განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N(1/15–2019) 090100119002883082
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 აპრილი, 2019 წელი ქ. ამბროლაური
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე
პროკურორის - ზ------–--–---------ს
ბრალდებულის - კ-----------------
ადვოკატის - მ----------------–----
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე
ბრალდებულ კ----------------- მიმართ
მამის სახელი: ა---------–-;
დაბადებული: 2--------- წელი;
დაბადების ადგილი: საქართველო, რ--------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: ს-–----–--;
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–--
პირადი ნომერი: 3----------;
რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-საქართველო, რაიონი - ამბროლაური, სოფელი- ს-----;
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, რაიონი- ამბროლაური, სოფელი- ს-----;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. კ----------------მ, 2019 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 02:30 საათზე, ამბროლაურის რაიონის სოფელ ს-----ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, თავის არეში რეზინის ჩექმის რამდენჯერმე დარტყმით, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს, ფ---------------–---–ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე, 118–ე და 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2019 წლის 22 მარტის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.179–183).
3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4.კ----------------მ, სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.
5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის მიერ, 2019 წლის 29 იანვარს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ ბრალდებულ კ----------------- მიერ, ფ---------------–---–-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის გამო მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა, იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება (ს.ფ.13–26).
6.დაზარალებულ ფ---------------–---–ის წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ 2019 წლის 29 იანვარს, დაახლოებით ღამის სამ საათზე, მეუღლე კ---------------- სახლში ნასვამი მივიდა. საძინებლიდან ადგა და მისაღებ ოთახში გამოვიდა. მეუღლემ უსაყვედურა: სულ ცუდ განწყობაზე ,,მოღუშული“ რატომ იყო, რატომ არ უხაროდა მისი სახლში მისვლა. ასეთი ხასიათი აქვს, თუ არ ეცინება ძალით არ გაიცინებს. ყურადღება რომ არ მიაქცია, კ-------- გაბრადა, დაუწყო დედის მისამართით გინება, ხელით არ შეხებია. გაბოროტებული სახე ჰქონდა, დასარტყმელად იწევდა. რომ არ დაერტყა დაასწრო, ხელი ჰკრა. კ-------მა თავი ვერ შეიკავა და სკამზე დაჯდა, რის შემდეგ მაგიდიდან აიღო წყლით სავსე გრაფინი და კ-------ს სახეში შემოარტყა. კ-------- სკამიდან გადავარდა. როგორც კი ადგა აიღო ხელში რეზინის ჩექმა და თავში რამდენჯერმე ჩაარტყა, თან ეუბნებოდა: ჩემი მოკვლა გინდოდაო. რეზინის ჩექმის დარტყმით ძლიერი ტკივილი განიცადა. გარეთ გამოვარდა და 112–ზე დარეკა.(ს.ფ.3–5).
7.ბრალდებულ კ----------------- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენება ადასტურებს, რომ 2019 წლის 29 იანვარს, დაახლოებით ღამის სამ საათზე, სახლში ნასვამი მივიდა. საძინებლიდან მეუღლე გამოვიდა, რომელსაც უსაყვედურა მუდმივად ცუდ ხასიათზე ყოფნისა და მასთან დამოკიდებულების გამო. ვერ აიტანა მეუღლის უყურადღებოდა და შეაგინა დედის მისამართით, რა დროსაც მან ხელი ჰკრა და სკამზე დაცემულს მაგიდიდან აღებული წყლით სავსე გრაფინი დაარტყა. ტკივილისაგან გაბრაზებულმა, ახლადგახდილი რეზინის ჩექმა რამდენჯერმე ჩაარტყა თავში. მეზობელთან გადასულმა მეუღლემ მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. (ს.ფ.43–46);
8.2019 წლის 30 იანვრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ კ-----------------, მეუღლის ფ---------------–---–ის მიმართ 2019 წლის 29 იანვარს განხორციელებული ძალადობის გამო წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.106–108);
9.სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–- ბიუროს 2019 წლის 31 იანვრის №--------- დასკვნით, ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქალაქე ფ---------------–---–ს, სხეულზე გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები უსწოროკიდეებიანი ჭრილობების სახით.
დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. ცალკ–ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთლობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (142–145).
10. კ----------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2019 წლის 29 იანვრის მოწმე ფ--------------ს გამოკითხვის ოქმით; 2019 წლის 29 იანვრის მოწმე ლ--–--------–---ს გამოკითხვის ოქმით; 2019 წლის 30 იანვრის არასრულწლოვანი მოწმე თ--------------- გამოკითხვის ოქმით; 2019 წლის 29 იანვრის კ-----------------ს ალკოტესტით შემოწმების ოქმით თანდართული ფოტომასალით; 2019 წლის 29 იანვრის ბრალდებულ კ----------------- დაკავების ოქმით; 2019 წლის 29 იანვრის ოქმით ბრალდებულის დაკავების თაობაზე ნათესავისათვის შეტყობინების შესახებ; 2019 წლის 29 იანვრის ოქმით დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების შესახებ; 2019 წლის 29 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით თანდართული ფოტოცხრილით; 2019 წლის 30 იანვრის ოქმით არასრულწლოვანის მშობელთან გასაუბრების შესახებ; არასრულწლოვანი მოწმის საპროცესო წარმომადგენლისათვის 2019 წლის 30 იანვრის უფლებების განმარტების ოქმით; 2019 წლის 29 იანვრის რეზინის ჩექმების ამოღების ოქმით თანდართული ფოტოცხრილით; 2019 წლის 30 იანვრის ოქმით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ; 2019 წლის 29 იანვრის დადგენილებით კ-----------------ათვის სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; 2019 წლის 29 იანვრის დადგენილებით ფ---------------–---–-სათვის სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; საქმეზე დართული საგნებით და ნივთებით: ფოტოცხრილი CD დისკზე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული შუშის გრაფინის ნამსხვრევებით, კ--------------------- ამოღებული რეზინის ჩექმებით; 2019 წლის 29 იანვრის კ----------------- ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით; 2019 წლის 29 იანვრის ცნობით კ----------------- ნასამართლობის შესახებ; 2019 წლის 30 იანვრის ცნობით და ამონაწერით სოციალური მომსახურების სააგენტოდან კ----------------- შესახებ; 2019 წლის 7 თებერვლის ცნობით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან კ----------------- შესახებ; შეტყობინებით დანაშაულის შესახებ; 2019 წლის 29 იანვრის ფორმა N1–თ; კ----------------- ფორმა N1–თ; 2019 წლის 29 იანვრის შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით ფ---------------–---–-ს მიმართ; წერილობითი მიმართვებით და პასუხებით; 2019 წლის 29 იანვრის დადგენილებით ფ---------------–---–-ს დაზარალებულად ცნობის შესახებ; ინფორმაციით არასრულწლოვან თ--------------- შესახებ; 2019 წლის 30 იანვრის დადგენილებით არასრულწლოვან თ---------------ათვის საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ; 2019 წლის 30 იანვრის დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ამოღების წარმოების შესახებ; 2019 წლის 30 იანვრის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; 2019 წლის 30 იანვრის შუამდგომლობით ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ; 2019 წლის 30 იანვრის განჩინებით საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შემოწმების შესახებ; 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; 2019 წლის პირველი თებერვლის შეტყობინებით ბრალდებულ კ----------------- სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესახლების შესახებ; 2019 წლის პირველი თებერვლის საჩივრით მოსამართლის განჩინებაზე; 2019 წლის 5 თებერვლის წერილით სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ბრალდებულის გათავისუფლების შესახებ; გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ 2019 წლის 5 თებერვლის გაფრთხილების ოქმით; ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებითა და განცხადების მიღების ბარათით; 2019 წლის 8 თებერვლის სააპელაციო სასამართლოს განჩინების ასლით კ----------------- შესახებ;
11.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
12.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა კ----------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება:
13.სასამართლოს მიაჩნია, რომ კ----------------მ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
14.კ----------------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
15.კ----------------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. არის დაოჯახებული, მცირეწლოვანი შვილის მამა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, შერიგებულია დაზარალულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
16. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ კ----------------- ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს კ----------------- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: ოჯახური მდგომარეობა, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.
სასამართლო კ----------------- მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულ ფ---------------–---–ის მიერ შექმნილ მაპროვოცირებელ გარემოებას, მის მიერ მეუღლის გამოწვევას და შემდეგ ფიზიკურ შეხებას, რაც გამოიხატა წყლით სავსე გრაფინის სახეში ჩარტყმით და საფუძველი გახდა კ----------------- უკურეაქციის. დაზარალებულთან შერიგებისა და მასთან თანაცხოვრების ფონზე, რომ არა ბრალდებულის გულწრფელი აღიარება და მონანიება ჩადენილი ქმედების გამო, ბრალდების მხარის მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევა, საქმეზე უტყუარი ჭეშმარიტების დადგენა შეუძლებელი გახდებოდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით კ----------------- მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად, დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული კ---------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ერთი წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62–ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კ----------------- 2019 წლის 29 იანვრის 06:00 საათიდან, 2019 წლის 5 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 40 საათით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 110(ას ათი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვთ 1(ერთი) წლის ვადით.
3.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ კ----------------- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4.გაუქმდეს ბრალდებულ კ----------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობით უზრუნველყოფილი გირაო და მოეხსნას ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებით დადებული ყადაღა ბრალდებულ კ----------------- მიმართ აღკვეთის ღონისძიების 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით ,,გირაოს” გადახდის უზრუნველსაყოფად მ----–-------------- (პ/ნ 0----------)სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ 5 500 (ხუთიათას ხუთასი) ლარად შეფასებულ უძრავ ქონებას –მიწის ნაკვეთს, მდებარე ქ. ამბროლაური, სოფელი ს-----, ნაკვეთი – 1--- დაზუსტებული ფართობი 1-----0 კვადრატული მეტრი, საკადასტრო კოდი N-------------
5.საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ფოტოცხრილი CD დისკზე, დარჩეს საქმეში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
– შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი და შუშის გრაფინის ნამსხვრევები, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონულ სამმართველოში, განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით
–კ--------------------- ამოღებული რეზინის ჩექმები, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონულ სამმართველოში, განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის დაუბრუნდეს კ-----------------.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
7.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი