გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310019002926793
№3-156/19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 აპრილი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე - გი------ ბო-–----ე
- ბა------ ბო-–----ე
წარმომადგენელი - პა---- ბო-–----ე
მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილება
წარმომადგენელი - ა---- ქა------ე
მოპასუხე (მესამე პირი) - ნ---- კე---–--ე
წარმომადგენელი - მა------- მა----–--ე
დავის საგანი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ა---- ქა------ის მიერ 2019 წლის 29 მარტს გამოცემული №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.გი------ ბო-–----ემ სასარჩელო განცხადებით მომართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას (საქმე N3-1--/19), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილების მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ა---- ქა------ის მიერ 2019 წლის 29 მარტს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
1.2.ბა------ ბო-–----ემ სასარჩელო განცხადებით მომართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას (საქმე N3-1--/19), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილების მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ა---- ქა------ის მიერ 2019 წლის 29 მარტს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
1.3.სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის საოქმო განჩინებით, N3-1--/19 ადმინისტრაციული საქმის წარმოება, გი------ ბო-–----ის სარჩელისა გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილების მიმართ და N3-1--/19 ადმინისტრაციული საქმის წარმოება, ბა------ ბო-–----ის სარჩელისა გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილების მიმართ, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე, გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი - N3-1--/19.
თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
გი------ ბო-–----ე და ბა------ ბო-–----ე არიან ოჯახის წევრები, მამა-შვილი.
2019 წლის 29 მარტს, ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ა---- ქა------ის მიერ გი------ ბო-–----ისა და ბა------ ბო-–----ის მიმართ გამოიცა №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერები.
N0----- და №0----- შემაკავებელი ორდერების შესაბამისად, ნ---- კე---–--ის მიმართ, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ფსიქოლოგიურ ძალადობას ყოფილი მეუღლის და მამამთილის მხრიდან.
2016 წლის 05 სექტემბერს, გი------ ბო-–----ესა და ნ---- კე---–--ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით, მათ ჰყავთ საერთო შვილი, ემ--–- ბო-–----ე. ნ---- კე---–--ე გაუგებარი მიზეზით წინააღმდეგია მისი შვილი მოინახულონ ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრებმა, ამ გარემოების გამო გი------ ბო-–----ემ შუამდგომლობით მომართა სასამართლოს არასრულწლოვანი შვილის, ემ--–- ბო-–----ის ნახვის დღეების განსაზღვრასთან დაკავშირებით, დროებითი განჩინების გამოცემის შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 მარტის N2-5--/2019 განჩინებით, გამოიცა დროებითი განკარგულება, რომლის შესაბამისად, გი------ ბო-–----ეს, ბა------ ბო-–----ესა და ფა----- ბო-–----ეს მიეცათ უფლება შვილის/შვილიშვილის ემ--–- ბო-–----ის (პ/ნ 61---------, დაბ. 10.08.2016) ნახვისა თავისთან წაყვანის უფლებით, ყოველი კვირის შაბათს და კვირა დღეს, 12.00 საათიდან 16.00 საათამდე, დედასთან - ნ---- კე---–--ესთან იმავე დღეს მოყვანის - დაბრუნების ვალდებულებით. სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილების მიუხედავად, ნ---- კე---–--ე ყოფილ მეუღლეს და მის მშობლებს არ აძლევს შვილის ნახვის საშუალებას, რის გამოც მოსარჩელე მხარემ განჩინების იძულებით აღსასრულებლად მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს.
იძულებითი აღსრულების პროცესით გაღიზიანებულმა ნ---- კე---–--ემ მიმდინარე წლის 06 თებერვალს გამოიგონა ტყუილი, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები შეიყვანა შეცდომაში, ყოფილ მეუღლესა და მისი ოჯახის წევრებს დააბრალა ფსიქოლოგიური ზეწოლა და მუქარა, რაც გახდა გი------ ბო-–----ისა და ბა------ ბო-–----ის მიმართ შემაკავებელი ორდერების გამოცემის საფუძველი.
ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილებას არ მოეპოვება არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გი------ ბო-–----ისა და ბა------ ბო-–----ის მხრიდან ნ---- კე---–--ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელებას.
გი------ ბო-–----ეს ყოფილ მეუღლესთან აქვს დაძაბული ურთიერთობა და უთანხმოება, მათ შორის ბავშვის ნახვის საკითხის გამო, მასთან ასეთივე შინაარსის მიმოწერები აქვს როგორც სატელეფონო, ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით, თუმცა მოსარჩელისთვის გაუგებარია ნ---- კე---–--ის მიერ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი სოციალური ქსელით მიმოწერის ასლის წარმომავლობისა და ნამდვილობის საკითხი.
ამდენად, გი------ ბო-–----ის მტკიცებით, მისი მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ ისეთი სახის ძალადობას, რაც შეიძლება გახდეს შემაკავებელი ოდერის გამოცემის საფუძველი, ადგილი არ ჰქონია.
რაც შეეხება, ბა------ ბო-–----ის მხრიდან ყოფილი რძლის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტს, სარჩელი აღნიშნულ ნაწილში ასევე დასაბუთებულია, N0----- შემაკავებელი ორდერი გამოიცა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მიმდინარე წლის 06 თებერვალს, ბა------ ბო-–----ე დაუკავშირდა ყოფილ რძალს შვილიშვილის გასართობ ცენტრში წაყვანის მიზნით, თუმცა, იმის გამო, რომ ბავშვი იყო შეუძლოდ, ჰქონდა მაღალი სიცხე, ნ---- კერელიძე წინააღმდეგი იყო მისი წაყვანის, ამასთან, იყო ძლიერ აღელვებული, რა დროსაც ბა------ ბო-–----ემ უთხრა, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში იგი მოხვდებოდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
ბა------ ბო-–----ის კატეგორიული მტკიცებით, წარსულში მისი მხრიდან ყოფილი რძლის, ნ---- კე---–--ის რაიმე ფორმით შეურაცხყოფას და ძალადობას ადგილი არ ჰქონია, მიმდინარე წლის 06 თებერვალს მომხდარი გაუგებრობა, რასაც ერთჯერადი ხასიათი ჰქონდა და რა დროსაც ბა------ ბო-–----ემ შეუსაბამო გამონათქვამი გამოიყენა ყოფილი რძლის მიმართ, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ფსიქოლოგიურ ძალადობად და სიტყვიერ შეურაცხყოფად, როგორც ეს აღნიშნულია შემაკავებელ ორდერში.
გი------ ბო-–----ისა და ბა------ ბო-–----ის მტკიცებით, N0----- და №0----- შემაკავებელ ორდერებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს და ისინი გამოცემულია საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე.
2.მოპასუხის პოზიცია:
2.1 მოპასუხე მხარემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილებამ სარჩელი არ სცნო, შემდეგი საფუძვლით:
2019 წლის 29 მარტს, პოლიციის II განყოფილებაში შევიდა ნ---- კე---–--ის განცხადება, რომელიც შეეხებოდა ყოფილი მეუღლის, გი------ ბო-–----ისა და ყოფილი მამამთილის, ბა------ ბო-–----ის მხრიდან განმცხადებლის სიტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს, რის საფუძველზეც ნ---- კე---–--ე განიცდიდა ფსიქოლოგიურ ძალადობას.
2019 წლის 29 მარტს, ნ---- კე---–--ის განცხადების საფუძველზე, გი------ ბო-–----ისა და ბა------ ბო-–----ის მიმართ დაიწყო გამოძიება N1----------- სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით. განმცხადებლის მტკიცებით, გი------ ბო-–----ესთან თანაცხოვრების მანძილზე ჰქონდა კონფლიქტური ურთიერთობა, რის გამოც მხარეები განქორწინდნენ, ნ---- კე---–--ეს არასოდეს შეუზღუდავს გი------ ბო-–----ე ბავშვის ნახვის მხრივ, თუმცა წინააღმდეგი იყო ბავშვის წაყვანის, ამაზე განაწყენებული ყოფილი მეუღლე ნ---- კე---–--ეს ხშირად აყენებდა სიტყვიერი შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. მიმდინარე წლის 22 იანვარს, გი------ ბო-–----ე დაუკავშირდა ყოფილ ცოლს სოციალური ქსელის საშუალებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიმართა არაერთი უცენზურო სიტყვით, ასევე, დაემუქრა სიცოცხლის გამწარებით, ხოლო 06 თებერვალს, ბავშვის წასაყვანად მისულმა მოძალადემ, ბა------ ბო-–----ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ რძალს ვინაიდან, ამ უკანასკნელმა უარი უთხრა ბავშვის წაყვანაზე, ავადმყოფობის გამო.
,,შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ’’, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანების საფუძველზე, განმეორებითი ძალადობის რისკის სიმძიმე განისაზღვრება შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებული კითხვებისთვის მინიჭებული ქულების საფუძველზე, სწორედ აღნიშნული ქულების საფუძველზე გამოიცა N0----- და №0----- შემაკავებელი ორდერები.
მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ შემაკავებელი ორდერები გამოცემული იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, სახეზე არ არის მათი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
2.2. მესამე პირი, ნ---- კე---–--ე სარჩელს არ დაეთანხმა, შემდეგი საფუძვლით:
გი------ ბო-–----ესთან თანაცხოვრების მანძილზე არსებული უთანხმოების გამო, მეუღლეები 2016 წლიდან ერთად აღარ ცხოვრობენ, მცირეწლოვანი შვილი, ემ--–- ბო-–----ე არის დედასთან, ნ---- კე---–--ესთან ერთად.
მეუღლესთან დაშორების შემდეგაც გი------ ბო-–----ის მხრიდან ადგილი აქვს კონფლიქტსა და ფსიქოლოგიურ ძალადობას, ნ---- კე---–--ის მიმართ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 მარტის N-2-5--/2019 განჩინებით, გი------ ბო-–----ეს და მის მშობლებს, ბა------ ბო-–----ეს და ფა----- ბო-–----ეს განესაზღვრათ დღეები, შვილის/შვილიშვილის ნახვასთან დაკავშირებით.
გი------ ბო-–----ე ყოფილ მეუღლეს სისტემატურად ემუქრება და აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, როგორ პირადი შეხვედრებისას, ასევე სოციალური ქსელით მიმოწერის დროს. მიმდინარე წლის იანვრის თვეში გი------ ბო-–----ემ, ყოფილ მეუღლეს სოციალური ქსელის მეშვეობით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიმართა უწმაწური სიტყვებით და გამოიყენა უცენზრო გამოთქმები მის მიმართ, ამასთან ნ---- კე---–--ეს დაემუქრა, რომ გაუმწარებდა სიცოცხლეს.
რაც შეეხება ბა------ ბო-–----ეს, 2019 წლის 06 თებერვალს, იგი ბავშვის წაყვანის საფუძვლით მივიდა ყოფილ რძალთან, შვილიშვილი იყო ავად, რის გამოც დედა წინააღმდეგი წავიდა მისი წაყვანისა. ამ ფაქტით გაღიზიანებულმა ბა------ ბო-–----ემ ნ---- კე---–--ეს უწოდა ლაწირაკი და უთხრა, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში მას ფსიქიატრიულში მოათავსებდნენ. ამ სახის შელაპარაკებას ბა------ ბო-–----ესთან ადგილი ჰქონდა მხოლოდ მითითებულ დღეს და წარსულში მისი მხრიდან ძალადობის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1.2016 წლის 05 სექტემბერს, გი------ ბო-–----ესა და ნ---- კე---–--ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, განქორწინებით და მას შემდეგ მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ. თანაცხოვრების მანძილზე მეუღლეებს შეეძინათ 1 შვილი, ემ--–- ბო-–----ე.
ემ--–- ბო-–----ე ცხოვრობს დედასთან ერთად, ქ. ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა N20ა, ბინა 41-ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. მხარეები ადასტურებენ, რომ 2019 წლის 22 იანვარს გი------ ბო-–----ემ, სოციალური ქსელის საშუალებით ნ---- კე---–--ეს გაუგზავნა წერილი, რომლითაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიმართა უცენზურო სიტყვებით და ამასთან განუცხადა, რომ გაუმწარებდა სიცოცხლეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სოციალური ქსელით წერილობითი მიმოწერის ასლი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია №№2-5--/2019წ საქმე, გი------ ბო-–----ის, ბა------ ბო-–----ისა და ფა----- ბო-–----ის სარჩელისა გამო, ნ---- კე---–--ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის და შვილიშვილის ნახვის დღეების განსაზღვრის თაობაზე.
2019 წლის 28 თებერვალს, გი------ ბო-–----ის, ბა------ ბო-–----ისა და ფა----- ბო-–----ის წარმომადგენელმა, პა---- ბო-–----ემ განცხადებით მომართა სასამართლოს და საქართველოს სსკ-ის 355-ე მუხლზე დაყრდნობით იშუამდგომლა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი განკარგულების გამოცემა შვილის და შვილიშვილის ნახვის დღეების განსაზღვრის თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 მარტის №2-5--/2019წ განჩინებით გი------ ბო-–----ის, ბა------ ბო-–----ისა და ფა----- ბო-–----ის წარმომადგენელის პა---- ბო-–----ის შუამდგომლობა დროებითი განკარგულების გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გამოცემულ იქნა დროებითი განკარგულება და გი------ ბო-–----ეს, ბა------ ბო-–----ეს და ფა----- ბო-–----ეს მიეცა უფლება შვილის/შვილიშვილის - ემ--–-ა ბო-–----ის (პ/ნ 61---------, დაბ. 10.08.2016წ.) ნახვისა თავისთან წაყვანის უფლებით, ყოველი კვირის შაბათს და კვირა დღეს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, დედასთან - ნ---- კე---–--ესთან იმავე დღეს მოყვანის - დაბრუნების ვალდებულებით. გი------ ბო-–----ის, ბა------ ბო-–----ისა და ფა----- ბო-–----ის წარმომადგენლის პა---- ბო-–----ის შუამდგომლობა იმ ნაწილში, რომ მოსარჩელეებს მიეცეს უფლება შვილის/შვილიშვილის - ემ--–-ა ბო-–----ის (პ/ნ 61---------, დაბ. 10.08.2016წ.) ყოველი კვირის შაბათი - კვირის მთელი დღის განმავლობაში მონახულების და წაყვანის ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 მარტის განჩინება;
-მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. 2019 წლის 06 თებერვალს, ბა------ ბო-–----ე არასრულწლოვანი შვილიშვილის წასაყვანად მივიდა ყოფილ რძალთან. ნ---- კე---–--ემ უარი უთხრა ყოფილ მამამთილს ბავშვის წაყვანაზე, მისი ავადმყოფობის გამო. მომხდარით გაღიზიანებულმა ბა------ ბო-–----ემ შეურაცხმყოფელად მიმართა ნ---- კე---–--ეს.
ბა------ ბო-–----ის მხრიდან, ყოფილი რძლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ერთჯერადი ხასიათი ჰქონდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.5. 2019 წლის 29 მარტს, პოლიციის II განყოფილებაში შევიდა ნ---- კე---–--ის განცხადება, რომელიც შეეხებოდა ყოფილი მეუღლის, გი------ ბო-–----ისა და ყოფილი მამამთილის, ბა------ ბო-–----ის მხრიდან განმცხადებლის სიტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს.
2019 წლის 29 მარტს, ნ---- კე---–--ის განცხადების საფუძველზე, გი------ ბო-–----ისა და ბა------ ბო-–----ის მიმართ დაიწყო გამოძიება N1----------- სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი (ფორმა N1)
-დაზარალებულის მოწმის გამოკითხვის ოქმები;
-მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.6.ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ა---- ქა------ის მიერ 2019 წლის 29 მარტს გამოცემული იქნა №0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის შესაბამისად, გი------ ბო-–----ეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2019 წლის 29 მარტის №0----- შემაკავებელი ორდერი;
-მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.7. ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ა---- ქა------ის მიერ 2019 წლის 29 მარტს გამოცემული იქნა №0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის შესაბამისად, ბა------ ბო-–----ეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით; მოძალადეს შეეზღუდა იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი) სარგებლობა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2019 წლის 29 მარტის №0----- შემაკავებელი ორდერი;
-მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.8. გი------ ბო-–----ემ სასარჩელო განცხადებით მომართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას (საქმე N3-1--/19), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილების მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ა---- ქა------ის მიერ 2019 წლის 29 მარტს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
ბა------ ბო-–----ემ სასარჩელო განცხადებით მომართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას (საქმე N3-1--/19), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილების მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ა---- ქა------ის მიერ 2019 წლის 29 მარტს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის საოქმო განჩინებით, N3-1--/19 ადმინისტრაციული საქმის წარმოება, გი------ ბო-–----ის სარჩელისა გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილების მიმართ და N3-1--/19 ადმინისტრაციული საქმის წარმოება, ბა------ ბო-–----ის სარჩელისა გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილების მიმართ, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე, გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიწა სარეგისტრაციო ნომერი - N3-1--/19.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-გი------ ბო-–----ის სასარჩელო განცხადება;
-ბა------ ბო-–----ის სასარჩელო განცხადება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს გი------ ბო-–----ისა და ბა------ ბო-–----ის მიერ აღძრული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი;
-საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. . . ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 10.1 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის 12.4 მუხლის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
6.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა)ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ)ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ)იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1)არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.
6.3 სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ა---- ქა------ის მიერ 2019 წლის 29 მარტს, გი------ ბო-–----ის მიმართ გამოცემული იქნა №0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად სახეზე იყო სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა ყოფილი მეუღლის, ნ---- კე---–--ის მიმართ.
ოჯახში ძალადობის აღკვეთის მიზნით №0----- შემაკავებელი ორდერი გამოიცა შემდეგი პირობით: მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
ამასთან, დადგენილია, რომ გი------ ბო-–----ის მიმართ ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის II განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება N1----------- სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე (დეფინიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
მოცემულ შემთხვევაში, გი------ ბო-–----ის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა ყოფილი მეუღლის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი, რასაც მოძალადის მხრიდან ადგილი ჰქონდა 2019 წლის 22 იანვარს.
მხარეთა განმარტებებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის II განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის, ა---- ქა------ის მიერ 2019 წლის 29 მარტს №0----- შემაკავებელი ორდერი გამოცემულია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება სასარჩელო განცხადებას, ბა------ ბო-–----ის მიმართ ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ა---- ქა------ის მიერ 2019 წლის 29 მარტს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი აღნიშნულ ნაწილში საფუძვლიანია.
საქმის არსებითი განხილვისას საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბა------ ბო-–----ის მხრიდან, ნ---- კე---–--ის მიმართ განხორციელებული №0----- შემაკავებელ ორდერში აღწერილი ფსიქოლოგიური ძალადობა არ დადასტურდა.
დადგენილია, რომ 2019 წლის 06 თებერვალს ბა------ ბო-–----ესა და ნ---- კე---–--ეს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც ბა------ ბო-–----ემ გამოიყენა შეურაცხმყოფელი სიტყვა, ნ---- კე---–--ის მიმართ, რაც იმით გამოიხატა, რომ ხსენებული იქნა ნ---- კე---–--ის შესაძლო მოთავსება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
ამასთან, დადგენილია, რომ ყოფილი მამამთილის, ბა------ ბო-–----ის მხრიდან ძალადობის რაიმე სახით გამოვლინებას ადრე ადგილი არ ჰქონია, რაც საქმის სასამართლო განხილვისას დაასტურა თავად ნ---- კე---–--ემაც.
ამ გარემოებათა ერთობლივი ანალიზის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ №0----- შემაკავებელ ორდერში აღწერილი ქმედება, რაც ბა------ ბო-–----ეს მიეწერება, არ შეიძლება შეფასდეს მსხვერპლის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობად.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს №0----- შემაკავებელ ორდერით გათვალისწინებული შემზღუდველი ღონისძიებების გამოყენების საფუძველი, ბა------ ბოქლვაძის მიმართ და იგი უნდა გაუქმდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.გი------ ბო-–----ისა და ბა------ ბო-–----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2.გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ა---- ქა------ის მიერ 2019 წლის 29 მარტს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი, ბა------ ბო-–----ის მიმართ.
3.სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4.გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე