განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1--------
გამოძიების №0-----------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი
განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა
სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებლის – ლეილა ქეშელაშვილის,ბრალდებულის – ლ---- ჩ-----ს
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
ლ---- გ-------–ის ძე ჩ-----ს, დაბადებულის - 1--- წლის 2-----------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, უმაღლესი განათლების მქონის, დასაოჯახებელის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, კ----- მ----- ქუჩა, კ--------ი №-----------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ ლ---- ჩ-----ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------------- განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევ ლ---- ჩ-----ს 2019 წლის 14 იანვარს, ძ---–-------–-----------------–-------------------–---- გამომძიებლის მიერ თბილისში, ი------------ ქუჩა N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით ჩაუტარდა პირადი გასინჯვა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა დანა, რაც ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დამზადებულია ქარხნული წესით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
ჩადენილი ქმედებისათვის, ლ---- ჩ----- 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ბრალდებულმა ლ---- ჩ-----მ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებები, ლ---- ჩ-----ს ზედაპირული შემოწმებისა და ნივთის ფაქტობრივი ფლობის ოქმები, ცივი იარაღის ექსპერტიზის №1---–- დასკვნა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------------- განაჩენი, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.
ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ლ---- ჩ-----მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ლ---- ჩ-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ლ---- ჩ-----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.
აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ ლ---- ჩ-----ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ---- ჩ----- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. ლ---- ჩ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
3. ნივთმტკიცება:
ცივი იარაღი - დანა, რომელიც ინახება ძ---–-------–---------------–-------------------–-, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი