განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100117001885629
#1/97-17 (№0-----------)
თელავის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 აპრილი 2019 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ზვიად შარაძემ
თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ---------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ--------------–---–ი - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ---–------------------------;
ბრალდებული - გ--–-------------–---–ი - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: გ--------------------------------------;
ადვოკატი - თ-----------------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2015 წლის 25 ნოემბერს გ--–-------------–---–მა დაარეგისტრირა შპს „---–-- (ს/ნ 4--------), რომელიც სხვადასხვა ჯართის მიმღები პუნქტების საშუალებით ახდენდა ჯართის შესყიდვას ფიზიკური პირებისაგან და მის შემდგომ მიწოდებას ახორციელებდა შპს „ჯ--------–ზე“.
გ--–-------------–---–მა დ--------------–---–თან და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად განიზრახა სახელმწიფოს ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, კერძოდ გადაწყვიტეს, რომ დაემზადებინათ ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, სადაც მიუთითებდნენ, რომ თითქოს ფიზიკური პირებისგან შესყიდული ჯართი შპს „ჩ--–-ს“ შეძენილი ჰქონდა მათ მიერვე მართული ფირმებისგან, ფიქტიური გარიგების ამსახველი ჩათვლის დოკუმენტების - საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე შპს „---–-- მოახდენდა დღგ-ს უკანონო ჩათვლას და აღნიშნული ქმედებით თავს აარიდებდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დღგ-ს გადახდას. ხოლო მათ მიერ მართულ საწარმოებს დღგ-ს თანხა დავალიანებაში დაერიცხებოდათ, რომლის გადახდასაც არ მოახდენდნენ. აღნიშნული სქემის გამოყენებით კი, გ--–-------------–---–ი, დ--------------–---–ი და რამდენიმე დაუდგენელ პირი მოტყუებით მოახდენდნენ სახელმწიფოს ქონებრივ დაზიანებას, რადგან ერთის მხრივ უკანონოდ შეიმცირებდნენ გადასახდელ დღგ-ს თანხას, ხოლო მეორეს მხრივ შპს-ები აღარ მოახდენდნენ დარიცხული დავალიანების გადახდას, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგებოდა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გადაუხდელი თანხის სახით.
დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, უსაბუთოდ შეძენილი ჯართის შპს „ჩ--–-ზე“ რეალიზაციის დაფიქსირების მიზნით გ--–-------------–---–მა დ--------------–---–თან და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად დაამზადა და გამოიყენა რამდენიმე ასეული ყალბი ელექტრონული საგადახასადო ანგარიშ-ფაქტურა და შესაბამისი ზედნადებები, სადაც დაფიქსირებულია რომ თითქოსდა სხვადასხვა დროს შპს „ჩ--–-მ“ შპს-ებისაგან - მათ შორის დ--------------–---–ის ფირმებისგან შპს „ე-–--------სგან“ და შპს „ნ---------ისგან“ შეიძინა სხვადასხვა ოდენობის ჯართი.
კერძოდ, შპს „ე-–--------ს“ (ს/ნ 2--------) სახელით დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მათ შორის N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე-------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე--------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------ და შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები რომლის მიხედვითაც შპს „ე-–-------ს“ შპს „ჩ--–-------“ გაწერილი აქვს 416 282 ლარის ღირებულების ჯართი, საიდანაც დღგ-ის თანხა შეადგენს 63 500 ლარს, რომლის უკანონო ჩათვლა მიიღო შპს „ჩ--–-მ“, ხოლო შპს „ჩ--–-ს“ სახელზე საწარმოდან გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებითა და სასაქონლო ზედნადებებით, მიწოდებულად ნაჩვენები საქონლის ღირებულებიდან დღგ-ს გადასახადი თანხა შეადგენს 63 501 ლარს;
ასევე, შპს „ნ---------ს“ (ს/ნ 2--------) სახელით დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მათ შორის N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------ და შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვითაც შპს „ნ--------“-ს შპს „ჩ--–-------“ გაწერილი აქვს 1 759 196 ლარის ღირებულების ჯართი, საიდანაც დღგ-ის თანხა შეადგენს 213 747 ლარს, რომლის უკანონო ჩათვლა მიიღო შპს „ჩ--–-მ“, ხოლო შპს „ჩ--–-ს“ სახელზე საწარმოდან გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებითა და სასაქონლო ზედნადებებით, მიწოდებულად ნაჩვენები საქონლის ღირებულებიდან დღგ-ს გადასახადი თანხა შეადგენს 268 352 ლარს;
ასევე, შპს „გ-------ს“ (ს/ნ 4--------) სახელით დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: მათ შორის N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------ და შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვითაც შპს „გ-------ს“ შპს „ჩ--–-------“ გაწერილი აქვს 561 906 ლარის ღირებულების ჯართი, საიდანაც დღგ-ის თანხა შეადგენს 32 983 ლარს, რომლის უკანონო ჩათვლა მიიღო შპს „ჩ--–-მ“, ხოლო შპს „ჩ--–-ს“ სახელზე საწარმოდან გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებითა და სასაქონლო ზედნადებებით, მიწოდებულად ნაჩვენები საქონლის ღირებულებიდან დღგ-ს გადასახადი თანხა შეადგენს 85 714 ლარს;
შპს „ლ----ს“ (ს/ნ 4--------) სახელით დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მათ შორის N--------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე-------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------ და შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვითაც შპს „ლ----ს“ შპს „ჩ--–-------“ გაწერილი აქვს 1 534 619 ლარის ღირებულების ჯართი, საიდანაც დღგ-ის თანხა შეადგენს 232 972 ლარს, რომლის უკანონო ჩათვლა მიიღო შპს „ჩ--–-მ“, ხოლო შპს „ჩ--–-ს“ სახელზე საწარმოდან გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებითა და სასაქონლო ზედნადებებით, მიწოდებულად ნაჩვენები საქონლის ღირებულებიდან დღგ-ს გადასახადი თანხა შეადგენს 234 094 ლარს;
აღნიშნული საწარმოებიდან შპს „---–---ს მიერ მიღებულმა დღგ-ს ჩათვლამ საერთო ჯამში შეადგინა 543 202 ლარი;
ამასთან, შპს „გ----ს“ (ს/ნ 4--------) სახელით დაამზადეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვითაც შპს „გ----ს“ შპს „ჩ--–-------“ გაწერილი აქვს 65 319 ლარის ღირებულების ჯართი, შპს „ჩ--–-ს“ სახელზე საწარმოდან გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებითა და სასაქონლო ზედნადებებით, მიწოდებულად ნაჩვენები საქონლის ღირებულებიდან დღგ-ს გადასახადი თანხა შეადგენს 9 964 ლარს;
ასევე, შპს „ა--–---ს“ სახელით დაამზადეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვითაც შპს „ა--–--ს“ შპს „ჩ--–-------“ გაწერილი აქვს 1 558 200 ლარის ღირებულების ჯართი, შპს „ჩ--–-ს“ სახელზე საწარმოდან გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებითა და სასაქონლო ზედნადებებით, მიწოდებულად ნაჩვენები საქონლის ღირებულებიდან დღგ-ს გადასახადი თანხა შეადგენს 237 691 ლარს;
ზემოაღნიშნული საწარმოებიდან შპს „ჩ--–-ს“ სახელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებითა და სასაქონლო ზედნადებებით, მიწოდებულად ნაჩვენები საქონლის ღირებულებიდან საწარმოების მიერ დღგ-ს გადასახადი თანხა საერთო ჯამში შეადგენს 899 316 ლარს;
შესაბამისად, დგინდება, რომ ფიქტიური გარიგების ამსახველი ჩათვლის დოკუმენტების - საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე შპს „ჩ--–-მ“ მოახდინა დღგ-ს უკანონო ჩათვლა, ხოლო დანარჩენ შპს-ებს დღგ-ს თანხა დავალიანებაში დაერიცხა, რომლის გადახდაც, შემუშავებული გეგმის მიხედვით, არ მომხდარა. აღნიშნული ფიქტიური გარიგების საფუძველზე, დღგ-ს ჩათვლის დოკუმენტში - საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში - ყალბი მონაცემების დაფიქსირებით და მისი შემდგომი გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა:
გ--–-------------–---–მა დ--------------–---–თან და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად ჯგუფურად დაამზადეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, სადაც მიუთითეს, რომ ფიზიკური პირებისგან შესყიდული ჯართი შპს „ჩ--–-ს“ შეძენილი ჰქონდა მათ მიერვე მართული ფირმებისგან, კერძოდ:
შპს „ე-–--------ს“ (ს/ნ 2--------) სახელით დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მათ შორის N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე-------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე--------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------ და შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები რომლის მიხედვითაც შპს „ე-–-------ს“ შპს „ჩ--–-------“ გაწერილი აქვს 416 282 ლარის ღირებულების ჯართი;
შპს „ნ---------ს“ (ს/ნ 2--------) სახელით დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მათ შორის N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------ და შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვითაც შპს „ნ--------“-ს შპს „ჩ--–-------“ გაწერილი აქვს 1 759 196 ლარის ღირებულების ჯართი;
შპს „გ-------ს“ (ს/ნ 4--------) სახელით დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: მათ შორის N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------ და შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვითაც შპს „გ-------ს“ შპს „ჩ--–-------“ გაწერილი აქვს 561 906 ლარის ღირებულების ჯართი;
შპს „ლ----ს“ (ს/ნ 4--------) სახელით დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მათ შორის N--------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე-------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------ და შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვითაც შპს „ლ----ს“ შპს „ჩ--–-------“ გაწერილი აქვს 1 534 619 ლარის ღირებულების ჯართი;
შპს „გ----ს“ (ს/ნ 4--------) სახელით დაამზადეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვითაც შპს „გ----ს“ შპს „ჩ--–-------“ გაწერილი აქვს 65 319 ლარის ღირებულების ჯართი;
შპს „ა--–---ს“ სახელით დაამზადეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვითაც შპს „ა--–--ს“ შპს „ჩ--–-------“ გაწერილი აქვს 1 558 200 ლარის ღირებულების ჯართი;
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ხ-----–-----–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ იგი ახორციელებდა შპს „ჩ--–-ს“ ჯართის ტრანსპორტირებას, კერძოდ თელავიდან მიქონდა ქ. რუსთავში. მოწმის განმარტებით, შპს „ჩ--–-ს“ დირექტორმა გ--–-------------–---–მა მას სთხოვა, რომ მისივე მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს თელავის რაიონის სოფელ შ--–-----ში, განახორციელებდა ჯართის მიღებას, კერძოდ მოსახლეობიდან ჩაიბარებდა ჯართს. ამის შემდეგ გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება შპს „ჩ--–-სთან“, რის შემდეგაც დაიწყეს ჯართის მიღება. მოწმის განმარტებით ჯართს უშუალოდ იბარებდა მენეჯერი ზ-----------------–---–ი. მოწმის ჩვენებიდ დგინდება, რომ ისინი ჯართს იბარებდნენ მოსახლეობისაგან და როდესაც დაგროვდებოდა გარკვეული რაოდენობა აღნიშნულს აცნობედნენ გ--–-------------–---–ს, რის შემდეგ ხდებოდა ჯართის ტრანსპორტირება. მოწმის განმარტებით ჯართის მიმღებ პუნქტში ჯართს აბარებდა მხოლოდ მოსახლეობა და იურიდიულ პირებთან შეხება არ ქონიათ.
გ------------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ მუშაობს თელავის რაიონის სოფელ ი---–----ში ჯართის მიმღებ პუნქტში, სადაც იბარებს შავი ლითონის ჯართს და გადამუშავების მიზნით აგზავნის რუსთავში. მოწმის განმარტებით ჯართის მიმღები კომპანია არის შპს „---–--, რომლის დირექტორიც არის გ--–-------------–---–ი. მოწმის განმარტებით შპს „---–-- ი---–----ს მიმღებ პუნქტში ჯართს იბარებდა მოსახლეობისაგან და კომპანიებისგან ჯართი არ მიუღიათ.
თ------------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 17 წელია აწარმოებს ჯართის მიღებას. მოწმის განმარტებით იგი ასევე ახორციელებდა ჯართის მიღებას შპს „ჩ--–-ს“ სახელით. კერძოდ შპს „ჩ--–-ს“ სახელით, რომლის დირექტორიც იყო გ--–-------------–---–ი, მხოლოდ მოსახლეობისგან იბარებდა ჯართს, რაც შემდეგ მძღოლს მიქონდა რუსთავში.
ზ-----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2016 წელს მას გ--–-------------–---–მა შესთავაზა, რომ დააფინანსებდა და მისთვის დაემზადებინა ჯართი, რაზეც განუცხადა თანხმობა, გააფორმეს ხელშეკრულება და დაიწყეს ჯართის მიღება თელავის რაიონის სოფელ შ--–-----ში. მოწმის განმარტებით აღნიშნული ტერიტორია ეკუთვნის ხ-----–-----–---–ს. მოწმის განმარტებით ისინი შპს „ჩ--–-ს“ სახელით, მოსახლეობისგან იბარებდნენ ჯართს, ხოლო გარკვეული რაოდენობის დაგროვების შემდეგ აგზავნიდნენ რუსთავში. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ მათ იურიდიული პირებისაგან ჯართი არ ჩაუბარებიათ.
ი----------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ ყავს „ზილის“ მარკის სატვირთო ავტომანქანა, რომლითაც გადააქვს ჯართი. მოწმის განმარტებით მან მხოლოდ ორ რეისად საკუთარი ჯართი შეიტანა ქარხანაში, მისი მეგობრის კომპანიის სახელით, რადგან ქარხანა ფიზიკური პირებისგან ჯართს არ იბარებდა.
ზ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ ა-–-------------------–---–ის ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით A--------, რომლის მძღოლიც არის თავად, რუსთავში გადააქვს ჯართი. მოწმის განმარტებით ა-–-------------------–---–ს გურჯაანში აქვს ჯართის მიმღები პუნქტი და ამ პუქტიდან გადაქონდა ჯართი. მოწმემ აჩვენა, რომ ა-–-------------------–---–ი ჯართს იბარებს მხოლოდ მოსახლეობისაგან და მას შპს ,,ლ----ს“, შპს ,,ჩ--–-ს“, შპს ,,ნ-------“, შპს ,,გ-------“ შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს, შესაბამისად მათვის მომსახურება არ გაუწევია.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ა-–-------------------–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ იგი ჯართს იბარებდა მხოლოდ ფიზიკური პირებისაგან და მას იურიდიული პირებისგან ჯართი არ შეუსყიდია. მოწმის განმარტებით მიღებულ ჯართს იგი შპს „ტ---ს“ სახელით შემდეგ აბარებდა შპს „ჯ--------–ში“, სადაც ხსენებული ტვირთი გადაჰქონდა მისივე კუთვნილი A-------- სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანით, რომლიც მძღოლიც იყო ზ--------------–---–ი. მოწმის განმარტებით ხსენებული ავტომანქანით სხვა კომპანიის სახელით ჯართი არ გადაუზიდავთ.
ზ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ საკუთარი ,,კამაზის“ მარკის ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით A------ ეწევა ტვირთების გადაზიდვას, მათ შორის გადააქვს ჯართი. მოწმის განმარტებით იგი დგას „ბირჟაზე“, სადაც მასთან მიდიან კლიენტები და უკვეთავენ ტვირთის გადაზიდვას, ხოლო დოკუმენტი იწერება ელექტრონულად. მოწმემ აჩვენა, რომ შპს ,,ე-–--------ს“, შპს ,,ჩ--–-ს“, შპს ,,გ-------ს“ შესახებ არაფერი სმენია და არც ამ ფირმების ხელმძღვანელებთან გ--–-------------–---–თან და დ--------------–---–თან ქონია რაიმე საქმიანი ურთიერთობა.
ბ--–---------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ ქ. თ--–--–- ს------------------------------- საკუთრებაში აქვს ტერიტორია, რომელიც იჯარით გადაცემული ქონდა შპს „ჩ--–-------“, რომლის დირექტორიც იყო გ--–-------------–---–ი, სადაც ფუნქციონირებდა ჯართის მიმღები პუნქტი.
დ------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ თელავის რაიონის სოფელ ი---–----ში აქვს ტერიტორია. მოწმის განმარტებით მას ხ-----–-----–---–მა სთხოვა, რომ გარკვეული ტერიტორია ეთხოვებინა მისთვის, რაზეც დათანხმდა და ხსენებულ ადგილზე ფუნქციონირებდა ჯართის მიმღები პუნქტი. მოწმის განმარტებით, მას არ ახსოვს ხსენებული ტერიტორია იჯარით იყო თუ არა გადაცემული შპს „ჩ--–-------“, ამასთან მას აღნიშნული ტერიტორიის გადაცემისთვის ანაზღაურება არ მიუღია, რადგან ხ-----–-----–---–თან არსებული შეთანხმებით, მას ანაზღაურების გარეშე უნდა ეთხოვებინა ტერიტორია სადაც გაიხსნებოდა ჯართის მიმღები პუნქტი.
ი------–-----–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ მისი კუთვნილი ,,MAN“–ის ფირმის სატვირთო ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით X------ 2016 წელს ახორციელებდა ჯართის გადაზიდვებს საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიიდან. მოწმის განმარტებით კახეთიდან ჯართი გადაქონდა მხოლოდ ი---–----სა და თ--–--–- სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბაზებიდან, სადაც ჯართს აბარებდა მოსახლეობა. მოწმის განმარტებით მას მომსახურება გაწეული აქვს შპს „ჩ--–-------“, რომლის დირექტორიც არის გ--–-------------–---–ი, რაც შეეხება შპს ,,გ-------ს“, შპს ,,ნ---------ს“, შპს ,,ე-–--------ს“, შპს ,,ლ----ს“ შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.
ო-------------ემ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ ჭ-------–- მას ქონდა ტერიტორია, რომელიც იჯარით გადასცა შპს „ჩ--–-ს“, რომლის დირექტორის იყო გ--–-------------–---–ი. მოწმის განმარტებით ხსენებულ ტერიტორიაზე გახსნილი იყო ჯართის მიმღები პუნქტი, სადაც მასთან ერთად დასაქმებული იყო ა-----------–---–ი. მოწმემ აჩვენა, რომ ხსენებულ ჯართის მიმღებ პუნქტში ჯართს იბარებდნენ მხოლოდ მოსახლეობისაგან, ხოლო სასაქონლო ზედნადებებს ელექტრონულად წერდა გ--–-------------–---–ი. მოწმემ ასევე განმარტა, შპს ,,ნ---------ის“, შპს ,,ე-–--------ს“, შპს ,,გ----ს“ შესახებ არაფერი სმენი და მათგან ჯართი არ შეუძენია.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ა-----------–---–მა.
ზ------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2016 წლის პერიოდში ჩართული იყო ჯართის ბიზნეს საქმიანობაში და შეხება ქონდა ბევრ კომპანიასთან, ხოლო შპს „---–-- არ ახსოვს. მოწმის განმარტებით იგი იცნობს გ--–-------------–---–ს, რომელთანაც ქონდა საქმიანი ურთიერთობა ჯართის ბიზნესთან დაკავშირებით. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ შპს ,,გ----ს“, შპს ,,ნ---------ის“, შპს ,,ე-–--------ს“, შპს ,,ა--–---ს“ და შპს ,,ლ----ს“ შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს, არასოდეს გადაკვეთილა მათი საქმიანი გზები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა ი-–---------------–---–მა, ვ------------–--ემ, გ---------------–---–მა, დ---------------ემ, დ------------–---–მა, გ----------------–---–მა, დ--------------–---–მა და ი----------------–მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულებმა გ--–-------------–---–მა და დ--------------–---–მა თავი ნაწილობრივ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ სრულად აღიარეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ითხოვეს გამართლება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ გ--–-------------–---–ისა და დ--------------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ყალბი საგადასახადო დოკუმენტის და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი. დანაშულის ობიექტური მხარე გამოიხატება საგადასახადო და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადებაში და მის გამოყენებაში. ხსენებული დოკუმენტის დამზადებაში იგულისხმება, როგორც ნაწილობრივი გაყალბება, ისე მთლიანი ყალბი დოკუმენტის დამზადება. რაც შეეხება გასაღებას, იგი მდგომარეობას, როგორც მის უშუალო გამოყენაში ნებისმიერ საანგარიშსწორებო ოპერაციაში, ასევე მის გადაცემას ნებისმიერი პირისათვის. მოცემული დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს იგივე ქმედებას ჩედენილს ჯრუფურად.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდაოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ--–-------------–---–მა დ--------------–---–თან და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად ჯგუფურად დაამზადეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, სადაც მიუთითეს, რომ ფიზიკური პირებისგან შესყიდული ჯართი შპს „ჩ--–-ს“ შეძენილი ჰქონდა მათ მიერვე მართული ფირმებისგან, კერძოდ: შპს „ე-–--------ს“ (ს/ნ 2--------) სახელით დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მათ შორის N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე-------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე--------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------ და შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები რომლის მიხედვითაც შპს „ე-–-------ს“ შპს „ჩ--–-------“ გაწერილი აქვს 416 282 ლარის ღირებულების ჯართი;
შპს „ნ---------ს“ (ს/ნ 2--------) სახელით დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მათ შორის N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------ და შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვითაც შპს „ნ--------“-ს შპს „ჩ--–-------“ გაწერილი აქვს 1 759 196 ლარის ღირებულების ჯართი;
შპს „გ-------ს“ (ს/ნ 4--------) სახელით დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: მათ შორის N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------ და შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვითაც შპს „გ-------ს“ შპს „ჩ--–-------“ გაწერილი აქვს 561 906 ლარის ღირებულების ჯართი;
შპს „ლ----ს“ (ს/ნ 4--------) სახელით დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მათ შორის N--------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე-------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------; N ე------------ და შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვითაც შპს „ლ----ს“ შპს „ჩ--–-------“ გაწერილი აქვს 1 534 619 ლარის ღირებულების ჯართი;
შპს „გ----ს“ (ს/ნ 4--------) სახელით დაამზადეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვითაც შპს „გ----ს“ შპს „ჩ--–-------“ გაწერილი აქვს 65 319 ლარის ღირებულების ჯართი;
შპს „ა--–---ს“ სახელით დაამზადეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვითაც შპს „ა--–--ს“ შპს „ჩ--–-------“ გაწერილი აქვს 1 558 200 ლარის ღირებულების ჯართი.
რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოტყუებაში, რის შედეგად მესაკუთრეს ქონებრივი ზიანი ადგება. საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის დროს გამოყენებული მოტყუება გამორიცხავს მესაკუთრისათვის იმ ქონების მიღებას, რაც მას უნდა მიეღო. ამასთან დამნაშავე უკანონოდ იყენებს მითვის მინდობილ ქონებას, ითვისებს იმ შემოსავალს, რაც უდა გადაეცა მესაკუთრისათვის, ან თავს არიდებს მესაკუთრისათვის მის გადაცემას. ხსენებული დანაშაულის ჩადენის დროს პირი თავის სასარგებლოდ იყენებს იმ სიკეთეს, რაც უნდა შესულიყო მის კანონიერ მფლობელთან. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნებია: იგივე ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ასევე დიდი ოდენობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ყურადღებით იქნა მოსმენილი, შეფასებული და გაანალიზებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდაოდ გამხდარ და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გ--–-------------–---–ისა და დ--------------–---–ის ქმედებაში არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ, თავად ბრალდების მხარე მიუთითებს დანაშულის ჩადენის მიზანზე. კერძოდ დადგენილებაში მითითებულია, რომ გ--–-------------–---–ი და დ--------------–---–ი იმ მიზნით ამზადებდნენ და იყენებდნენ ყალბ სხვა საგადასახადო დოკუმენტებს, რაც თავადაც არ გაუხდიათ სადაოდ, რომ მათი ორგანიზაციების მიერ არ მომხდარიყო ბიუჯეტში დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდა. შესაბამისად დანაშაულის ჩადენის მიზანს, რასაც თავად ბრალდების მხარეც ედავება ბრალდებულებს წარმოადგენდა ბიუჯეტისთვის გადასახადის გადახდისაგან თავის არიდება. რაც შეეხება თავად დამატებული ღირებულების გადასახადს, იგი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადს. ამასთან საგულისხმოა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლით დასჯადია დიდი ოდენობით გადასახადისაგან თავის არიდება. შესაბამისად კანონმდებელმა სისხლის სამართლის კოდექსში გამოყო სპეციალური ნორმა, რითაც დაარეგულირა და ცალკე დასჯადად გამოაცხადა ისეთი ქმდება, რაც უშუალოდ დაკავშირებულია გადასახადის თავის არიდებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე თავისი შინაარსით შესაძლოა გ--–-------------–---–ისა და დ--------------–---–ის ქმედებებში არსებობდეს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები, მაგრამ ისეთი ქმედება, რაც დაკავშიერებულია გადასახადის გადახდის თავის არიდებასთან, იგი დარეგულირებულია სპეციალური ნორმით. აღნიშნულზე კი სასამართლო განმარტავს, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სპეციალური ნორმები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანალოგიით. შესაბამისად გ--–-------------–---–ი და დ--------------–---–ი უნდა გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნტით წარდგენილ ბრალდებაში.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ--–-------------–---–მა და დ--------------–---–მა ჩაიდინეს ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ--–-------------–---–ს და დ--------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების გ--–-------------–---–ისა და დ--------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ--–-------------–---–ს და დ--------------–---–ს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 270-ე, 271-274-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ--–-------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
გ--–-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 19000 (ცხრამეტი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ--–-------------–---–ს 2016 წლის 21 დეკემბრიდან 2017 წლის 13 ივნისის პერიოდში პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 9000 (ცხრა ათასი) ლარით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
დ--------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
დ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დ--------------–---–ს 2017 წლის 24 თებერვლიდან 2017 წლის 8 მარტის პერიოდში პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1000 (ათასი) ლარით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
დ--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას დ--------------–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 მარტის განჩინებით 20000 (ოცი ათასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ დ----------–-–---–ის (პირადი №3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: N------------.
გ--–-------------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
CD დისკი, შემოსავლების სამსახურიდან გადმოგზავნილი დოკუმენტაცია, ხ-----–-----–---–ის, თ------------------–---–ის, გ------------------–---–ის, ზ-----------------–---–ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, შპს „გ----დან“ ამოღებული დოკუმენტები, სატელეკომუნიკაციო კომპანიებიდან და ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
გ--–-------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ხელჩანთა, ნოუთბუქი, დამტენი, საფულე მასში მოთავსებული ფულადი თანხით, სამაჯური, ბეჭდები, საათი, პასპორტი, ჩასხდომის ბილეთი, მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
დ--------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საფულე, ფულადი თანხა, ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა, იარაღის მოწმობები, მართვის მოწმობა, პლასტიკური ბარათები, სავიზიტო ბარათები, ბეჭედი, სამაჯური, გასაღები, მობილური ტელეფონები, სიმ-ბარათები, ჯვარი, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზვიად შარაძე