გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.04.2019
საქმის ნომერი
060210018002691534
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/931-2018

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

ს----------–--- სახელით

28 თებერვალი 2019 წელი ქ.სამტრედია

 

სამტრედიის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ნონა ზარქუა

სხდომის მდივანი ნათია ძაძამია

 

მოსარჩელე - ჟ---–---------ა;

წარმომადგენელი - ლ--–-------------------–---–ი;

მოპასუხე - ა-------–-----–---–ი;

წარმომადგენელი - ლ-----------------ე;

დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის გაზრდა, დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ა-------–-----–---–ს არასრულწლოვანი შვილის 2--- წლის 0- ა--------ს დაბადებული გ--------–-----–---–ის სასარგებლოდ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი 150 ლარი გაიზარდოს 250 ლარით და მისი ოდენობა განისაზღვროს ყოველთვიურად 400 ლარით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2018 წლის 24 ოქტომბრიდან, მის სრულწლოვანებამდე.

2. დამატებით ხარჯებში მონაწილეობის სახით ა-------–-----–---–ისთვის ყოველთვიურად 150 ლარის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ა-------–-----–---–მა სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ჟ---–---------ას და ა-------–-----–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი _ გ--------–-----–---–ი (დაბადებული 2--- წლის 0- ა--------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ 15 );

 

3.1.2 ა-------–-----–---–ს ჰყავს შვილი 2--- წლის 2-----–--- დაბადებული ანი ცხადაშვილი, რომელიც ცხოვრობს მასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ 67 );

- მხარეთა ახსნა - განმარტება (სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის სხდომის ოქმი)

 

3.1.3. 2017 წლის 05 აპრილს სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მოპასუხე ა-------–-----–---–ს არასრულწლოვანი შვილის - გ--------–-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 05 აპრილის სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ს.ფ. 20-21 );

 

3.1.4. ა-------–-----–---–ს 2017 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის გააჩნდა ფინანსური ვალდებულებები სს მიკროსაფინანსო ო---------–-- კ--------–-- მიმართ, სესხად აღებული 3854.10 ლარის დაფარვის მიზნით ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენდა 214 ლარს და სს „ბანკი რ-------–---“-ს მიმართ სესხად აღებული 5 658.89 ლარის დაფარვის მიზნით ყოველთვიურად გადასახდელი თნხა შეადგენდა 118 ლარს, ჯამში 332 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სესხის დაფარვის გრაფიკი და ხელშეკრულებები (ს.ფ. 24-32 );

 

3.1.5. ა-------–-----–---–მა სს მ----------------- ო---------–-- კ--------–-- მიმართ სესხად აღებული 3854.10 ლარის დაფარვა დაასრულა 2018 წლის 12 ივნისს, ხოლო სს „ბ---- რ-------–---“-ს მიმართ სესხად აღებული 5 658.89 ლარის დაფარვა 2018 წლის 17 სექტემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 24,28-29)

 

3.1.6 ა-------–-----–---–ს გააჩნია ფინანსური ვალდებულება სს მ--------------- ო---------–-- კ--------–-- მიმართ 10-9.97 ლარის ოდენობით, ყოველთვიური შესატანი თანხა შეადგენს 70 ლარს; ხოლო სს „თი ბი სი ბ----“-ს მიმართ ფინანსური ვალდებულება 1400 ლარის ოდენობით, ყოველთვიური შესატანი თანხა შეადგენს 42 ლარს, ჯამში ყოველთვიური შესატანი შეადგენს 112 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სესხის დაფარვის გრაფიკები (ს.ფ 55,63,64 )

ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 62 )

 

3.1.7 ა-------–-----–---–ი დასაქმებულია სს ”ს----------–--- რ--------”-ს სალოკომოტივო დ----–- ც--–-- ო-------- თანამდებობაზე, მისი საშუალო თვიური (დარიცხული) ხელფასი შეადგენს 1084.42 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 12 ნომბერს სს ”ს----------–--- რ--------”-ს სამტრედიის ს--–-------------- სამმართველოს ხელმძღვანელის მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 65 .)

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. არ არსებობს არასრულწლოვანის გ--------–-----–---–ის მიმართ რაიმე განსაკუთრებული გარემოება, რაც შეიძლება გამხდარიყო ა-------–-----–---–ის დამატებით ხარჯში მონაწილეობის დავალდებულების საფუძველი.

 

3.2.2. ა-------–-----–---–ის მატერიალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა იმდაგვარად, რომ არასრულწლოვანი შვილის რჩენა აღზრდისათვის დაკისრებული ალიმენტი 150 ლარი გაიზარდოს 400 ლარამდე.

 

ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლო განმარტავს, რომ ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, ა-------–-----–---–ს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი შვილის - გ--------–-----–---–ის რჩენა-აღზრდისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა - 150 (ასორმოცდაათი ლარი) გაეზარდოს 50 (ორმოცდაათი) ლარით და ამ უკანასკნელისათვის დასაკისრებელი ალიმენტი ყოველთვიურად განისაზღვროს 200 ლარის ოდენობით. დამატებით ხარჯებში მონაწილეობის ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- ს----------–--- სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. Aალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

6.2. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეც--–-- შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვლისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა (სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 05 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით) 150 ლარი არასრულწლოვანი ბავშვის - გ--------–-----–---–ის რჩენა-აღზრდისათვის მისი ასაკობრივი ზრდის, შესაბამისად საჭიროებების ზრდის, მშობელთა მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია გაიზარდოს, მაგრამ არა იმ ოდენობით, რომელსაც მოსარჩელე ითხოვს, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის ისეთ გაუმჯობესებას, რაც შეიძლება გამხდარიყო ამ ნაწილში მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.

 

სასამართლო აღნიშნული დავის გადაწყვეტისას ითვალისწინებს, წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთად ბავშვის ურთიერთობას მშობლებთან, ბავშვის დედასთან ცხოვრების ფაქტს, მის ყოველთვიურ დანახარჯებს, ასევე მხარეთა ამჟამინდელ მატერიალურ მდგომარეობას, კერძოდ, იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე არ მუშაობს, მოპასუხე გ--------–-----–---–ი მუშაობს, მისი შემოსავალი (დარიცხული ხელფასი) შეადგენს 1084.42 ლარს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსარჩელე არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს პენსიონერი მშობლის სახლში. სასამართლო ასევე ითვალისწინებს მოპასუხე ა-------–-----–---–ის ოჯახურ და სხვა გარემოებებს, მათ შორის საფინანსო ორგანიზაციების წინაშე სასესხო ვალდებულების ოდენობის შემცირებას 2469.97 ლარამდე და ყოველთვიურ შენატანის შემცირებას 332 ლარიდან 112 ლარამდე.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ორივე მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი გ--------–-----–---–ის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ა-------–-----–---–ს დაკისრებული ალიმენტი - 150 ლარი უნდა გაეზარდოს 50 (ორმოცდაათი) ლარით და საბოლოო ჯამში ყოველთვიურად დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს 200 ლარით.

 

6.3. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).

დამატებითი ხარჯის სახით მოთხოვნილი თანხა ან უკვე გაღებული ხარჯის ანაზღაურებას უნდა ემსახურებოდეს, ან დადგენილი უნდა იყოს მისი აუცილებლობა კონკრეტული ოდენობით ასევე კონკრეტული მიზნებისათვის (მაგალითად, ექიმის მიერ დაგეგმილი ოპერაცია, ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კონრეტული კურსი და სხვ.). ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უნდა შეფასდეს და დადგინდეს არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა რაიმე განსაკუთრებული გარემოების გამო ბავშვის ინტერესებისათვის ხარჯის გაღების ფაქტი ან მომავალში აუცილებლობიდან გამომდინარე გასაწევი ხარჯების ოდენობა.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არასრულწლოვანის გ--------–-----–---–ის მიმართ რაიმე განსაკუთრებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც შეიძლება გამხდარიყო ა-------–-----–---–ის დამატებით ხარჯში მონაწილეობის დავალდებულების საფუძველი. შესაბამისად, მოსარჩელეს დამატებით ხარჯებში ა-------–-----–---–ის მონაწილეობის დავალდებულებაზე უნდა ეთქვას უარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, მოპასუხე ა-------–-----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა ჟ---–---------ას სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილდა, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ჟ---–---------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

1.1.მოპასუხე ა-------–-----–---–ს არასრულწლოვანი შვილის 2--- წლის 0- ა--------ს დაბადებული გ--------–-----–---–ის სასარგებლოდ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი 150 ლარი გიზარდო-ს 50 ლარით და მისი ოდენობა განისაზღვროს ყოველთვიურად 200 ლარით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2018 წლის 24 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

1.2. უარი ეთქვას მოსარჩელეს დამატებით ხარჯებში მონაწილეობის სახით ა-------–-----–---–ისთვის ყოველთვიურად 150 ლარის დაკისრებაზე.

 

2.მოპასუხე ა-------–-----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ პორტის ქ.N32) სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნონა ზარქუა