განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100119002936523
№1/47-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 აპრილი, 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლების, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ - თე--------- ბა------ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების N0-----------)
ბრალდებული: თე--------- ბა------ი
მამის სახელი: ან------
დაბადებული: 1----–-–----------------
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ვე---------------ი
ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ვე---------------ი
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია: თე--------- ბა------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 22 თებერვალს, შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თე--------- ბა------ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №0-----, რომლის თანახმადაც თე--------- ბა------ს აეკრძალა დის - მა-- ია--–---–ის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, თე--------- ბა------მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 23 თებერვალს, 10:15 საათზე, იგი მთვრალი მივიდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვე---------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და თავის დას - მა-- ია--–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
თე--------- ბა------ი, 2019 წლის 23 თებერვალს, 17:10 საათზე, დააკავეს და 2019 წლის 24 თებერვალს, ჩადენილი ქმედებისათვის, წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 22 თებერვალს, შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თე--------- ბა------ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №0-----, რომლის თანახმადაც თე--------- ბა------ს აეკრძალა დის - მა-- ია--–---–ის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება.
2. თე--------- ბა------მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 23 თებერვალს, 10:15 საათზე, იგი მთვრალი მივიდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვე---------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და თავის დას - მა-- ია--–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა
სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულის - მა-- ია--–---–ის, მოწმეების - მა---–--- ბა------ის, ილ-- კვ------ის, ან--- ბა---------–---–ის, გუ---- ტა-–----ის, მა-–---- ბა-------ის, თავად ბრალდებულ თე--------- ბა------ის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის 22 თებერვალს, შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თე--------- ბა------ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №0-----, რომლის თანახმადაც თე--------- ბა------ს აეკრძალა დის - მა-- ია--–---–ის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება. თე--------- ბა------მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 23 თებერვალს, იგი მივიდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვე---------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და თავის დას - მა-- ია--–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა გულისხმობს, შესაბამისი ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესით შედგენილი შემაკავებელი ორდერით დადგენილი მოთხოვნების და ვალდებულებების დარღვევას მოძალადის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, თე--------- ბა------ს შემაკავებელი ორდერით აკრძალული ჰქონდა დასთან - მა-- ია--–---–თან მიახლოვება და კომუნიკაცია. თე--------- ბა------მა დაარღვია აკრძალვა და შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში მა-- ია--–---–თან მივიდა სახლში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თე--------- ბა------მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ თე--------- ბა------მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა თე--------- ბა------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს თე--------- ბა------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
თე--------- ბა------ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
თე--------- ბა------ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
თე--------- ბა------ი წარსულში ნასამართლევი არ არის, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. თანამშრომლობს გამოძიებასთან.
დაზარალებულს თე--------- ბა------ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ თე--------- ბა------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან, იგი წარსულში ნასამართლევი არ არის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ თე--------- ბა------ის მიმართ შესაძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თე--------- ბა------ის მიმართებით აშკარად გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მას სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა შეეცვალოს პირობით მსჯავრად.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
თე--------- ბა------ს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულია „ბენზოპილას“ ფირმის ბენზოხერხი, და ჯოხი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 160-ე, 169-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თე--------- ბა------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და თე--------- ბა------ი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
თე--------- ბა------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 23 თებერვლის 17:10 საათიდან 2019 წლის 23 აპრილის ჩათვლით.
ნივთიერი მტკიცებულება - „ბენზოპილას“ ფირმის ბენზოხერხი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ნივთიერი მტკიცებულება - ჯოხი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი