გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#2/929-18
160210018002700040
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 მარტი, 2019 წელი ქ.ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო თარაშვილი
სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე
მოსარჩელე _ ფუ--- მა--------, სა-–-- მა--------
წარმომადგენელი _ ვეფ--- ჩი------ი, არ------ გა-----
მოპასუხე _ შპს ,,GU-----t’’
წარმომადგენლები - ილ-–-----–----ო, ზუ------–------ე
თარჯიმანი - ევგენია კარაპეტიანი
დავის საგანი: ქმედების განხორციელების დავალება, უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, ბრძანების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ფუ--- მა-------- და სა-–-- მა-------- სასარჩელო განცხადებით მოითხოვენ ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,GU-----t-ის’’ დირექტორის ილ-–-----–----ოს 2018 წლის 26 იანვრის ბრძანება ფუ--- მა--------სა და სა-–-- მა--------ს შპს ,,GU-----t-ის’’ ტერიტორიაზე დაშვების აკრძალვის ნაწილში.
1.2. აეკრძალოს შპს ,,GU-----t-ის’’ დირექტორს და 67 % წილის მესაკუთრე ილ-–-----–----ოს შპს ,,GU-----t-ის’’ პარტნიორებისთვის ფუ--- მა--------ს (პ/ნ 10001017759) და სა-–-- მა--------სთვის (პ/ნ 10001003454) საზოგადოებაში კონტროლისა და შემოწმების მიზნით 2012 წლის 5 დეკემბრიდან კომპანიის ფუნქციონირებისა და პარტნიორად ყოფნის პერიოდში საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების, საზოგადოების წიგნებისა და ჩანაწერების გაცნობის უფლების, წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლების, წლიური ანგარიშის სისწორის შემოწმების, საზოგადოების საქმიანობათან დაკავშირებული ყველა სახის დოკუმენტაციის უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით გაცნობის, საზოგადოების ორგანოებისაგან წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე განმარტებების მოთხოვნის უფლების განხორციელების უკანონო ხელშეშლა.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
მოსარჩელეები ფუ--- მა-------- და სა-–-- მა-------- არიან შპს ,,GU-----t-ის’’ პარტნიორები. თითოეული მათგანი ფლობს საწარმოს წილის 16.5 %, ხოლო საწარმოს დომინანტი პარტნიორი და ამჟამინდელი დირექტორია 67 % წილის მქონე ილ-–-----–----ო. 2018 წლის 11 იანვრიდან მოსარჩელე სა-–-- მა-------ს საწარმოს დირექტორთან ურთიერთობები დაეძაბა, რის გამოც ილ-–-----–----ომ შეზღუდვა და მოსარჩელეთათვის შეუძლებელი გახადა საწრმოს ტერიტორიაზე შესვლა, კომპანიის კუთვნილი ქონების მონიტორნიგი, შემოწმება და უშუალოდ კომპანიაში რაიმე სახით მაკონტროლებელი ქმედების განხორციელება, რის უფლებაც გააჩნიათ საწარმოს პარტნიორებს.
მოსარჩელეთა მტკიცებით, კომპანიის დომინანტმა პარტნიორმა და 67 % წილის მესაკუთრემ, ამჟამინდელმა დირექტორმა ილ-–-----–----ომ გამოსცა ოფიციალური ბრძანება მოსარჩელეთა სა-–-- მა--------სა და ფუ--- მა--------ს კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე დაშვების აკრძალვის შესახებ, რითაც საზოგადოების პარტნიორებს უკანონოდ შეეზღუდათ საზოგადოების კუთვნულ ტერიტორიაზე შესვლა, საზოგადოების საქმიანობის კონტროლი/შემოწმების, დაუყოვნებლივ საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების, საზოგადოების წიგნებისა თუ ჩანაწერების გაცნობა/შემოწმების მიზნით, ასევე წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების, კომპანიაში წლიური ანგარიშის სისწორის შემოწმების მიზნით, საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით გაცნობის უფლება. მოსარჩელეთა ყველა მცდელობა, მათ შორის წერილობითი მიმართვები კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე დაშვებასთან, საქმიანობის შემოწმება-მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით უარყოფილი იქნა მოპასუხის მიერ. კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე ფაქტიურად გამოცხადება და ტერიტორიაზე შესვლა ზემოაღნიშნულ უფებამოსილებათა განხორციელების მიზნით აღმოჩნდა უშედეგო. ფუ--- მა-------- და სა-–-- მა-------- მოკლებულნი არიან შესაძლებლობას ისარგებლონ კოპანიის პარტნიორთათვის მინიჭებული უფლებამოსილებებით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. შპს ,,GU-----t-ის’’ დირექტორი წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს. განმარტავს, რომ მის მიერ გამოცემული ბრძანება არის კანონიერ აქტი, გამოცემული საზოგადოების დირექტორის კომპეტენციის ფარგლებში და მისი გამოცემის მიზეზი გახდა 2018 წლის 20 იანვარს მომხდარი ფაქტი, როდესაც სა-–-- მა-------მა და მისმა ვაჟმა სიავუშ მა-------მა დაურეკეს საზოგადოების ყველა თანამშრომელს და მოსთხოვეს სამუშაოზე არ გამოცხადება. 2018 წლის 22 იანვარს კი სა-–-- მა-------- მივიდა საწარმოს ტერიტორიაზე და შეურაცხყოფა მიაყენა საწარმოს ყველა ტანამშრომელს ვინც არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას. უწოდა რა მათ მეძავები და არაკაცები. სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი წინაპირობა იქცა ილ-–-----–----ოსთვის სადავო ბრძანების გამოცემის საფუძვლად. მოპასუხის მტკიცებით, სახეზეა არა ობიექტური აუცილებლობით გამოწვეული კონსტრუქციული მოთხოვნა საზოგადოების პარტნიორთა მხრიდან, არამედ მათი დაჟინებული, პროვოკაციული მცდლეობა საზგადოების ტერიტორიაზე შესვლით და საკუთარი ვიზიტით მიახდინონ დასაქმებულთა დემორალიზაცია და შექმნან ილუზია რომ ისინი ბრუნდებიან საზოგადოების მმართველობაში. მოსარჩელეები სარგებლობენ შეუფერხებლად საწარმოს საანაგრიშგებო დოკუმენტაციის და წლიური ბალანის გაცნობის უფლებით და არავითარ ხელშეშლას აღნიშნული უფლებით სარგებლობაში ადგილი არ ჰქონია. რაც შეეეხება იმ დოკუმენტაციის გაცნობას, რომელიც იქნებოდა და დგებოდა იმ პერიოდში როდესაც საწარმოს დირექტორი იყო კა------რ მა--------, აღნიშნულ დოკუმენტთა ნაწილი ილ-–-----–----ოს არ გადასცემია, შესაბამისად იგი მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს აღნიშნული დოკუმენტაცია. მოსარჩელე დაინტერესებულია საწარმოს საქმიანობას მიაყენოს ზიანი, ამიტომაც უნდა სურს საწარმოს საქმიანობის ამსახველი საბუღალტრო დოკუმენტების მოპოვება.
მოპასუხის მტკიცებით, საზოგადოების საბუღალტრო დოკუმენტაციაზე წვდომა მხარეს ჭირდება არა საზოგადოების საქმიანობაში გასარკვევად, არამედ მათთვის საშიში დოკუმენტების გასანადგურებლად ან სასურველი ყალბი დოკუმენტებოით ჩანასაცვლებლად, რათა მომავალში კვლავ შეძლონ საწარმოს წინააღმდეგ სამოქალაქო დავების წარმოება. მოპასუხე მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, შესაბამისად მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,GU-----’’ დაფუძნებულია 2012 წლის 6 დეკემბერს საწარმოს იურიდიული მისამართია - ბოლნისი, სოფელი ფა------. რეგისტრაციის მომენტში საწარმოს პარტნიორებს წარმოადგენდნენ კა------რ მა-------- - 33 % წილის მესაკუთრე, ვალერი მიშ----ო - 50.50 % წილის მესაკუთრე და შა-----თ ას-------ი - 33 % წილის მესაკუთრე. საწარმოს დირექტორს წარმოადგენდა კა------რ მა--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი
3.1.2. თავდაპირველი სარჩელის შემოტანის მომენტისთვის, (2018 წლის 30 ოქტომბერი) შპს ,,GU-----’’ პარტნიორებს წარმოადგენდნენ კა------რ მა-------- - 16.5 % წილის მესაკუთრე, ილლიმიშ----ო - 67 % წილის მესაკუთრე და სა-–-- მა-------- - 16.5 % წილის მესაკუთრე. საწარმოს დირექტორს წარმოადგენდა ილ-–-----–----ო. შემდგომში განხორციელდა რა ცვლილება კა------რ მა--------ს წილი შესყიდულ იქნა ფუ--- მა-------- მიერ, შესაბამისად იგი ასევე წარმოადგენს შპს ,,GU------ის’ 16.5 % წილის მესაკუთრე პარტნიორს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი
3.1.3. 2018 წლის 16 იანვარს შპს “GU------ის” 67% წილის მქონე პარტნიორმა და დირექტორმა ილ-–-----–----ომ გამოსცა ბრძანება N26/01/2018, რომლითაც განისაზღვრა იმ პირთა წრე ვისაც უფლება მიეცა და ვინც დაშვებულ იქნენ შპს “GU------ის” ტერიტორიაზე ყოფნის. (აღნიშნული პირები არიან: ილ-–-----–----ო, ვალერი მიშ----ო, მისირ ის----, შა----------ი, ჯოშკუნ ნა-------ი, ასიფ ნა-------ი, ელნურ რ-----------, იურა ამ------ი, რა---–---–-–-----------ი, სახილ ალ---ი, ნამიკ ნა-------ი, ფირუდინ ის----, ნარიმან ჯა--------ი, აიაზ მა--------, ადილ მა--------, როლანდ ნა-------ი, აიუბ გა--------ი, სარხან მუს----, ელზამ გო-----ი, პენახ ალ---ი, ვახიდ მა--------, ელნარ მა--------, ნამიკ ნა-------ი, ვუსალ ნა-------ი, იუსკალ ნა-------ი, აბილ მა--------, ნოდარ მუს----, რუსლან აბ-----ვი, მეხრაბ მა--------, ნიზამი მა--------). ბრძანების მე-2 პუნქტში კი მიეთითა, რომ პირებს, რომლებიც არ არიან სიაში ჩამოთვლილი სასტიკად ეკრძალებათ შპს “GU------ში” დაშვება და ყოფნა. აღნიშნულ ბრძანებას თან დაერთო ინსტრუქცია დაცვის თანამშრომლის მოქმედების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ შპს “GU------ის” ტერიტორიაზე შეღწევას/შესვლას ეცდებიან გარეშე პირები (ანუ პირები, რომლებიც არ არიან მითითებული შპს “GU------ის” დირექტორის 26.01.2018 წლის N26/01/2018 წლის ბრძანებაში. დაცვის თანამშრომელს დაევალა 1. აუცილებლად შეემოწმებინა პირადობის მოწმობა (პასპორტი) 2. დაედგინა ვიზიტის მიზანი. 3. დაკავშირებოდა ილ-–-----–----ოს, მოეხსენებინა ინფორმაცია და დალოდებოდა მის მომდევნო მითითებებს. იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელი იქნებოდა ილ-–-----–----ოსთან დაკავშირება, ტერიტორიაზე არ დაიშვებოდნენ უცხო პირები, გარდა რკინიგზის მუშაკებისა (1,2,3 სექტორებზე). აღნიშნული ინსტრუქციის თანახმად, სასტიკად აიკრძალა შპს “GU------ის” ტერიტორიაზე კა------რ მა--------ს, სა-–-- მა--------ს, ... ფუ--- მა--------ს შეღწევა/შესვლა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
- შპს “GU------ის’’დირექტორის ბრძანება N26/01/2018
3.1.4. 23.04.2018 წელს შპს “GU------ის” დამფუძნებელ-პარტნიორებმა ს. მა-------მა და კ. მა-------მა განცხადებით მიმართეს შპს “GU------ის” დირექტორს ილ-–-----–----ოს და მიუთითეს, რომ იგი ვალდებული იყო ახალი სამეურნეო წლის პირველი სამი თვის განმავლობაში შეედგინა და პარტნიორთა კრებისათვის დასამტკიცებლად წარედგინა გასული სამეურნეო წლის წლიური ბალანსი, ანგარიში მოგება-ზარალის შესახებ/წლიური ანგარიში, ასევე საქმიანობის ანგარიში და დასკვნითი ანგარიში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პასუხის გასაცემად განისაზღვრა ვადა 30.04.2018 წლამდე, რათა შპს “GU------ის” წესდების თანახმად მომხდარიყო შედეგების დამტკიცება მოწვეულ პარტნიორთა კრებაზე. აგრეთვე ილ-–-----–----ოს მოეთხოვა დაუყოვნებლივ გაცნობის მიზნით სრული ინფორმაციის საზოგადოების იმჟამინდელი საქმიანობის შესახებ და 2012, 2013, 2014, ,2015, 2016 და 2017 სამეურნეო წლების შესახებ წლიური ბალანსის, ანგარიში მოგება-ზარალის შესახებ/წლიური ანგარიშის, ასევე საქმიანობის ანგარიშის და დასკვნითი ანგარიშის წარდგენა. აღნიშნული განცხადება გაეგზავნა და ჩაბარდა ილ-–-----–----ოს 26.04.2018 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სა-–-- მა--------ს 23.04.2018 წ.მიმართვა.
3.1.5. 27.04.2018 წელს შპს “GU------ის” დამფუძნებელ-პარტნიორებმა ს. მა-------მა და კ. მა-------მა შეტყობინება გაუგზავნეს შპს “GU------ის” დირექტორს ილ-–-----–----ოს 02.05.2018 წელს ჩასატარებელი შპს “GU------ის” დამფუძნებელ-პარტნიორთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგში დამატებების შეტანის თაობაზე, რომლითაც აცნობეს, რომ იყენებდნენ რა თავიანთ უფლებებს, ითხოვდენ დღის წესრიგს დამატებოდა შემდეგი საკითხების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საკითხი.: 1. 2017 წლის სამეურნეო წლის ბალანსის, მოგება-ზარალის შესახებ ანგარიშის, წლიური ანგარიშის, ასევე საქმიანობის ანგარიშისა და დასკვნითი ანგარიშის მოსმენა, შედეგების განხილვა და დამტკიცება; 2. 2012, 2013, 2014, 2015, 2016 და 2017 სამეურნეო წლების კომპლექსური ფინანსური შემოწმებისა და სავარაუდო დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით კომპეტენტური აუდიტორის შერჩევა, დანიშვნა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების საკითხი; 3. ყოფილ და მოქმედ ხელმძღვანელ პირთათვის მოგებასა და საერთო შემოსავალში მონაწილეობისა და პენსიის მიცემის პრინციპების განსაზღვრა, კონკრეტული საკითხის - საზოგადოების ყოფილი დირექტორი კა------რ მა--------სათვის პენსიის მიცემის საკითხი; 4. შპს “GU------ის” დამფუძნებელ-პარტნიორის და 16.5% წილის მესაკუთრე სა-–-- მა--------ს და 16.5% წილის მესაკუთრის კა------რ მა--------ს კუთვნილი წილების სრული მოცულობით საზოგადოებისათვის დათმობის შესაძლებლობა და სანაცვლოდ კომპენსაციის ოდენობის და გადახდის პრინციპების განსაზღვრა; 5. შპს “GU------ის” დამფუძნებელ-პარტნიორის და 16.5% წილის მესაკუთრე სა-–-- მა--------ს და 16.5% წილის მესაკუთრის კა------რ მა--------ს კუთვნილი წილების სრული მოცულობით საზოგადოების 67% წილის მესაკუთრისათვის უპირატესი შესყიდვის უფლების შემოთავაზების და წილის ღირებულების განსაზღვრა; აღნიშნული შეტყობინება გაეგზავნა და ჩაბარდა ილ-–-----–----ოს 30.04.2018 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სა-–-- მა--------ს 27.04.2018 წ.მიმართვა.
3.1.6. შპს “GU------ის” დამფუძნებელ-პარტნიორების ს. მა--------ს და კ. მა--------ს 27.04.2018 წლის განცხადების პასუხად შპს “GU------ის” დირექტორმა ილ-–-----–----ომ აცნობა, რომ შპს “GU------ის” 2017 წლის სამეურნეო წლის ბალანსი, ამავე წლის სხვა საანგარიშგებო დოკუმენტაცია და ინფორმაცია საზოგადოების ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ, მის მიერ წარმოდგენილი იქნებოდა 2018 წლის 2 მაისს დანიშნულ საზოგადოების პარტნიორთა საერთო კრებაზე განსახილველად. რაც შეეხება შპს “GU------ის” 2012-2016 წლების მათთვის საინტერესო ინფორმაციას, ის შეეძლოთ გამოეთხოვათ ბატონ კ. მა--------საგან, რომელიც საზოგადოების დაფუძნებიდან (2012 წ.) 2018 წლის 11 იანვრამდე იმყოფებოდა შპს “GU------ის” დირექტორის თანამდებობაზე და თანახმად წესდების მე-9.1.4 პუნქტისა, მის ერთ-ერთ ძირითად მოვალეობას წარმოადგენდა საზოგადოების საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების ორგანიზაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს “GU------ის” დირექტორის ილ-–-----–----ოს პასუხი
3.1.7. 18.05.2018 წელს შპს “GU------ის” დამფუძნებელ-პარტნიორებმა ს. მა-------მა და კ. მა-------მა შეტყობინება გაუგზავნეს შპს “GU------ის” დირექტორს ილ-–-----–----ოს 29.05.2018 წელს ჩასატარებელი შპს “GU------ის” დამფუძნებელ-პარტნიორთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგში დამატებების შეტანის თაობაზე, რომლთაც აცნობეს, რომ იყენებენ რა თავიანთ უფლებებს, ითხოვდნენ დღის წესრიგს დამატებოდა შემდეგი საკითხების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. 1. 2017 წლის სამეურნეო წლის ბალანსის, მოგება-ზარალის შესახებ ანგარიშის, წლიური ანგარიშის, ასევე საქმიანობის ანგარიშისა და დასკვნითი ანგარიშის მოსმენა, შედეგების განხილვა და დამტკიცება; 2. 2012, 2013, 2014, 2015, 2016 და 2017 სამეურნეო წლების კომპლექსური ფინანსური შემოწმებისა და სავარაუდო დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით კომპეტენტური აუდიტორის შერჩევა, დანიშვნა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების საკითხი; 3. ყოფილ და მოქმედ ხელმძღვანელ პირთათვის მოგებასა და საერთო შემოსავალში მონაწილეობისა და პენსიის მიცემის პრინციპების განსაზღვრა, კონკრეტული საკითხის - საზოგადოების ყოფილი დირექტორი კა------რ მა--------სათვის პენსიის მიცემის საკითხი; 4. შპს “GU------ის” საწესდებო კაპიტალის ოდენობის გაზრდა 30 000000 (ოცდაათი მილიონი) ლარის ოდენობით და შენატანების შეტანის ზღვრული ვადის განსაზღვრა; 5. საზოგადოების კრედიტორებთან აღებული ვალდებულებების შესრულების ვადისა და წესის საკითხი; 6. ამასთან დღის წესრიგში 5 სამუშაო დღის ვადაში დამატებული იქნებოდა დამატებითი საკითხები. აღნიშნული შეტყობინება ილ-–-----–----ოს გაეგზავნა მის ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სა-–-- მა--------ს 18.05.2018 წ.მიმართვა.
3.1.8. 2018 წლის 12 ნოემბერს კა------რ მა--------ს და სა-–-- მა--------ს წარმომადგენელმა არ------ გა----მა განცხადებით მიმართა შპს “GU------ის” დირექტორს ილ-–-----–----ოს, რომლითაც მოითხოვა 5 დღის ვადაში წარედგინა მისთვის საგადასახადო ორგანოს მიერ 2018 წელს განხორციელებული შემოწმების შუალედური ან/და საბოლოო დასკვნის ასლი. 2018 წლის 12 ნოემბრის განცხადების პასუხად შპს “GU------ის” დირექტორ ილ-–-----–----ოს მიერ 2018 წლის 22 ნოემბერს კა------რ მა--------ს და სა-–-- მა--------სათვის გაგზავნილ იქნა 2018 წელს განხორციელებული შპს “GU------ის” კომპლექსური საგადასახადო შემოწმების საბოლოო დასკვნის ასლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 12 ნოემბრის მიმართვა შპს “GU------ის” დირექტორს
- 2018 წლის 22 ნოემბრის შპს “GU------ის” დირექტორის მომართვა
3.1.9. 2018 წლის 11 იანვარს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული იქნა ბრძანება N28860, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ, რომლის საფუძველზეც 1. შპს “GU------ს” ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა 67830 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 36238 ლარი, ჯარიმა 31592 ლარი. 2. შპს “GU------ს” დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 11557 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 7434 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 11 იანვარს შპსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება N28860
3.1.10. 2018 წლის 15 ივნისს შპს “GU------ის” დამფუძნებელ-პარტნიორისა და 16.5% წილის მესაკუთრე კა------რ მა--------სა და შპს “GU------ის” დამფუძნებელ-პარტნიორისა და 16.5% წილის მესაკუთრე სა-–-- მა--------ს წარმომადგენელმა არ------ გა----მა განცხადებით მიმართა ილ-–-----–----ოს და მიუთითა, რომ ვინაიდან მის მიერ დაწესებული აკრძალვიდან გამომდინარე პარტნიორები კა------რ მა-------- და სა-–-- მა-------- მოკლებულნი იყვნენ მათი კუთვნილი კომპანიის ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობას, (კერძოდ ვაშლის ბაღში) და ესარგებლათ საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებებით, კატეგორიულად მოითხოვა, რომ ილ-–-----–----ოს უზრუნველეყო მათი უპრობლემო შესვლა შპს “GU------ის” ტერიტორიაზე 2018 წლის 22 ივნიშპს, 15:00 საათზე, რათა მათი, როგორც შპს “GU------ის” თანამესაკუთრეების მხრიდან განხორციელებულიყო ტერიტორიის დათვალიერება და კომპანიის საქმიანობის (ვაშლის მებაღეობის) შემოწმება. აღნიშნული წერილი 15.06.2018 წელს შპს “GU------ს”, ილ-–-----–----ოს გაეგზავნა მისამართზე: ფა------, ვაშლის მებაღეობა და ჩაბარდა პირადად 2018 წლის 16 ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- არ------ გა-----ს 2018 წლის 15 ივნისის განცხადება
3.1.11. 2018 წლის 16 ივნისს შპს “GU------ის” დირექტორმა ილ-–-----–----ომ შპს “GU------ის” პარტნიორებს კა------რ მა-------ს და სა-–-- მა-------ს მათი წარმომადგენლის ა. გა-----ს 09.07.2018 წლის წერილზე პასუხად აცნობა, რომ შპს “GU------ის” ადმინისტრაცია კატეგორიულად წინააღმდეგი იყო მიმდინარე ეტაპზე მათი დაშვებისა საზოგადოების კუთვნილ „ვაშლის ბაღში“, ან სხვა რომელიმე ობიექტზე, რამდენადაც ისინი და მათი რწმუნებული შპს “GU------ის”, აგრეთვე მასში დასაქმებული პირებისა და დომინანტი პარტნიორის მიმართ მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ახორციელებდნენ არაკეთილსინდისიერ, ხშირ შემთხვევაში სამართლებრივი ფორმით შენიღბულ ე.წ. „რეიდერულ თავდასხმის“ სტრატეგიულ გეგმას, რომლის მთავარ მიზანს საზოგადოების გაკოტრება, მისი ფსიქოლოგიური ტერორი და შედეგად დომინანტი პარტნიორის საკუთარი ბიზნესიდან განდევნა წარმოადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე ი. მიშ----ომ კა------რ მა-------ს და სა-–-- მა-------ს აცნობა, რომ არც 2018 წლის 22 ივნისს, 15:00 საათზე და არც სხვა დროს, ვიდრე არ დასრულდება მათ მიერ პროვოცირებული უსაფუძვლო/უკანონო დავები შპს “GU------ის” მიმართ, მათ არ ჰქონდათ არც მორალური და არც იურიდიული უფლება ესეირნათსაზოგადოების კუთვნილ ტერიტორიაზე და გააფრთხილა რომ მათი მხრიდან უვე განხორციელებული ან/და დაგეგმილ პროვოკაციული, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისათვის პასუხს აგებდნენ კანონის მთელი სიმკაცრით. აღნიშნული მიმართვის ასლი ცნობისათვის აგრეთვე გაეგზავნა საქართველოს შშპს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თამარისის პოლიციის განყოფილებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს “GU------ის” დირექტორის 2018 წლის 16 ივნისის მიმართვა
3.1.12. 2018 წლის 9 ივლისს შპს “GU------ის” 16.5% წილის მესაკუთრე კა------რ მა--------ს და დამფუძნებელ-პარტნიორისა და 16.5% წილის მესაკუთრე სა-–-- მა--------ს წარმომადგენელმა არ------ გა----მა განცხადებით მიმართა ილ-–-----–----ოს და მიუთითა, რომ ვინაიდან მის მიერ დაწესებული აკრძალვიდან გამომდინარე პარტნიორები კა------რ მა-------- და სა-–-- მა-------- მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას შევიდნენ მათი კუთვნილი კომპანიის ტერიტორიაზე, კერძოდ კი ვაშლის ბაღში (მდებარე ფა------, თამარისის საკრებულო) და ესარგელათ საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებებებით, კატეგორიულად მოითხოვა, რომ ილ-–-----–----ოს უზრუნველეყო 2018 წლის 12 ივლისს, 10:00 საათზე, მათი უპრობლემო შესვალ შპს “GU------ის” ტერიტორიაზე რათა მათი, როგორც შპს “GU------ის” თანამესაკუთრეების მხრიდან განხორციელებულიყო ტერიტორიის დათვალიერება და კომპანიის საქმიანობის (ვაშლის მებაღეობის) შემოწმება-მონიტორინგი. აღნიშნული წერილი 10.07.2018 წელს გაეგზავნა შპს “GU------ს” მისამართზე: ფა------, ბოლნისის რაიონი და ჩაბარდა დირექტორს ილ-–-----–----ოს 2018 წლის 11 ივლისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს “GU------ის” მინორიტარი პარტნიორების 2018 წლის 9 ივლისის მიმართვა
3.1.13. 2018 წლის 12 ივლისსს შპს “GU------ის” დირექტორმა ილ-–-----–----ომ შპს “GU------ის” პარტნიორებს კა------რ მა-------ს და სა-–-- მა-------ს მათი წარმომადგენლის ა. გა-----ს 09.07.2018 წლის წერილზე პასუხად აცნობა, რომ შპს “GU------ის” ადმინისტრაცია კატეგორიულად წინააღმდეგი იყო მიმდინარე ეტაპზე მათი დაშვებისა საზოგადოების კუთვნილ „ვაშლის ბაღში“, ან სხვა რომელიმე ობიექტზე, რამდენადაც ისინი და მათი რწმუნებული შპს “GU------ის”, აგრეთვე მასში დასაქმებული პირებისა და დომინანტი პარტნიორის მიმართ მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ახორციელებდნენ არაკეთილსინდისიერ, ხშირ შემთხვევაში სამართლებრივი ფორმით შენიღბულ ე.წ. „რეიდერულ თავდასხმის“ სტრატეგიულ გეგმას, რომლის მთავარ მიზანს საზოგადოების გაკოტრება, მისი ფსიქოლოგიური ტერორი და შედეგად დომინანტი პარტნიორის საკუთარი ბიზნესიდან განდევნა წარმოადგენდა. ... აღნიშნული მიმართვის ასლი ცნობისათვის აგრეთვე, გაეგზავნა საქართველოს შშპს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თამარისის პოლიციის განყოფილებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს “GU------ის” დირექტორის 2018 წლის 12 ივლისის მიმართვა
3.1.14. 2018 წლის 20 ივლისს შპს “GU------ის” დამფუძნებელ-პარტნიორისა და 16.5% წილის მესაკუთრე კა------რ მა--------სა და შპს “GU------ის” დამფუძნებელ-პარტნიორისა და 16.5% წილის მესაკუთრე სა-–-- მა--------ს წარმომადგენელმა არ------ გა----მა განცხადებით მიმართა ილ-–-----–----ოს და მიუთითა, რომ ვინაიდან მის მიერ დაწესებული აკრძალვიდან გამომდინარე პარტნიორები კა------რ მა-------- და სა-–-- მა-------- მოკლებულნი იყვნენ მათი კუთვნილი კომპანიის ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობას, კერძოდ კი ვაშლის ბაღში (მდებარე ფა------, თამარისის საკრებულო) და ესარგებლათ საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებებებით, კატეგორიულად მოითხოვა, რომ ილ-–-----–----ოს უზრუნველეყო მათი უპრობლემო შესვლა შპს “GU------ის” ტერიტორიაზე რათა მათი, როგორც შპს “GU------ის” თანამესაკუთრეების მხრიდან განხორციელებულიყო ტერიტორიის დათვალიერება და კომპანიის საქმიანობის (ვაშლის მებაღეობის) შემოწმება-მონიტორინგი. აღნიშნული წერილი 21.07.2018 წელს გაეგზავნა შპს “GU------ის” დირექტორს ილ-–-----–----ოს მისამართზე: ფა------, ბოლნისის რაიონი და ჩაბარდა შპს “GU------ის” დაცვის თანამშრომელს ნაზიმ ვალ---ს 2018 წლის 26 ივლისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს “GU------ის” მინორიტარი პარტნიორების 2018 წლის 20 ივლისის მიმართვა
3.1.15. 2018 წლის 30 ივლისს შპს “GU------ის” დირექტორმა ილ-–-----–----ომ შპს “GU------ის” პარტნიორებს კა------რ მა-------ს და სა-–-- მა-------ს მათი წარმომადგენლის ა. გა-----ს 20.07.2018 წლის წერილზე პასუხად აცნობა, რომ შპს “GU------ის” ადმინისტრაცია კატეგორიულად წინააღმდეგი იყო მიმდინარე ეტაპზე მათი დაშვებისა საზოგადოების კუთვნილ „ვაშლის ბაღში“, ან სხვა რომელიმე ობიექტზე. მოცემულ შემთხვევაში უარი დაფიუძნებული იქნა იმავე გარმოებებზე, რაც 3.1.13. ფაქტობრივ გარემოებაში იქნა აღნიშნული. აღნიშნული მიმართვის ასლი ცნობისათვის აგრეთვე, გაეგზავნა საქართველოს შშპს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თამარისის პოლიციის განყოფილებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს “GU------ის” დირექტორის 2018 წლის 30 ივლისის მიმართვა
3.1.16. შპს “GU------ის” პარტნიორთა 03.05.2018 წლის კრების ოქმის თანახმად, საწარმოს მინორიტარი პარტნიორების წარმომადგენლის არ------ გა-----ს მიერ კრებაზე გაცხადებულ იქნა, რომ მისი მარწმუნებელი ორივე პარტნიორისათვის უცნობი იყო საწარმოს ფინანსური მდგომარეობა, 2018 წლის 11 იანვრის შემდეგ პარტნიორებს არ ჰქონდათ უფლება მონაწილეობა მიიეღოთ საწარმოს საქმიანობაში, ასევე დომინანტი პარტნიორის ბრძანებით მათ აეკრძალათ შესვლა და კომპანიის საქმეებთან შეხება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს “GU------ის” პარტნიორთა 03.05.2018 წლის კრების ოქმი
3.1.17. შპს “GU------ის” პარტნიორთა 2018 წლის 17 იანვრის ოქმის თანახმად, პარტნიორების კა------რ მა--------ს და სა-–-- მა--------ს წარმომადგენელმა ითხოვა 2017 წლის ბალანსის წარდგენა დარეგისტრირებული ინფორმაციის სახით, რისთვისაც განსაზღვრა ვადა 2018 წლის 10 მაისამდე. ილ-–-----–----ომ მიუთითა, რომ მათ მიერ ტარდებოდა კომპლექსური შემოწმება და ამ მიზნით უკვე არსებოდა 2015 წლიდან შესაბამისი ხელშეკრულება. რაზედაც არ------ გა----მა განაცხადა, რომ ეს არ იყო აუდიტორული შემოწმების ხელშეკრულება და დასვა საკითხი ასე დანიშნულიყო 2012-2017 წლების აუდიტორული შემოწმება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს “GU------ის” პარტნიორთა 17.01.2018 წლის კრების ოქმი
3.1.18. შპს “GU------ის” პარტნიორთა 20.07.2018 წლის კრების ოქმის მიხდვით, სხვა საკითხებთან ერთად ასევე განხილულ იქნა კა------რ და სა-–-- მა-------ებისათვის კომპანიის კუთვნილი ტერიტორიის (ვაშლის ბაღის) მონიტორინგის, შემოწმება-დათვალიერების პირობების შექმნა. არ------ გა----მა განმარტა, რომ კა------რ და სა-–-- მა-------ები წარმოადგენდნენ რა კომპანიის პარტნიორებს და მათ ჰქონდათ სრული უფლება გამოიყენებინათ აღნიშნული უფლებები. ამიტომ მოითხოვეს განსაზღვრულიყო კვირაში რამდენიმე დღე, როდესაც ისინი შეძლებდნენ ბაღის დათვალიერებას. მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მათ, როგორც პარტნიორებს, შეეძლოთ მიეღოთ დოკუმენტაცია, თუმცა ბაღის დათვალიერების წინააღმდეგი იყვნენ, ამასთან საწარმოს დირექტორმა ილ-–-----–----ომ დაამატა, რომ პარტნიორების მხრიდან დესტრუქციული ქმედებების გამო, წინააღმდეგი იყო მათთვის ბაღში შესვლის ნების დართვაზე. საკითხი დადგა კენჭისყრაზე და მიღებული იქნა გადაწყვეტილება - რომლითაც უარი ეთქვათ კა------რ და სა-–-- მა-------ებს საზოგადოების ტერიტორიაზე (მათ შორის ბაღში) დაშვებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს “GU------ის” პარტნიორთა 20.07.2018 წლის კრების ოქმი
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “GU------ის” 67% წილის მქონე პარტნიორის და დირექტორის ილ-–-----–----ოს მიერ 2018 წლის 16 იანვარს გამოცემული ბრძანება N26/01/2018 უკანონოა და ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ სადავო ბრძანება მასზე დართული ინსტრუქციითურთ, გამოცემულ იქნა იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რაც შეიქმნა იმ დესტრუქციული ქმედებებიდან, რაც განხორციელდა სა-–-- და კა------რ მა-------ების მხრიდან. აღნიშნულის დასტურად, მათ მიერ წარმოდგენილ იქნენ მოწმის სახით შპს “GU------ში” დასაქმებული პირები - ელზამ გო-----ი, პანაზ ალ---ი, ეიუბ გა--------ი, ელნურ რ-----------, სარხან მუს----, როლანდ ნა-------ი, რამილ ა----------ი, შაქირ ალ---ი, მისირ ის----, ნამიგ ნა-------ი, ჯოშგუნ ნა-------ი, მამედ ჰუ-------ი. ზემოაღნიშნულ პირთა ნაწილის უთითებს, რომ საწარმოში მათი საქმიანობა მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, ექნებათ თუ არა მათ რაიმე ფორმით შეხება სა-–-- მა-------თან და ასევე ფუ--- მა-------თან. მოწმეთა მტკიცებით, სა-–-- მა--------სგან მათ მიიღეს შეურაცხმყოფელი ეპითეტები, თავდაპირველად იგი დაუკავშირდა მათ და განუცხადა, რომ სა-–-- მა-------- და კა------რ მა-------- უარს ამბობდნენ სამსახურში გამოცხადებაზე და ასევე უკრძალავდნენ მათაც სამსახურში გამოცხადებას. მოწმეები არ დაემორჩილნენ ყოფილი დირექტორის თხოვნას არ გამოცხადებულიყვნენ სამსახურში და ხელი შეეშალათ საწარმოს გამართულ ფუნქციონირებისთვის, ისინი მივიდნენ სამსახურში ჩვეულებრისამებრ, თუმცა ბაღის მიმდებარედ მათ დახვდათ კა------რ მა-------- და სა-–-- მა--------, რომელთა მხრიდანაც გამოთქმულ იქნა უხეში და შეურაცხმყოფელი ფრაზები. შესაბამისად დაკითხული მოწმეები თავს გრძნობდნენ რა შეურაცხყოფილად, ისინი მომავალში უარს იტყოდნენ სამსახურში გამოცხადებაზე, თუკი სასამართლო ნებას დართავდა სა-–-- მა-------ს და ფუ--- მა-------ს ვაშლის ბაღის ტერიტორიაზე დაშვებაზე. აღნიშნულ მოწმეთა შორის ერთ-ერთმა მათგანმა, მი-----------ა ისიევმა ასევე მიუთითა, რომ მან კა------რ მა--------სგან მუქარის შემცველი გზავნილებიც მიიღი, თუკი იგი არ დათანხმდებოდა მოწოდებას სამსახურში გამოცხადებაზე უარის შესახებ.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენელთა ამგვარ პოზიციას, რამეთუ, სასამართლოს შეფასებით, ამგვარი ბრძანების გამოცემით, საწარმოს პარტნიორებს შეეზღუდათ ნებისმიერი ფორმით საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობის უფლება. პარტნიორის უფლების ამ სახით შეზღუდვის შესაძლებლობა არც მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით არის გათვალისწინებული და არც საწარმოს წესდებაშია აღნიშნული, ამდენად იგი არღვევს სამოქალაქო სამართლით დადგენილ პრინციპს უფლების მართლზომიერად განხორციელების შესახებ და იგი ბათილია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები
- მოწმეთა ჩვენებები
- 2018 წლის 16 იანვარს გამოცემული ბრძანება N26/01/2018
3.2.1. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ სარჩელში მითითებული ყველა დოკუმენტი მოპასუხეს აქვს და ის ვალდებულია მას, როგორც პარტნიორს გადასცეს ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი. მოსარჩელემ ეს საკითხი დასვა პატნიორთა არაერთ კრებაზე, რის დასტურადაც სასამართლო მოიხმობს 3.1.10.3.1.12. 3.1.14; 3.1.16; 3.1.17; და 3.1.18. ფაქტობრივ გარემოებებს, რომელშიც აღნიშნულია, ყველა ის შემთხვევები, რა დროსაც მხარის მიერ გამოხატულ იქნა ინტერესი და პოზიცია საწარმოს საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის მიღების შესახებ. მართალია, ამ პერიოდებში საწარმოს პარტნიორს არ წარმოადგენდა ფუ--- მა--------, თუმცა, სასამართლო მიუთითებს, რომ მეწარმეთა შესახებ კანონი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობად არ ითვალისწინებს საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წერილობით მოთხოვნის აუცილებლობას, არამედ, საკმარისია გამოვლინდეს საზოგადოების დირექტორის მხრიდან საზოგადოების პარტნიორებისთვის კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გასაცნობად გადაცემაზე ნების არარსებობა. შესაბამისად, ცალსახაა, რომ საზოგადოების დირექტორმა ილია მიშ----ომ შეიტყო ფუ--- მა--------ს მხრიდან საწარმოს საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის გაცნობაზე გამოვლენილი ნების შესახებ, რაც წარდგენილი სარჩელითაც იქნა გამოხატული, თუმცა მისი მხრიდან დოკუმენტების გადაცემაზე ნების არარსებობის შედეგია სწორედ ზემორე სარჩელის განხილვა.
მოპასუხე კატეგორიულად არ ეთანხმება მოსარჩელის ამ არგუმენტებს და ამტკიცებს, რომ შპს ”GU-----t-ს” სრულად არ აქვს ის დოკუმენტაცია რომლის გადაცემასაც ითხოვენ ისინი, მათი ძირითადი არგუმენტია, ილ-–-----–----ოს საწარმოს დირექტორად დანიშვნის პერიოდი, რადგან იგი მხოლოდ 2018 წლის დასაწყისიდან შეუდგა საწარმოს მართვას და მას სრულყოფილად არ გადასცემია 202-2017 წლებში საწარმოს ფინანსური მოქმედებების ამსახველი დოკუმენტაცია. ამავე საკითხის დადასტურების მიზნით სხდომაზე წარმოდგენილ იქნა მოწმე ტა---------------, რომელიც 2015 წლიდან საწარმოს თავდაპირველი დირექტორის კა------რ მა--------ს გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა ბუღალტრის თანამდებობაზე. მან განამარტა, რომ საწარმოში დოკუმენტები არასრულად იყო წარმოდგენილი და მისი საქმიანობის პერიოდში ცდილობდა, რომ მოეწესრიგებინა საზოგადოების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია.
სადაო საკითხის გამოკვლევისას სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა თვითონ წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი ფაქტის დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ მოპასუხეს ნამდვილად აქვს სადაო მტკიცებულებები. ამ მტკიცებულებების მოპოვება მოსარჩელის ინტერესში შედის და მისი დამამტკიცებელი მტკიცებულებაც უნდა წარმოადგინოს მოსარჩელემ. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოთხოვნილი დოკუმენტაციის ნაწილი მოპასუხე მხარეს გადაცემული აქვს მხარისთვის (წლიური ბალანსი), სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული მოსარჩელისათვის სადავო დოკუმენტაციის სრულად გადაცემის ფაქტი. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის (პარტნიორისათვის საწარმოს დოკუმენტაციის გადაცემის) შეზღუდვას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ასევე არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ პარტნიორს ერთმევა უფლება განმეორებით მოსთხოვოს საზოგადოების დირექტორს და მისგან მიიღოს ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი ინფორმაცია. რადგან აღნიშნული ინფორმაცია ინახება საწარმოს დირექტორთან, ამასთანავე შპს ,,GU-----t-ის წესდების მიხედვით ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონისაგან განსხვავებული წესი დოკუმენტაციის პარტნიორისათვის გადაცემასთან დაკავშირებით დადგენილი არ არის, ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ სარჩელი მთლიანად ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები
- მოწმე ტა---------------ს ჩვენება
- შპს შპს ”GU-----t-ის” წესდება
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს კონსტიტუცია, სქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, GarciaRuiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
6.2. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ მიუთითა, რომ ,,სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (შდრ., სუსგ №ას-973-1208-04; №ას-1338-2018,25 იანვარი, 2019 წელი, პ-17). მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა კანონისმიერი საფუძვლიდან.
6.3. სასამართლო მიუთითებს ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით. ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს. სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმა წარმოადგენს საზოგადოების პარტნიორის, კონკრეტულ შემთხვევაში კი, ფუ--- მა--------ს და სა-–-- მა--------ს სადავო უფლების სამართლებრივ საფუძველს და ადგენს ფ.მა--------ს და კ.მა--------ს როგორც შპს ,,GU-----t’’ ის” პარტნიორისა და საწარმოს 16.5-16.5%-იანი წილის მფლობელთა უფლების იმ მინიმალურ სტანდარტს, რომლის შეზღუდვაც დაუშვებელია პარტნიორთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაშიც კი. ამ ვითარებაში იმის მიუხედავად, რომ მხარის მოთხოვნა ფორმულირებულია იმგვარად, რომ იგი ითხოვს საწარმოს საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის გაცნობაში ხელშეშლის აღკვეთას, მხარის უფლება მომდინარეობს ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტიდან და ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტიდან. ამასთან სასამართლო მიუთითებს, რომ ამ კატეგორიის საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუს 24.01.2014წ.-ის ას-800-759-2013წ.-ის განჩინება, ას-31-28-2015 -ის განჩინება), რომელიც შეეხება საზოგადოების პარტნიორის უფლებას ინფორმაციის მიღებაზე (,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი და 46-ე მუხლის მე-4 პუნქტი).
სასამართლოს არარელევანტურად მიაჩნია, მოცემულ შემთხვევაში მხარის მოთხოვნის საფუძვლად 172-ე მუხლის მითითება. ხელშეშლის აღკვეთა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს და ის სარჩელი მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას. ამ სარჩელის საფუძველია გარემოებები, რომლებიც აფუძნებენ მოსარჩელის მიერ ნივთით სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებას. ასევე ამტკიცებენ, რომ მესამე პირთა მოქმედება აბრკოლებს მათ განხორციელებას. მოსარჩელეს არ ევალება, ამტკიცოს მოპასუხის მოქმედების ან უმოქმედობის არამართლზომიერება, ის ივარაუდება, სანამ მოპასუხე არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
შესაბამისად, ნივთით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთის შემთხვევაში მოსარჩელე ფლობს ნივთს მაგრამ არაუფლებამოსილი პირის ქმედებები მას ხელს უშლის თავისი საკუთრების უფლების სრულყოფილად, საკუთარი სურვილისა და შეხედულებისამებრ გამოყენებაში, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა.
შპს ,,GU-----’’-ის” წარმომადგენელთა მითითებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეთა მიერ მითითებული დოკუმენტაციიდან გარკვეული ნაწილი საწარმოში შესაძლოა არ არსებობდეს, სასამართლო არ მიიჩნევს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად. წარმოდგენილი სარჩელი არ არის ვინდიკაციური, შესაბამისად - მისი დაკმაყოფილებისთვის არ არის აუცილებელი - დადგინდეს სადავო ნივთზე მოპასუხის მფლობელობის ფაქტი, ურომლისოდაც ვერ იქნება გამოტანილი გადაწყვეტილება ამ ნივთის გამოთხოვის თაობაზე. მოცემულ საქმეში, დავის საგანია საწარმოს პარტნიორის მიერ გარკვეული ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტაციის მოპოვება საწარმოსაგან. როგორც ზემოთ განიმარტა, პარტნიორს აქვს შეუზღუდავი წვდომა საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციაზე. ამდენად, თუ ამ დოკუმენტაციის გარკვეული ნაწილი, რაიმე ობიექტური მიზეზის გამო, საწარმოს არ გააჩნია, ეს გაირკვევა გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე და მოსარჩელეს ვერ გადაეცემა. ამასთან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ასახული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და მოიცავს ნებისმიერი სახის საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციას, რომელშიც ასახულია საწარმოს ფინანსური ოპერაციები.
6.4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად უნდა გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხის მიერ ირღვევა მისი, როგორც პარტნიორის უფლებები. ვერ ღებულობს საწარმოს მართვაში მონაწილეობას, არ აქვს ინფორმაცია საწარმოს საქმიანობის შესახებ. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მართლმსაჯულების განხორციელება და თავისი დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ მომართოს სასამართლოს და ამტკიცოს და ასაბუთოს დოკუმენტების მიღების და საწარმოს ტერიტორიაზე მისვლის აუცილებლობა.
სასამართლო კვლავ მიუთითებს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს პარტნიორთა უფლებების იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელთა შეზღუდვაც დაუშვებელია პარტნიორთა შეთანხმების შემთხვევაშიც კი. ამავე კანონის 46-ე მუხლის თანახმად, პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით). სარჩელზე დართული წესდების 3.2. მუხლის თანახმად, საზოგადოების საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს მებაღეობა, მებოსტნეობა, სასათბურე მეურნეობა, ნერგების გამოყვანა, სადისტრიბუციო საქმიანობა. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ამ ტიპის საწარმოში მნიშნველოვანია პარტნიორს ჰქონდეს თავისუფალი შესვლის შესაძლებლობა საწარმოს ტერიტორიაზე, რამეთუ, შესაძლებელი იყოს ვიზუალურად ხილვა იმისა თუ როგორ ფუნქციონირებს საწარმო. ამასთან, თვალსაჩინოა, რომ ბაღის ტერიტორიაზე შესვლის სურვილი არაერთხელ იქნა გამოთქმული მოსარჩელეთა მიერ, თუმცა, მოპასუხემ იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ მათი ბაღში მისვლა უარყოფით გავლენას ახდენს საწარმოს თანამშრომლებზე, რომელთა წინააღმდეგაც სა-–-- მა--------ს მიერ შეურაცხმყოფელი ფრაზები და მუქარის შემცველი ქმედებები იქნა განხორციელებული, არ არის წონადი არგუმენტი იმისთვის, რომ პარტნიორს შეეზღუდოს საწარმოს ფუნციონირებაში ჩართვა. ცალსახაა, რომ პარტნიორის უფლების ამგავრ შეზღუდვასთან დაკავშირებით, არც პარტნიორთა წესდებაშია გაწერილი რაიმე, ამდენად სასამართლო თვლის, რომ სადავო ბრძანება ზღუდავს პარტნიორთა უფლებებს, დირექტორის ქმედება წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის საწინააღმდეგო ქმედებას და ამდენად იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟი საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ” პუნქტით შეადგენს 100 (ასი) ლარს. მოსარჩელეს სახ. ბაჟის თანხა ორივე მოთხოვნის ნაწილში, ჯამში 200 ლარი, წინასწარ აქვს გადახდილი. იმის გამო, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შპს ,,GU------ს უნდა დაეკისროს 200 (ორასი) ლარის გადახდა ფუ--- მა--------ს და სა-–-- მა--------ს სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ფუ--- მა--------ს და სა-–-- მა--------ს სარჩელი შპს ,,GU------ის’’ მიმართ დაკმაყოფილდეს
2. ბათილად იქნას ცნობილი შპს ,,GU------ის’’ დირექტორის ილ-–-----–----ოს 2018 წლის 26 იანვრის ბრძანება N26/01/2018 ფუ--- მა--------სა და სა-–-- მა--------ს ტერიტორიაზე დაშვების აკრძალვის ნაწილში.
3. შპს ,,GU------ს’’ დაევალოს ფუ--- მა-------ს და სა-–-- მა-------ს გააცნოს 2012-2019 წლების განმავლობაში შპს ,,GU------ის’’ მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებული სრული საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაცია, გადასცეს მათი ასლები, წლიური ანგარიშების ასლები და საზოგადოების ყველა პუბლიკაცია.
4. შპს ,,GU------ს დაეკისროს 200 (ორასი) ლარის გადახდა ფუ--- მა--------ს და სა-–-- მა--------ს სასარგებლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ბოლნისის რაიონული საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უ---რეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო თარაშვილი