გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.04.2019
საქმის ნომერი
140310018002587198
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავები
თარიღი
19.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002587198

საქმე № 3/213-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

19 აპრილი, 2019 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო გერგაული

 

სხდომის მდივანი ნინო არაბული

 

მოსარჩელე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი: მ---- კ------–-–---–ი

 

მოპასუხე: კ--- მ-----------–---–ი

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1. კ--- მ-----------–---–ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო (ჯარიმა)- 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

2. კ--- მ-----------–---–ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს სამივლინებო თანხის გადახდა - 1534.29 ლარის ოდენობით;

3. კ--- მ-----------–---–ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს ზედმეტად დარიცხული ხელფასის გადახდა- 280.13 ლარის ოდენობით;

 

სარჩელის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 14.03.2016 წლის №1--0 ბრძანებით, I კლასის რიგითი კ--- დ--------- ძე მ-----------–---–ი გაწვეული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთენებისა და სამხედრო განათლების სარდლების უფროს სერჟანტ ზ---- ფ-----ის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსების რ-----------, მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება ,,რიგითი“ და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე, 2016 წლის 14 მარტიდან.

2016 წლის 14 მარტიდან კ--- დ--------- ძე მ-----------–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008 წლის №683 ბრძანებით დამტკიცებული №15--/16 კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“.

გენერალური შტაბის უფროსის 27.05.2016 წლის №3--- ბრძანებით კ--- დ--------- ძე მ-----------–---–ი დაინიშნა სახმელეთო ჯარების სარდლობის მე-4 მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის II მსუბუქი ქვეითი ასეულის III მსუბუქი ქვეითი ოცეულის I მსუბუქი ქვეითი ათეულის I საცეცხლე ჯგუფის ყ---------------–---–--- 2016 წლის 27 მაისიდან, გათავისუფლდა რა გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ---- ფ-----ის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსების რ--------ის თანამდებობიდან.

გენერალური შტაბის უფროსის 19.12.2016 წლის №7814 ბრძანებით ზემოაღნიშნული თანამდებობიდან I კლასის რიგითი კ--- დ--------- ძე მ-----------–---–ი დაინიშნა სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის II მსუბუქი ქვეითი ასეულის III მსუბუქი ქვეითი ოცეულის I მსუბუქი ქვეითი ათეულის I საცეცხლე ჯგუფის ყ---------------–---–---(შტატი №8/1146-01).

თავდაცვის მინისტრის 01.02.2017 წლის №510 ბრძანებით სახმელეთო ჯარების სარდლობის მე-4 მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის II მსუბუქი ქვეითი ასეულის III მსუბუქი ქვეითი ოცეულის I მსუბუქი ქვეითი ათეულის I საცეცხლე ჯგუფის ყ---------------–---–--- I კლასის რიგითი კ--- დ--------- ძე მ-----------–---–ი, რომელიც შერჩეული იქნა ავღანეთში ნატოს ახალ მისიაში - ,,მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ამერიკის შეერთებული შტატების კონტიგენტის დაქვემდებარებაში მონაწილეობის მისაღებად დროებით შტატზე - სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქვეითი ასეულის (გაძლიერებული) I მსუბუქი ქვეითი ოცეულის II მსუბუქი ქვეითი ათეულის საცეცხლე ჯგუფის მ------–--–- დაეკისრა მოვალეობის შესრულება.

თავდაცვის მინისტრის 23.03.2017 წლის №851 ბრძანებით სახმელეთო ჯარების სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის II მსუბუქი ქვეითი ასეულის III მსუბუქი ქვეითი ოცეულის I მსუბუქი ქვეითი ათეულის I საცეცხლე ჯგუფის ყუმბარმტყორცნელი - სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქვეითი ასეულის (გაძლიერებული) I მსუბუქი ქვეითი ოცეულის II მსუბუქი ქვეითი ათეულის საცეცხლე ჯგუფის მ------–--–- I კლასის რიგითი კ--- დ--------- ძე მ-----------–---–ი 01.04.2017 წლიდან 01.11.2017 წლამდე მივლინებული იქნა ავღანეთში ,,მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“(Resolute Support Mission) ამერიკის შეერთებული შტატების კონტიგენტის დაქვემდებარებაში მონაწილეობის მისაღებად და ამავე ბრძანების შესაბამისად კ--- მ-----------–---–ს წინასწარ მარტის თვეში ჩაერიცხა სამივლინებო თანხა 2002 აშშ დოლარი. გენერალური შტაბის უფროსის 13.04.2017 წლის №2614 ბრძანებით I კლასის რიგით კ--- დ--------- ძე მ-----------–---–ს 2017 წლის 1 აპრილიდან შეუწყდა გენერალური შტაბის უფროსის 01.02.2017 წლის №510 ბრძანებით დროებით შტატზე სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქვეითი ასეულის (გაძლიერებული) I მსუბუქი ქვეითი ოცეულის II მსუბუქი ქვეითი ათეულის საცეცხლე ჯგუფის მ------–--–-ს დაკისრებული მოვალეობის შესრულება.

საქართველოს შეეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 17.11.2017 წლის №7976 ბრძანებით სახმელეთო ჯარების სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის II მსუბუქი ქვეითი ასეულის III მსუბუქი ქვეითი ოცეულის I მსუბუქი ქვეითი ათეულის I საცეცხლე ჯგუფის ყუმბარმტყორცნელი (საშტატო კატეგორია ,,I კლასის რიგითი“; შტატი №8/1146-01) I კლასის რიგითი კ--- მ-----------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევა) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების 44-ე მუხლის (სიმთვრალე) 1-ლი პუნქტით.

ვინაიდან, კ--- მ-----------–---–ს გენერალური შტაბის უფროსის 13.04.2013 წლის №2614 ბრძანებით შეუწყდა მივლინება და მასზე წინასწარ გაცემული იყო სამივლინებო თანხა 2002 აშშ დოლარი, 4895,89 ლარის ექვივალენტი (კურსი 2,4455). კ--- მ-----------–---–ს 2017 წლის აპრილის თვიდან ამავე წლის ნოემბრის თვის ჩათვლით ყოველთვიურად 420,20 ლარის ოდენობით ექვითებოდა ხელფასიდან დასაბრუნებელი სამივლინებო თანხა, რამაც საბოლოო ჯამში შეადგინა 3361,60 ლარი და დასაბრუნებელი დარჩა 1534,29 ლარი.

კ--- მ-----------–---–ის წელთა ნამსახურობა შეიარაღებულ ძალებში შეადგენს 1 წელს 8 თვესა და 3 დღეს და 14.03.2016 წლის №15--/16 კონტრაქტის 7.3 პუნქტის შესაბამისად, უნდა დაეკისროს ჯარიმის სახით 3000 ლარის გადახდა.

მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაურის 20.11.2017 წლის №559 ბრძანებით მოხსნილი იქნა ყველა სახის კმაყოფიდან 2017 წლის 21 ნოემბრიდან. ვინაიდან ნოემბრის თვის ხელფასი მას სრულად ჩაერიცხა 21 რიცხვში, ზედმეტად მიღებული აქვს 10 დღის ხელფასი, რაც შეადგენს 280,13 ლარს.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ სცნო სარჩელი. მისი ახნა-განმარტების თანახმად, იგი მეტროსადგურ დიდუბის ტერიტორიაზე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, რა დროსაც ნანახი იქნა სამხედრო პოლიციის მიერ. კ.მ-----------–---–ი მეორე დღეს უნდა წასულიყო ავღანეთში, მაგრამ ამ ფაქტის გამო აღარ წასულა და 6 თვე გააგრძელა სამხედრო სამსახური. სწორედ ამიტომ, იგი არ დაეთანხმა პირგასამტეხლოს -3 000 ლარის გადახდას იმ მოტივით, რომ რატომ გაგერძელებინეს 6 თვის ვადით მუშაობა და რატომ არ გაათავისუფლეს დაუყოვნებლივ თუ დარღვევას ჰქონდა ადგილი. რაც შეეხება ზედმეტად ჩარიცხულ ხელფასს და სამივლინებო თანხას, მოპასუხემ ამ ნაწილში სცნო სარჩელი. ასევე განმარტა, რომ ამ ეტაპზე არის უმუშევარი და ვერ შეძლებს თანხის გადახდას.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 14.03.2016 წლის №1--0 ბრძანებით, I კლასის რიგითი კ--- დ--------- ძე მ-----------–---–ი გაწვეული იქნა საქართველოს შეირაღებული ძალების საკონტრქტო(პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთენბისა და სამხედრო განათლების სარდლების უფროს სერჟანტ ზ---- ფ-----ის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსების რ-----------, მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება ,,რიგითი“ და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2016 წლის 14 მარტიდან.

მტკიცებულება: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 14.03.2016 წლის №1--0 ბრძანება;

 

3.2 2016 წლის 14 მარტიდან კ--- დ--------- ძე მ-----------–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008 წლის №683 ბრძანებით დამტკიცებული №15--/16 კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“.

მტკიცებულება: 2016 წლის 14 მარტის №15--/16 კონტრაქტი;

 

3.3. გენერალური შტაბის უფროსის 27.05.2016 წლის №3--- ბრძანებით კ--- დ--------- ძე მ-----------–---–ი დაინიშნა სახმელეთო ჯარების სარდლობის მე-4 მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის II მსუბუქი ქვეითი ასეულის III მსუბუქი ქვეითი ოცეულის I მსუბუქი ქვეითი ათეულის I საცეცხლე ჯგუფის ყ---------------–---–--- 2016 წლის 27 მაისიდან, გათავისუფლდა რა გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ---- ფ-----ის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსების რ--------ის თანამდებობიდან.

მტკიცებულება: გენერალური შტაბის უფროსის 27.05.2016 წლის №3--- ბრძანება;

 

3.4. გენერალური შტაბის უფროსის 19.12.2016 წლის №7814 ბრძანებით ზემოაღნიშნული თანამდებობიდან I კლასის რიგითი კ--- დ--------- ძე მ-----------–---–ი დაინიშნა სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის II მსუბუქი ქვეითი ასეულის III მსუბუქი ქვეითი ოცეულის I მსუბუქი ქვეითი ათეულის I საცეცხლე ჯგუფის ყ---------------–---–---(შტატი №8/1146-01).

მტკიცებულება: გენერალური შტაბის უფროსის 19.12.2016 წლის №7814 ბრძანება;

 

3.5. თავდაცვის მინისტრის 01.02.2017 წლის №510 ბრძანებით სახმელეთო ჯარების სარდლობის მე-4 მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის II მსუბუქი ქვეითი ასეულის III მსუბუქი ქვეითი ოცეულის I მსუბუქი ქვეითი ათეულის I საცეცხლე ჯგუფის ყ---------------–---–--- I კლასის რიგითი კ--- დ--------- ძე მ-----------–---–ი, რომელიც შერჩეული იქნა ავღანეთში ნატოს ახალ მისიაში - ,,მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ამერიკის შეერთებული შტატების კონტიგენტის დაქვემდებარებაში მონაწილეობის მისაღებად დროებით შტატზე - სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქვეითი ასეულის (გაძლიერებული) I მსუბუქი ქვეითი ოცეულის II მსუბუქი ქვეითი ათეულის საცეცხლე ჯგუფის მ------–--–- დაეკისრა მოვალეობის შესრულება.

მტკიცებულება: თავდაცვის მინისტრის 01.02.2017 წლის №510 ბრძანება;

 

3.6. თავდაცვის მინისტრის 23.03.2017 წლის №851 ბრძანებით სახმელეთო ჯარების სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის II მსუბუქი ქვეითი ასეულის III მსუბუქი ქვეითი ოცეულის I მსუბუქი ქვეითი ათეულის I საცეცხლე ჯგუფის ყუმბარმტყორცნელი - სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქვეითი ასეულის (გაძლიერებული) I მსუბუქი ქვეითი ოცეულის II მსუბუქი ქვეითი ათეულის საცეცხლე ჯგუფის მ------–--–- I კლასის რიგითი კ--- დ--------- ძე მ-----------–---–ი 01.04.2017 წლიდან 01.11.2017 წლამდე მივლინებული იქნა ავღანეთში ,,მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“(Resolute Support Mission) ამერიკის შეერთებული შტატების კონტიგენტის დაქვემდებარებაში მონაწილეობის მისაღებად და ამავე ბრძანების შესაბამისად კ--- მ-----------–---–ს წინასწარ მარტის თვეში ჩაერიცხა სამივლინებო თანხა 2002 აშშ დოლარი.

მტკიცებულება: თავდაცვის მინისტრის 23.03.2017 წლის №851 ბრძანება და პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეთა 2017 წლის მარტის თვის სამივლინებო თანხის ჩარიცხვის რეესტრი;

 

3.7. გენერალური შტაბის უფროსის 13.04.2017 წლის №2614 ბრძანებით I კლასის რიგით კ--- დ--------- ძე მ-----------–---–ს 2017 წლის 1 აპრილიდან შეუწყდა გენერალური შტაბის უფროსის 01.02.2017 წლის №510 ბრძანებით დროებით შტატზე სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქვეითი ასეულის (გაძლიერებული) I მსუბუქი ქვეითი ოცეულის II მსუბუქი ქვეითი ათეულის საცეცხლე ჯგუფის მ------–--–-ს დაკისრებული მოვალეობის შესრულება.

მტკიცებულება: გენერალური შტაბის უფროსის 13.04.2017 წლის №2614 ბრძანება;

 

3.8. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 17.11.2017 წლის №7976 ბრძანებით სახმელეთო ჯარების სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის II მსუბუქი ქვეითი ასეულის III მსუბუქი ქვეითი ოცეულის I მსუბუქი ქვეითი ათეულის I საცეცხლე ჯგუფის ყუმბარმტყორცნელი (საშტატო კატეგორია ,,I კლასის რიგითი“; შტატი №8/1146-01) I კლასის რიგითი კ--- მ-----------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევა) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების 44-ე მუხლის (სიმთვრალე) 1-ლი პუნქტით.

მტკიცებულება: საქართველოს შეეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 17.11.2017 წლის №7976 ბრძანება;

 

3.9. კ--- მ-----------–---–ს გენერალური შტაბის უფროსის 13.04.2013 წლის №2614 ბრძანებით შეუწყდა მივლინება და მასზე წინასწარ გაცემული იყო სამივლინებო თანხა 2002 აშშ დოლარი, 4895,89 ლარის ექვივალენტი (კურსი 2,4455). კ--- მ-----------–---–ს 2017 წლის აპრილის თვიდან ამავე წლის ნოემბრის თვის ჩათვლით ყოველთვიურად 420,20 ლარის ოდენობით ექვითებოდა ხელფასიდან დასაბრუნებელი სამივლინებო თანხა, რამაც საბოლოო ჯამში შეადგინა 3361,60 ლარი და დასაბრუნებელი დარჩა 1534,29 ლარი.

მტკიცებულება: გენერალური შტაბის უფროსის 13.04.2013 წლის №2614 ბრძანება; პირველი ქვეითი ბრიგადის 19.07.2018 წლის №720961 წერილი, ფინანსების მართვის დეპარტამენტის 31.07.2018 წლის №758336 წერილი; ცნობა ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ; საგადასახადო დავალებები;

 

3.9. კ--- მ-----------–---–ის წელთა ნამსახურობა შეიარაღებულ ძალებში შეადგენს 1 წელს 8 თვესა და 3 დღეს და 14.03.2016 წლის №15--/16 კონტრაქტის 7.3 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრულია ჯარიმის სახით 3 000 ლარის გადახდა.

მტკიცებულება: 14.03.2016 წლის №15--/16 კონტრაქტი;

 

3.10. მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაურის 20.11.2017 წლის №559 ბრძანებით მოხსნილი იქნა ყველა სახის კმაყოფიდან 2017 წლის 21 ნოემბრიდან. ვინაიდან ნოემბრის თვის ხელფასი მას სრულად ჩაერიცხა 21 რიცხვში, ზედმეტად მიღებული აქვს 10 დღის ხელფასი, რაც შეადგენს 280,13 ლარს.

მტკიცებულება: 12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაურის 20.11.2017 წლის №559 ბრძანება.

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც, დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კონტრაქტი დაირღვა მოპასუხის ბრალით, რაც იძლევა მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს, ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხემ მიიღო სამივლინებო თანხა და ზედმეტად დარიცხული 10 დღის ხელფასი, რაც მას რეალურად არ ეკუთვნოდა.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება, წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და, მეორე მხრივ, მოპასუხე ფიზიკურ პირს შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის № 683 ბრძანებით დამტკიცებული ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტიდან წარმოშობილი პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ანაზღაურება. ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანოების მიზანს წარმოადგენდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - სახელმწიფოს უზრუნველყოფა სამხედრო მოსამსახურეებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, დაარღვია თუ არა კ--- მ-----------–---–მა მასთან გაფორმებული კონტრაქტის ისეთი ვალდებულება, რაც იწვევს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას;

 

დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 17.11.2017 წლის №7976 ბრძანებით სახმელეთო ჯარების სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის II მსუბუქი ქვეითი ასეულის III მსუბუქი ქვეითი ოცეულის I მსუბუქი ქვეითი ათეულის I საცეცხლე ჯგუფის ყუმბარმტყორცნელი (საშტატო კატეგორია ,,I კლასის რიგითი“; შტატი №8/1146-01) I კლასის რიგითი კ--- მ-----------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სახედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

ეს აქტი მოპასუხის მხრიდან არ გასაჩივრებულა და კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გამხდარა; ამასთან, მას არ წარმოუდგენია ბრძანებაში მითითებული გარემოებების გამომრიცხავი უტყუარი სახის მტკიცებულება;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც პირდაპირ მიუთითებს მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევაზე, და კ--- მ-----------–---–თან კონტრაქტი სწორედ ამ აქტითაა შეწყვეტილი, შესაბამისი საფუძვლის მითითებით.

 

როგორც აღინიშნა, მოპასუხესთან კონტრაქტი შეწყდა კონტრაქტის 7.3. პუნქტის საფუძველზე (საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში ვადამდე დათხოვნა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას).

 

კ--- მ-----------–---–ის მიმართებით კონტრაქტის 9.1.7. პუნქტით გათვალისწინებულ ისეთ შემთხვევას, რაც არ იწვევს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას, ადგილი არ აქვს;

 

პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით კი სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.

 

იმავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

იმავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 3 000 ლარი - ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში, მოცემულ შემთხვევაში არ არის გონივრული.

 

აღსანიშნავია, რომ კ--- მ-----------–---–ი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, განმარტა, რომ არის უმუშევარი და ვერ შეძლებს ამ ოდენობის თანხის გადახდას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარ პირობებში ჯარიმის 1 000 (ათასი) ლარით განსაზღვრა კანონშესაბამისია, რითაც კ--- მ-----------–---–ის მიმართებაში დაცულია როგორც გონივრულობის ფარგლები, ასევე სამართლიანობის პრინციპი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია, აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ ამით არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები და დაუსაბუთებლად შეიზღუდოს სამხედრო მოსამსახურის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირის კანონიერი ინტერსები.

 

საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების როგორც მატერიალური, ასევე ფორმალური საფუძველი.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლებზე;

 

იმავე კანონის 57-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 ნაწილების მიხედვით, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო; მოხელის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და ამ კანონით გათვალისწინებულ დანამატს; შრომითი გასამრჯელო მოხელეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეძლევა.

 

დადგენილია, რომ კ--- მ-----------–---–ი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლობის მე-4 მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის II მსუბუქი ქვეითი ასეულის III მსუბუქი ქვეითი ოცეულის I მსუბუქი ქვეითი ათეულის I საცეცხლე ჯგუფის ყ---------------–---–---, ხოლო 01.02.2017 წლის №510 ბრძანებით დაკისრებული ჰქონდა სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქვეითი ასეულის (გაძლიერებული) I მსუბუქი ქვეითი ოცეულის II მსუბუქი ქვეითი ათეულის საცეცხლე ჯგუფის მ------–--–-ს მოვალეობის შესრულება, შესაბამისად, მასზე ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის დებულებები შრომითი გასამრჯელოს მიღების ნაწილში.

 

მისი თანამდებობრივი სარგო ხელზე მისაღები თანხის სახით განისაზღვრა 840,40 ლარით.

 

დადგენილია, რომ კ--- მ-----------–---–ი დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან 2017 წლის 17 ნოემბრიდან და ამ დროიდან დაკისრებული მოვალეობები აღარ შეუსრულებია;

 

მას 2018 წლის 21 ნოემბერს პირად ანგარიშზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან ჩაერიცხა სრული თვის - 2018 წლის ნოემბრის ხელფასი, თუმცა იგი სამსახურიდან დათხოვნილი იქნა 2018 წლის ნოემბრიდან, შესაბამისად, მან მიიღო სახელფასო ანაზღაურება იმ დღეებზეც, რაც მას არ უმუშავია - 280,13 ლარი.

 

კ--- მ-----------–---–ს გენერალური შტაბის უფროსის 13.04.2013 წლის №2614 ბრძანებით შეუწყდა მივლინება და მასზე წინასწარ გაცემული იყო სამივლინებო თანხა 2002 აშშ დოლარი. კ--- მ-----------–---–ს 2017 წლის აპრილის თვიდან ამავე წლის ნოემბრის თვის ჩათვლით ყოველთვიურად 420,20 ლარის ოდენობით ექვითებოდა ხელფასიდან დასაბრუნებელი სამივლინებო თანხა, რამაც საბოლოო ჯამში შეადგინა 3361,60 ლარი და დასაბრუნებელი დარჩა 1534,29 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასის სახით გაიცა და მოპასუხემ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო - 280,13 ლარი და სამივლინებო თანხა - 1534,29, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხების გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხის მხრიდან სამსახურებრივი ვალდებულების შეუსრულებლობამ.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იმავე კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ხოლო მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, რაც უნდა იყოს არანკლებ 50 ლარისა.

 

მოცემულ შემთხვევაში, 38-39-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 251 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხე კ--- მ-----------–---–ს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ჯარიმის თანხა 1 000 (ათასი) ლარი.

1.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე კ--- მ-----------–---–ისთვის პირგასამტეხლოს სახით სარჩელით მოთხოვნილი 3 000 ლარიდან 2 000 ლარის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს.

1.3. მოპასუხე კ--- მ-----------–---–ს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სამივლინებო თანხის 1534.29 (ათას ხუთას ოცდათოთხმეტი და ოცდაცხრა) ლარის გადახდა.

1.4. მოპასუხე კ--- მ-----------–---–ს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ზედმეტად დარიცხული ხელფასის 280.13 (ორას ოთხმოცი და ცამეტი) ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე კ--- მ-----------–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: ნინო გერგაული