განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/57-19 (N057171218002)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 აპრილი 2019 წელი ქუთაისი
მოსამართლე ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი დავით დათიაშვილი
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--------------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ--------- გ---------ე
მამის სახელი: რ-----
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არმქონე
მცხოვრები: ბაღდათის რაიონი, სოფელი ს--------
ადვოკატი - მ-----–--------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (02 ეპიზოდი),აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გ--------- გ---------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (02 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ბაღდათის რაიონის სოფელ ს--------ში მდებარე სახლში, გ--------- გ---------ემ იძალადა მამაზე - რ---- გ---------ეზე (ესროლა აგური, რომელიც რ---- გ---------ეს მოხვდა მარცხენა ფეხზე). დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ასევე, 2018 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ბაღდათის რაიონის სოფელ ს--------ში მდებარე სახლში, გ--------- გ---------ემ იძალადა მამაზე - რ---- გ---------ეზე (სახეში რამოდენიმეჯერ გაარტყა ხელი). დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული გ--------- გ---------ე, ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორივე ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, შემდეგი გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგანაც, ბრალდება თავის დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე.
საქმეში არსებული მტკიცებულებების აღწერა:
მხარეებს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმეების მ-------–---–----ის, ე------------ის და ლ------ გ---------ის, ასევე, დაზარალებულ რ---- გ---------ის ჩვენების გარდა, სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, შესაბამისად, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და დანარჩენ მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. აქედან გამომდინარე, ვინაიდან, მხარეებმა გარდა აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებისა, არც ერთი სხვა მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
მოწმის სახით დაკითხულმა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა მ-------–---–----ემ საქმის სასამართლო განხილვისას განმარტა, რომ ბაღდათის პოლიციის სამმართველოში შესული იყო შეტყობინება ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, სამმართველოში გამოცხადდა პიროვნება, რომელმაც განაცხადა, რომ მის მიმართ ძალადობას ახორციელებდა მისი შვილი გ--------- გ---------ე, მოწმის განმარტებით, ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე და მოახდინა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მანამდე გამოკითხა დაზარალებული რ---- გ---------ე, შემთხვევის ადგილის დათვალიერება განპირობებული იყო იმით, რომ დაზარალებული თავის გამოკითხვაში მიუთითებდა, რომ შვილმა ესროლა აგურის ნატეხი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა აგურის ნატეხი, რომელზედაც დაზარალებულმა მიუთითა, რომ აღნიშნული აგური ესროლა მისმა შვილმა გ--------- გ---------ემ. მოწმის სახით გამოიკითხა ბრალდებულის დედა ლ------ გ---------ე, რომელმაც დაადასტურა მამა-შვილს შორის არსებული კონფლიქტი და განმარტა, რომ მას უშუალოდ არ დაუნახავს ჩხუბის მომენტი, მაგრამ ესმოდა ჩხუბის ხმა, ასევე დაადასტურა მამა-შვილს შორის შემთხვევის წინა დღით მომხდარი ფაქტიც. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს შედგა სათანადო ოქმი და ამოღებული აგურის ნატეხი დაილუქა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
ანალოგიურად აჩვენა მოწმის სახით დაკითხულმა ბაღდათის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელმა ე------------ემ და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს 2018 წლის 17 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც პოლიციის სამმართველოში მივიდა პიროვნება და ითხოვა დახმარება, რადგანაც მის მიმართ შვილმა განახორციელა ძალადობა, კერძოდ, ორჯერ დაარტყა ხელი და ესროლა აგური, განმარტავს, რომ მონაწილეობას იღებდა ბრალდებულ გ--------- გ---------ის დაკავებაში, რომელიც დაკავებული იქნა თავის საცხოვრებელ სახლში. დაკავების დროს ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაკავებამდე ბრალდებულს განუმარტა უფლებები, განმარტავს, რომ პიროვნებას რომელიც ითხოვდა დახმარებას აღენიშნებოდა დაზიანებები. სხვა საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია.
საქმეში არსებული, N0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ,,17.12.18წ. 20:32სთ-20:44სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. რ---- გ---------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
დაზიანება კისრის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე ზედა მესამედში არსებული ნაჭდევის სახის ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (15.12.18წ), ხოლო დაზიანება მარცხენა კოჭ-წვივის სახსრის გარეთა ზედაპირზე არსებული სისხლნაჟღენთის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (17.12.18წ.)”.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმე ლ------ გ---------ემ და დაზარალებულმა რ---- გ---------ემ ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).
ბრალდებულმა გ--------- გ---------ემ განმარტა, რომ არ სცნობს თავს დამნაშავედ და მიაჩნია, რომ უდანაშაულოა წარდგენილ ბრალდებაში, შესაბამისად ითხოვს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ გ--------- გ---------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
სისხლის სამართლის კანონმდებლობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცყოფას, შანტაჟს, დამცირებას რამაც, გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
საქმეში არსებული, N0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ,,17.12.18წ. 20:32სთ-20:44სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. რ---- გ---------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
დაზიანება კისრის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე ზედა მესამედში არსებული ნაჭდევის სახის ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (15.12.18წ), ხოლო დაზიანება მარცხენა კოჭ-წვივის სახსრის გარეთა ზედაპირზე არსებული სისხლნაჟღენთის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (17.12.18წ.)”. მაგრამ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი დაზიანებები გამოწვეულია თუ არა ბრალდებულის მიერ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებული ვერ იქნა, რის გამოც, საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, ბრალდებულ გ--------- გ---------ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მასზე წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ რ---- გ---------ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი მოწმეთა ჩვენებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებული ვერ იქნა. ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე უტყუარი, პირდაპირი მტკიცებულება, გარდა მოწმეთა ირიბი ჩვენებებისა. ამასთან საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მოწმის სახით დაკითხულმა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა მ-------–---–----ემ საქმის სასამართლო განხილვისას განმარტა, რომ ბაღდათის პოლიციის სამმართველოში შესული იყო შეტყობინება ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, სამმართველოში გამოცხადდა პიროვნება, რომელმაც განაცხადა, რომ მის მიმართ ძალადობას ახორციელებდა მისი შვილი გ--------- გ---------ე, მოწმის განმარტებით, ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე და მოახდინა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მანამდე გამოკითხა დაზარალებული რ---- გ---------ე, შემთხვევის ადგილის დათვალიერება განპირობებული იყო იმით, რომ დაზარალებული თავის გამოკითხვაში მიუთითებდა, რომ შვილმა ესროლა აგურის ნატეხი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა აგურის ნატეხი, რომელზედაც დაზარალებულმა მიუთითა, რომ აღნიშნული აგური ესროლა მისმა შვილმა გ--------- გ---------ემ. მოწმის სახით გამოიკითხა ბრალდებულის დედა ლ------ გ---------ე, რომელმაც დაადასტურა მამა-შვილს შორის არსებული კონფლიქტი და განმარტა, რომ მას უშუალოდ არ დაუნახავს ჩხუბის მომენტი, მაგრამ ესმოდა ჩხუბის ხმა, ასევე დაადასტურა მამა-შვილს შორის შემთხვევის წინა დღით მომხდარი ფაქტიც. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს შედგა სათანადო ოქმი და ამოღებული აგურის ნატეხი დაილუქა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ასევე, მოწმის სახით დაკითხულმა ბაღდათის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელმა ე------------ემ და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს 2018 წლის 17 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც პოლიციის სამმართველოში მივიდა პიროვნება და ითხოვა დახმარება, რადგანაც მის მიმართ შვილმა განახორციელა ძალადობა, კერძოდ, ორჯერ დაარტყა ხელი და ესროლა აგური, განმარტავს, რომ მონაწილეობას იღებდა ბრალდებულ გ--------- გ---------ის დაკავებაში, რომელიც დაკავებული იქნა თავის საცხოვრებელ სახლში. დაკავების დროს ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაკავებამდე ბრალდებულს განუმარტა უფლებები, განმარტავს, რომ პიროვნებას რომელიც ითხოვდა დახმარებას აღენიშნებოდა დაზიანებები. სხვა საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია. ხოლო აღნიშნული პირები, თავად ძალადობის განხორციელების ფაქტს არ შესწრებიან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პოლიციის თანამშრომლები არ არიან თვითმხილველები და არ შესწრებიან ბრალდებულ გ--------- გ---------ის მხრიდან მისი მამის მიმართ, რაიმე სახის ფიზიკური ძალადობის განხორცილების ფაქტს, ხოლო, რაც შეეხება მოწმე ლ------ გ---------ეს და დაზარალებულ რ---- გ---------ეს, მათი მხრიდან გამოყენებულ იქნა მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება სასამართლოს ახლო ნათესავის წინააღმდეგ, რაც, ერთობლიობაში ვერ ადგენს ბრალდებულის მხრიდან ქონდა თუ არ ადგილი დაზარალებულის მიმართ, რაიმე სახის ფიზიკურ შეურაცყოფას. აღნიშნულის საწინააღმდეგო, რაიმე უტყუარი მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ, სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, რომელიც გააბათილებდა დაცვის მხარის მოთხოვნის არგუმენტაციას და მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული ირიბი მტკიცებულებები, ზოგადად ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა და მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფუძველს, რადგანაც, გასათვალისწინებელია, რომ ,,მტკიცებულება ადეკვეტურად უნდა ასახავდეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი, მტკიცებულება ვერ იქნება უტყუარი, თუ იგი იმაზე მეტ გავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე, ვიდრე ეს მისი ბუნებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მტკიცებულება არ უნდა უქმნიდეს ფაქტების დამდგენს მცდარ წარმოდგენას ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობის ან არარსებობის თაობაზე“(საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1|1|548 გადაწყვეტილება).
სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს, გ--------- გ---------ის ბრალეულობა ოჯახური ძალადობის განხორციელებაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, იმისათვის, რომ - 2018 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ბაღდათის რაიონის სოფელ ს--------ში მდებარე სახლში, გ--------- გ---------ემ იძალადა მამაზე - რ---- გ---------ეზე (ესროლა აგური, რომელიც რ---- გ---------ეს მოხვდა მარცხენა ფეხზე). დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, 2018 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ბაღდათის რაიონის სოფელ ს--------ში მდებარე სახლში, გ--------- გ---------ემ იძალადა მამაზე - რ---- გ---------ეზე (სახეში რამოდენიმეჯერ გაარტყა ხელი). დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, სასამართლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის გარდა მოწმეთა ირიბი ჩვენებებისა, სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ--------- გ---------ის მიმართ, წარდგენილი ბრალდებები დაუდასტურებელია და შეუძლებელია მას მსჯავრი დაედოს წარდგენილი კვალიფიკაციით.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.
პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაული შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.
საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ--------- გ---------ის მიმართ, არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რადგანაც, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოს კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ევს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქმის სასამართლო განხილვით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე რომ, ბრალდებულ გ--------- გ---------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ გ--------- გ---------ის ბრალეულობაში, რის გამოც, გ--------- გ---------ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებულ ბრალდებებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ--------- გ---------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
2. გ--------- გ---------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
3. გ--------- გ---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გადახდილი გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
7. გამართლებულ გ--------- გ---------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
8. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული აგურის ფრაგმენტი, რომელიც ინახება ბაღდათის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.
მოსამართლე ლერი თედორაძე