გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.04.2019
საქმის ნომერი
190310019002877163
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-----9

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

24.04.2019 წელი ქ.რუსთავი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ნინო ონიანი

სხდომის მდივანი გუნა მოსიაშვილი

 

მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - მ-------------–---ა

 

მოპასუხე - გი--------------–-–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. გი--------------–-–---–ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 246.73 ლარის ანაზღაურება

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე გი--------------–-–---–ს 2019 წლის 12 მარტს ჩაიბარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი და თანდართული მასალები, თუმცა მას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ შემოუტანია. 2019 წლის 24 აპრილს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე, მოპასუხე გი--------------–-–---–ი არ გამოცხადებულა, რის გამოც სასამართლოსთვის მისი პოზიცია საკითხთან მიმართებით უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 19.08.2017 წელს გი--------------–-–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 27.02.2009 წლის N112 ბრძანებით დამტკიცებული N3215/17 კონტრაქტი „კაპრალ - სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.

 

გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 06 დეკემბრის N7384 ბრძანების საფუძველზე გი--------------–-–---–ი გათავსუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართელოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ’’ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო’’ (პირადი პატაკით).

 

კონტრაქტის 7.1 პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე სრულად, მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს მისთვის მინდობილი ქონების (მათ შორის ფორმის, ტანსაცმლის, აღჭურვილობის, იარაღის, ტექნიკის და ა.შ) უსაფრთხოებასა და მოვლაზე. „სამხედრო მოსამსახურე“ მხოლოდ დროებით სარგებლობს მისთვის მინდობილი ქონებით, ხოლო ამ ქონების მესაკუთრეა სახელმწიფო სამინისტროს სახით. ამავე კონტრაქტის 7.2 პუნქტის მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე განზრახ ან გაუფრთხილებლობით დააზიანებს ან დაკარგავს მისთვის მინდობილ ქონებას ან არ დააბრუნებს დათხოვნის შემთხვევაში, იგი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს სამინისტროს მისთვის მიყენებული ზიანი პირველადი საბალანსო ღირებულების შესაბამისად.

 

გი--------------–-–---–ს გააჩნია სამსახურთან სანივთე ქონების დანაკლისი, კერძოდ:

1. პანამა მულტიკამი 2 ერთეული - 1 ცალის ფასი 8 ლარი, 2. ინდივიდუალური კარაბინი 1 ცალი - ფასი 1.416 ლარი, 3. ფორმა ძველი დაჩითვით 1 წყვილი - ერთეულის ფასი 94.69 ლარი, 4. შეთბუნებული ქურთუკი 1 ცალი - ფასი 66 ლარი, 5. ხელთათმანი თბილი 1 წყვილი - ერთეულის ფასი 4.3 ლარი, 6. საპატრულო ჩანთა 1 ცალი - ერთეულის ფასი 22.33 ლარი.

ამდენად, გი--------------–-–---–ს 19.08.2017 წელს გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდწარმოეშვა დავალიანების 246.73 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

 

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გი--------------–-–---–ს შორის 2017 წლის 19 აგვისტოს დადებული N3215/17 კონტრაქტი.

- გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 06 დეკემბრის N7374 ბრძანება.

- 2018 წლის 12 დეკემბრის ცნობა ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი,საქართველოს სამოქალაქო კოდექსი,6. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს, ხოლო 34-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში, სახელმწიფო მონაწილეობს, როგორც შესაბამისი უფლებაუნარიანობით აღჭურვილი იურიდიული პირი და შესაბამისად, მას აქვს უფლება ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა იმ უფლებით, რაც განსაზღვრულია იურიდიული პირებისათვის, სათანადო გამონაკლისების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები (უწყებები, დაწესებულებები და ა. შ.) ისე, რომ ისინი არ არიან იურიდიული პირები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 19.08.2017 წელს გი--------------–-–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 27.02.2009 წლის N112 ბრძანებით დამტკიცებული N3215/17 კონტრაქტი „კაპრალ - სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. ხოლო, გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 06 დეკემბრის N7384 ბრძანების საფუძველზე გი--------------–-–---–ი გათავსუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართელოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ’’ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო’’ (პირადი პატაკით).

 

გი--------------–-–---–ს გააჩნია სამსახურთან სანივთე ქონების დანაკლისი, კერძოდ:

1. პანამა მულტიკამი 2 ერთეული - 1 ცალის ფასი 8 ლარი, 2. ინდივიდუალური კარაბინი 1 ცალი - ფასი 1.416 ლარი, 3. ფორმა ძველი დაჩითვით 1 წყვილი - ერთეულის ფასი 94.69 ლარი, 4. შეთბუნებული ქურთუკი 1 ცალი - ფასი 66 ლარი, 5. ხელთათმანი თბილი 1 წყვილი - ერთეულის ფასი 4.3 ლარი, 6. საპატრულო ჩანთა 1 ცალი - ერთეულის ფასი 22.33 ლარი.

ამდენად, გი--------------–-–---–ს 19.08.2017 წელს გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდწარმოეშვა დავალიანების 246.73 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ეს კანონი ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეაფასოს, გამომდინარეობს, თუ არა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, სხვა საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან, მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა გი--------------–-–---–ისთვის თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის #119 ბრძანებულებით დამტკიცებული 'საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების' თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.

 

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს.

 

მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის 7.1 პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე სრულად, მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს მისთვის მინდობილი ქონების (მათ შორის ფორმის, ტანსაცმლის, აღჭურვილობის, იარაღის, ტექნიკის და ა.შ) უსაფრთხოებასა და მოვლაზე. „სამხედრო მოსამსახურე“ მხოლოდ დროებით სარგებლობს მისთვის მინდობილი ქონებით, ხოლო ამ ქონების მესაკუთრეა სახელმწიფო სამინისტროს სახით. ამავე კონტრაქტის 7.2 პუნქტის მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე განზრახ ან გაუფრთხილებლობით დააზიანებს ან დაკარგავს მისთვის მინდობილ ქონებას ან არ დააბრუნებს დათხოვნის შემთხვევაში, იგი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს სამინისტროს მისთვის მიყენებული ზიანი პირველადი საბალანსო ღირებულების შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 19.08.2017 წელს გი--------------–-–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 27.02.2009 წლის N112 ბრძანებით დამტკიცებული N3215/17 კონტრაქტი „კაპრალ - სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. ხოლო, გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 06 დეკემბრის N7384 ბრძანების საფუძველზე გი--------------–-–---–ი გათავსუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართელოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ’’ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო’’ (პირადი პატაკით). გი--------------–-–---–ს 19.08.2017 წელს გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდწარმოეშვა დავალიანების 246.73 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მითითებული კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 246.73 ლარის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. გი--------------–-–---–ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 246.73 ლარის ანაზღაურება.

 

3. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) მხარეთათვის მოტივირებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).

 

მოსამართლე: ნინო ონიანი