდოდ მათი საერთო ბავშვის შესახებ, რომელიც ასევე სავარაუდოდ გაყიდულია. მოწმემ განმარტა, რომ ოჯახის წევრები გამომძიებლისგან გაფრთხილებულები იყვნენ, რომ ლ--------–---–ის მხრიდან კომუნიკაციისა თუ ნებისმიერი ურთიერთობის შესახებ უნდა ეცნობებინათ მათთვის, შესაბამისად ნ-----–- ქ-----–---–ი დაუკავშირდა პოლიციას.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ლ--------–---–მა არ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა და მოწმის სახით განმარტა, რომ ნ-----–- ქ-----–---–ს არ იცნობდა და პირადად არასდროს შეხვედრია, არ იცის სად ცხოვრობს. ნ-----–- ქ-----–---–ი მის ტელეფონის ნომერზე რეკავდა მხოლოდ მაშინ, როცა მისი შვილი ჯ--- ს---------ი - რჩებოდა ლ--------–---–თან სახლში და უნდოდა მოკითხვა. მოწმემ განმარტა, რომ ჯ--- ს---------თან ხშირად კამათობდა, რადგან ეს უკანასკნელი თხოვდა ფულს, ამასთან სესხის სახით მიცემული ჰქონდა 1600 ლარი. მისი შვილის მამა არ არის ჯ--- ს---------ი და ბავშვი იმყოფება ბიოლოგიურ მამასთან. ნ-----–- ქ-----–---–თან არც მას და არც მის დას არ დაურეკავს, შემთხვევის დროს იმყოფებოდა ცუდად, რადგან გაიგო, რომ ჯ--- ს---------მა პოლიციაში შეიტანა საჩივარი, ბავშვთან დაკავშირებით. მასთან სახლში კი იმყოფებოდნენ მეზობლები, ვინ ისარგებლა მისი ტელეფონით და დარეკა ნ-----–- ქ-----–---–თან არ იცის. დას 3 წლის მანძილზე არ ელაპარაკება და 2018 წლის 4 ნოემბერს მასთან არ იმყოფებოდა. ჯ--- ს---------თან არსებული კონფლიქტის შესახებ არავისთვის მოუყოლია.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ:
გამოძიების აღრიცხვის ბარათის თანახმად გამოძიების დაიწყო 2018 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2018 წლის 11 ნოემბრის შეტყობინების თანახმად - ინიციატორი ნ-----–- ქ-----–---–ი აცხადებს, რომ მის შვილის ყოფილი მეგობარი გოგო დაუკავშირდა და დაემუქრა სახლის გადაწვით, თუ მისი და ჩაჯდება ციხეში.
2018 წლის 29 დეკემბრის დათვალიერების ოქმის თანახმად 2018 წლის 29 დეკემბერს ნ-----–- ქ-----–---–თან ერთად დათვალიერდა მის მიერ განცხადების საფუძველზე წარდგენილი მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრის 5----------- შემავალ-გამავალი ზარების დეტალური ამონაწერი. აღნიშნული ამონაწერის თანახმად 2018 წლის 4 ნოემბრის 10:50:42 საათზე ტელეფონის ნომერ - 5----------- ფიქსირდება ლ--------–---–ის კუთვნილი ტელეფონის ნომრიდან - 5----------- შემავალი ზარი, რომლის ხანგრძლივობაა 37 წამი. დათვალიერებისას ნ-----–- ქ-----–---–მა განმარტა, რომ მითითებული ნომერი ეკუთვნის ლ--------–---–ს, რომელიც მას დაემუქრა სახლის გადაწვით.
2019 წლის 3 იანვრის დათვალიერების ოქმის თანახმად 2019 წლის 3 იანვარს ლ--------–---–თან ერთად დათვალიერდა მის მიერ განცხადების საფუძველზე წარდგენილი მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრის 5----------- შემავალ-გამავალი ზარების დეტალური ამონაწერი, ანძების მითითებით. აღნიშნული ამონაწერის თანახმად 2018 წლის 4 ნოემბრის 10:50:42 საათზე ტელეფონის ნომრიდან - 5----------- ფიქსირდება გამავალი ზარი ნომერზე - 5-----------, დამაკავშირებელი ანძა მითითებულია თბილისი ჯ-----–---–-------------. დათვალიერებისას ლ--------–---–მა განმარტა, რომ მითითებული ზარი მან განახორციელა მისი კუთვნილი ტელეფონის ნომრიდან ნ-----–- ქ-----–---–ის ნომერზე, რა დროსაც დაემუქრა სახლის დაწვით.
2018 წლის 29 დეკემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად დაზარალებულად იქნა ცნობილი ნ-----–- ქ-----–---–ი, რომელსაც მიადგა მორალური სახის ზიანი.
სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი (მოწმეების ჩვენებები) მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მიიღო ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან ლ--------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს, რომ ლ--------–---–მა ჩაიდინა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შესაბამისად მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში უნდა გამართლდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. იმავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ბრალდებულ ლ--------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.
სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებების თანახმად დადგინდა, რომ ლ--------–---–სა და ჯ--- ს---------ს პირველ ეტაპზე ჰქონდათ სასიყვარულო ურთიერთობა, რაც მოგვიანებით შეიცვალა კონფლიქტით, რომელიც მიმდინარეობდა ლ--------–---–ის მიერ გაჩენილი შვილის ბიოლოგიური მამობასთან დაკავშირებით ჯ--- ს---------ის ეჭვებით. რეალობის გარკვევის მიზნით ამ უკანასკნელმა მიმართა სამართალდამცავ ორგანოს.
ამ გარემოების პარალელურად საქმეზე გამოკვლეული ბრალდებულის და დაზარალებულის ტელეფონის ნომრების შემავლ-გამავალი ზარების დეტალური ნუსხითა და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 4 ნოემბერს ჯ--- ს---------ის დედის ნ-----–- ქ-----–---–ის მობილური ტელეფონის ნომერზე შევიდა ზარი ბრალდებულ ლ--------–---–ის მობილური ტელეფონის ნომრიდან, რომელიც დაზარალებულისათვის ცნობილი იყო, რადგან შვილს უკავშირდებოდა აღნიშნულ ნომერზე, როდესაც ის რჩებოდა ბრალდებულთან სახლში.
აღნიშნულის მიუხედავად სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ მტკიცდება უშუალოდ ვინ განახორციელა სატელეფონო კომუნიკაცია ნ-----–- ქ-----–---–თან, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულის განმარტებით მისთვის ცნობილი იყო ლ--------–---–ის ხმა, ტემბრი და აქცენტი და მოსაუბრე ლ--, რომ ყოფილიყო სავარაუდოდ იცნობდა.
შესაბამისად იმ დაშვების პირობებშიც თუ ადგილი ჰქონდა აღნიშნულ ფაქტს, სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება რომელიც პირდაპირ დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ბრალდებულის ტელეფონის ნომრით განხორციელებული ზარის დიალოგისას, რომლის ხანგრძლივობაც მხოლოდ 37 წამია საუბრობდა ბრალდებული და სწორედ მან განახორციელა ქონების განადგურების მუქარა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის შემადგენლობა სახეზეა, მაშინ როცა პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობით - სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით, ან/და ქონების განადგურებით, თანაც ისეთი ფორმით, რომ მუქარის ადრესატს უჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მართალია, სწორედ დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას და სხვა გარემოებებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არსებული, ან მოსალოდნელი საფრთხის რეალურ აღქმასთან დაკავშირებით, თუმცა დაზარალებულის დამოკიდებულების კუთხით მნიშვნელოვანია და მხედველობაშია მისაღები მუქარის განმახორციელებელი პიროვნების დადგენა, მისი დამოკიდებულება მუქარის ადრესატთან, მუქარის ხერხი და სხვა.
მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული საუბრობს იმ ფაქტზე, რომ ბრალდებულსა და მის შვილს ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა, რაც მომდინარეობდა მისი შვილის მიერ პოლიციაში შეტანილი განცხადებით ბრალდებულის წინააღმდეგ, რადგან ჰქონდა ეჭვი, რომ ამ უკანასკნელმა მათი საერთო შვილი გაყიდა. დაზარალებული ბრალდებულის პიროვნების შესახებ არ აკეთებს იმდაგვარი შეფასებებს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა დაზარალებულისათვის ბრალდებულის მხრიდან მუქარის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რეალურად განხორციელების საფუძვლიანი შიშის წარმოშობის შესახებ, ამ კუთხით დაზარალებული საუბრობს ზოგადი შეფასებებით - ,,ქალი, რომელიც შვილს გაყიდის ...“, იმდაგვარი გაგებით თითქოსდა ყველაფრის გამკეთებელია.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საუბრის ხანგრძლივობაზე და მიაჩნია, რომ მხარეებს შორის არსებულ ვითარებაში, დროის მოცემული ხანგრძლივობის პირობებში, რთულია ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანისათვის (არც მშიშარა და არც ძალიან გულადი) აღნიშნული მუქარა რეალურად აღქმადი და შიშის გამომწვევი ყოფილიყო.
გარდა ამისა მნიშვნელოვანია თავად ჯ--- ს---------ის შეფასებაც ამ კუთხით, რომ ბრალდებული თავის თავს ვერ მისცემდა მსგავსის გაკეთების - სახლის გადაწვის უფლებას, ასევე მოწმე ბ------ ქ-----–---–მა განმარტა, რომ სატელეფონო საუბრისას ნ-----–- ქ-----–---–თან ერთად არ იმყოფებოდა, შესაბამისად პირადად არ უნახავს დედის რეაქცია მუქარაზე ფაქტისას, თუმცა მოყოლისას ამ უკანასკნელს შიშის გრძნობის შესახებ არაფერი უთქვამს, მოუყვა მხოლოდ მის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ.
ცხადია იმ შემთხვევაში თუ სატელეფონო საუბრისას ნ-----–- ქ-----–---–ის მიმართ განხორციელდა მუქარა იმდაგვარად, რომ დაზარალებულს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში და ზოგადად იგრძნო შიში, ნ-----–- ქ-----–---–ი აუცილებლად მოუყვებოდა ქალიშვილს, რომელიც იმავე სახლში ცხოვრობდა, გარდა ამისა მნიშვნელოვანია ბ------ ქ-----–---–ის განმარტება და აღქმა დედის მიერ სამართალდამცავ ორგანოსათვის მიმართვასთან დაკავშირებით, კერძოდ მოწმემ განმარტა, რომ ოჯახის წევრები გამომძიებლისგან გაფრთხილებულები იყვნენ, რომ ლ--------–---–თან კომუნიკაციისა თუ ნებისმიერი ურთიერთობის შესახებ უნდა ეცნობებინათ მათთვის, შესაბამისად დედა დაუკავშირდა პოლიციას.
ამ მოცემულობიდან გამომდინარე 37 წამიანი სატელეფონო დიალოგის ფარგლებში ქონების განადგურების მუქარის შემცველი ფრაზების არსებობის შემთხვევაშიც კი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, მითუფრო პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან არა უბრალოდ მტკიცებულებათა ,,ფორმალური ერთობლიობა’’, არამედ საკმარისი, დამაჯერებელი, სარწმუნო, ურთიერთშეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობაა აუცილებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების შეფასებით, კი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად არ დასტურდება ის ფაქტი ნ-----–- ქ-----–---–ს დაურეკა ლ--------–---–მა, ამასთან ასეთის არსებობის შემთხვევაში აღნიშული სიტყვები იყო თუ არა ნ-----–- ქ-----–---–ისათვის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამომწვევი, რაც აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის სავალდებულო კრიტერიუმია.
ამდენად, სასამართლომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით, დადგენილად სცნო, რომ ბრალდებულ ლ--------–---–ი საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ--------–---–ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
2. ლ--------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
3. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი