გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №------------------
საქმე №3/4887-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
1 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივნები - გვანცა ჩალიგავა, გიორგი ჩიქოვანი
მოსარჩელე - მ------–---ა
წარმომადგენელი - ნ----------–-ა, ჯ--------------–--ე
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - თ-----------ა
მესამე პირი - შ--------–---------------------–------------------ „აჭ----“
წარმომადგენელი - ო------–----ძე (დირექტორი)
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 2 ივლისის №M---------------- გადაწყვეტილება მ------–---ას სახელზე გაცემული დიპლომირებული სტომატოლოგის დიპლომის T---------- ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის თაობაზე;
1.2. დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივის აქტი შ--------–---------------------–------------------ „აჭ----ს“ მიერ მ------–---ას სახელზე გაცემული დიპლომირებული სტომატოლოგის დიპლომის T---------- ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირი - შ--------–---------------------–------------------ აჭ----ს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 6 თებერვლის №M---------------- წერილით დგინდება, რომ მ------–---ამ 2006 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის შედეგად მის მიერ არჩეულ ვერცერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება ვერ მოიპოვა.
2006 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მ------–---ას არჩეული ჰქონდა შემდეგი სასწავლებლები: გ---------------------–--------------------------–------------- თ---–----------------------------------------------–-–----------------------- ი-–-------------------–-----------–-–------------------------–--------–------------–---------------------- თ---–------------------–---–--------–-–----------------------; თ---–------------------------–--------------------–--------------–-–----------------------- შ---–---------–----------–-------------–---------------–-------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 6 თებერვლის №M---------------- წერილი (ს.ფ. 160-163);
4.2. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 28 სექტემბრის №M---------------- წერილის თანახმად, მ------–---ამ 2006 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიიღო მონაწილეობა და მიიღო შემდეგი შეფასება: ქართული ენა და ლიტერატურა 4------–- (სკალირებული ქულა -1-------ნ. კომპეტენციის ზღვარი -1- ქულა; მაქს. ქულა 1--); ზოგადი უნარები - 3- ქულა (სკალირებული ქულა - 1---- მინ. კომპეტენციის ზღვარი - 1- ქულა; მაქს. ქულა 1--); ინგლისური ენა - 27 ქულა (სკალირებული ქულა - 1----- მინ. კომპეტენციის ზღვარი -1-- ქულა; მაქს. ქულა);
ამავე წერილის თანახმად, მ------–---ამ 2006 წლის ერთიან ეროვნული გამოცდების შედეგად ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მის მიერ არჩეულ ვერც ერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 28 სექტემბრის №M---------------- წერილი (ს.ფ. 108-109)
4.3. 2007 წლის 30 აგვისტოს მ------–---ამ გ--–-------------------------–---------------------–----------------ს „აჭ----ს“ და ს------–------------–--------------------–------ სპეციალობაზე ჩარიცხვა მოითხოვა. განცხადებას თან ერთვოდა პირადობის მოწმობისა და დაბადების მოწმობის ასლი. მანვე ამავე თარიღის განცხადებით წარადგინა სკოლის ატესტატი.
თ---–---------------------–-----------------ი „აჭ----“ 2007 წლის 10 ოქტომბრის №- ბრძანებით მ------–---ა ჩაირიცხა გასაუბრების გავლის საფუძველზე ს------–------------–--------------------–------ სპეციალობის პირველ კურსზე.
თ---–---------------------–-----------------ი „აჭ----“ 2012 წლის 20 ივნისის №- ბრძანებით მ------–---ას საკვალიფიკაციო გამოცდის საფუძველზე მიენიჭა დიპლომირებული სტომატოლოგის აკადემიური ხარისხი.
თ---–---------------------–-----------------ი „აჭ----“-ს მიერ მ------–---ას სახელზე 2012 წლის 20 ივლისს გაიცა დიპლომირებული სტომატოლოგის დიპლომი T----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება, თანდართულის დოკუმენტებით (ს.ფ. 148-1-0, 1-8-1-9);
- თ---–---------------------–-----------------ი „აჭ----“ 2007 წლის 10 ოქტომბრის №- ბრძანება (ს.ფ. 1-1);
- თ---–---------------------–-----------------ი „აჭ----“ 2012 წლის 20 ივნისის №- ბრძანება (ს.ფ. 1-7);
- დიპლომი T---------- (ს.ფ. 80);
4.4. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 2 ივლისის №M---------------- გადაწყვეტილებით მ------–---ას უარი ეთქვა შპს თ---–---------------------–----------------- აჭ----ს მიერ 2012 წელს გაცემული დიპლომირებული სტომატოლოგის T---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 2 ივლისის №M---------------- გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შპს თბილისის დ--------------–---------------- აჭ----ს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 4 თებერვლის №2-1----- გადაწყვეტილებით მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. ამასთან, მ------–---ას მონაცემები ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე პირთა შესახებ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ წარდგენილ მონაცემებში არ ფიქსირდებოდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 2 ივლისის №M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 94-99);
4.5. რუსეთის ფედერაციის ყირიმის რესპუბლიკის ქ. სიმფეროპოლის ს.ი. გეორგიევსკის სამედიცინო აკადემიის მიერ გაცემული ო--------------ს დიპლომით დასტურდება, რომ მ------–---ას 201- წლის 25 სექტემბრის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით №-- ოქმით მიენიჭა ე----------------–----------------- კვალიფიკაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ო-------------- დიპლომი (ს.ფ. 180-188);
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი''.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 2 ივლისის №M---------------- გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესთან“, ასევე, - სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრი ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს; უფლებამოსილია საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა უზუსტობა საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაციის ფორმულირებაში, რაც შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ იწვევს სწავლის შედეგისა და მინიჭებულ კვალიფიკაციის შეუსაბამობას, ცენტრი ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე.
ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.
ამრიგად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოდგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხი გადაწყვიტოს საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად.
7.3. „უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. იმავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი განათლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით, და უგზავნის სიებს შესაბამის ფაკულტეტებს, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებულია აბიტურიენტები მიიღოს მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სიის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისა.
სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 28 სექტემბრის №M---------------- წერილის თანახმად, მ------–---ამ 2006 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიიღო მონაწილეობა და მიიღო შემდეგი შეფასება: ქართული ენა და ლიტერატურა 4------–- (სკალირებული ქულა -1-------ნ. კომპეტენციის ზღვარი -1- ქულა; მაქს. ქულა 1--); ზოგადი უნარები - 3- ქულა (სკალირებული ქულა - 1---- მინ. კომპეტენციის ზღვარი - 1- ქულა; მაქს. ქულა 1--); ინგლისური ენა - 27 ქულა (სკალირებული ქულა - 1----- მინ. კომპეტენციის ზღვარი -1-- ქულა; მაქს. ქულა); ამავე წერილის თანახმად, მ------–---ამ 2006 წლის ერთიან ეროვნული გამოცდების შედეგად ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მის მიერ არჩეულ ვერც ერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
განსახილველ შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მ------–---ას სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებებზე, რომ მ------–---ას არ მოუპოვებია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით - ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლით. ამიტომ მისი სწავლის პერიოდი, მის მიერ მიღებული განათლება და მის სახელზე გაცემული ბაკალავრის T---------- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოში დავის განხილვისას მოსარჩელე მხარე მიუთითებდა მის მიერ 2006 წელს ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის ფაქტზე და განმარტავდა, რომ ეროვნული გამოცდების გავლის შედეგად სწავლა მოიპოვა შ----------–-- აღნიშნულ უნივერსიტეტში ისწავლა ერთი წელი და შემდეგ გადავიდა უნივერსიტეტ აჭ----ში.
სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს სიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 6 თებერვლის №M---------------- წერილით დადასტურებულ ფაქტზე, რომ შ---------------–---–----–- არ არსებობდა, მსგავსი სახელწოდებით ფისირდება მხოლოდ აკრედიტებული უნივერსიტეტი თ-------------- სახელობის უნივერსიტეტი „--------- თუმცა, ამავე წერილით, დგინდება, რომ მ------–---ამ 2006 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის შედეგად მის მიერ არჩეულ ვერცერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება ვერ მოიპოვა. 2006 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მ------–---ას არჩეული ჰქონდა შემდეგი სასწავლებლები: გ---------------------–--------------------------–------------- თ---–----------------------------------------------–-–----------------------- ი-–-------------------–-----------–-–------------------------–--------–------------–---------------------- თ---–------------------–---–--------–-–----------------------; თ---–------------------------–--------------------–--------------–-–----------------------- შ---–---------–----------–-------------–---------------–-------------------
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მას 2006 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული შედეგი სწავლის გაგრძელების უფლებას აძლევდა შ-----------–--- აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებით პირი სწავლის გაგრძელების უფლებას ვერ მოიპოვებდა მის მიერ პრიორიტეტულად არჩეული სასწავლებლების გარდა სხვა სასწავლებელში. ამასთან, სიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 6 თებერვლის №M---------------- წერილი ასევე დეტალურად შეიცავს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გაცნობის წესის აღწერას, რომელიც მოქმედი იყო 2006 წელს. აღნიშნული გარემოების უარსაყოფად სასამართლო ვერ გაიზიარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისას მოსარჩელის ასაკზე მითითებას. მოსარჩელეს, როგორც აბიტურიენტს უფლება ჰქონდა გაცნობოდა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მის მიერ მიღწეულ შედეგებს და მათ შესაბამისად ემოქმედა შემდგომში.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს შპს თბილისის დ--------------–---------------- „აჭ----ში“ მოსარჩელის ჩარიცხვის ფაქტზე. კერძოდ, 2007 წლის 30 აგვისტოს მ------–---ამ გ--–-------------------------–---------------------–----------------ს „აჭ----ს“ და ს------–------------–--------------------–------ სპეციალობაზე ჩარიცხვა მოითხოვა. განცხადებას თან ერთვოდა პირადობის მოწმობისა და დაბადების მოწმობის ასლი. ამავე რიცხვით მოსარჩელემ კვლავ წარადგინა განცხადება და თან დაურთო სკოლის ატესტატი. ორივე განცხადება ხელმოწერილია განმცხადებელი პირის მიერ და მასში სხვა სასწავლებლიდან გადაყვანის მოთხოვნა დაფიქსირებული არ არის. განმცხადებელი ითხოვდა მისაღებ გამოცდებზე დაშვებას (ს.ფ. 149).
7.4. სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ლიცენზირებას ექვემდებარება შემდეგი სამეწარმეო საქმიანობა, რომელზედაც ლიცენზიას გასცემენ ამ მუხლში ჩამოთვლილი ორგანოები: კერძო აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა – საქართველოს განათლების სამინისტრო;
ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად: 1. ამ კანონის ამოქმედებიდან ლიცენზირებას ექვემდებარება მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრული სამეწარმეო საქმიანობა. 2. პირები, რომლებიც ახორციელებენ ამ კანონით განსაზღვრულ, ლიცენზირებას დაქვემდებარებულ სამეწარმეო საქმიანობას და რომელთაც მიღებული აქვთ ლიცენზია ამ კანონის ამოქმედებამდე, ვალდებულნი არიან მისი ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული – სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის განმახორციელებელმა პირებმა 2000 წლის 1 ოქტომბრამდე წერილობით მიმართონ ლიცენზიის გამცემ ორგანოს ლიცენზიის სალიცენზიო რეესტრში შესატანად, ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, . ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონის ამოქმედებამდე მიღებული ლიცენზიები ითვლება გაუქმებულად.
უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების მიხედვით საქართველოს განათლების სამინისტრომ 1992 წლის 1- სექტემბრის №------------- ლიცენზიით (უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის №---) ნება დართო საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარეს ო. შარაძეს, რეგისტრაციაში გაეტარებინა თ---–---------------------–-----------------ი „აჭ----“, როგორც ფასიანი უმაღლესი სასწავლებელი. ქ. თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 1-------------- დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შ-------------------–------------------ „აჭ----“ (რეგისტრაციის №-ა/4-260). ქ. თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 29 სექტემბრის დადგენილებით (რეგისტრაციის №-ა/4-260) შპს დ--------------–---------------- აჭ----ს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შ--------–---------------------–------------------ „აჭ----“.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, შ--------–---------------------–------------------ „აჭ----ს“, როგორც ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 4 თებერვლის №2-1----- გადაწყვეტილებით შპს თბილისის დ--------------–---------------- „აჭ----ს“ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე და 231 პუნქტების შესაბამისად, შპს თბილისის დამოუკიდებელმა უნივერსიტეტმა „აჭ----მ“ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, წარმოადგინა ჩარიცხულ პირთა სია და საქმიანობას ახორციელებდა ლიცენზირებულ რეჟიმში. თუმცა 2014 წელს დაასრულა საქმიანობა ლიცენზირებულ რეჟიმში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------–---ას მიერ კანონით დადგენილი ერთიანი ეროვნული გამოცდების სათანადოდ გავლის გარეშე სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად განხორციელებული კანონშეუსაბამო ქმედებების ერთობლიობას ვერ გადაწონის ის ფაქტი, რომ მას თ---–---------------------–-----------------ი „აჭ----ს“ მიერ გაცემული დიპლომირებული სტომატოლოგის დიპლომის საფუძველზე განხორციელებული აქვს იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედება, მიღებული აქვს ო--------------ს დიპლომი.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არის არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის გათვალისწინებით კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის დაუშვებლობის წინაპირობა.
7.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ შესაბამისად შეამოწმა მ------–---ას სახელზე გაცემული დიპლომირებული სტომატოლოგის T---------- დიპლომის შესაბამისობა სადავო საკითხის მომწესრიგებელ საკანონმდებლო ნორმებთან და მართებულად დაადგინა, რომ არ არსებობდა შ--------–---------------------–------------------ „აჭ----ს“ მიერ მ------–---ას სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 2 ივლისის №M---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ------–---ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №-) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე