გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.04.2019
საქმის ნომერი
030310919002955903
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310919002955903

№ 3/46-2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ

 

24 აპრილი, 2019 წელი ქ.ფოთი

 

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

 

მსხვერპლი ნ----- ა-----–--

წარმომადგენელი ქ------- გ-------

 

მოძალადეები: ი-----–- პ---------, ა-- ბ----–-- (არ გამოცხადდნენ)

 

მოთხოვნის არსი დამცავი ორდერის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

2019 წლის 19 აპრილს ნ----- ა-----–--მ განცხადებით მომართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა დამცავი ორდერის გაცემა.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განჩინებით ნ----- ა-----–--ს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე მიღებული იქნა წარმოებაში.

 

თავის მოთხოვნას განმცხადებელი ამყარებს შემდეგ გარემოებებზე:

 

განმცხადებელი განმარტავს, რომ მოძალადე ი-----–- პ--------- არის მისი შვილი, ხოლო ა-- ბ----–-- მისი რძალი. არაერთხელ გამხდარა შვილის და რძლის ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. მის შვილს ი-----–- პ---------ს ბოლო პერიოდის მანძილზე ჰქონდა მცდელობა ფიზიკურადაც გასწორებოდა, მაგრამ მოახერხა და ამის საშუალება არ მისცა. ხუთ წელზე მეტია მოძალადეებისაგან უამრავ შეურაცხყოფასა და მუქარას იტანს, ბოლო პერიოდში კი ურთიერთობა განსაკუთრებით გაურთულდათ, სულ მცირე შენიშვნასაც ი-----–- პ--------- დიდი აგრესიით პასუხობს. განმცხადებელი არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, უკანასკნელ ხანებში კი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაურთულდა, დასჭირდა ოპერაციის გაკეთება. 2019 წლის 17 აპრილს ი-----–- პ---------მ და ა-- ბ----–--მ განახორციელეს ფსიქოლოგიური ძალადობა. ი-----–- პ---------ს ჰქონდა ფიზიკური ძალადობის მცდელობაც, მაგრამ პოლიციაში ჩივილით დაემუქრა, რამაც იმ მომენტში შეაჩერა მოძალადე. ამ შემთხვევის გამო მიმართა პოლიციას, რომელთაც მიიღეს შესაბამისი ზომები აღნიშნულთან დაკავშირებით. 2019 წლის 17 აპრილს საქართველოს შ------ ს------- ს------------- სამეგრელო-ზ---- ს-------ს პ---–-–--ს დ--------------ს ფ------ ს----–---- ს-----------–--ს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის დ----- ჩ--------ს მიერ გაცემული იქნა N007338 შემაკავებელი ორდერი. არსებობს რეალური საფრთხე, რომ შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ი-----–- პ--------- და ა-- ბ----–-- ისევ გააგრძელებენ ნ----- ა-----–--ს მიმართ ძალადობას, რადგან არ შერიგებულან. სახლი, რომელშიც ის ცხოვრობს და ცხოვრობდნენ მოძალადეებიც შემაკავებელი ორდერის გამოცემამდე, წარმოადგენს განმცხადებლის საკუთრებას. მოძალადეებს ფ----–- სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ, ი-----–- პ--------- კი მუშაობს ფ----–-, შესაბამისად მისთვის ხელსაყრელია ფ----–- ცხოვრება, ბოლო დაპირისპირების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. დასჭირდა ოპერაციის გაკეთება და სთხოვა მოძალადეებს მცირედით მაინც დახმარებოდნენ მკურნალობის ხარჯების დაფარვაში, აღნიშნულზე მიაყენეს მორიგი შეურაცხყოფა და მუქარა, ნ----- ა-----–--მ მოითხოვა დაეტოვებინათ მისი კუთვნილი საცხოვრებელი, რაზეც მის შვილს ჰქონდა მწვავე რეაქცია, იმდენად გამოვიდა წყობიდან, იმდენად გამოვიდა წყობიდან, რომ აპირებდა გასწორებოდა ფიზიკურად. საბოლოოდ იმისთვის, რომ მშვიდად ყოფილიყო საკუთარ სახლში მოუწია პოლიციისათვის მიმართვა. მოძალადეებმა მისამართი შეიცვალეს დროებით, იძულებით რადგან სხვა გზა არ ჰქონდათ, შემაკავებელი ორდერის ვადის გასვლის შემდეგ არსებობს საფრთხე, რომ ისინი კვლავ დაბრუნდებიან განმცხადებლის საცხოვრებელ სახლში და განაგრძობენ მის მიმართ ძალადობას. ი-----–- პ---------მ და ა-- ბ----–--მ შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ, შემოუთვალეს რომ მივიდოდნენ პოლიციასთან ერთად და წაიღებდნენ საოჯახო ნივთებს, რომლებიც თავისად მიაჩნიათ. ნივთები არის განმცხადებლის საკუთრება და არ აპირებს მოძალადეებისათვის მიცემას. აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელი ითხოვს დამცავი ორდერის გაცემას 6 თვის ვადით.

 

სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ ი-----–- პ--------- და ა-- ბ----–--, მათ არც წერილობითი მოსაზრება წარმოუდგენიათ განცხადებასთან დაკავშირებით.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მიაჩნია, რომ ნ----- ა-----–--ს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მხარის ახსნა-განმარტებით მოძალადეთა მხრიდან ადგილი აქვს ფსიქოლოგიურ ძალადობას, ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ნ----- ა-----–--ს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი.

 

,,????? ?????? ????????? ??/?? ?????? ????????? ????????, ????????? ?????????? ??????? ?? ?????????? ??????? “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე კანონის მე-11 მუხლით თანახმად, კი დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

 

დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე განცხადებით სასამართლოს ნ----- ა-----–--მ მომართა.

 

,,????? ?????? ????????? ??/?? ?????? ????????? ????????, ????????? ?????????? ??????? ?? ?????????? ??????? “ საქართველოს კანონის მე-31 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;

ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;

გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;

დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;

ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;

 

,,????? ?????? ????????? ??/?? ?????? ????????? ????????, ????????? ?????????? ??????? ?? ?????????? ??????? “ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2115 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს: ა) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს; ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდების და მათ თავშესაფარში მოთავსების საკითხებს; გ) მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან გარიდების საკითხს; დ) მოძალადის ვალდებულებას – არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისათვის; ე) მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას; ვ) მოძალადის არასრულწლოვნისაგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხებს; ზ) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს; თ) მოძალადისათვის დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მის შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს; ი) მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა, გონივრული ხარჯების ანაზღაურების საკითხებს; კ) მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს; ლ) მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის საკითხს; მ) მოძალადის გაფრთხილებას დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ნ) სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.

 

მსხვერპლის განმარტება, რომ ხუთ წელზე მეტია მოძალადეებისაგან უამრავ შეურაცხყოფასა და მუქარას იტანს, ბოლო პერიოდში კი ურთიერთობა განსაკუთრებით გაურთულდათ, სულ მცირე შენიშვნასაც ი-----–- პ--------- დიდი აგრესიით პასუხობს. განმცხადებელი არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, უკანასკნელ ხანებში კი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაურთულდა, დასჭირდა ოპერაციის გაკეთება. 2019 წლის 17 აპრილს ი-----–- პ---------მ და ა-- ბ----–--მ განახორციელეს ფსიქოლოგიური ძალადობა. ი-----–- პ---------ს ჰქონდა ფიზიკური ძალადობის მცდელობაც, მაგრამ პოლიციაში ჩივილით დაემუქრა, რამაც იმ მომენტში შეაჩერა მოძალადე. ამ შემთხვევის გამო მიმართა პოლიციას, რომელთაც მიიღეს შესაბამისი ზომები აღნიშნულთან დაკავშირებით. აღნიშნული ვერ დარჩება რეაგირების გარეშე, რის გამოც ნ----- ა-----–--ს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2113-ე, 2115-ე მუხლებით, ,,????? ?????? ????????? ??/?? ?????? ????????? ????????, ????????? ?????????? ??????? ?? ?????????? ??????? “ საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, მე-12 მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნ----- ა-----–--ს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

2. დამცავი ორდერი დამტკიცდეს შემდეგი პირობებით:

 

- აეკრძალოთ მოძალადეებს: ი-----–- პ---------ს და ა-- ბ----–--ს მსხვერპლთან ნ----- ა-----–--სთან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება;

 

- მოძალადეებს: ი-----–- პ---------ს და ა-- ბ----–--ს აეკრძალოთ ნ----- ა-----–--სთან რაიმე ფორმით, მათ შორის სატელეფონო საშუალებების გამოყენებით კონტაქტი;

 

- მოძალადეებს: ი-----–- პ---------ს და ა-- ბ----–--ს აეკრძალოთ მსხვერპლის ნ----- ა-----–--ს მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ძალადობა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის ტელე-საკომუნიკაციო საშუალებებით,3. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვროს 6 (ექვსი) თვით;

 

4. განემარტოთ მხარეებს, რომ დამცავი ორდერის დამტკიცების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის ძალაში და მისი გასაჩივრება არ აჩერებს დამცავი ორდერის მოქმედებას;

 

5.განემარტოს მოძალადეს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ან გამასწორებელ სამუშაოებს სამ თვემდე ვადით;

 

6. გადაწყვეტილება მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გადაეგზავნოს შსს ფ------ საქალაქო სამმართველოს, ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით;

 

7.გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (მდებარე: ქ.ფოთი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №3) მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე