განაჩენი

სისხლის სამართლის 16.04.2019
საქმის ნომერი
200100118002660305
დავის ტიპი
19 - 137 1
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100118002660305

#1/286-18 (№0-----------)

თელავის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 აპრილი 2019 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზვიად შარაძემ

თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - შ------------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ყ-------------------ე - დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ა----------------------------------–----

 

ადვოკატი - ნ-----–-----–--–---–ი, დ---------------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - დახურული

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2018 წლის 19 აგვისტოს დაახლოებით 22:30 საათზე, ახმეტის რაიონში, თუშეთის ტერიტორიაზე, სოფოლ ილიაურთაში ი---------------ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, ყ-------------------ემ სცადა მ-----------ს გაუპატიურება, კერძოდ, ყ-------------------ემ იცოდა რა, მ-----------ს მიღებული ქონდა ალკოჰოლური სასმელი და ეძინა ი---------------ის საცხოვრებელ სახლში, განიზრახა მისი უმწეობის გამოყენებით მოეხდინა მის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა. ყ-------------------ემ მძინარე მ-----------ს დაუწყო სახეზე კოცნა, მკერდზე ფერება, რა დროსაც მ-----------ს გამოეღვიძა და მას დაუწყო წინააღმდეგობის გაწევა. ყ-------------------ე ცალი ხელით ძალის გამოყენებით საწოლზე აკავებდა მ-----------ს, ხოლო მეორე ხელით კვლავ აგრძელებდა მკერდზე ფერებას და ცდილობდა ძალის გამოყენებით საბანი გადაეძრო მისთვის, რა დროსაც მ-----------მ ხმამაღლა დაიყვირა იმის შიშით, რომ ყვირილის ხმაზე ხალხი შეგროვდებოდა ყ-------------------ემ სასწრაფოდ დატოვა ი---------------ის სახლი, რის გამოც მან ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მ-----------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 19 აგვისტოს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა თუშეთში და თუშური ტრადიციებით აღნიშნავდნენ ფერიცვალებას. კერძოდ საღამოს საათებში ისხდნენ კოცონთან მიირთმევდნენ ხინკალს და სვავდნენ ალკოჰოლურ სასმელს. მოწმის განმარტებით მან დალია 3-4 ჭიქა არაყი და იყო საღ გონებაზე. მოწმის განმარტებით სუფრასთან ისხდნენ მისი მეგობრები, ი---------------ე, თვითონ, ა----–---–----ე და ე-----–--–---–ი, დ---------------–-–---–ი, მისი გერი, ყ-------------------ე და ამ უკანასკნელის შვილი გ-------------------ე. მოწმემ აჩვენა, მან სუფრაზე საუბარში აღმოაჩინა, რომ მასსა და ყ-------------------ეს ქონდათ საერთო ინტერესები იმ საგნებისა და იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც ზუსტად მათ აინტერესებდა, კერძოდ ქალთა მიმართ არსებული საკითხები, შესაბამისად მის მიმართ გაუჩნდა პატივისცემის გრძნობა. მოწმის განმარტებით დაახლოებით 22:30 საათზე მან დატოვა კოცონი და შევიდა სახლში დასაძინებლად. კერძოდ ოთახში შესვლისას გაიხადა ტანსაცმელი და საცვალითა და მაისურით დაწვა საწოლში. მოწმემ აჩვენა, მას აქვს თვისება, რომ დაწოლისთანავე ეძინება, რაც განმეორდა მოცემულ შემთხვევაშიც. ამის შემდეგა, რაც მას ჩაეძინა, იგი იყო ნახევრად გადაბრუნებული კედლის მხარეს, უეცრად იგრძნო მხრის გადმოწევა, სხეულზე დაწოლა და სახეზე და ყელის მიდამოში კოცნა, რაზეც მას მომენტალურად გაეღვიძა, გამოფხიზლდა და წამოჯდა საწოლზე, რათა მოეგერიებინა ადამიანი, რომელიც ცდილობდა მის გაკავებას სახის სახესთან მიახლოებას, რაზეც ატეხა კივილი, ხოლო ხსენებული პირი გაიქცა. მოწმის განმარტებით აღნიშნული პირი იყო ყ-------------------ე. მოწმის განმარტებით, მას შემდეგ, რაც გადაბრუნებული იყო მარჯვენა მხარეს კედლისკენ და იგრძნო მისი მხრის ჩამოწევა, ყ-------------------ემ იგი გაასწორა და სახეზე და ყელში დაუწყო კოცნა, რაზეც წამოდგა და იგერიებდა მას მუშტებით, რის მეშემდეგაც ატეხა კივილი. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ მხრის არეში იგრძნო მხოლოდ სიძლიერე, მეტი არაფერი, ტკივილიც კი არ განუცდია. მოწმემ ასევე დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიღებული ქონდა ალკოჰოლი დაახლოებით 3-4 ჭიქა იგი იყო აბსოლიტურად ადეკვატური, სრულყოფილად ახსოვს ყველაფერი და ყველაფერს კარგად აცნობიერებდა. მოწმის განმარტებით ყ-------------------ეს საბნის გადახდა, საბანში ხელის შეყოფა ან საცვლის გახდა არ უცდია, ალბათ იმიტომ, რომ მას ქონდა მყისიერი რეაქცია. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ყველაფერი ეს გაგრძელდა დაახლოებით 15-20 წამით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ყ-------------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდებისა და დაცვის მხარის სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia,no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , §87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no.20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებას, აღნიშნულთნ დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებითა და შეფასებით ბრალდებულ ყ-------------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა ვერ იქნა დადასტურებული ეჭვის გამომრიცხავი და უტყუარი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს სხვისი სქესობრივი თავისუფლება და სქესობრივი ხელშეუხებლობა. სქესობრივი თავისუფლება გულისხმობს პირის უფლებას, თვითონ აირჩიოს პარტნიორი. აღნიშნული დანაშაული შესაძლებელია ჩადენილი იქნეს მოქმედებით, ამასთან მისი ჩადენა შესაძლებელია სამი სხვადასხვა ალტერნატიული ხერხით, კერძოდ ძალადობით, ძალადობის გამოყენებითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. რაც შეეხება თავად ძალადობას გაუპატიურებისას აღნიშნული წარმოადგენს დაზარალებულის დათრგუნვის საშუალებას, რათა სწორედ ძალადობის გამოყენებით დაამყაროს სქესობრივი კავშირი, კერძოდ პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა. მოცემული დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება მაშინ, როდესაც სახეზე გვაქვს პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის დაწყების ფაქტი დაზარალებულთან. გაუპატიურება, ჩადენილია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით, ვინაიდან დაზარალებული იყენებს ძალადობას, მუქარას ან უმწეობას და დაზარალებულის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ამყარებს მისი ნების საწინააღმდეგოდ. იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდა განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ, დანაშაული დამოუკიდებელი მიზეზების გამო ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, შესაბამისად სახეზე გვაქვს დანაშაულის მცდელობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდაოდ გამხდარი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ის გარემოება, რომ ყ-------------------ემ განახორციელა მ-----------ს გაუპატიურების მცდელობა, რადგან თავად დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე უარყო და გამოირიცხა ის გარემოება, რომ იყო მთვრალ მდგომარეობაში, ანუ უმწეო მდგომარეობაში და მას გაეღვიძა შეხებისთანავე და დაიწყო ყ-------------------ის მოგერიება, ხოლო აღნიშნული გაგრძელდა სულ რამდენიმე წამი. რაც შეეხება უშალოდ ქმედებას, რაც განხორციელდა მ-----------ს მიმართ სასამართლოს შეფასებით იგი არ შეიცავს საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, პირი გაუპატიურებისას ძალადობით ან უმწეობის გამოყენებით უნდა ცდილობდეს დაამყაროს სქესობრივი კავშირი დაზარალებულთან, კერძოდ პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა. მოცემულ შემთხვევაში, როგორც დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, ყ-------------------ეს იგი ყავდა გაკავებული და კოცნიდა სახეზე და ყელში, ასევე მკერდზე ეფერებოდა საბნის ზემოდან. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ყ-------------------ემ სცადა საბნის გადახდა, საცვლის გახდა ან სხვა სახის ქმედება, რითაც განახორციელებდა სექსუალური ხასიათის შეღწევას დაზარალებულის სხეულში ამ უკანასკნელმა აღნიშნული უარყო და გამოთქვა მხოლოდ ვარაუდი, რომ თუ იგი არ იყვირებდა ყ-------------------ე მას სავარაუდოდ გააუპატიურებდა. შესაბამისად ის, რომ ყ-------------------ე ცდილობდა მ-----------ს სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას მის მიერ ფაქტობრივად განხორციელებული მოქმედებებით, სასამართლო სხდომაზე აღნიშნული არ დადასტურდა, რაც თავად დაზარალებულმაც განმარტა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე მტკიცებულებით სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia №39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას სასამართლო ეყრდნობა იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეების მიერ იქნა კანონით დადგენილი წესით მოპოვებული, სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ იქნა დადგენილი, ყ-------------------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, რაც გამორიცხავს მათ მიერ საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვლისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს და ყ-------------------ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 270-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ყ-------------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ყ-------------------ეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

ყ-------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ყ-------------------ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს განჩინებით 8000 (რვა ათასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ ყ-------------------ის (პირადი №-----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: N------------.

 

ყ-------------------ის სისხლის ნიმუში, ანაწმენდები და ხელის კვლები განადგურდეს, ხოლო ყ-------------------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზვიად შარაძე