განაჩენი

სისხლის სამართლის 23.04.2019
საქმის ნომერი
090100119002882976
თარიღი
23.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N(1/14–2019) 090100119002882976

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 აპრილი, 2019 წელი ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე

 

პროკურორის - ზ------–--–----------

ბრალდებულის - გ--------------–----

ადვოკატის - მ----------------–----

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №------------ საქმე

 

ბრალდებულ გ--------------–---- მიმართ

მამის სახელი: თ--------

დაბადებული: 2----------–--–--

დაბადების ადგილი: საქართველო, ამბროლაური;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: ტ-----------

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–--

პირადი ნომერი: 0-----------

რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-საქართველო, რაიონი - ამბროლაური, სოფელი---------–--

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, რაიონი- ამბროლაური, სოფელი---------–--

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.გ--------------–---მ, 2019 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 19 საათზე, ამბროლაურის რაიონის სოფელ ს------––-- საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შეკამათებისას, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ქვედა ტუჩზე მოქაჩვითა და კისრის არეში ხელის მოჭერით, იძალადა მეუღლეზე, მ----------------–---–---, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით.

 

2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2019 წლის 22 მარტის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.148–152).

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4.გ--------------–---მ სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.

 

5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის, მიერ, 2019 წლის 28 იანვარს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ ბრალდებულ გ--------------–---- მიერ, მ---------------–---–-- მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის გამო მოძალადეს აეკრძალა: იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა (ს.ფ.7–13).

 

6.დაზარალებულ მ---------------–---–-- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიცულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთდ ცხოვრობს ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში მდებარე ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე, სადაც უჭირავთ ერთი ოთახი. მეორე სართულზე ოჯახით ცხოვრობს მაზლი, გ--–---------------–---. განიცდიან ფართის სივიწროვეს. თხოვნის მიუხედავად მაზლმა არ მისცათ გაფართოების შესაძლებლობა. 2019 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 7 საათის შემდეგ, მისმა მეუღლემ უთხრა, რომ ძმისთვის ტელევიზორის მიცემას აპირებდა, ვინაიდან გაუფუჭდა და არ ჰქონდა. რაზედაც უთხრა, რომ გ--–--------- (მისი მაზლი) ამას არ იმსახურებდა. ამის გამო მოუვიდათ შელაპარაკება და მისმა მეუღლემ დაუწყო გინება. ამ დროს მისი უმროსი შვილი, 5 წლის დ------, იყო მეზობელთან, ხოლო 7 წლის თ---–- იყო ოთახში და ყველაფერს უყურებდა. ქმრის გინებაზე ძალიან განერვიულდა, რადგანაც უთხრა, რომ მისი ძმა ტელევიზორის მიცემას არ იმსახურებდა, უყვირა ,,რამხელა ენა გაქვს, მაგ ენას ამოგაძრობო". ძლიერად დაქაჩა ქვედა ტუჩზე, ხოლო მეორე ხელი მოუჭირა კისერზე. რა დროსაც იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მიიღო დაზიანება ქვედა ტუჩის შიდა მხარეს და კისრის მარცხენა ნაწილში. ვინაიდან ფიზიკურად ვერ შეძლებდა მისი ქმრის მოგერიებას, უყვიროდა, რომ თავი დაენებებინა. ხმაურზე შევიდა მაზლი და მისი ქმარი დაამშვიდა. იყო ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ, დათრგუნული, შეურაცხყოფილი, არ იცოდა რა მოემოქმედებინა. დარეკა ტელეფონზე, ზუსტი ახსნის დრო არ იყო და ოპერატორს უთხრა, რომ მეუღლე სცემდა(ს.ფ.4–6; 52–60).

 

7.2019 წლის 30 იანვრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ გ--------------–---- 2019 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 19 საათზე ჩადენილი ქმედების გამო წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ( ს.ფ.79–81);

 

8.სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–- ბიუროს 2019 წლის 13 თებერვლის №0-------- დასკვნით, ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქალაქე მ---------------–---–-- სხეულზე გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და სისხლჩაქცევების სახით.

 

დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. ცალკ–ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. (ს.ფ.127–130).

 

9. გ--------------–---- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2019 წლის 29 იანვრის მოწმე ა-----------–---- გამოკითხვის ოქმით; 2019 წლის 29 იანვრის მოწმე გ--–---------------–---- გამოკითხვის ოქმით; 2019 წლის 30 იანვრის არასრულწლოვანი მოწმე თ---–--------–---- გამოკითხვის ოქმით; 2019 წლის 28 იანვრის და 30 იანვრის ბრალდებულ გ--------------–---- გამოკითხვის ოქმებით; 2019 წლის 28 იანვრის ბრალდებულ გ--------------–---- დაკავების ოქმით; 2019 წლის 29 იანვრის ოქმით ბრალდებულის დაკავების თაობაზე ნათესავისათვის შეტყობინების შესახებ; 2019 წლის 29 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოცხრილით; 2019 წლის 30 იანვრის დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების ოქმით; 2019 წლის 30 იანვრის ოქმით არასრულწლოვანის მშობელთან გასაუბრების შესახებ; 2019 წლის 30 იანვრის ოქმით არასრულწლოვანი დაზარალებულის საპროცესო წარმომადგენლისათვის უფლებების განმარტების შესახებ; 2019 წლის 30 იანვრის დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების ოქმით; 2019 წლის 30 იანვრის ოქმით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ; 2019 წლის 01 თებერვლის გაფრთხილების ოქმით გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ; 2019 წლის 8 თებერვლის, 12 თებერვლის, 15 თებერვლის, 19 თებერვლის, 22 თებერვლის, 26 თებერვლის, 01 მარტისა და 05 მარტის ოქმებით ბრალდებულის გამოცხადებისა და მასთან გასაუბრების შესახებ; 2019 წლის 28 იანვრის დადგენილებით მ---------------–---–-------- სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; 2019 წლის 29 იანვრის ცნობით გ--------------–---- ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ; 2019 წლის 29 იანვრის ცნობით გ--------------–---- ნასამართლობის შესახებ; 2019 წლის 30 იანვრის ცნობით პრობაციიდან გ--------------–---- შესახებ; 2019 წლის 30 იანვრის ცნობით და ამონაწერით სოციალური მომსახურების სააგენტოდან გ--------------–---- შესახებ; 2019 წლის 7 თებერვლის ცნობით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან გ--------------–---- შესახებ; შეტყობინებით დანაშაულის შესახებ; თ---–--------–---- დაბადების მოწმობის ასლით; ფორმა N1–თ; გ--------------–---- ფორმა N1–თ; წერილობითი მიმართვებით და პასუხებით; 2019 წლის 30 იანვრის დადგენილებით მ----------------–---–-ს დაზარალებულად ცნობის შესახებ; 2019 წლის 30 იანვრის დადგენილებით არასრულწლოვანი თ---–--------–---- დაზარალებულად ცნობის შესახებ; 2019 წლის 30 იანვრის დადგენილებით არასრულწლოვანი თ---–--------–----ათვის საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ; 2019 წლის 30 იანვრის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძების შეფარდების შესახებ; 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით აღკვეთის ღონისძების შეფარდების შესახებ; 2019 წლის პირველი თებერვლის საჩივრით მოსამართლის განჩინებაზე; 2019 წლის პირველი თებერვლის წერილით სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ბრალდებულის გათავისუფლების შესახებ; 2019 წლის პირველი თებერვლის განჩინებით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და განცხადების მიღების ბარათით; 2019 წლის 8 თებერვლის სააპელაციო სასამართლოს განჩინების ასლით გ--------------–---- შესახებ;

 

10.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნით ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

11.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა გ--------------–---მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

12.სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--------------–---მ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

13.გ--------------–---- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

14.გ--------------–---- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. არის დასაქმებული, ორი მცირეწლოვანი შვილის მამა, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, შერიგებულია დაზარალულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, მის მიერ დანაშაულის ჩადენას წინ უძღოდა დაზარალებულის უარყოფითი რეაქცია ძმისთვის ნივთის მიცემის სურვილიდან გამომდინარე და მაზლის მიმართ გამოთქმული უარყოფითი მოსაზრება, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში როგორც საარსებო შემწეობის მიმღები პირი.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

15. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ--------------–---- ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახის - თავისუფლების აღკვეთის მინიმუმი, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, მასვე უნდა შეეზღუდოს იარაღთანდ აკავშირებული უფლებები, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ--------------–---- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, მისი მხრივ ბრალდების მხარისაგან მოპოვებული მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევას, დაზარალებულად ცნობილ მეუღლესთან შერიგების და მასთან თანაცხოვრების მიუხედავად, დამოკიდებულებას ძმასთან და მისთვის დახმარების გაწევის სურვილს, დაზარალებულის მხრივ ბრალდებულის გამოწვევას ძმის მიმართ გამოთქმული უარყოფითი მოსაზრების და ბრალდებულის მხრივ ბიოლოგიური ძმისადმი დახმარების გაწევის აკრძალვას. თვლის, რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია და აგრძელებენ თანაცხოვრებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით გ--------------–---- მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებით, იარაღთან დაკავირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად, დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64–ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული გ--------------–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთავალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1(ერთი) წელი.

 

2.მსჯავრდებულ გ--------------–---- სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 28 იანვრის 23:00 საათიდან 2019 წლის 01 თებერვლამდე

 

3.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ გ--------------–---- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4.გაუქმდეს ბრალდებულ გ--------------–---- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობით უზრუნველყოფილი გირაო, და მოეხსნას ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განჩინებით დადებული ყადაღა ბრალდებულ გ--------------–---- მიმართ აღკვეთის ღონისძიების 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით ,,გირაოს” გადახდის უზრუნველსაყოფად მ------------------ (პ/ნ 0----------)სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ 5 500 (ხუთიათას ხუთასი) ლარად შეფასებულ უძრავ ქონებას –მიწის ნაკვეთს, მდებარე ამბროლაურის რაიონის სოფელ ს------––-- ნაკვეთი –2--- დაზუსტებული ფართობი 2------ კვადრატული მეტრი, საკადასტრო კოდი N8-------------

 

5.საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი შემთხვევის ადგილის ფოტოცხრილი CD დისკზე, დარჩეს საქმეში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

7.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი