განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/5---19
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 მარტი, 20-9 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე
სხდომის მდივანი ანა ზაბახიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ე--------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - რ----- მ---------ე, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ა------–--–---–---–---------------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
დისპოზიცია: ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1. ქ. თბილისი, ა--------–--–---–---–-------------ის მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, ამავე მისამართზე, თანასაკუთრების კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N 0-. 13.0---------) არსებული შენობა-ნაგებობის კორექტირება. აღნიშნული კორექტირებისათვის საჭირო ნებართვის მისაღებად, 2----–-–------------რს შედგა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ბ--–--–---–---–------------“-ის კრება, რომელსაც დაესწრო ამხანაგობის 151 წევრი. მათ თანხმობა გამოხატეს ზემოაღნიშნული შენობა-ნაგებობის კორექტირებაზე, რის საფუძველზეც შეივსო კრების N- ოქმი. ამხანაგობის თავმჯდომარემ, რ----- მ---------ემ, აღნიშნული კრების N- ოქმზე მისი ხელმოწერა დაამოწმა სანოტარო წესით, რის შემდგომაც ოქმი, თანდართულ განცხადებასთან ერთად შპს ,,ჯ----------------ს“ წარმომადგენელმა ნ-----–---------------ემ, წარადგინა თბილისის მერიაში შესაბამისი ნებართვის მისაღებად. აღნიშნული განცხადება თბილისის მერიის მიერ დახარვეზებულ იქნა იმ საფუძვლით, რომ განცხადებით უნდა მიემართა ამხანაგობის თავმჯდომარეს და კრების ოქმში განსაზღვრული უნდა ყოფილიყო კრებაზე დამსწრე პირების პროცენტული რაოდენობა. აღნიშნულიდან გამომდინარე ,,ბ--–--–---–---–------------“-ის თავმჯდომარემ, რ----- მ---------ემ, 2----–-–---------------ს, 2----–-–-------------ის, N- კრების ოქმს დაამატა გამორჩენილი პროცენტული მონაცემი, რის შემდგომაც კვლავ დაამოწმა კრების ოქმზე მისი ხელმოწერა, სანოტარო წესით და წარადგინა იგი თბილისის მერიაში, ნებართვის მისაღებად. თბილისის მერიის მიერ კვლავ დახარვეზდა რ----- მ---------ის განცხადება იმ მოტივით, რომ აღნიშნული ნებართვის გაცემისათვის საჭირო იყო ბინათმესაკუთრეთა 100%-იანი თანხმობა. 2----–-–---------------ს, რ----- მ---------ემ ამხანაგობის 2----–-–-------------ის N- კრების ოქმში შეიტანა ყალბი მონაცემები, თითქოს კრებას ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა სრული შემადგენლობა და ხმათა 100%-ით, ამხანაგობამ გამოხატა თანხმობა თანასაკუთრების კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის კორექტირებაზე, რის შემდეგაც აღნიშნული კრების ყალბი ოქმი დაამოწმა სანოტარო წესით და წარადგინა თბილისის მერიაში, რის საფუძველზეც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა დააკმაყოფილა რ----- მ---------ის განცხადება.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. ბრალდებულმა რ----- მ---------ემ თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და გამოკითხვისას დეტალურად აღწერა 2----–-–------------რს, ამხანაგობის მიერ შედგენილ, კრების N- ოქმში ყალბი მონაცემების შეტანის ფაქტი. რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, წინასასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებებად და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული.
2.1 რ----- მ---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა ზემოთ განხილული მტკიცებულებებისა დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით: ი------------–---–-------------------–-----------------------ს და ნ-----–---------------ის გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად ბრალდებულის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმით და მის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით ბრალის აღიარების შესახებ, 2----–-–-------------ის N- კრების ოქმი.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი პოზიციების დასასაბუთებლად.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია რ----- მ---------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ის ურთიერთობები, რომელიც უზრუნველყოფენ ოფიციალური დოკუმენტაციის წარმოებისა და ოფიციალური დოკუმენტებით სარგებლობის დადგენილი წესის დაცვას. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვაში, გასაღების ან გამოყენების მიზნით, ასევე აღნიშნული საგნების გასაღებაში ან მათ გამოყენებაში. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში იგულისხმება, მისი წარდგენა იმ პირისათვის ვისაც მისი შემოწმების უფლება აქვს ანდა მისი ოფიციალური წარდგენა საწარმოში, დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში. დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულად ითვლება კანონში მითითებული ნებისმიერი მოქმედების ჩადენისთანავე. ქმედების სუბიექტურ შემადგენლობას ახასიათებს აღნიშნული ქმედების მხოლოდ პირდაპირი განზრახვით ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში რ----- მ---------ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გამოიხატა მისი მხრიდან, ამხანაგობა ,,ბ--–--–---–---–-------------“-ის, N- კრების ოქმში, თბილისის მერიის მიერ დადგენილი ხარვეზების არაკანონიერი მეთოდებით აღმოფხვრაში, კერძოდ, კრების ოქმში მაცხოვრებელთა გამორჩენილი პროცენტული მაჩვენებლის დამატებასა და თანასაკუთრების კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის კორექტირების თაობაზე, მაცხოვრებელთა 100%-იანი თანხმობის მითითებაში.
4.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.4. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ რ----- მ---------ემ ჩაიდინა ყალბი ოფიციალუყრი დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რის გამოც, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ ამ კვალიფიკაციით.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. რ----- მ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის მხრიდან ბრალის ნებაყოფლობით აღიარებას.
6.3. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ, ვინაიდან რ----- მ---------ის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის განსაზღვრული სანქცია ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რ----- მ---------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის მას უნდა დაენიშნოს ადეკვატური სასჯელი, კერძოდ, ჯარიმა 5 00 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ----- მ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. განაჩენის აღსრულებაზე მსჯავრდებულის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე