განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-------
გამოძიების №0-----------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი
განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა
სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – ირაკლი მირცხულავას,ბრალდებულების – მ------–---- სო-–-----–---–-ს, ნ-----–--
ს---–---–-ს, თ--- ხ---------–ის, ქ---- ჩ-----–-–---–ის და
ნ---- ე-–---–---–ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
მ------–---- დ--------- ასული სო-–-----–---–-ს, დაბადებულის - 1--- წლის 0------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №1----------, საშუალო განათლების მქონის, განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თბილისი, ს----–---------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ნ-----–-- ნ---------- ასული ს---–---–-ს, დაბადებულის - 1--- წლის 3-----–--ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N2----------, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თბილისი, გ-–-----------------------–- ჩიხი, კორპუსი N-------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
თ--- ნ----- ასული ხ---------–ის, დაბადებულის - 1--- წლის 2-------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N1----------- საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: თბილისი, ვ---------------–----------------------------------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ქ---- გ--–-- ასული ჩ-----–-–---–ის, დაბადებულის - 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N4----------, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თბილისი, ვ---------–---- მ--- კვარტალი, კორპუსი N------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ნ---- გ-------- ასული ე-–---–---–ის, დაბადებულის - 1----–-–------------ საქართველოს მოქალაქის, პირადი N0----------, უმაღლესი განათლებს მქონის, დასაოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თბილისი, კ----------------–--–------------------------------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებს - მ------–---- ს---–-----–---–ს, ნ-----–-- ს---–---–ს, თ--- ხ---------–ს, ქ---- ჩ-----–-–---–ს და ნ---- ე-–---–---–ს ბრალი ედებათ მასში, რომ ჩაიდინეს სამეწარემეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
მ------–---- ს---–-----–---–მა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მ------–---- სო-–-----–---–- 2016 წლიდან 2018 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას მ------–---- სო-–-----–---–- ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.
მ------–---- ს---–-----–---–ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 15000 აშშ დოლარი და 64 482 ლარი, რაზედაც 2016 წლიდან 2018 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 14 052 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, მ------–---- ს---–-----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 2 110 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
ნ-----–-- ს---–---–მა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ნ-----–-- ს---–---–- 2013-2016 წლებში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ნ-----–-- ს----–---–ი ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.
ნ-----–-- ს---–---–ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 75 000 აშშ დოლარი, რაზედაც 2013-2016 წლებში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 11 411 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, ნ-----–-- ს---–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 2 282 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
თ--- ხ---------–მა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, თ--- ხ---------–ი 2014-2018 წლებში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას თ--- ხ---------–ი ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.
თ--- ხ---------–ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 28 000 აშშ დოლარი და 143 298 ლარი, რაზედაც 2014-2018 წლებში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 31 680 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, თ--- ხ---------–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 4 776 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
ქ---- ჩ-----–-–---–მა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ქ---- ჩ-----–-–---–ი 2015-2018 წლებში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ქ---- ჩ-----–-–---–ი ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.
ქ---- ჩ-----–-–---–ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 2800 აშშ დოლარი და 38 000 ლარი, რაზედაც 2015-2018 წლებში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 11 127 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, ქ---- ჩ-----–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 1 385 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
ნ---- ე-–---–---–მა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ნ---- ე-–---–---–ი 2013-2018 წლებში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ნ---- ე-–---–---–ი ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.
ნ---- ე-–---–---–ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 22 500 აშშ დოლარი და 67 928 ლარი, რაზედაც 2013-2018 წლებში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 26 825 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, ნ---- ე-–---–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 5 143 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
ჩადენილი ქმედებისათვის მ------–---- სო-–-----–---–-, ნ-----–-- ს---–---–-, თ--- ხ---------–ი, ქ---- ჩ-----–-–---–ი და ნ---- ე-–---–---–ი 2018 წლის 19 დეკემბრის დადგენილებით მიცემული იქნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინათ ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ბრალდებულებმა: მ------–---- ს---–-----–---–მა, ნ-----–-- ს---–---–მა, თ--- ხ---------–მა, ქ---- ჩ-----–-–---–მა და ნ---- ე-–---–---–მა აღიარეს მათ მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გაუხდიათ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულების აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომართვის წერილები, შემოსავლების სამსახურის მომართვის წერილი, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის 2018 წლის 11 დეკემბრის თემატური რევიზიის აქტი, რომლებიც საფუძვლად დაედო მათ ბრალდებას.
ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულებმა: მ------–---- ს---–-----–---–მა, ნ-----–-- ს---–---–მა, თ--- ხ---------–მა, ქ---- ჩ-----–-–---–მა და ნ---- ე-–---–---–მა ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 192 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
მ------–---- სო-–-----–---–-ს, ნ-----–-- ს---–---–-ს, თ--- ხ---------–ის, ქ---- ჩ-----–-–---–ის და ნ---- ე-–---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ხელი შეუწყეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.
აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულებს - მ------–---- ს---–-----–---–ს, ნ-----–-- ს---–---–ს, თ--- ხ---------–ს, ქ---- ჩ-----–-–---–ს და ნ---- ე-–---–---–ს უნდა დაენიშნოთ შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------–---- სო-–-----–---–- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. მ------–---- სო-–-----–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
3. ნ-----–-- ს---–---–- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. ნ-----–-- ს---–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
5. თ--- ხ---------–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
6. თ--- ხ---------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
7. ქ---- ჩ-----–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 1500 (ათსხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
8. ქ---- ჩ-----–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
9. ნ---- ე-–---–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
10. ნ---- ე-–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
11. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი